„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 7
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
№47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლს, მე-2 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 და მე-5
პუნქტები:
„3. სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო მართვის მექანიზმების
უზრუნველსაყოფად, სამინისტრო, მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის მეშვეობით, ახორციელებს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვაზე სახელმწიფო
კონტროლს, რისთვისაც უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ნორმების დაცვის
ხელშემწყობი
სხვადასხვა
ღონისძიებების
გატარება,
ინფორმაციის
საზოგადოებისთვის/სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროს სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებული პირებისთვის მიწოდების, ცნობიერების ამაღლებისა თუ სხვა ქმედითი
ღონისძიებების განხორციელების კუთხით;
ბ) სახელმწიფო კონტროლის დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების
(ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე,
ნებისმიერ დროს შევიდეს კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტში;
გ) მოითხოვოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების, დოკუმენტის, საზედამხედველო
ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერება, ხელშეუხებლობა ან/და დალუქვა
ან/და
ამოღება,
რაც
გონივრულობის
ფარგლებში
აუცილებელია
კონტროლის
განსახორციელებლად. აღნიშნული ღონისძიებების წესები, მათ შორის ვადები განისაზღვრება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით;
დ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, აწარმოოს ჩანაწერები,
გააკეთოს ამონაწერი, მოითხოვოს დოკუმენტის ასლის გადაღება;
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამოიყენოს ელექტრონული საჯარიმო
ქვითარი, რომლის ფორმას, შევსებისა და წარდგენის წესს, სააღსრულებო ფურცლის ფორმისა
და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,
გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითებები.
ზ)
„სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო
პროგრამების ფარგლებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის
პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (კონტროლისა და
რევიზიის აქტი) იძულებით აღსრულების თაობაზე გასცეს სააღსრულებო ფურცელი. ამასთან,
სააღსრულებო ფურცლის ფორმასა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესს ამტკიცებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი;
4. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და
ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და გასაჩივრება არ
აჩერებს მათ აღსრულებას.
5. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაწესებულების მიმართ არსებული სადაო თანხების
ადმინისტრირებისას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესისა და
პირობების შესაბამისად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დაწესებულებისთვის
ასანაზღაურებელი თანხიდან შესაბამისი ოდენობის ანაზღაურების შეჩერება.“.
2. 631 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შესრულების შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, სამინისტროს
შესაბამისი კომპეტენტური ორგანო, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, უფლებამოსილია,
შეაჩეროს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა, ტექნიკური რეგლამენტით
გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე. საქმიანობის შეჩერების და აღდგენის წესი
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით.
შეჩერების
შესახებ
გადაწყვეტილება მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII25 –
თავით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 154-ე მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრმა, არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა, უზრუნველყოს ამ
კანონის მე-16 მუხლში განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტების მიღება და სხვა საჭირო
ღონისძიებების გატარება.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1
ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
უფლება ჯანმრთელობაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებას წარმოადგენს, რაც
კონსტიტუციით და მის საფუძველზე გამოცემული კანონებით და კანონქვემდებარე
აქტებითაა დაცული. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების
ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში არსებული და დანერგილი პროფესიული და
სამომსახურო
სტანდარტის
შესაბამისი
სამედიცინო
მომსახურება.
სამედიცინო
დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები, რაც,
ხშირ შემთხვევაში, არ არის უზრუნველყოფილი მათი მხრიდან.
ამასთან, მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სამედიცინო სფეროს
მარეგულირებელ კანონმდებლობაში, თავი იჩინა ხარვეზებმა, რომლებიც უკავშირდება
ადმინისტრაციული სამართალწარმოების გარკვეული ელემენტების პრაქტიკულ გამოყენებას.
შესაბამისად, მოქმედი ნორმატიული ბაზა ნაკლებად ეფექტურია არსებული გამოწვევების
ფონზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, „ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის მომზადება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის შესაბამისად, პროექტი
განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის
განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას.
განისაზღვრება, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო
კონტროლისა და ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური
ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და
გასაჩივრება არ გაჩერებს მათ აღსრულებას, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა.
ამასთან, დგინდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაწესებულების მიმართ
წარმოშობილი სადაო თანხების, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
წესისა და პირობების შესაბამისად, ანაზღაურების შეჩერების შესაძლებლობა.
ა. ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით, შემუშავდება ადმინისტრირების
უფრო მოქნილი მექანიზმები, ასევე, მოხდება სამართლებრივი ურთიერთობების დახვეწა და
მათი პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე‘‘ კანონპროექტის მიხედვით, მე-16 მუხლის პირველ პუნქტს ემატებაღონისძიებების
ჩამონათვალი, რითაც სამინისტრო, მის სისტემაში მოქმედი სახელმწიფო დაწესებულების
მეშვეობით, უზრუნველყოფს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებისთვის,
სფეროში მოქმედ ნორმების დაცვის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას,
კერძოდ, ინფორმაციის საზოგადოებისთვის/სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული
პირებისთვის მიწოდების, ცნობიერების ამაღლებისა თუ სხვა ქმედითი ღონისძიებების
განხორციელებით კუთხით.
აღნიშნულის პარალელურად, რამდენადაც წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის
მომზადება განპირობებულია ამ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკით დაგროვილი
ხარვეზებისა და გამოწვევების საპასუხოდ, იგი მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი
ორგანოსთვის
ეფექტიანი
მართვის
ინსტრუმენტებით
აღჭურვას
(სხვადასხვა
მაკონტროლებელ ორგანოთა ფუნქციათა ანალიზის გათვალისწინებით),კერძოდ: მას ენიჭება
სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი
შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის
შესაძლებლობა, საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების,
ხელშეუხებლობის მოთხოვნის ან/და დალუქვის ან/და ამოღების და ა.შ. უფლებამოსილებები.
პროექტის მიხედვით, აღნიშნული კომპეტენციების გაწერა მოხდება საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის ნორმატიული ბრძანების შესაბამისად.
ასევე,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევების
საქმეების
წარმოების
მოდერნიზაციის მიზნით, მაკონტროლებელ ორგანოს ეძლევა უფლებამოსილება, გამოიყენოს
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმას, შევსებისა და წარდგენის წესს,
სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესს ამტკიცებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი.
პროექტით ისაზღვრება აღსრულებისა და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში
დაწესებულების მიმართ წარმოშობილი სადაო თანხების ადმინისტრირების პროცედურები.
ასევე, სალიცენზიო/სანებართვო კონტროლის ღონისძიებების თანაბარი მიდგომების
გათვალისწინებით, კანონს 631 მუხლს ემატება 41 პუნქტი, რომლის მიხედვითაც,
კომპეტენტურ ორგანოს შეეძლება შეუჩეროს საქმიანობის უფლება მაღალი რისკის შემცველი
სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს, ისევე როგორც, აღნიშნული გათვალისწინებულია
პაკეტში შემავალი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა,
ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
ხოლო ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდება 2023 წლის 1
ივლისიდან, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უნდა
უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება და სხვა საჭირო ღონისძიებების
გატარება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის
პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა პროექტი მიღებული და
ამოქმედებული იქნეს გონივრულ ვადებში. არსებული პრაქტიკისა და რეალობის
გათვალისწინებით,
ჯანმრთელობის
დაცვის
სფეროში
მოქმედი
რეგულაციები
(სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის,
ასევე, სამართალდარღვევათა მიმართულებით) რიგ შემთხვევაში, სათანადოდ და ეფექტიანად
ვერ რეაგირებენ შესაბამის გამოწვევებზე, ვერ ახდენენ შესაბამის ზეგავლენას, რათა
მომავალში მოხდეს ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება,
სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და ა.შ. რა დროსაც, გასათვალისწინებელია, რომ
საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ
აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ყველა რისკი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს
აღმოფხვრილი და შემცირებული - კანონით გათვალისწინებული ყველა რეგულაცია იყოს
ქმედითი და სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ
შეძლოს თავისი მოვალეობების ეფექტიანად განხორციელება, კონტროლის შესაბამისი
ღონისძიებების დროულად შემოღების და სხვა ღონისძიებების საფუძველზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი. ასევე, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სსიპ - სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
მარეგულირებელი ორგანოს მანდატის გაძლიერება, ერთის მხრივ, ცნობიერების ამაღლებისა
და სხვა მხარდაჭერითი ღინისძიებების განხმახორციელებელი ფუნქციებით აღჭურვა, მეორეს
მხრივ, მისი, როგორც მარეგულირებელი ორგანოსთვის საჭირო მაკონტროლებლისათვის
საჭირო უფლებამოსილებების მინიჭება. აღნიშნული ღონისძიებები, ასეთი საჭიროების
არსებობის შემთხვევაში, დაფინანსდება სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტოსათვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების ფარგლებში, ან
სააგენტოს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში, დამატებითი ასიგნებების გამოყოფის
გარეშე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტმა შესაძლოა წარმოშვას ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც პროექტით ხდება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტოს ფუნქციების
გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით - სახელმწიფო კონტროლის დაქვემდებარებულ
ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების მიზნით, თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების
გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის მიმართულებით, რა დროსაც, მაკონტროლებელს ექნება
უფლებამოსილება მიიღოს კონტროლისათვის საჭირო ნებისმიერ ზომა - მოითხოვოს
ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების, დოკუმენტის, საზედამხედველო ობიექტის (ან
მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერება, ხელშეუხებლობა ან/და დალუქვა ან/და ამოღება,
ფოტო, ვიდეოგადაღება და ა.შ. რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია კონტროლის
განსახორციელებლად; ასევე, პროექტის მიხედვით, ზუსტდება სახელმწიფო პროგრამების
ფარგლებში დაწესებულების მიმართ წარმოშობილი სადაო თანხების ადმინისტრირების
საკითხები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,