საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 და მე-6 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“ (№07-2/269; 11.04.2023) პროექტზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-29
ბიუროს ნომერი 257
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-8254/23
25-05-2023
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „ბავშვის
უფლებების შესახებ“ კონვენციისა და მისი დამატებითი
ოქმების შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 და მე-6
გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“ პროექტზე
(№07-2/269; 11.04.2023)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 25 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციისა (შემდგომში - კონვენცია) და
მისი დამატებითი ოქმების შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 და მე-6
გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“ პროექტი.
ანგარიში მომზადებულია ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოსთვის
მოწოდებულ კითხვარზე საპასუხოდ, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით და
საგარეო
საქმეთა
გაზიარებული
იყო
სამინისტროს
სახალხო
კოორდინაციით.
დამცველის
ამასთან,
ოფისთან,
ანგარიშის
გაეროს
ბავშვთა
პროექტი
ფონდის
საქართველოს ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოსაზრებებისა და
რეკომენდაციების გაზიარების მიზნით. ანგარიშის პროექტი განხილულ იქნა გაეროს
ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე
მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ, საბოლოოდ კი განსახილველად წარედგინა
საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლის
პირველი პუნქტის შესაბამისად.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი პირველად განიხილავს „ბავშვის
უფლებების შესახებ კონვენციის“ შესრულების თაობაზე ანგარიშს საპარლამენტო
კონტროლის
მანდატის
ფარგლებში,
რომლითაც
იგი
2016
წელს,
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღიჭურვა.1
აღნიშნული
მექანიზმი
განამტკიცებს
ქვეყანაში
ბავშვის
უფლებათა
დაცვის
მიმართულებით კოორდინირებულ სახელმწიფო პოლიტიკას და უზრუნველყოფს გაეროს
სახელშეკრულებო ორგანოს მიმართ ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხს.
ეროვნული ანგარიშის პროექტი მოიცავს ინფორმაციას კონვეციით და მისი
დამატებითი
ოქმებით
აღებული
ვალდებულებების
შესრულების
მიზნით
განხორციელებული ღონისძიებების და პროგრესის თაობაზე. კომიტეტის კითხვარზე
გაცემულ
სექტორულ
სტატისტიკური
პასუხებთან
მონაცემები.
ერთად
ანგარიშში
წარმოდგენილია
ასახული
ინფორმაცია
მნიშვნელოვანი
მოიცავს
შემდეგ
საკითხებს:
− საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, ძირითადი რეფორმები;
− რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული
ვითარება;
− სახელმწიფოს რეაგირება COVID-19-ზე;
− მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე;
− ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაცია:
− მონაცემთა შეგროვება;
− ცნობიერების ამაღლება, ტრენინგები;
− თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან;
− მონიტორინგის მექანიზმი;
− დისკრიმინაციის აკრძალვა;
1
საქართველოს პარლამენტს განხილული აქვს ანგარიშების პროექტები „შეიარაღებულ
კონფლიქტში
ბავშვთა
მონაწილეობის
თაობაზე“
და
„ბავშვთა
ვაჭრობის,
ბავშვთა
პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თაობაზე“ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“
ფაკულტატური ოქმების იმპლემენტაციის თაობაზე (N388;28.11.16)
− ბავშვის საუკეთესო ინტერესები/პროფესიონალთა ცნობიერების ამაღლება;
− სიცოცხლის უფლება - სუიციდის პრევენცია, დედათა და ახალშობილთა
სიკვდილიანობის შემცირება;
− ბავშვის შეხედულებების პატივისცემა;
− სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების რეგისტრაცია;
− ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში
არსებული
ვითარება,
ბავშვთა
მიმართ
ძალადობის,
მათ
შორის
ონლაინ
ძალადობის და კიბერბულინგის პრევენცია;
− სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის პრევენცია;
− ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვები;
− შშმ ბავშვები;
− ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისები;
− ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და
ცხინვალის რეგიონში ჯანდაცვის პროგრამების შესახებ;
− ცხოვრების სათანადო პირობები;
− განათლება და პროფესიული მომზადება;
− ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის განათლების
ხელმისაწვდომობის უფლება;
− თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და მიგრანტი ბავშვები;
− იძულებით გადაადგილებული ბავშვები;
− ბავშვთა შრომა, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის
პრევენცია;
− ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვები;
− ბავშვთა მართლმსაჯულება;
− ბავშვებით ვაჭრობის, ტრეფიკინგის პრევენცია;
− ტერორიზმთან
ბრძოლის
ეროვნული
სტრატეგია,
შეიარაღებულ
კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის პრევენცია.
ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მიესალმება
საანგარიშო პერიოდში, ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით
სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი და სწრაფი
პროგრესის სტიმულირება დიდწილად განაპირობა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“
მიღებამ და მისი იმპლემენტაციის ღონისძიებებმა. კომიტეტი აფასებს მულტისექტორულ
ჩართულობას
და
ფართო
უწყებათაშორის
თანამშრომლობას,
რომელიც
ბავშვის
ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვის გარანტიების და მათი მხარდაჭერის
სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მიზნებს ემსახურება.
ამავდროულად, კომიტეტის რეკომენდაციაა, ანგარიშის პროექტით წარმოდგენილი
პროგრესის კვალდაკვალ, სათანადოდ იყოს წარმოჩენილი რამდენიმე ასპექტი, რაც კიდევ
უფრო ინფორმაციულს გახდიდა ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დასმულ
კითხვებზე მიწოდებულ მონაცემებს.
მე-4
პუნქტზე
პასუხში,
რომელიც
ეხება
ბავშვის
უფლებათა
კოდექსის
იმპლემენტაციას, მიზანშეწონილია, აღინიშნოს შემდეგი: ბავშვის უფლებათა კოდექსმა
უზრუნველყო მნიშვნელოვანი ფუნქციების გადანაწილება მუნიციპალიტეტებისთვის,
რაც გულისხმობს როგორც ახლებურ ინსტიტუციურ მოწყობას, ასევე ბავშვთა დაცვისა და
მხარდაჭერის
პოლიტიკის
ავტონომიის
გაზრდას
ადგილობრივ
დონეზე.
მუნიციპალიტეტებში შექმნილია ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სტრუქტურული
ერთეულები, რომელთა საქმიანობა მოიცავს ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის
მომსახურების სფეროებს, მათ შორის: მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაგანხორციელება, სოციალური მუშაობა, კოორდინაცია შესაბამის დაწესებულებებთან და
ორგანიზაციებთან და ა.შ. საქართველოს პარლამენტი და ცენტრალური ხელისუფლება
ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებს, გაძლიერდნენ ინსტიტუციურად და
განავითარონ ადგილობრივ დონეზე ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებები.
ამავე პუნქტში, სასურველია აღინიშნოს, რომ პარლამენტი ზედამხედველობას
უწევს ბავშვის უფლებათა კოდექსის ცალკეული ნორმების იმპლემენტაციას. კერძოდ,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში,
მიმდინარეობს
ბავშვთა
მართლმსაჯულების
საკითხებზე
მონაცემთა
ანალიზი,
რისთვისაც გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია აღმასრულებელი და სასამართლო
ხელისუფლების
დაწესებულებებიდან
და
სამოქალაქო
საზოგადოების
ორგანიზაციებიდან.
აღნიშნულს გარდა, მიზანშეწონილია აღინიშნოს 2023 წელს განხორციელებული
ცვლილებები „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში (№07-3/289; 08.02.2023). აღნიშნული ცვლილებები,
რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2023 წლის 17 მაისს მიიღო,
ემსახურება
ბავშვის
უფლებათა
კოდექსის
იმპლემენტაციისთვის
აუცილებელი
კოორდინაციის მექანიზმისთვის, ისევე როგორც, მისი განხორციელების ხელშეწყობის
ინსტრუმენტის - მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული
სისტემისთვის
სამართლებრივი
საფუძვლის
შექმნას.
დაკვირვებამ
აჩვენა,
რომ
მიუხედავად ბავშვის უფლებათა კოდექსის ნორმებით დადგენილი მოთხოვნისა
კოორდინაციის
თაობაზე,
ამ
ნორმათა
იმპლემენტაციის
პროცესში
საკუთარი
კომპეტენციის ფარგლებში მოქმედ სხვადასხვა უწყებებს უჭირდათ ერთმანეთთან
კოორდინაცია ასეთი კონკრეტული ინსტიტუციური მექანიზმის არარსებობის გამო,
რადგან არ არსებობდა გაწერილი დეტალური წესები, რომელიც ნათლად განსაზღვრავდა
უწყებების როლს უშუალოდ თანამშრომლობისა და კოორდინაციის პროცესში და
ერთმანეთთან ურთიერთობის დეტალებს. ცვლილებების შედეგად, მკაფიოდ გაიწერა
უწყებათაშორის
თანამშრომლობაზე
ინსტიტუციური
მექანიზმის
პასუხისმგებელი
საფუძვლები.
ორგანო
შედეგად,
და
მოხდება
კოორდინაციის
უწყებათაშორისი
კოორდინაციის მექანიზმისა და ელექტრონული სისტემის და ამ პროცესში პერსონალური
მონაცემების
დაცვის
დეტალური
აღნიშნული
ცვლილებების
გაწერის
საფუძველზე
ფუნქციის
დაგეგმილია
მთავრობაზე
დელეგირება.
კოორდინაციის
მექანიზმის
კანონქვემდებარე დონეზე დარეგულირება. მთავრობის მიერ ამ აქტების მიღების შემდეგ,
შესაბამის
უწყებებს
ვალდებულებები
საშუალება
განახორციელონ
ექნებათ
კოდექსით
კოორდინირებულად,
გათვალისწინებული
ელექტრონული
სისტემის
მეშვეობით და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა მაქსიმალური დაცვით.
მე-9 პუნქტზე პასუხის ნაწილში, რომელიც ეხება ცნობიერების ამაღლების და
ტრენინგების საკითხებს, დამატებით, სასურველია აისახოს გაეროს ბავშვთა ფონდთან
თანამშრომლობით განხორციელებული სემინარების ციკლი პარლამენტის წევრებისა და
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის. სემინარი 2022-2023 წლებში სამ ეტაპად
განხორციელდა და მოიცავდა ბავშვის უფლებათა კონვენციის დებულებების, ასევე
ბავშვთა დაცვის ეროვნული მექანიზმების შესახებ საკითხებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, მოისმინა
რა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „ბავშვის უფლებების შესახებ“
კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 და
მე-6 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების პროექტი, გამოთქმული მოსაზრებების
გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა მის წარდგენას ბავშვის უფლებათა კომიტეტისთვის.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე