საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-7630/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-31
ბიუროს ნომერი 261 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412307162733 30.05.2023 საქართველოს პარლამენტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სათაური: "წერილობითი მითითების" გაუქმების შესახებ შინაარსი: ასკ–ის134 პირველი პრიმა მუხლი ("სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოება" ითვალისწინებს შემდეგ დისპოზიციას: "1. გზაზე, საგზაო ნაგებობაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციაზე ან რკინიგზის გადასასვლელზე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება, ან ამ სამშენებლოსარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) ერთად შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის (მათ შორის, დროებითის) გარეშე ან სქემის (მათ შორის, დროებითის) დარღვევით, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითების შეუსრულებლობა". ანუ, აღნიშნული ნორმით სამართალდარღვევად ითვლება: (1) "პირის მიერ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) ერთად შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის (მათ შორის, დროებითის) გარეშე ან სქემის (მათ შორის, დროებითის) დარღვევით, ან (2) არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითების შეუსრულებლობა". შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები არიან უფლებამოსილი, თუ პირი არღვევს საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას, ან პირდაპირ დააჯარიმონ დამრღვევი პირი ან მისცენ მითითება და მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში დააჯარიმონ დამრღვევი პირი. ამგვარი დუალიზმის პირობებში შესაბამისი სამსახურები არ იყენებენ "წერილობითი მითითების" ინსტრუმენტს და პირდაპირ აჯარიმებენ დამრღვევ პირებს, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის მოტივაციით. შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოები დისკრეციულ უფლებამოსილებას იყენებენ კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის მოტივაციით. ამგვარი დუალიზმი წარმოშობს შესაბამისი სამსახურების მიერ დამრღვევ პირთა მიმართ დისკრიმინაციულ, არაჯანსაღ მიდგომას, როდესაც არ ხდება "წერილობითი მითითების" გამოყენება. ეს "ხრწნის" საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ პირებს, აკნინებს დამრღვევ პირთა უფლებებს. ამგვარი "არჩევანის" წინაშე ყოველდღე დგომა უფლებამოსილ ორგანოებს უყალიბებს დისკრიმინაციულ–არაჯანსაღ მიდგომას დამრღვევ პირთა მიმართ, ისინი მუდამ ირჩევენ, არ გაგზავნონ "წერილობითი მითითება", რათა პირდაპირ დააჯარიმონ პირები. ამგვარ ფსიქოლოგიურ "ტანჯვა"–ს არ უნდა ითვალისწინებდეს კანონმდებლობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ყველა ასპექტში. პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩეს თუ არ დარჩეს პირდაპირ დაჯარიმების ალტერნატივად "წერილობითი მითითები"–ს გაგზავნის უფლებამოსილება. ანუ, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ისახავს აღნიშნული ნორმის (ასკ–ის 134 პირველი პრიმა მუხლის) გაჯანსაღებას და მის განთავისუფლებას პროტექციონისტული შინაარსისგან, რაც საშუალებას აძლევს ადმ. ორგანოს, წერილობითი მითითების გარეშე პირდაპირ დააჯარიმოს პირი,თუ იგი მერიის თანამშრომლის ნაცნობი ან მეგობარი არ არის. და პირიქით – არასდროს არ გამოიყენოს "წერილობითი მითითება" და ამით მუდმივად "მკვდარ" ნორმად აქციოს ჩანაწერი "წერილობითი მითითების" შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ აღნიშნული ნორმიდან ან ამოღებული იქნას "წერილობითი მითითება" როგორც ალტერნატივა, ან "წერილობითი მითითება" გახდეს სავალდებულო. ანუ, დაჯარიმებას ყოველთვის უნდა უძღოდეს "წერილობითი მითითება". პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: