საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მომართვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის კარლო ჩხეიძის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძისა და თავმჯდომარის მოადგილეების - ექვთიმე თაყაიშვილისა და სვიმონ მდივნის მიერ პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მათი თავისუფლების საპარლამენტო ორდენებით (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
ნომერი
#2-8149/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-25
ბიუროს ნომერი 256

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2-8149/23 24-05-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ, რათა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე, თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი დაჯილდოვდნენ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით (სიკვდილის შემდეგ), მათ მიერ პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მათი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი საკანონმდებლო ორგანო (დამფუძნებელი კრება), რომელმაც 1921 წელს მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია. მნიშვნელოვანია, სათანადოდ პარლამენტარიზმის დაფასდეს ჩამოყალიბებასა და მათი ღვაწლი, განვითარებაში, როგორც ქართული ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების კონტექსტში. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge