„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 4
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 442 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის
ოდენობით.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000
ლარის ოდენობით.‘‘.
2. 443 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 443. სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ან
ზედამხედველობისათვის ხელის შეშლა
1. სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი
ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით.
3. სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში, სახელმწიფო კონტროლისა და
ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოსათვის ან თანამდებობის პირისათვის
მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა, გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.“.
3. 445 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს
დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 15 000
ლარის ოდენობით.
4. 447 - 4412 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 447. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შეუსრულებლობა
1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის პირობების შესაბამისად, მაგრამ არა
უმეტეს 5000 ლარისა.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული
ოდენობით.
მუხლი 448. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების
გარეშე
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე ან საქმიანობა ამ შეტყობინების
საფუძველზე განხორციელებული საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 449. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის
წარმოების წესის დარღვევა
1. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირის მიერ სამედიცინო
დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის
პირობა) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის
წარმოების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
მუხლი 4410. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ
ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა
1. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 4411. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ
ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერისა და გაფორმების
წესების დარღვევა
1. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს
მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა − გამოიწვევს
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს
მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 4412. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ
ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში
ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობა
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური
ბრუნვის
სფეროში საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
ინფორმაციის
მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2903 მუხლით
დადგენილი წესით.“.
5. 2296 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2296. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები/სამსახურები თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში განხილავენ და ადმინისტრაციული სახდელებს ადებენ ამ
კოდექსის
4412
და
17313
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებზე.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს/სამსახურებს აქვთ ამ კოდექსის 442,
443, 445, 447 – 4411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
3. ამ კოდექსის 442, 443, 445, 447 – 4411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის
თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით
ადასტურებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოს/სამსახურის
შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სახდელი.
4. ამ კოდექსის 442, 443, 445, 447 – 4411 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი
შეიძლება დაედოს ელექტრონულად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით
განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.‘‘.
6. 242-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 442, 443, 445, 447 – 4411 მუხლებით (ადმინისტრაციული სახდელის
ელექტრონულად დადების შემთხვევაში), 4412 მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3
ნაწილით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება სამართალდამრღვევის
დაჯარიმება და მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებულ ადმინისტრაციულ
სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარდა ამ კოდექსის 4412,
და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა,
ასევე442, 443, 445, 447 – 4411 მუხლებზე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოყენებისას.“;
გ) 34 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„34 ამ კოდექსის 442, 443, 445, 447 – 4411 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისას
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი
პირი უფლებამოსილია სამართალდამრღვევს გამოუწეროს ელექტრონული საჯარიმო
ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.
7. 2903 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2903. ამ კოდექსის 442, 443, 445, 447 – 4412 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 442, 443, 445, 447 – 4412 მუხლების სამართალდარღვევისას, ელექტრონული
საჯარიმო ქვითრის გამოყენების შემთხვევაში პირს შესაბამისი ელექტრონული საჯარიმო
ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება.“;
გ) დაემატოს მე-7 ნაწილი შემდეგი რედაქციით:
„7. ამ კოდექსის 443, 445, 447 – 4411 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოების/სამსახურების
მიერ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვისა
და
ადმინისტრაციული სახდელების დადებისას სამართალდარღვევის ოქმის ფოსტის მეშვეობით
გაგზავნის შემთხვევაში, ოქმი/დადგენილება იგზავნება სამართალდამრღვევის რეგისტრაციის
ადგილის ან/და ფაქტობრივი მისამართის მიხედვით და ამავდროულად ქვეყნდება საჯაროდ,
ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge). ასეთ შემთხვევაში ოქმი პირისათვის
ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე კალენდარულ დღეს. პირმა ჯარიმა
უნდა გადაიხადოს ამ ნაწილით გათვალისწინებული ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის
ვადაში.‘‘.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ
კანონმდებლობაში, თავი იჩინა ხარვეზებმა, რომლებიც უკავშირდება ადმინისტრაციული
სამართალწარმოების გარკვეული ელემენტების პრაქტიკულ გამოყენებას. შესაბამისად,
მოქმედი ნორმატიული ბაზა ნაკლებად ეფექტურია არსებული გამოწვევების ფონზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების განხორციელება.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტო, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მაღალი
რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილებისა და „სამედიცინო
საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და
პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის
17
დეკემბრის
N385
დადგენილების
შესაბამისად,
ახორციელებს
სამედიცინო
დაწესებულებების სალიცენზიო/სანებართვო, ტექნიკური რეგლამენტის პირობების
შესრულების, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დაცვის კონტროლს, ასევე,
ახორციელებს უკანონო სამედიცინო, სააღმზრდელო საქმიანობისა და საექიმო საქმიანობის
ფაქტების გამოვლენას და ა.შ. დარღვევების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ,
ფიზიკური/იურიდიული პირის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი, რომელსაც იხილავს შესაბამისი სასამართლო.
სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ ხდება სანქციების
გამოყენება. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პირველადად გამოვლენილი
დარღვევის არსებობის შემთხვევაში გამოყენებული სანქცია მინიმალურია. შესაბამისად,
განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში, მაშინ როდესაც, შესაძლოა,
გაცილებით მნიშვნელოვანი სანებართვო პირობა ან სხვა სახის გადაცდომა იყოს სახეზე,
მოსამართლე
შეზღუდულია,
პირველად
გამოყენებული
სანქციის
გათვალისწინებით,
გამოიყენოს
უფრო
მაღალი
ან
მაქსიმალური
სანქცია.
შესაბამისად,
მოსამართლე
ადგენს
მინიმალურ
სანქციას.
ასევე,
ზოგიერთი
სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია იმდენად დაბალი სანქციები, რომ
სანქციების გამოყენება კარგავს პრევენციის ფუნქციას.
ამდენად, არსებული სასამართლო პრაქტიკიდან და რეალობის გათვალისწინებით,
მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული სანქციები არ
შეესაბამება სამედიცინო
დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმეს, შესაბამისად, გამოყენებული
სანქციები არ არის სათანადო და ეფექტური, რის გამოც სრულყოფილად ვერ
ხერხდება სამართალდარღვევების პრევენცია.
ასევე, მნიშვნელოვანია, სამართალდაღვევაზე რეაგირების შესაძლებლობა ჰქონდეს
თავად სააგენტოსაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ცვლილებები განხორციელდეს
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ზოგიერთ მუხლში,
რათა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელსაც
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განხორციელების
ფუნქცია, სასამართლოსთან ერთად, შეძლოს თავისი მოვალეობების ეფექტიანად
განხორციელება, შესაბამისი სანქციების დაკისრების საფუძველზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით, შემუშავდება ადმინისტრირების
უფრო მოქნილი მექანიზმები, ასევე, მოხდება სამართლებრივი ურთიერთობების დახვეწა და
მათი პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა. არსებული სასამართლო
პრაქტიკიდან და რეალობის გათვალისწინებით, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული
სანქციები სათანადოდ და ეფექტიანად ვეღარ რეაგირებენ სამართალდამრღვევზე, ვეღარ
ახდენს ზეგავლენას, რათა მომავალში მოხდეს სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და
ა.შ. შესაბამისად, წარმოდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
პროექტი ემსახურება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. იმისათვის, რომ
რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, შეძლოს თავისი მოვალეობების
ეფექტიანად განხორციელება შესაბამისი სანქციების დაკისრების საფუძველზე, ამ მიზნით,
საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“. გარდა ამისა, ცვლილებები განპირობებულია არსებული
ჯარიმების ზრდის საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემდეგ, მოსალოდნელი შედეგია ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის თავიდან აცილება და პრევენციული მნიშვნელობის მინიჭება.
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების ჩადენისათვის არსებულზე
მაღალი სანქციის დაწესება, გამოიწვევს გარკვეული პრევენციული ღონისძიების ეფექტს და
მაღალი სანქციის პირობებში, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის შესაბამის მუხლებში, რომლის მიხედვით
იზრდება დაწესებული სანქციების ოდენობები, შემდეგი სახით:
1. 442 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის
ოდენობით.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000
ლარის ოდენობით.‘‘.
2. 443 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 443. სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ან
ზედამხედველობისათვის ხელის შეშლა
1. სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი
ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით.
3. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოსათვის ან
თანამდებობის პირისათვის მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა, გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.“.
3. 445 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს
დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, არა უმეტეს 15 000 ლარის
ოდენობით.
4. 447 - 4412 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 447. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შეუსრულებლობა
1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის პირობების შესაბამისად, მაგრამ არა
უმეტეს 5000 ლარისა.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული
ოდენობით.
მუხლი 448. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების
გარეშე
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სავალდებულო შეტყობინების გარეშე/საქმიანობა შეტყობინების შეჩერების
შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 449. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის
წარმოების წესის დარღვევა
1. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირის მიერ სამედიცინო
დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის
პირობა) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული
ოდენობით.
3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის
წარმოების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
მუხლი 4410. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ
ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა
1. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 4411. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ
ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერისა და გაფორმების
წესების დარღვევა
1. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს
მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა − გამოიწვევს
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს
მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 4412. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ
ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში
ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობა
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური
ბრუნვის
სფეროში საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
ინფორმაციის
მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2903 მუხლით
დადგენილი წესით.“.
ზემოაღნიშნული ცვლილების შედეგად, ხდება არსებული საჯარიმო სანქციების ზრდა
შემდეგი სახით:
იზრდება ამ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები, კერძოდ:
o
ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე – 10 000 ლარის ნაცვლად იქნება - 20 000
ლარი.
o
საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე - 1 000 ლარის ნაცვლად იქნება
- 2 000 ლარი.
o
სამედიცინო
და
ფარმაცევტულ
სფეროში
სახელმწიფო
კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება
ან ზედამხედველობისათვის ხელის შეშლაზე დღეს მოქმედი ჯარიმისგან ( 1 500
ლარიდან - 2 500 ლარამდე) განსხვავებით დგინდება კონკრეტულ ქმედებებზე
დიფერენცირებული ფულადი ჯარიმები. კერძოდ:
სამედიცინო
და
ფარმაცევტულ
სფეროში
სახელმწიფო
კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ
დაზიანება - გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით. ხოლო, იგივე
ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის
ოდენობით.
სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში, სახელმწიფო კონტროლისა და
ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოსათვის ან თანამდებობის პირისათვის
მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 4000
ლარის ოდენობით.
o
სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს
დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, არა უმეტეს 15 000
ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი არაუმეტეს 10 000 ლარისა).
o
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შეუსრულებლობაზე გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის პირობების შესაბამისად,
მაგრამ არა უმეტეს 5000 ლარისა (ნაცვლად დღეს მოქმედი 200 ლარიდან -500 ლარამდე
დადგენილი ჯარიმისა). ხოლო, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს
დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას
შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი
არაუმეტეს 1 000 ლარისა).
o
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სამინისტროსთვის სავალდებულო
შეტყობინების
გარეშე
ან
საქმიანობა
ამ
შეტყობინების
საფუძველზე
განხორციელებული საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში - გამოიწვევს
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი - 1 000 ლარისა).
o
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირის მიერ სამედიცინო
დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური
რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის
ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი - 300 ლარიდან - 500 ლარამდე ოდენობისა).
ხოლო, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის
ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი - 500 ლარიდან - 1 000 ლარამდე ოდენობისა).
o
სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების
დარღვევა – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის
პერსონალის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი - 1 000
ლარისა). ხოლო, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს სამედიცინო
დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 4 000 ლარის
ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი - 2 000 ლარისა).
o
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ
ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს მოქმედი - 500
ლარისა).
o
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ
ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების
წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად დღეს
მოქმედი - 200 ლარისა).
გარდა აღნიშნული სანქციების ზრდისა, ცვლილების ძირითადი არსის მიხედვით, სსიპ
- სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან
ერთად, ენიჭება მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე, როგორც ოქმის შედგენის ისე
საქმის განხილვის შესაძლებლობა. უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული პრაქტიკა უკვე არსებობს
სხვა უწყებების მიმართულებით.
ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების სსიპ - სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ განხილვისას პროცესის
მოდერნიზაციის მიზნით, შემოდის ელექტრონული დაჯარიმების შესაძლებლობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება
2023 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, აღნიშნული ვადა
დაკავშირებულია ამ საკანონმდებლო პაკეტის ძირითად საკანონმდებლო ცვლილების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის
პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა პროექტი მიღებული და
ამოქმედებული იქნეს გონივრულ ვადებში, რამდენადაც არსებული პრაქტიკისა და რეალობის
გათვალისწინებით,
ჯანმრთელობის
დაცვის
სფეროში
მოქმედი
რეგულაციები
(სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის,
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიმართულებით საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებული სანქციები) რიგ შემთხვევაში, სათანადოდ და ეფექტიანად ვეღარ
რეაგირებენ შესაბამის გამოწვევებზე, სამართალდამრღვევზე, ჯარიმები ვეღარ ახდენენ
შესაბამის ზეგავლენას, რათა მომავალში მოხდეს ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო
სერვისების მიწოდება, სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და ა.შ. რა დროსაც,
გასათვალისწინებელია, რომ საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,
ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ყველა რისკი
მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს აღმოფხვრილი და შემცირებული - კანონით
გათვალისწინებული ყველა რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ - სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეძლოს თავისი მოვალეობების
ეფექტიანად განხორციელება, შესაბამისი სანქციების დროულად დაკისრების საფუძველზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას, რამდენადაც კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები
დაფინანსდება სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოსათვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, არსებული ადმინისტრაციული წარმოების
მიმართულებით, მათ შორის, ის ხარჯებიც, რომელიც უკავშირდება ჯარიმის დაკისრების
შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში შესაძლო გასაჩივრების საკითხს.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გავლენას მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის
შემთხვევაში კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების შემოღებას/გაზრდას.
არსებული ჯარიმების გამოყენების სტატისტიკა და ოდენობები, 2022 წლის
მდგომარეობით, შემდეგია:
შედგენილ იქნა და
2022 წელს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე,
სასამართლოს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2048 ოქმი. მათ შორის:
44(11) - „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერისა
და გაფორმების წესების დარღვევა:
-
44(11/2) - ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა 49
შემთხვევა; (საჯარიმო თანხამ 30.03.23 წ. მდგომარეობით შეადგინა 1600 ლარი);
- სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო
დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური
რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა:
-
44(9/1) - სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა - 1
შემთხვევა;
44 (9/3) - სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა
იურიდიული პირის მიერ, პირველადი - 1 შემთხვევა (საჯარიმო თანხა
30.03.23 წ. მდგომარეობით შეადგინა 600 ლარი);
44(8) - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მაღალი
რისკის შემცველი საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე - 31 შემთხვევა.
(საჯარიმო თანხა 30.03.23 წ.მდგომარეობით შეადგინა 10600 ლარი) აქედან;
-
შეტყობინების გარეშე -ენდოსკოპიაში 7 შემთხვევა;
შეტყობინების გარეშე - იმუნოლოგიურ და სეროლოგიურ დიაგნოსტიკაში
- 7 შემთხვევა;
შეტყობინების გარეშე - სტომატოლოგიაში -4 შემთხვევა;
- შეტყობინების გარეშე - რენტგენოლოგიურ დიაგნოსტიკაში -3 შემთხვევა;
- შეტყობინების
ადამიანის
ბიოლოგიური
მასალის
გარეშელაბორატორიულ დიაგნოსტიკაში - 2 შემთხვევა;
იმუნოლოგიურ
და
სეროლოგიურ
შეტყობინების
გარეშე
დიაგნოსტიკაში- 7 შემთხვევა;
- შეტყობინების გარეშე - დერმატო-ვენეროლოგიაში - 1 შემთხვევა;
- შეტყობინების გარეშე -კლინიკური და ბიოქიმიური დიაგნოსტიკა- 1
შემთხვევა;
- შეტყობინების გარეშე -ქირურგიაში - 1 შემთხვევა;
- შეტყობინების გარეშე- ნარკოლოგიაში - 1 შემთხვევა;
44(7)- მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
შეუსრულებლობა.
44(7/1)- მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
პირობების შეუსრულებლობა- 146 შემთხვევა; (საჯარიმო თანხა 30.03.23
წ.მდგომარეობით შეადგინა 18250 ლარი);
44(7/2)- მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის
პირობების შეუსრულებლობა (განმეორებით) – 6 შემთხვევა;(საჯარიმო თანხა 30.03.23
წ. მდგომარეობით შეადგინა 5300 ლარი);
44(5) - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამედიცინო
საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობა:
-
სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა - 6 შემთხვევა;
(საჯარიმო თანხა 30.03.23 წ.მდგომარეობით შეადგინა 6000 ლარი);
-
სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა - 193
შემთხვევა; (საჯარიმო თანხა 30.03.23 წ. მდგომარეობით 356650 ლარი
44(2) - უკანონო სამედიცინო/საექიმო საქმიანობა
- 44(2/1)- სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე -2 შემთხვევა:
(საჯარიმო თანხა 30.03.23 წ. მდგომარეობით 10000 ლარი );
2 შემთხვევაში - ამბულატორიული ტიპის დაწესებულებებში
ხორციელდებოდა ქირურგიული ოპერაციები (ზოგადი ნარკოზით),
რომლის
ჩატარება
შესაძლებელია
მხოლოდ
სტაციონარულ
დაწესებულებებში;
-
44(2/3) - საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე - 25
შემთხვევა. (საჯარიმო თანხა 30.03.23 წ. მდგომარეობით 11000 ლარი)
-
18 შემთხვევაში პერსონალს არ გააჩნდა სახელმწიფო სერტიფიკატი
არცერთ საექიმო სპეციალობაში;
2 შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი არ იყო სერტიფიცირებული
,,ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიაში;
1 შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი არ იყო სერტიფიცირებული
,,ბავშვთა გასტროენტეროლოგიაში“;
2 შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი არ იყო სერტიფიცირებული
,,ბავშვთა/ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიაში;
1 შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს არ გააჩნდა სერტიფიკატი
,,ქირურგიაში“;
1 შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი არ იყო სერტიფიცირებული
,,ნეონატოლოგიაში“
1 შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს არ გააჩნდა სერტიფიკატი
,,პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში“
აქედან:
-
აღნიშნული ტენდენციებისა და ჯარიმების გაზრდილ
დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის მაჩვენებლები.
ოდენობებზე
იქნება
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება
სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოსათვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში, არსებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართულებით, მათ
შორის, ის ხარჯებიც, რომელიც უკავშირდება ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების
სასამართლოში შესაძლო გასაჩივრების საკითხს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გარკვეულ ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს იმ პირთა მიმართ,
რომლებიც დაარღვევენ კანონპროექტით გათვალისწინებულ დებულებებს, ვინაიდან
პასუხისმგებლობის სახით დაეკისრებათ ჯარიმის გადახდა, მით უფრო, რომ წარმოდგენილი
კანონპროექტით ხდება არსებული ჯარიმების ოდენობების ზრდა - მაგალითად, სამედიცინო
საქმიანობა ნებართვის გარეშე საქმიანობისთვის; სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საექიმო
საქმიანობისთვის და ა.შ. და რიგ შემთხვევებში, კი ხდება ახალი ჯარიმების შემოტანა მაგალითად, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანებისთვის
ან ზედამხედველობისათვის ხელის შეშლისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
იზრდება
სამედიცინო
საქმიანობის
სფეროში
არსებულ
სამართალდარღვევებზე ჯარიმების ოდენობა და რიგ შემთხვევებში, ხდება ახალი ჯარიმების
შემოტანა.
არსებული ჯარიმების ზრდის ტენდენციებისთვის, ძირითად შემთხვევაში, იქ სადაც
იყო არათანაზომიერად დაბალი საჯარიმო არეალი, გამოყენებულია ჯარიმების გაორმაგების
პრინციპი, მაგალითად, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საექიმო საქმიანობისთვის,
მოქმედი ჯარიმა წარმოადგენს 1000 ლარს, რაც სამართალდარღვევით გამოწვეული შესაძლო
ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, ძალზედ მცირე ოდენობას წარმოადგენს,
რომელსაც არ აქვს პრევენციული ხასიათი, ამდენად პროექტით შემოთავაზებულია, 2000
ლარი და ა.შ.
ახალი სამართალდარღვევათა შემოღებისას, მათზე საჯარიმო სანქციების
განსაზღვრისას გამოყენებულია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის არსებული
მსგავსი გადაცდომებისთვის განსაზღვრული ოდენობები, მაგალითად - სახელმწიფო
კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოსათვის ან თანამდებობის
პირისათვის მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლისთვის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,