„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ეკა სეფაშვილი
ნომერი
#07-3/327/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-29
ბიუროს ნომერი 257

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020772) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51. ევროპული წარმოების პროდუქციის ხელშეწყობა 1. ტელემაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) უმეტესი ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისთვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და მსმენელის წინაშე და კულტურული მაუწყებლის ვალდებულებების გათვალისწინებით. 2. მაუწყებელმა თავისი პროგრამებისთვის, სატელევიზიო დროის სულ სპორტული მოვლენებისა და მცირე 10% (ახალი ამბების თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ან შენაცვლებით თავისი პროგრამების ბიუჯეტის სულ მცირე 10% ტელემაუწყებლისგან დამოუკიდებელი პროდიუსერების მიერ შექმნილ ევროპული წარმოების პროდუქციას უნდა დაუთმოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ევროპული წარმოების პროდუქციისთვის სატელევიზიო დროის გამოყოფის პროპორციულობა დაცული იქნება, თუ სატელევიზიო დრო გამოიყოფა ისეთი პროდუქციისთვის, რომელიც ვრცელდება მისი შექმნიდან 5 წლის განმავლობაში. 4. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ ეროვნულ მაუწყებლებზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი. 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (№2482). კანონი მიზნად ისახავდა მედიამომსახურებების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დახვეწასა და გაუმჯობესებას. ხსენებულ კანონთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურმა დირექტორატმა საქართველოს პარლამენტის თხოვნის შესაბამისად შეიმუშავა დასკვნა (DGI(2023)1, 21.02.2023). ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში მითითებულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ხარვეზებზე და შემოთავაზებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის რეკომენდაციები. მიზანშეწონილია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, გასწორდეს მასში არსებული შინაარსობრივი უზუსტობა, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს მედიამომსახურებებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობა. კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწას, მასში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას და მედიის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის გაუმჯობესებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში იდენტიფიცირებული ხარვეზი არ ქმნის არსებით პრობლემებს მედიის სფეროში და შესაძლებელია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მისი პრაქტიკაში გამოსწორება. აღნიშნულის მიუხედავად, მედიის სფეროს მნიშვნელობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, ხარვეზი გასწორდეს საკანონმდებლო დონეზე, რათა არსებობდეს გამართული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით დაიცავს როგორც მედიამომსახურების მიმწოდებელი პირების გამოხატვის თავისუფლებას, ისე - აუდიტორიისა და საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოხდება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში მითითებული „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ხარვეზების აღმოფხვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნის საფუძველზე ტექნიკური და შინაარსობრივი უზუსტობები სწორდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, წინამდებარე კანონპროექტით სწორდება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული 51-ე მუხლის ტექნიკური უზუსტობა, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება არ არის შესული ძალაში და ამოქმედდება 2024 წლის პირველი იანვრიდან. კანონპროექტით, უფრო მკაფიოდ განისაზღვრება მაუწყებლის ვალდებულება, რომ სატელევიზიო დროის არა ნაწილი, არამედ უმეტესი ნაწილი გამოყოს ევროპული წარმოების პროდუქციის განსათავსებლად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროულია ამოქმედება, იმისათვის რომ, არ დაყოვნდეს უზუსტობების გამოსწორება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია და „„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად უნდა დაჩქარებული წესით უნდა იქნეს განხილული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით ეროვნულ მაუწყებლებს წარმოეშობათ ვალდებულება სამაუწყებლო დროის უმეტესი ნაწილი დაუთმონ ევროპული წარმოების პროდუქციას. დღეს არსებული რედაქცია ითვალისწინებს ასეთი პროდუქციისთვის სამაუწყებლო დროის ნაწილის დათმობას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ევროპული წარმოების პროდუქცია უფრო მაღალი ღირებულების იყო, ვიდრე არაევროპული წარმოების პროდუქცია, ეროვნულ მაუწყებლებს წარმოეშვათ ის ფინანსური ხარჯი, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად, მით უფრო, რომ ცვლილების შემდგომ უფრო დიდი ოდენობით მოუწევთ ასეთი პროდუქციის შეძენა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1 ) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება. კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვების/არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ეკა სეფაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ეკა სეფაშვილი