„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.05.2023
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/288/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 4
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის: 1. „პ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ1) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 და 3712 მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442, 443, 445, 447 – 4411 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების/სამსახურების მიერ ადმინისტრაციული სახდელების დადების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;“. 2. „პ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პ2 ქვეპუნქტი: „პ2) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტი წარმოადგენს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის გამომდინარე პროექტს. კერძოდ, აღნიშნული კანონით განისაზღვრება, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ეტაპზე, სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას. აღნიშნული, აგრეთვე, აისახება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში და დგინდება, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება, აგრეთვე, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 და 3712 მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442, 443, 445, 447 – 4411 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების/სამსახურების მიერ ადმინისტრაციული სახდელების დადების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: რამდენადაც აღნიშნული საკითხები წესრიგდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, საჭიროა, ცვლილებები აისახოს კანონის მე-2 მუხლის რედაქციაზე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ აღსრულებას, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 და 3712 მუხლებთან ერთად, დამატებით, დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442, 443, 445, 447 – 4411 მუხლებიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ნორმებით გათვალისწინებული სანქციები გამოყენებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოების/სამსახურების მიერ და არა სასამართლოს მიერ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, შესაბამისი ცვლილებები აისახება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რედაქციაზე, შედეგად, დაუყოვნებლივ აღსრულებას დაქვემდებარებულ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 და 3712 მუხლებს (რომლებიც განსაზღვრულია დღესდღეობით) ემატება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442, 443, 445, 447 – 4411 მუხლებიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ნორმებით გათვალისწინებული სანქციები გამოყენებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოების/სამსახურების მიერ და არა სასამართლოს მიერ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2023 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, აღნიშნული ვადა დაკავშირებულია ამ საკანონმდებლო პაკეტის ძირითად საკანონმდებლო ცვლილების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა პროექტი მიღებული და ამოქმედებული იქნეს გონივრულ ვადებში, რამდენადაც არსებული პრაქტიკისა და რეალობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი რეგულაციები (სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიმართულებით საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული სანქციები) რიგ შემთხვევაში, სათანადოდ და ეფექტიანად ვეღარ რეაგირებენ შესაბამის გამოწვევებზე, სამართალდამრღვევზე, ჯარიმები ვეღარ ახდენენ შესაბამის ზეგავლენას, რათა მომავალში მოხდეს ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება, სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და ა.შ. რა დროსაც, გასათვალისწინებელია, რომ საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ყველა რისკი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს აღმოფხვრილი და შემცირებული - კანონით გათვალისწინებული ყველა რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეძლოს თავისი მოვალეობების ეფექტიანად განხორციელება, შესაბამისი სანქციების დროულად დაკისრების საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლები, თუმცა პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლები, თუმცა პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას, რამდენადაც კომპეტენტური ორგანოს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს - მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურების გატარება მოხდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442, 443, 445, 447 – 4411 მუხლებზეც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ნორმებით გათვალისწინებული სანქციები გამოყენებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოების/სამსახურების მიერ და არა სასამართლოს მიერ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის ვალდებულებები. მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობას შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის,