„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.02.2023,
სარეგისტრაციო კოდი: 220.010.000.04.001.003.616) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრობისგან გათავისუფლების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს
და ვიცე-პრეზიდენტებს 1 წლის განმავლობაში, ხოლო საბჭოს დანარჩენ წევრებს 6
თვის განმავლობაში, ეკრძალებათ საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა’’.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
აღნიშნული
კანონპროექტის
ინსტიტუტის
დაცვა
მიზანია
ინტერესთა
ეროვნული
ბანკის
შეუთავსებლობისგან
საბჭოს
და
წევრობის
კორუფციული
სამართალდარღვევის კუთხით შესაძლო გამოწვევებისგან.
ეროვნული
ბანკის
საბჭო
არის
ეროვნული
ბანკის
ხელმძღვანელობისა
და
ზედამხედველობის ფუნქციის მქონე უმაღლესი ორგანო, რომლის შემადგენლობას
პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი. შესაბამისად, ასეთი მაღალი
ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელება დიდ
პასუხისმგებლობასა და კეთილსინდისიერებას მოითხოვს, რაც კანონმდებლობაში
რეგლამენტირებულ
,,საქართველოს
სამართლებრივ
ეროვნული
ბანკის
მოცემულობას
შესახებ’’
კანონის
უნდა
ემყარებოდეს.
მოქმედი
რედაქციით,
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ან ვიცე-პრეზიდენტებს, ეროვნული ბანკის საბჭოს
წევრობის ვადის ამოწურვის ან საბჭოს წევრობისგან გათავისუფლების შემთხვევაში,
მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში
მუშაობა. ეს ექვსთვიანი ვადა საკმაოდ მოკლე დროა იმისათვის, რომ შექმნას მყარი
გარანტიები, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დაწესებული მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით, როგორიცაა მაგალითად:
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ ბიზნესის ლობირება ან ირიბი გზებით
პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობა და შესაბამისი პროცესების მართვა. გარდა
ამისა, კანონის მოქმედი რედაქციით, აღნიშნული უფლებამოსილების შეწყვეტის
შემდგომ საქართველოს ფინანსურ სექტორში მუშაობის შეზღუდვა მხოლოდ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე და ვიცე პრეზიდენტებზე ვრცელდება. კანონის
მიმდინარე რედაქციით, აკრძალვა არ ეხებათ საბჭოს დანარჩენ წევრებს. აქედან
გამომდინარე, აღნიშნული კანონპროექტი გამიზნულია ეროვნული ბანკის საბჭოს
დასაცავად, მისი ყველა წევრის მიმართ, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და
კორუფციული
რისკებისგან.
აუცილებელია, არსებობდეს
ოპტიმალური
ვადა,
რომელიც დაიცავს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, აღნიშნულ თანამდებობასთან
შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისაგან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საკითხები,
რომლებსაც
ეროვნული
ბანკის
ეხება
შესახებ’’
კანონპროექტი,
ორგანული
მიეკუთვნება
კანონით
,,საქართველოს
რეგულირებულ
სფეროს.
შესაბამისად, აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად, სწორედ ამ კანონშია საჭირო
ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭო გახდება
უფრო მეტად დაცული ინსტიტუტი, მისი წევრობის ინტერესთა შეუთავსებლობისა
და კორუფციული დარღვევებისაგან თავის არიდების თვალსაზრისით. ეროვნული
საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან ამ თანამდებობიდან განთავისუფლების
შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს 1 წლის
განმავლობაში, ხოლო საბჭოს დანარჩენ წევრებს 6 თვის განმავლობაში, აეკრძალებათ
საქართველოს
საფინანსო
სექტორში
მუშაობა,
რაც
სამსახურებრივი
კეთილსინდისიერების მეტ გარანტიებს შექმნის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის ,,საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ’’ ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტში.
ცვლილების მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან
საბჭოს წევრობისგან გათავისუფლების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს
და ვიცე-პრეზიდენტებს 1 წლის განმავლობაში, ხოლო საბჭოს დანარჩენ წევრებს 6
თვის განმავლობაში, აეკრძალებათ საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.
შესაბამისად,
ეროვნული
ბანკის
პრეზიდენტის
და
ვიცე-პრეზიდენტების
შემთხვევაში 6 თვიანი შეზღუდვის ვადა იცვლება 1 წლიანი ვადით, ხოლო
შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე და ვიცეპრეზიდენტებზე ვრცელდებოდა,
მათ გარდა, უკვე საბჭოს დანარჩენ წევრებზეც
გავრცელდება 6 თვის განმავლობაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე)
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებისთანავე, რადგანაც მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
მოახდენს
გავლენას
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
წარმოდგენილ კანონპროექტს იმ შემთხვევაში ექნება
ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, თუ ისინი
თანამდებობის დატოვების შემდეგ (ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტების შემთხვევაში - თანამდებობის დატოვებიდან 6 თვის გასვლის
შემდეგ 6 თვის განმავლობაში, ხოლო საბჭოს დანარჩენი წევრების შემთხვევაში თანამდებობის
დატოვებიდან
6
თვის
პერიოდში),
თავიანთი
პროფესიული
კვალიფიკაციიდან გამომდინარე, საქართველოს საფინანსო სექტორის გარდა სხვა
სფეროში ვერ დასაქმდებიან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე.