„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/329/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-29
ბიუროს ნომერი 257

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 140000000.05.001.016807) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ-ფ“ ქვეპუნქტები: ტ) ელექტრონული დოკუმენტი - ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; უ) ელექტრონული ხელმოწერა - ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება; ფ) ელექტრონული შტამპი - ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება. 2. მე-82 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემით გადაცემული ინფორმაციის შინაარსზე ხელი არ მიუწვდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო წარმოადგენს ინფორმაციის ადრესატს.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-6 პუნქტები: „4. კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტს, ელექტრონულ ხელმოწერას და ელექტრონულ შტამპს აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტის, პირადი ხელმოწერის და მატერიალური შტამპის თანაბარი იურიდიული ძალა. ამგვარი ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი. 5. კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ეგზემპლარია და აქვს ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა. 6. დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის, ან მისი ამონაბეჭდის მტკიცებულებად აღიარებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მასზე გამოყენებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ დოკუმენტთან, ელექტრონულ ხელმოწერასთან და ელექტრონულ შტამპთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-82 მუხლის თანახმად, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ქმნის კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემას და ამ მიზნით უფლებამოსილია შექმნას და გამოიყენოს სპეციალური, იზოლირებული ოპტიკურბოჭკოვანი ქსელი. აღნიშნულ ქსელს არ აქვს წვდომა ინტერნეტის გლობალურ ქსელზე, იყენებს კრიპტოგრაფიული დაშიფვრის მეთოდს და როგორც ამგვარი წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის სტაბილურ და დაცულ სისტემას, რომელიც იძლევა დოკუმენტაციის და აუდიო-ვიდეო ფაილების უსაფრთხო გადაცემის შესაძლებლობას. ამასთან, მისი ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული ინტერნეტზე, რაც უზრუნველყოფს კომუნიკაციას ქსელში ჩართულ უწყებებს შორის ინტერნეტ კავშირგაბმულობის გათიშვის შემთხვევაშიც. კანონი არ შეიცავს რეგულაციას აღნიშნული სისტემის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის, ასევე გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული შტამპის იურიდიული ბუნების შესახებ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემის ფარგლებში შექმნილი გაგზავნილი, მიღებული და დამუშავებული ელექტრონული დოკუმენტების, ასევე ელექტრონული დოკუმენტების შექმნის მიზნით სისტემაში ინტეგრირებული ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული შტამპის იურიდიული ძალის განსაზღვრის საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტი მიღების შედეგად მკაფიოდ დარეგულირდება კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემის ფარგლებში შექმნილი გაგზავნილი, მიღებული და დამუშავებული ელექტრონული დოკუმენტის, ასევე ამგვარი ელექტრონული დოკუმენტის შექმნის და გადაცემის მიზნით გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის იურიდიული ძალის საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის: ა) მე-2 მუხლს ემატება „ტ-ფ“ ქვეპუნქტები, რომლებიც განსაზღვრავენ ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული შტამპის ცნებებს. ბ) მე-82 მუხლს ემატება მე-4-7 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც: - კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტს, ელექტრონულ ხელმოწერას და ელექტრონულ შტამპს აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტის, პირადი ხელმოწერის და მატერიალური შტამპის თანაბარი იურიდიული ძალა; - ამგვარი ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი; - დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის, ან მისი ამონაბეჭდის მტკიცებულებად აღიარებაზე უარის თქმა, იმ მოტივით, რომ მასზე გამოყენებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი. - კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ეგზემპლარია და აქვს ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში განხილული პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად, აუცილებელია, კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე შევიდეს ძალაში. კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროქტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროქტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროქტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი