საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2023
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/290/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში“

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

ანგარიში
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №2420 განკარგულების შესაბამისად, 2022 წლის 27 დეკემბრიდან მონაწილეობს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 72 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ორგანოს საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და საქართველოს პარლამენტს უგზავნის წინა წლის ანგარიშს. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საანგარიშო პერიოდზე (2022 წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ანგარიშს. ინფრომაცია 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდის შესახებ 500 Georgia L.P. წარმოადგენს ვენჩერულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია დელავერის შტატში კომანდიტური საზოგადოების (Limited Partnership) ფორმით. აღნიშნული კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარს (General Partner) წარმოადგენს ასევე პასუხისმგებლობის დელავერში დაფუძნებული საზოგადოება), ხოლო სსიპ 500 Georgia, L.L.C. - საქართველოს (შეზღუდული ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოადგენს კომანდიტური საზოგადოების კომანდიტს (Limited Partner) - ფონდის ინვესტორს. 500 Georgia L.P. არის დახურული საინვესტიციო ფონდი, რაც ნიშანვს იმას, რომ მას გააჩნია საქმიანობის კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული ვადა, რის გასვლის შემდგომაც ფონდი თვითლიკვიდირდება. ფონდის ვადა შეადგენს 10 წელს. საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას წარმოადგენს დელავერში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია 500 Startups Management Company, L.L.C. ფონდში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პასუხისგებლობა შეზღუდულია მხოლოდ მონაწილეობის თანხით, მაშინ როდესაც კომპლემენტარის პასუხისგებლობა შეუზღუდავი და პერსონალურია (რაც დამახასიათებელია ამგვარი 1 ფონდების სტრუქტურისათვის და ზოგადად კომანდიტური საზოგადოების (Limited Partnership) სამართლებრივი ფორმისათვის). 500 Georgia, L.P. თავის მხრივ 500 Global-ის ნაწილია, რომელიც მსოფლიოში თავისი აქტივობითა და ზომით ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ვენჩერული ფონდია, რომელიც კომპანიებს სხვადასხვა ეტაპებზე აფინანსებს. იგი წარმოდგენილია 81 ქვეყანაში, მართვით ოფისებით სილიკონ ველიში, ხოლო მისი ფონდების ჯამური ზომა 2.7 მილიარდ აშშ დოლარს წარმოადგენს. 500 Georgia, L.P. ვენჩერული საინვესტიციო ფონდის მიზანი 500 Georgia L.P. ვენჩერული საინვესტიციო ფონდის მთავარ მიზანს წარმოადგენს 500 Startup აქსელერაციის პროგრამაში (რომელიც ხორციელდება სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით) მონაწილე კომპანიებისათვის საწყისი კაპიტალის მიწოდება. დაფინანსების შედეგად, 500 Georgia L.P. გახდება დაფინანსებული კომპანიების წილობრივი მონაწილე. დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა კომპანიები შეესაბამებოდნენ კონკრეტულ საინვესტიციო კრიტერიუმებს. აღნიშნული კომპანიების საქმიანობა ძირითადად წარმოადგენილი უნდა იყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომუნიკაციების ან ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროებში, ისინი აგრეთვე უნდა მონაწილეობდნენ 500 Startup აქსელერაციის პროგრამაში და მართვის ადგილი უნდა გააჩნდეთ საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ან ცენტრალური აზიის ქვეყნებში. შესაძლებელია აგრეთვე აქსელერაციის გარე კომპანიებში ინვესტირება, თუმცა შეზღდულია ასეთ ინვესტირებული თანხის ოდენობა. ვენჩერული საინვესტიციო ფონდი კომპანიებში მონაწილეობითა და აქსელერაციის პროგრამის მხარდაჭერით, ინვესტირებულ კომპანიებს გაუწევს მხარდაჭერას და სხვადასხვა მომსახურებას, რაც მიმართული იქნება ამ კომპანიების მასშტაბირებასა და ზრდაზე. სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობის მიზეზი აღნიშნულ ფონდში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობა მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლიოგიური სტარტაპ კომპანიებისა და ეკოსისტემის შემდგომ განვითარების ხელშეწყობას მათთვის დაფინანსების მიწოდებით, ასევე თავად სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ საკუთარი გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას. 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდის ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის შესახებ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდს წარმოადგენს 2022 წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 31 2 დეკემბრამდე პერიოდი. იმის გათვალისწინებით, რომ 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში სააგენტოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმება დაიდო 2022 წლის 27 დეკემბერს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული აქტივობა არ განხორციელებულა. საინვესტიციო თანხის მოცულობა და სარგებელი სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia L.P.-ის კაპიტალში მონაწილეობა განსაზღვრულია მაქსიმუმ 5,000,000.00 აშშ დოლარით, რაც მოიცავს აგრეთვე ფონდის საკომისიოსა და სხვა ხარჯებს. თავად ფონდის ჯამურ სამიზნე ზომას წარმოადგენს 20,000,000.00 აშშ დოლარი. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა არ აღემატება ფონდის ჯამური კაპიტალის 25%-ს წილს/ერთეულებს. საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, ფონდი მისი დახურვის მომენტამდე სააგენტოს მოსთხოვს მხოლოდ იმ რაოდენობით გადარიცხვების განხორციელებას, რაც არ აღემატება ნებისმიერ დროის მონაკვეთში ფონდის გამოშვებული წილის/ერთეულების 25%-ს. ამდენად, უზუნველყოფილი იქნება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. რაც შეეხება სარგებელს, საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად ამონაგების განაწილება მოხდება კომპანიების წარმატებით მასშტაბირებისა და მათში წილის გაყიდვით მე-5 წლიდან ფონდის თვითლიკვიდაციის ვადამდე. 3