„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.05.2023
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/288/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: 1. „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობებზე;“. 2. „ი1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სსიპ -სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, როგორც მაკონტროლებელი ორგანო ახდენს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებების საქმიანობის კონტროლს, მათ შორის, მოქალაქეთა საჩივრების/განცხადებების, ასევე სხვადასხვა უწყებების მომართვის საფუძველზე, ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს, რისთვისაც „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჭიროა მოსამართლის ბრძანება. პრაქტიკაში, სასამართლოში შუამდგომლობით მიმართვა გარკვეულწილად აფერხებს სამუშაო პროცესს, ვინაიდან სააგენტოში შემოსულ რიგ საჩივარზე/განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირება ვერ ხდება შემოსვლისთანავე. შუამდგომლობით სასამართლოში მიმართვა მზადდება ეტაპობრივად, დროის რაციონალური გადანაწილების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო, მიმართვიდან 72 საათში განიხილავს შუამდგომლობას, აღნიშნულიც დამატებით იწვევს საქმის შესწავლის დროში გაჭიანურებას. ამასთანავე, ვინაიდან, შუამდგომლობის გაგზავნას და სასამართლოს გადაწყვეტილების მაკონტროლებელ ორგანოში წარმოდგენას სჭირდება გარკვეული დრო, პაციენტის საჩივრის/განცხადების განხილვის კანონით დადგენილი ვადები მნიშვნელოვნად მცირდება, რაც იწვევს, რიგ შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს მიერ საჩივარში/განცხადებაში აღნიშნული ფაქტების შესწავლის დროში გახანგრძლივებას. ასევე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მხარის მიერ გასაჩივრება კიდევ დამატებით დროსთან და რესურსთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ინიციატივით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება საჩივრის/განცხადების განხილვა, ამავდროულად მოხდება სასამართლოში საქმის რაოდენობის შემცირება. გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მეწარმის საქმიანობის კონტროლის მოთხოვნით სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენით სამედიცინო დაწესებულების წინასწარი ინფორმირება, რაც საფრთხეს უქმნის მტკიცებულებების შემდგომ მოპოვებას და საკითხის სრულყოფილად გამოკვლევას, რაც აუცილებელია ადეკვატური დასკვნების გასაკეთებლად. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც, პაციენტი მკურნალობას გადიოდა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში და პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი პრეტენზიას გამოთქვამს მხოლოდ ერთი დაწესებულების მიმართ, ხოლო კონტროლის სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის სრულყოფილად შესასწავლად აუცილებელია, კონტროლი განხორციელდეს ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში სადაც პაციენტს გაეწია დახმარება კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, იმ სამედიცინო დაწესებულებებში საკითხის შესწავლის მოთხოვნით, რომელთა მიმართაც პაციენტს/კანონიერ წარმომადგენელს არ გააჩნია პრეტენზია. ქვეყნის მოსახლეობისთვის სფეროს მნიშვნელობისა და ზემოაღნიშნული ხელისშემშლელი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, როგორც მარეგულირებლის, როლისა და შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ გავრცელდეს „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოსამართლის ბრძანების საჭიროება, როგორც ეს გათვალისწინებულია სხვა მაკონტროლებლებისთვის, კერძოდ, - სახელმწიფო აუდიტის სამსახური; - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებები; - ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები; - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო; - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტო; - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; - მუნიციპალიტეტის ორგანოები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახური; - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ა.შ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არსებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის შესაბამისად, აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები (მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე) არ გავრცელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ სამედიცინო დაწესებულებების კონტროლზე. ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით, მაკონტროლებლის ფუნქციის შესრულებისას, სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, გათავისუფლდება მისი საქმიანობის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების აღების ვალდებულებისგან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი, შედეგად, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისას მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობაზე არ გავრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოსამართლის ბრძანების აღების ვალდებულება. ამასათან, ზემოაღნიშნული ცვლილებების პარალელურად, კანონის მოქმედი რედაქციიდან ამოდის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „ი1“ ქვეპუნქტი, რამდენადაც აღნიშნული პუნქტი შეეხება სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების პირობების კონტროლის განხორციელებისას მარეგულირებელი ორგანოს სასამრთლოს ნებართვის გარეშე მოქმედებას, შესაბამისად, აღნიშნულ ფუნქციას ფარავს და მოიცას მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, რამდენადაც სააღმზრდელო საქმიანობის მაკოტროლებელ ორგანოს, ასევე, წარმოადგენს სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე რეგულირების სააგენტო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2023 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, აღნიშნული ვადა დაკავშირებულია ამ საკანონმდებლო პაკეტის ძირითად საკანონმდებლო ცვლილების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა პროექტი მიღებული და ამოქმედებული იქნეს გონივრულ ვადებში. არსებული პრაქტიკისა და რეალობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი რეგულაციები (სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა მიმართულებით) რიგ შემთხვევაში, სათანადოდ და ეფექტიანად ვერ რეაგირებენ შესაბამის გამოწვევებზე, ვერ ახდენენ შესაბამის ზეგავლენას, რათა მომავალში მოხდეს ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება, სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და ა.შ. რა დროსაც, გასათვალისწინებელია, რომ საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ყველა რისკი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს აღმოფხვრილი და შემცირებული - კანონით გათვალისწინებული ყველა რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეძლოს თავისი მოვალეობების ეფექტიანად განხორციელება, კონტროლის შესაბამისი ღონისძიებების დროულად შემოღების საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: მოქმედი კანონმდებლობით, მეწარმის საქმიანობის შემოწმებისათვის სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სასამართლოსათვის მიმართვა ესაჭიროება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც კონტროლი ხორციელდება მოქალაქის განცხადების ან სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოების მომართვის საფუძველზე, სხვა შემთხვევაში, სააგენტოს ინიციტივით, კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის საჭიროება არ არსებობს, თუ აღნიშნული ხორციელდება სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის/ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების კონტროლის ფარგლებში კონტროლის კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, განხორიციელბა არ საჭიროებს სასამართლოს ნებართვას. წარმოდგენილი ცვლილებით, სასამართლო ნებართვის აღების ვალდებულება აღარ იარსებებს არც ზემოხსენებული შემთხვევებისათვის (მაგ. მოქალაქის/საგამოძიებო ორგანოს მომართვა), რაც, თავის მხრივ, შეამცირებს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ისე სასამართლო ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის,