საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, ნინო წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოგი მეშველიანის, რამინა (რიმა) ბერაძის, ბექა დავითულიანის, გურამ მაჭარაშვილის, ელგუჯა გოცირიძის და გელა სამხარაულის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, ნინო წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოგი მეშველიანის, რამინა (რიმა) ბერაძის, ბექა დავითულიანის, ნინო იობაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ელგუჯა გოცირიძის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი პროექტების პაკეტიდან (№07-3/288; 08.02.2023) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა (რიმა) ბერაძე, ბექა დავითულიანი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული
ნომერი
#2-8742/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-8742/23 02-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, ნინო წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოგი მეშველიანის, რამინა ბერაძის, ბექა დავითულიანის, ნინო იობაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ელგუჯა გოცირიძისა და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/288; 08.02.2023) საქართველოს კანონის პროექტები. დასახლებული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენების (I მოსმენა) პერიოდში მიღებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დასაბუთებული პოზიცია (№1-357; 20.02.2023; შემოსული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, რეგისტრაციის №13445/23) „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ და „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებზე, რომლის თანახმადაც, საქსტატს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დასახელებული თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კანონპროექტებით გათვალისწინებული მოწესრიგების მიღება და შესაბამისად, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა. ამავე პოზიციას მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი (დასკვნა №2-6224/23; 27.04.2023). დამატებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მე-3 მოსმენით მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“, რომელიც ძალაში შედის 2023 წლის 30 აგვისტოდან და ამავე თარიღიდან ძალადაკარგულად აცხადებს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის №2291-რს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45,21.12.2009, მუხ. 320). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გვსურს გავიხმოთ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და, გთხოვთ, საკანონმდებლო ინიციატივა №07-3/288; 08.02.2023 განხილულ იქნეს მის გარეშე. პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი პარლამენტის წევრი რამინა ბერაძე პარლამენტის წევრი ბექა დავითულიანი პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის წევრი ელგუჯა გოცირიძე პარლამენტის წევრი გელა სამხარაული