„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5,
18.01.2005, მუხ. 19) 76-ე მუხლის 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. მედიამომსახურების მიმწოდებლებს 2025 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრებათ ამ კანონის
71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამავე კანონის 521 და 552 მუხლების
მოთხოვნების დარღვევის გამო“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (№2482).
ცვლილება
მიზნად
კანონმდებლობის
ისახავდა
დახვეწასა
მედიამომსახურებების
და
გაუმჯობესებას,
სფეროში
საქართველოს
აგრეთვე,
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან მიახლოებას. ხსენებულ კანონთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს
ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურმა დირექტორატმა საქართველოს
პარლამენტის თხოვნის შესაბამისად შეიმუშავა დასკვნა (DGI(2023)1, 21.02.2023). სადაც
მითითებულია
„მაუწყებლობის
შესახებ"
საქართველოს
კანონის
ხარვეზებზე
და
შემოთავაზებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის რეკომენდაციები.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით
პარლამენტის
წევრების
მიერ
დავით
სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, გელა სამხარაულის,
ლევან მგალობლიშვილის, რამინა ბერაძის, ანტონ ობოლაშვილის, ირმა ზავრადაშვილისა და
ეკა
სეფაშვილის
მიერ
ინიცირებულ
იქნა
საქართველოს
კანონების
პროექტები:
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 3/327; 24.05.2023), რომლის
განხილვაც მიმდინარეობს პარლამენტის რეგლამენტის 111-114-ე მუხლების საფუძველზე.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მედიამომსახურების მიმწოდებელ პირებს 2023
წლის 1 ივლისიდან შესაძლოა დაეკისროთ პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონის 521 და 552 მუხლების მოთხოვნების დარღვევის გამო, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ვადა გახანგრძლივდეს 2025 წლის პირველ იანვრამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით იზრდება გარდამავალი პერიოდი მედიამომსახურების მიმწოდებლების
მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების რეგულირების
დარღვევისთვის.
კერძოდ,
მედიამომსახურების
მიმწოდებლებს
დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ 2025 წლის 1 იანვრამდე.
აღნიშნული
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით
გახანგრძლივდება
გარდამავალი
პერიოდი
მედიამომსახურების
მიმწოდებლების მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის
უფლების რეგულირების დარღვევისთვის. კერძოდ, მედიამომსახურების მიმწოდებლებს
აღნიშნული დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ 2025 წლის 1 იანვრამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 521 (პასუხის
უფლება) და 552 (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვა)
მუხლების მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების გარდამავალი
რეჟიმის გახანგრძლივებას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 76-ე
მუხლის 41-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლებს
2023 წლის 1 ივლისამდე არ დაეკისრებათ ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა ამავე კანონის 521 და 552 მუხლების მოთხოვნების დარღვევის გამო.
კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ აღნიშნული რეჟიმი გაგრძელდეს 2025 წლის 1
იანვრამდე, რათა არ მოხდეს წყვეტა და ძალაში არ შევიდეს პასუხისმგებლობის დაკისრების
რეჟიმი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის
პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროულია ამოქმედება, იმისათვის რომ, არ დაჯარიმდნენ
მედიამომსახურების მიმწოდებლები 2023 წლის პირველი ივლისიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ინიციატორის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გაწევასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით 2023 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება
გარდამავალი პერიოდი მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ სიძულვილის ენის,
ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების რეგულირების დარღვევისთვის.
შესაბამისად,
მედიამომსახურების
მიმწოდებლებს
აღნიშნული
დარღვევებისთვის
პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ 2025 წლის 1 იანვრამდე. იმ ფაქტის გათვალისწინებით,
რომ პასუხისმგებლობა ითვალისწინებს წერილობით გაფრთხილებას პირველ ჯერზე და
ჯარიმას მომდევნო შემთხვევებში, შესაძლებელია, 2025 წლის 1 იანვრამდე შემცირდეს
სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, რომელიც დამოკიდებული იყო დარღვევის
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
გავლენას
არ
ახდენს
სახელმწიფო
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით 2023 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება
გარდამავალი პერიოდი მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ სიძულვილის ენის,
ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების რეგულირების დარღვევისთვის.
შესაბამისად,
მედიამომსახურების
მიმწოდებლებს
აღნიშნული
დარღვევებისთვის
პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ 2025 წლის 1 იანვრამდე. იმ ფაქტის გათვალისწინებით,
რომ პასუხისმგებლობა ითვალისიწინებს წერილობით გაფრთხილებას პირველ ჯერზე და
ჯარიმას მომდევნო შემთხვევებში, აღნიშნულ ცვლილებას შესაძლოა დადებითი ფინანსური
გავლენა ჰქონდეს მედიამომსახურების მიმწოდებელ დამრღვევ პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1 ) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება.
კანონპროექტი
გავლენას
არ
მოახდენს
ბავშვების/არასრულწლოვნების
უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება;
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი,
ირაკლი კირცხალია, ვასილ ჩიგოგიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი,
ირაკლი კირცხალია, ვასილ ჩიგოგიძე.