„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032):
1. მე-20 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ
მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ
(შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა
დაუბრუნდეს 3 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა.“;
2. 32-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა-გ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში
საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ეს პირები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში
შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო
უბანში, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა;
ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი
ამ დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო
დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10
დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;
გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ
პირთა სიას ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და
კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიას;
გ1) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ
პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების
ხელმძღვანელი და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა გადასცემს
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;“;
ა.ბ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით −
კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი
მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე
არაუგვიანეს მე-10 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ
სიებს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს
აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ
ხელმოწერილ სპეციალური სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ
ვერსიებს, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო
კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს.“.
3. 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის
შემთხვევაში ამომრჩეველი ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით
მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე
არაუგვიანეს 10 დღისა. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო
დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო
კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე
არაუგვიანეს 10 დღისა. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში
შეიყვანება მას შემდეგ, რაც:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში
რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის
წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით
მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი
ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის
ნომერი);
ბ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანა, რაც დასტურდება საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.
3. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ
ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო
ადგილას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების
წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი
საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის
წინაშე ამ ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის
მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს
საუბნო საარჩევნო კომისია.“.
4. 35-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საუბნო
საარჩევნო
კომისია
უფლებამოსილია
საარჩევნო
უბნის
2
ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა
ამომრჩეველს კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30-ე დღიდან არაუგვიანეს 2
დღემდე გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:
ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;
ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;
გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;
დ) საარჩევნო უბნის ნომერი;
ე) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ვ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11.
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ამომრჩევლის
ბარათის
ამომრჩევლებისათვის გადაცემის ვადა და ინფორმაცია ამომრჩევლის მიერ
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი
საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან
განაცხადის გაკეთების წესის, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის ნომრისა
და სხვა რეკვიზიტების შესახებ განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.“.
5. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საარჩევნო კომისია თანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის
ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა
აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად
გაბათილებული
ხელმოწერების
გათვალისწინებით,
მხარდამჭერთა
ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები
აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება შესაბამის
საარჩევნო სუბიექტს და ეძლევა 3 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. საარჩევნო
სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ
ამოწმებს საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული წესით. თუ მხარდამჭერთა
ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები
აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო
რეგისტრაციაზე.“;
6. 381 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პარტიის მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს/მაჟორიტარ კანდიდატს
აქვს იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მის წარმდგენ პარტიას აქვს მინიჭებული.“.
ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე რეგისტრირებული მერობის
კანდიდატის/ მაჟორიტარი კანდიდატის შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც
საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს
ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა.“.
3
7. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„თ)
საარჩევნო
წარმომადგენლისა;“.
სუბიექტისა/სუბიექტობის
კანდიდატისა
და
მისი
8. 42-ე მუხლის:
ა) „22“ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საერთაშორისო/ადგილობრივი დამკვირვებელი;“;
ბ) „32“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. შესაბამის საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს იმ
საარჩევნო კომისიის მდივანს, რომლის თავმჯდომარემაც გაატარა რეგისტრაციაში
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას
ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი
პირი,
ამომრჩეველთა
არანაკლებ
5-კაციანი
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში. აღნიშნულ განცხადებაში
მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი,
მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. განცხადებას უნდა ერთოდეს
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.“;
დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7.
არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა
რეგისტრაციისა
და
ამ კანონით განსაზღვრულ
უფლებამოსილებათა
განხორციელების წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.“.
9. 44-ე მუხლის 51 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ)
საარჩევნო
წარმომადგენელი;“.
სუბიექტი/სუბიექტობის
კანდიდატი
და
მისი
10. 61-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 6 საათზე და 45 წუთზე. თუ ამ
დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 9-ზე ნაკლები
აღმოჩნდა, ამის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება შესაბამის,
ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს
სათანადო გადაწყვეტილებას.“.
4
11. 761 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა
საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სპეციალურ სიას, შესაბამისი წესით ხმის
მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემების
გათვალისწინებით;“;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) არჩევნების მეორე ტურის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის
შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 8
დღისა მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთის
მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით. მეორე ტურის ჩატარების დღემდე
არაუგვიანეს მე-8 დღისა საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს გადასატანი საარჩევნო
ყუთის სიას.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა
საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს სპეციალურ სიას.“;
12. 766 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ი) კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე
ერთ-ერთ
ამომრჩეველთა
რეგისტრატორს
დაავალებს
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდოს საბოლოო ანგარიში.“.
13. 98-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
მონაცემთა ბაზის მიხედვით);“;
ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5
„4. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად
წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე,
უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და 3 ფოტოსურათი.“
14. 1033 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც
მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ თანაბარი
რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი,
რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.“.
15. 112-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3
პუნქტი:
„3. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის
შემთხვევაში
შესაბამის
პირებს
უუქმდებათ
საარჩევნო
სუბიექტის
წარმომადგენლად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლად და პრესისა
და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელად რეგისტრაცია
(ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
16. 113-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა) სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება. დასაშვებია მხოლოდ
წესდებაში მითითებული პარტიის შემოკლებული დასახელების მითითება
არასრულად. სახელი, რომლითაც პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა,
უცვლელად დაიტანება საარჩევნო ბიულეტენზე;
ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის
პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საქონტაქტო ტელეფონის ნომერი და
მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;“
გ) წარმომადგენლის/წარმომადგენლების გვარი, სახელი, საქართველოს
მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის
ნომერი;“.
17. 115-ე მუხლის:
ა) მე-9 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1“) სქესი;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
6
მონაცემთა ბაზის მიხედვით);“;
ა.გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ვ) თანამდებობა (საქმიანობა);“;
ა.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-10 პუნქტის:
ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
მონაცემთა ბაზის მიხედვით);“;
ბ.გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ზ) თანამდებობა (საქმიანობა);“;
ბ.დ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
18. 120-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას
უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 16 დღისა,
უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც
განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“.
19. 136-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3
პუნქტი:
„3.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
წევრობის კანდიდატად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის
მერობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამის პირებს უუქმდებათ
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად, დამკვირვებელი ორგანიზაციის
დამკვირვებლად და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები
წარმომადგენელად რეგისტრაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
20.141-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, პარტიის,
ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ
მაჟორიტარ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო
კომისიაში.“;
7
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
არჩევნებისას მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა
არანაკლებ 5-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე
დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის
შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.“;
გ) მე-5 პუნქტის:
გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);“;
გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი
წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი,
მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა
რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).“;
გ.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„6.
განცხადებას,
რომელსაც
ხელს
აწერს
პარტიის
ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
ყველა წევრი, უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად
წარდგენილი პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ
ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად.
სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი,
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი
თანამდებობა, სამუშაო ადგილი, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და
ხელმოწერა, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა
მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“.
21. 142-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი
მითითებულია პოლიტიკური პარტიის წესდებაში. დასაშვებია მხოლოდ
წესდებაში მითითებული პარტიის შემოკლებული დასახელების მითითება
8
არასრულად. სახელი, რომლითაც პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა,
უცვლელად აღინიშნება საარჩევნო ბიულეტენზე;“;
ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის
პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და
ხელმოწერის ნიმუში;
გ) წარმომადგენლის/წარმომადგენლების გვარი, სახელი, საქართველოს
მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის
ნომერი;“;
ბ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის
შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3
დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის;“.
22. 143-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);“;
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) სქესი;“;
ა.გ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.დ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ე) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
მონაცემთა ბაზის მიხედვით);“.
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის ყოველი
კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2
ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად,
შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო
მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი,
9
მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ერთად
მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, სააღრიცხვო
ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა, საქართველოში 6 თვის განმავლობაში
ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“.
23. 144-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.“;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა.) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)“;
ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
მონაცემთა ბაზის მიხედვით);“;
ბ.დ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„5. განცხადებას უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის კანდიდატის
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის
პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი
და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში
კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის
პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და
ხელმოწერა, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა
მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“.
24. 145-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს პარტიულ
სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი
კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ
კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის
მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის/ამომრჩეველთა
10
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ზემოაღნიშნული სიისა და საბუთების
სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.“;
ბ) მე-6 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
25. 146-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს,
რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს
თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.“
2. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა
მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა
მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“.
26. 150-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო
კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში
საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს
აგრეთვე დაბადების წელი, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.“.
27. 1541 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში პარტია და ამომრჩეველთა არანაკლებ
5-კაციანი საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობენ ამ კანონის 154-ე მუხლის მე-5 და
მე-6 პუნქტებით დადგენილი წესებით. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების
ჩატარების ვადებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა განკარგულებით
ადგენს ცესკო.“.
28. 157-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ
პარტიას, პარტიის, ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის
მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის
მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.“.
29. 158-ე მუხლის მე-6 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);“;
ბ) „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“.
30. 159-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
11
„ბ) ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.“.
31. 1591 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის
დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან
სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.“.
32. 167-ე მუხლის:
ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის
წარდგენის უფლება აქვთ ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ
პარტიას, აგრეთვე ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ
ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.“.
ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული
მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ
წერილობით აცნობებს მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი
შეუსაბამობა არსებობს. პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.“.
დ) მე-9 პუნქტის:
დ.ა) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ზ) თანამდებობა (საქმიანობა);“;
დ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
33. 168-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1.
პარტიას/ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფს
უფლება
აქვს,
რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს
თავისი გადაწყვეტილება მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.
2. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა
მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა
მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“.
34. 1692 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია, აგრეთვე პარტია,
რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში
მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე
12
არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია,
რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ხოლო ამომრჩეველთა
არანაკლებ 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფი განცხადებით მიმართავს შესაბამის
საარჩევნო კომისიას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს
პარტიის
მხარდამჭერთა
სიის
ნიმუშს
მხარდამჭერთა
ხელმოწერების
შესაგროვებლად, ხოლო ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს
შესაბამისი საარჩევნო კომისია გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მის მიერ
წარდგენილი
მერობის
კანდიდატის
მხარდამჭერთა
ხელმოწერების
შესაგროვებლად.“.
35. 2002 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს
პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო
კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ
საარჩევნო უბანზე, აგრეთვე
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში
მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე,
რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა მიმართოს
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის
მიერ საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით:
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი
სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით
დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში
მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან
სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში
მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი
დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);
ბ) ამომრჩევლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის
შემთხვევაში შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ეცნობება ამ საარჩევნო უბნის
ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ადაპტირებული საარჩევნო
უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ. ამომრჩევლის მიერ
საუბნო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში ამ ამომრჩევლის შესახებ
ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10
დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;
გ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღინიშნება ამომრჩევლის იმავე საოლქო
საარჩევნო
კომისიის/ადგილობრივი
მაჟორიტარული
საარჩევნო
ოლქის
ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა
სპეციალურ სიაში გადაყვანა, აგრეთვე ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და
ამომრჩეველთა სპეციალური სიის გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ კეთდება
ჩანაწერი „ეტლით მოსარგებლეა“, რომელიც დასტურდება საუბნო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.
13
2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების
წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით
მოსარგებლე ამომრჩეველთა მიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის
მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა
საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის
სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე
გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილ ვადაში იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო
კომისია.
3. საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული, აგრეთვე საკუთარი
მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე
არაუგვიანეს მე-10 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული
საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და შესაბამის საუბნო
საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს აღნიშნული საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ადაპტირებული
საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის
მიკუთვნებულ ვერსიას, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო
კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
14
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2023 წლის 29 აპრილს ქუთაისის, ფოთის, სენაკის, ხობის, თიანეთის, ახალციხის,
გურჯაანის,
ტყიბულის,
თერჯოლისა
და
ცაგერის
საარჩევნო
ოლქებში
შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რომელი არჩევნებიც უმრავლეს
საარჩევნო უბნებში
ელექტრონული წესით ჩატარდა, გამოიკვეთა, რომ საქართველოს
ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქცია საჭიროებს
რიგი პროცედურული და ტექნიკური საკითხების კორექტირებას და არსებული
კანონმდებლობის დამატებით დახვეწას, რაც საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვას
მოითხოვს. აგრეთვე დასახვეწია საარჩევნო პროცედურების მომწესრიგებელი გარკვეული
ნორმები.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოს
დაიხვეწოს შესაბამისი ნორმები, რომლითაც აღმოიფხვრება
არსებული ცალკეული ხარვეზები და შეუსაბამობები.
საარჩევნო
კოდექსში
საარჩევნო კოდექსში
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საარჩევნო კოდექსში არსებული შეუსაბამობების და ხარვეზების გამოსწორება
საჭიროებს
საკანონმდებლო
რეგულაციების
გადახედვას
და
ცვლილებების
განხორციელებას აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით აღმოიფხვრება საარჩევნო
კოდექსში არსებული ცალკეული ხარვეზები და შეუსაბამობები, დაიხვეწება საარჩევნო
კანონმდებლობა, საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივდებათ რეგისტრაციის პროცედურები,
დაზუსტდება და დაკონკრეტდება არასაარჩევნო
პერიოდში საარჩევნო სუბიექტების
წარმომადგენლების რეგისტრაციის პროცედურები და უფლებები, უზრუნველყოფილ
იქნება დემოკრატიული პროცესების ჯეროვანი და სტაბილური განვითარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
3
საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებულია
შემდეგი ცვლილებები:
- ერთგვაროვანი ხდება საქართველოს ორგანულ კანონით „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“
დადგენილი
ხარვეზის/შეუსაბამობის
აღმოფხვრის
ვადები
და
ხარვეზის/შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადად განისაზღვრება ნებისმიერ შემთხვევაში 3
დღე;
- 2 დღიდან 3 დღემდე იზრდება საქართველოს ორგანულ კანონით „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხარვეზის/შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადები;
- იცვლება ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებასთან
დაკავშირებული ვადები. კერძოდ, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის
შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით
მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე
არაუგვიანეს 10 დღისა, ნაცვლად 8 დღისა;
- იცვლება სპეციალური სიის ფორმირებასთან დაკავშირებული ვადები. კერძოდ,
შესაბამისმა უწყებებმა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის მიზნით, შესაბამის
პირთა სია შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიაწოდონ, ნაცვლად არაუგვიანეს მე-8
დღისა, არაუგვიანეს მე-10 დღისა;
- დგინდება ამომრჩეველთა ბარათების ამომრჩევლებისთვის გადაცემის საწყისი
ვადა;
- არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაციისა
და ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების წესი განისაზღვრება
ცესკოს დადგენილებით;
- ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნება
კენჭისყრის დღის 6 საათზე და 45 წუთზე;
მიუხედავად იმისა, საარჩევნო უბანში კენჭისყრა ტარდება ელექტრონული საშუალებების
გამოყენებით, თუ გამოყენების გარეშე;
- მარტივდება და ერთგვაროვანი ხდება საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატების მიერ
საარჩევნო დოკუმენტაციის შედგენის პროცედურები. ასევე, აღარ იქნება სავალდებულო
საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო დოკუმენტაციაში რიგი ინფორმაციის მითითების
ვალდებულება;
- საქართველოს კონსტიტუციის მსგავსად, საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ნორმით
კონკრეტდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში არჩეულად
ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში
კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში არჩეულად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო;
- არჩევნებში დასაშვები იქნება პარტიის მიერ მხოლოდ მისი სახელწოდების ან/და მისი
შემოკლებული დასახელების გამოყენება. დასაშვები იქნება ასევე მხოლოდ წესდებაში
მითითებული პარტიის შემოკლებული დასახელების მითითება არასრულად;
- ზუსტდება და ერთგვაროვანი ხდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
შემადგენლობასთან დაკავშირებული ნორმები;
- პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება ექნება, რეგისტრაციის
შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა, ნაცვლად არაუგვიანეს 12 დღისა,
4
გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ. იგივე ვადები
დგინდება კანდიდატის მიერ საკუთარი ინიციატივით კანდიდატის მოხსნის შემთხვევაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის
მიხედვით,
გათვალისწინებულია
კანონპროექტის
გამოქვეყნებისთანავე შესვლა ძალაში, რადგან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს
საკითხის დარეგულირება. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის
უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორის მიერ კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა არ
მოითხოვება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
გამოყოფა.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
5
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს პირდაპირ ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
6
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.
7