საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარინე ქოჩლაძის მიერ წარმოდგენილ ტყეებისა და რეკრეაციული ზონების შენარჩუნების საკითხის დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ (№1-5899/23; 27.04.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-8328/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-29
ბიუროს ნომერი 257

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-8328/23 29-05-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე მარინე ქოჩლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ტყეებისა და რეკრეაციული ზონების შენარჩუნების საკითხის დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების თაობაზე“ (N15899/23; 27.04.2023). საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ისაკუთრებს რეკრეაციულ და სატყეო ზონებს და ყიდის საკუთარ კლიენტებზე, ხოლო შემდეგ ცვლის თბილისში კომერციულად გამოსაყენებელ მიწებზე. ასეთ ადგილებად მოქალაქე ქოჩლაძე ასახელებს მცხეთის რაიონს, ტაბახმელას, წყნეთს, კოჯორს, ბეთანიას, კიკეთს, მანგლისს და სხვა ადგილებს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს:  აიკრძალოს სატყეო და რეკრეაციული ზონების გაყიდვა, ხეების მოჭრა და სახლების აშენება, ხოლო იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ტყის მიმდებარედ, გადაეცეს ტყე მხოლოდ მოვლა-პატრონობაში და არა საკუთრებაში;  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართის სააგენტოს ჩამოერთვას აღნიშნული ფუნქცია;  კანონის მიღებას ტყეებისა და რეკრეაციული ზონების შენარჩუნების შესახებ. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დაუშვებელია ტყის გაყიდვა, რაც შეეხება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, კანონით სავალდებულოა ფართობი არ ირიცხებოდეს სახელმწიფო ტყეში. ტყის სტატუსის შეწყვეტა კანონმდებლობით საკმაოდ რთული პროცედურაა. პროცედურები განსაზღვრულია „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-13 მუხლით (ასევე კოდექსიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ N496 დებულების მე-3 თავი). „საქართველოს ტყის კოდექსის“ მიხედვით, ტყის სტატუსის შეწყვეტა ხდება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება, წყალმომარაგება და წყალარინების ინფრასტრუქტურა, ჰიდროკვანძები, მილსადენები და ა.შ. „საქართველოს ტყის კოდექსი“ ასევე ითვალისწინებს ტყის სტატუსის შეწყვეტას საკურორტო თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge და სარეკრეაციო მიზნით საინვესტიციო პროექტების არსებობის შემთხვევაში. ამ კატეგორიის ტყის მთავარი ამოცანაა ტყის კურორტოლოგიური ფუნქციის, ლანდშაფტისა და ბუნებრივი ელემენტების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ამ საფუძვლით, დაინტერესებული პირი ვალდებულია თითოეულ ერთ ჰექტრამდე ფართობზე განახორციელოს არანაკლებ 400 000 ლარის ინვესტიცია, ამასთანავე, უზრუნველყოს ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნით შერჩეული ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება/დაცვა და ერთ ჰექტრამდე ფართობზე საკომპენსაციო საფასურის გადახდა 100 000 ლარის ოდენობით, რაც შემდგომში გამოიყენება მხოლოდ ტყის აღდგენის ღონისძიებებისთვის. დაინტერესებული პირის მიერ წესის დარღვევის შემთხვევაში, პირი, ვის სასარგებლოდაც მოხდა ტყის სტატუსის შეწყვეტა, ვალდებულია, უზრუნველყოს ამ ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტისა და ვადების შესაბამისად განახორციელოს აღდგენის ღონისძიებები. აღდგენის ღონისძიებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევ პირთან გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. კერძო პირებზე ტერიტორიების რეგისტრაცია, ხდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობით მაქსიმალურად არის დაცული საქართველოს ტყე და კანონი კომპლექსურ მექანიზმებს აწესებს საქართველოში ტყის სტატუსის შეწყვეტისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებების შეტანას საქართველოს კანონმდებლობაში და ამდენად, მას უარყოფილად ცნობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქის მარინე ქოჩლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ტყეებისა და რეკრეაციული ზონების შენარჩუნების საკითხის დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებასთან“ დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე