„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ეკა სეფაშვილი
ნომერი
#07-3/327/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-29
ბიუროს ნომერი 257

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. „ს1) მე-2 მუხლის „ს1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მედიამომსახურება პასუხისმგებლობით − მედიამომსახურების განხორციელებული მიმწოდებელი საქმიანობა პირის - სარედაქციო აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა.“. 2. მე-2 მუხლის „ს4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს4) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება − მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი ვიდეოგაზიარების პლატფორმის პასუხისმგებლობის გარეშე, მიზანი ან მომსახურების ელექტრონული არსებითი ფუნქციონალი მიმწოდებლის საკომუნიკაციო არის სარედაქციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების ან/და მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. პროგრამების ან/და მომხმარებლების გენერირებული მონიშვნასა თანამიმდევრობას, და ვიდეორგოლების განსაზღვრავს ორგანიზებას, კერძოდ, ვიდეოგაზიარების ჩვენებას, პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი, მათ შორის, ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით;“. 3. მე-2 მუხლის „ტ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ4) სარედაქციო პასუხისმგებლობა − პროგრამების შერჩევასა და მათ ორგანიზებაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება მაუწყებლის მიერ პროგრამების ქრონოლოგიური განრიგის საშუალებით ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ პროგრამების კატალოგის საშუალებით, რაც აუცილებლად არ გულისხმობს მედიამომსახურების მიმწოდებელი პირის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მიწოდებულ მომსახურებასთან დაკავშირებით”; 4. მე-2 მუხლის „ჰ16“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ16) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მედიამომსახურების სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაცია, აგრეთვე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქმიანობის განხორციელების მსურველი პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენა“. 5. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „3. სახელმწიფო, კომერციული/პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციის დაცვის მიზნით, კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“. 6. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლის − მმართველ თანამდებობაზე.“. 7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. თუ კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან თუ აღნიშნული კომისიის წევრი გადადგება თანამდებობიდან ან გარდაიცვლება, პარლამენტი მითითებული გარემოების დადგომიდან ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2. თუ კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას. 3. თუ კომისიის წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს აღნიშნულის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 4. კომისიის წევრის მიერ გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. კომისიის წევრს უფლება აქვს, გადადგომის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება. 2 5. კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამოითხოვს კომისიის წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. კომისიის წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძვლით კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. კომისიის წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. 7. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა: ა) ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში; ბ) ზედიზედ 15 დღეზე ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში. 8 ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძვლით კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი. პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში პარლამენტი კენჭს უყრის კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. კომისიის წევრის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა. თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან თუ პარლამენტი არ გამართავს კენჭისყრას ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება. 9. ერთი ფაქტის საფუძველზე კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია. 10. პარლამენტის გადაწყვეტილება კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 3 11. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების კონკრეტული საფუძვლის მითითებით კომისია თავის ვებგვერდზე აქვეყნებს დაუყოვნებლივ. 8. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ“ მომდევნო წლის საქმიანობის გეგმას და გასული წლის გეგმის შესრულების ანგარიშს.“ 9. „7. მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებზე. 10. მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. პირის მიერ ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტების საფუძველზე სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაში სარჩელი დაუშვებელია, თუ მოსარჩელემ ამავე საკითხზე, დადგენილი წესით, არ გამოიყენა კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა.“. 11. 381 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 381. მაუწყებლობის ენა/ენები 1. საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ადგილობრივი მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, მათ შორის, საუკეთესო დროს, საქართველოს სახელმწიფო ენაზედაც უნდა განათავსოს. 3. საქართველოში ავტორიზებულმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.“ 12. 451 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 451. ავტორიზაციის წესი“ 13. 451 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სათემო, კერძო ან საუნივერსიტეტო მაუწყებლობის და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.“ 14. 451 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11. , 12., 13., 14. პუნქტები: „11. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას წარუდგენს ავტორიზაციის შეტყობინებას, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. 4 პირი ავტორიზებულად მიიჩნევა და უფლება აქვს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდება დაიწყოს კომისიისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენის დღიდან. 12. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ ავტორიზაციის შეტყობინების კომისიისთვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს ავტორიზაციის შეტყობინების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან და თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ წარდგენილი ავტორიზაციის შეტყობინება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, არეგისტრირებს პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. 13. თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ წარდგენილი შეტყობინება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომისია ადგენს ხარვეზს და ავტორიზაციის მსურველ პირს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. კომისია უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადა. 14. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში კომისია არეგისტრირებს პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია განუხილველად ტოვებს ავტორიზაციის შეტყობინებას, და განუმარტავს პირს ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის განხორციელების მოსალოდნელ შედეგებს.“ 15. 451 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებაზე ავტორიზაციის მსურველი პირის ავტორიზაციის შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა თაობაზე, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან 5%-ზე მეტს ფლობენ; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; დ) მომსახურების შესახებ მონაცემები, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება მიეკუთვნება სხვა მომსახურების ნაწილს, აღნიშნული მომსახურების თაობაზე მონაცემები; ე) უფლებამოსილი საკონტაქტო პირის მონაცემები; ვ) მომსახურების აღწერა, მათ შორის, მონაცემები იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურება ამ კანონის მე-2 პუნქტის „ს4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებას მიეკუთვნება, მომსახურების გავრცელების საშუალება; 5 ზ) ინფორმაცია ამ კანონის პირველი მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც, მომსახურებაზე ვრცელდება ამ კანონის მოქმედება; თ) ვებგვერდის მისამართი, აგრეთვე ინფორმაცია ვიდეოგაზიარების მომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული საშუალებების შესახებ; პლატფორმის ი) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებაზე ავტორიზაციის მსურველი პირის ავტორიზაციის შეტყობინების ფორმის დამტკიცების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.“. 16. 451 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პირებს უფლება აქვთ, მედიამომსახურების მიწოდება დაიწყონ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.“. 17. 451 მუხლის მე-12 პუნქტის ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაში/ავტორიზაციის შეტყობინებაშია ასახული;“. ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 18. 451 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას მედიამომსახურების მიმწოდებელი პირის ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ ავტორიზებული პირის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან, ხოლო ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი პირის ავტორიზაცია განახლდება ავტორიზებული პირის მიერ ავტორიზაციის შეჩერებისთვის მითითებული ვადის ამოწურვისთანავე ან პირის მიერ კომისიისთვის ავტორიზაციის განახლების შესახებ ინფორმაციის წარდგენისთანავე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“ 19. 452 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი პროგრამების კატალოგში განგრძობითად და პროგრესირებადად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული პროგრამების განთავსება კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“ 20. 453 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: 2. კომისია უფლებამოსილია შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დროებით არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მედიამომსახურების გავრცელება, თუ მედიამომსახურების მიმწოდებელი აშკარად და უხეშად არღვევს ამ კანონის 561 და 562 მუხლების მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის 6 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას და ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ ჩაიდინა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიამ მედიამომსახურების მიმწოდებელს წერილობით უნდა შეატყობინოს სავარაუდო დარღვევისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც კომისია გეგმავს, იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა კვლავ განმეორდება. კომისიამ მედიამომსახურების მიმწოდებელს უნდა მისცეს შესაძლებლობა, სავარაუდო დარღვევის შესახებ წარადგინოს საკუთარი მოსაზრება, როგორც წერილობით, ისე ზეპირად კომისიის სხდომაზე“. გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას. 21. 454 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 454. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები არასათანადო ვიდეორგოლების, პროგრამებისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა დაიცვას საზოგადოება თავისი პლატფორმის მეშვეობით ისეთი ვიდეორგოლის, პროგრამისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებისგან: ა) რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას; ბ) რომელიც შეიცავს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. ვიდეორგოლი, პროგრამა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად, მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო. გ) რომლის გავრცელება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ტერორიზმისკენ მოწოდების, არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების, რასობრივი დისკრიმინაციისა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის დანაშაულების ნიშნებს.“ . 22. 456 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებისთვის გამჭვირვალე და მოსახერხებელი მექანიზმების შექმნა და ფუნქციონირება, რათა მომხმარებლებმა შეატყობინონ ან მიანიშნონ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს ამ კანონის დარღვევით 7 მასალის განთავსების შესახებ, ასევე პლატფორმაზე არსებული რეიტინგის მეშვეობით შეაფასონ ეს მასალა;“ 23. 457 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ადეკვატურობას, მათ შორის, მიმწოდებლის ზომის, მომხმარებლების რაოდენობისა და მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების ბუნების გათვალისწინებით, აფასებს კომისია.“. 24. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 50. ქცევის კოდექსი 1. კომისია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ პირებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, იღებს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ პირებს, საკუთარი ინიციატივის ფარგლებში ერთობლივად ან დამოუკიდებლად შეიმუშაონ საკუთარი საქმიანობის მომწესრიგებელი ქცევის წესები. 25. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52. ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება. 1. მაუწყებლები ვალდებული არიან მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. 2. დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესებიც შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით, აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით. 3. დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს, შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს შესაძლებლობა, მაუწყებლის ეთერში თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება. 4. მაუწყებელი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას პასუხის უფლებაზე, თუ: ა) შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში; ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი არ არის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი; გ) შესწორებას ან უარყოფას პირდაპირი კავშირი არ აქვს საწყის განცხადებასთან ან მისი ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის, ან თუ ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა ფაქტის შესწორება ან უარყოფა; 8 დ) შესწორება ან უარყოფა შეიცავს ცილისწამებას, გამოიწვევს მაუწყებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობას, შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს ან უხამსობას; ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება არსებობს მხოლოდ მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემის შემთხვევაში და არ ვრცელდება მოსაზრებებისა და შეხედულებების გადაცემაზე. 6. პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.”. 26. 521 -ე მუხლი ამოღებულ იქნას. 27 . 552 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად, მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.“ 28. 56-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აკრძალულია ისეთი პროგრამით შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი სამაუწყებლო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ და მორალურ განვითარებას“. 29. 561 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ ან მორალურ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.“ 30. 63-ე მუხლის 25 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: 25. აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას, შეიცავს სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას ან/და ახდენს ასეთი დისკრიმინაციის წახალისებას". 31. 63-ე მუხლის 27 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 28 პუნქტი: 9 „28. აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის საშიში ქცევის წახალისებას.“. 32. 70-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მედიამომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ მათ მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამების, რეკლამის და სპონსორების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან გაატარონ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც საშუალებას იძლევა უზრუნველყოფილი გენერირებული იყოს მათ ვიდეორგოლისა მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.“. 33. 70-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომისია ადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული გათვალისწინებული უნდა შემოსავლების იქნეს თაობაზე. აგრეთვე ანგარიშგების ინფორმაცია ფორმებში მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ფორმებში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინონ კომისიას ანგარიშგების ფორმები.“ 34. 71-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს შეუსრულებლობის, კანონმდებლობის აგრეთვე დარღვევის ან კომისიის ლიცენზიის/ავტორიზაციის გადაწყვეტილების პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.“ 35. 71-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 10 36. 76-ე მუხლის 37-ე და 38-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „37. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე მიიღოს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების ქცევის კოდექსი. ამ აქტის მიღებამდე არ მოქმედებს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოძახებით აუდიოვიზუალური 6 მედიამომსახურებების მიმწოდებლებისთვის და ამ კანონის 45 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებები ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისთვის.“ „38. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით დაბალი შემოსავლის ან/და მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონე აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებლის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებამდე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების მიმწოდებლებზე არ გავრცელდეს ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულება.“ 37. 76-ე მუხლის 39-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. 38. 76-ე მუხლის მე-40 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „40. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მედიამომსახურებების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინპორტალის ფუნქციონირების წესი.“ 39. 41-ე პუნქტი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 11
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (№2482). კანონი მიზნად ისახავდა მედიამომსახურებების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დახვეწასა და გაუმჯობესებას. ხსენებულ კანონთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურმა დირექტორატმა საქართველოს პარლამენტის თხოვნის შესაბამისად შეიმუშავა დასკვნა (DGI(2023)1, 21.02.2023). ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში მითითებულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ხარვეზებზე და შემოთავაზებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის რეკომენდაციები. მიზანშეწონილია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, გასწორდეს მასში არსებული ტექნიკური თუ შინაარსობრივი მედიამომსახურებებისა და უზუსტობები, ვიდეოგაზიარების რათა კიდევ პლატფორმის უფრო დაიხვეწოს მომსახურების სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობა. კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწას, მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მედიის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის გაუმჯობესებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში იდენტიფიცირებული ხარვეზების უმეტესობა არ ქმნის არსებით პრობლემებს მედიის სფეროში და შესაძლებელია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მათი პრაქტიკაში გამოსწორება. აღნიშნულის მიუხედავად, მედიის სფეროს მნიშვნელობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, ხარვეზები გასწორდეს საკანონმდებლო დონეზე, რათა არსებობდეს გამართული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით დაიცავს როგორც მედიამომსახურების მიმწოდებელი პირების გამოხატვის თავისუფლებას, ისე - აუდიტორიისა და საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოხდება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში მითითებული „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ხარვეზების აღმოფხვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით სწორდება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში არსებული ტექნიკური უზუსტობები და ზუსტდება ისეთი საკითხები, რომლებსაც, შესაძლებელია, ბუნდოვანება გამოეწვია. მაგალითად, შემოთავაზებული კანონპროექტით ევროპული სტანდარტების შესაბამისად „მედიამომსახურება“, ზუსტდება „ვიდეოგაზიარების შემდეგი ლეგალური პლატფორმის დეფინიციები მომსახურება“, - „სარედაქციო პასუხისმგებლობა“. კანონპროექტით, ასევე მკაფიოდ წესრიგდება სფეროს მარეგულირებელი ორგანოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომუნიკაციების კომისია“ ან „კომისია“) სხდომის დახურვის საკითხები. კომისიის, როგორც კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის საკითხი ჯეროვნად არის მოწესრიგებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და ამ მხრივ პრობლემა არც პრაქტიკაში ვლინდება, თუმცა, სამართლებრივი განსაზღვრულობისათვის უმჯობესია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მსგავსად ზუსტად იყოს ფორმულირებული კომისიის სხდომის დახურვის საფუძვლები. ანალოგიურად, უმჯობესია, კომუნიკაციების კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ნაცვლად დარეგულირდეს უშუალოდ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით. კანონპროექტის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშში აისახება ინფორმაცია კომისიის მომავალი წლის გეგმებისა და წინა წლის გეგმების შესრულების თაობაზე. კანონპროექტით ზუსტდება მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის საკითხი და მიეთითება, რომ დაინტერესებული პირის სარჩელს სასამართლო განიხილავს მხოლოდ მაშინ, თუ პირს ამავე საკითხზე მიმართული აქვს კომუნიკაციების კომისიისთვის. აღნიშნული წესი შეესატყვისება სასამართლო კონტროლის ბუნებას და ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიის, როგორც პროფესიული მარეგულირებელი ორგანოს როლს. კანონპროექტის მიხედვით შემოღებულ იქნება გამარტივებული ავტორიზაციის წესი ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისთვის. ისინი ავტორიზაციას გაივლიან მარტივი, კომუნიკაციების კომისიისთვის ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენის გზით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება შედის „ავტორიზაციის“ დეფინიციაშიც. კანონპროექტით ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბდება ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი პირების პასუხისმგებლობისა და ვალდებულების ფარგლები მათ პლატფორმაზე სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე განთავსებული მასალისთვის. კანონპროექტით შემსუბუქდება პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის. კერძოდ, აღნიშნული დარღვევისთვის პირველივე შემთხვევაში მაუწყებლებს ჯარიმის ნაცვლად დაეკისრებათ წერილობითი გაფრთხილება იმგვარად, როგორც ეს არის დაწესებული „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის. ჯარიმის დაკისრება არ მოხდება მხოლოდ პირველ შემთხვევაზე, ყოველი მომდევნო დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. შესაბამისად, ამ მხრივ არ შესუსტდება რეგულირების პრევენციული ეფექტი. კანონპროექტით მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების რეგულირებას დარღვევისთვის აღარ მოახდენს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროულია ამოქმედება, იმისათვის რომ, არ დაყოვნდეს უზუსტობების გამოსწორება და მედიამომსახურების მიმწოდებლებს 2023 წლის 1 ივლისიდან არ დაეკისროთ ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. პასუხისმგებლობა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგანაც პარლამენტის საგაზაფხულო სესია მთავრდება 2023 წლის ივნისის თვეში, რის გამოც დაჩქარებული განხილვის წესის არგამოყენების შემთხვევაში დაყოვნდება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა და უზუსტობების გამოსწორება. მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 521 (პასუხის უფლება) და 55 (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვა) მუხლების მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების გაუქმებას. კერძოდ, 2 „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 41-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლებს 2023 წლის 1 ივლისამდე არ დაეკისრებათ ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამავე კანონის 521 და 552 მუხლების მოთხოვნების დარღვევის გამო. კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების რეგულირებას დარღვევისთვის აღარ მოახდენს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით შემსუბუქდება პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის. მაუწყებლებს აღნიშნული დარღვევის პირველივე შემთხევაზე არ დაეკისრებათ ჯარიმა. შესაბამისად, შესაძლებელია, მცირედით შემცირდეს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები. პროექტით გათვალისწინებულია 521 (პასუხის უფლება) და 552 (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვა) მუხლების მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების გაუქმება, რაც გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ მიემართება აღნიშნული ჯარიმის თანხა. კანონპროექტით კომისიის მიერ, ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით, დაბალი შემოსავლის ან/და მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონე აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებლის განსაზღვრის შესახებ სახელმძღვანელო მითითებების შემუშავების ვადა, გადაიწევს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებამდე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების მიმწოდებლებზე არ გავრცელდება ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულება. შესაბამისად, აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებლებს 6 თვით გვიან წარმოეშობათ ის ფინანსური ხარჯი, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის (გაფრთხილება, ჯარიმა) დაკისრების შესაძლებლობაც გადაიწევს ზემოაღნიშნული ვადით. ამდენად, 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდში შესაძლებელია, მცირედით შემცირდეს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით შემსუბუქდება პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის. მაუწყებლებს აღნიშნული დარღვევის პირველივე შემთხევაზე არ დაეკისრებათ ჯარიმა. შესაბამისად, მათთვის, შესაძლებელია, დადგეს დადებითი ფინანსური შედეგები. პროექტით გათვალისწინებულია 521 (პასუხის უფლება) და 552 (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვა) მუხლების მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების გაუქმება. კანონპროექტით კომისიის მიერ, ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით, დაბალი შემოსავლის ან/და მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონე აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებლის განსაზღვრის შესახებ სახელმძღვანელო მითითებების შემუშავების ვადა, ასევე გადაიწევს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებამდე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების მიმწოდებლებზე არ გავრცელდება ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულება. შესაბამისად, აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებლებს 6 თვით გვიან წარმოეშობათ ის ფინანსური ხარჯი, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის (გაფრთხილება, ჯარიმა) დაკისრების შესაძლებლობაც გადაიწევს ზემოაღნიშნული ვადით. ამდენად, 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდში აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებელ პირებს შესაძლოა შეუმცირდეთ ხარჯი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. პროექტით გათვალისწინებულია 521 (პასუხის უფლება) და 552 (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვა) მუხლების მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების გაუქმება. ბ1 ) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება. კანონპროექტი უარყოფით გავლენას არ მოახდენს ბავშვების/არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობაზე. კანონპროექტით, მართალია, მსუბუქდება პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის, თუმცა, ჯარიმის დაკისრება არ მოხდება მხოლოდ პირველ შემთხვევაზე, ყოველი მომდევნო დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. შესაბამისად, ამ მხრივ არ შესუსტდება რეგულირების პრევენციული ეფექტი. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ეკა სეფაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ეკა სეფაშვილი