საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილისა და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-2823/23; 23.02.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-8809/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-8809/23 02-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილისა და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-2823/23; 23.02.2023). რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2023 წლის 29 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილისა და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-2823/23; 23.02.2023). შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად, "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში გთხოვთ შეიტანოთ დამატება, რომლითაც კანონში შეტანილი იქნება ტერმინი "ნასოფლარი." გაცნობებთ, რომ კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და უარყოფილად იქნა მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: საკანონმდებლო წინადადების ავტორები ითხოვენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად (უნდა იყოს არა 150-ე, არამედ 105-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადების წარდგენის წესს) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნას ტერმინი "ნასოფლარი". ამ ცვლილების დასასაბუთებლად ავტორები აღნიშნავენ, რომ „ 2015-2021 წლებში მხოლოდ გორისა და მუნიციპალიტეტებში ჯამში 28 (ოცდარვა) სოფელი იქცა ნასოფლარად“. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დუშეთის 1. საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ ტერმინს. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ადგენს დასახლებების შექმნასა და გაუქმებას და მათი კატეგორიის შეცვლას, ხოლო დასახლებათა შექმნა-გაუქმების და კატეგორიის შეცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით: კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2016 წ. 1 ივლისის N307 დადგენილებით განსაზღვრულია დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები. ამდენად, თუ დასახლება იქცა „ნასოფლარად“, შესაძლებელია დადგეს ამ დასახლების გაუქმების საკითხი. დასახლების გაუქმების წესი კი დეტალურად არის მოცემული საქართველოს მთავრობის N307 დადგენილებით. შესაბამისად არ არსებობს საჭიროება იმისა, რომ "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნეს ამ სახის ცვლილება. 2. ასევე წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რა შემთხვევაში ჩაითვლება სოფელი ე.წ. "ნასოფლარად". ასევე საკანონმდებლო წინადადებით არ ჩანს ამ ტერმინის ქვეშ ავტორები ითხოვენ დასახლებისათვის „ნასოფლარის“ ტერმინით რაიმე განსხვავებული სტატუსის მინიჭებას თუ დასახლების გაუქმებას. ასევე არ არის განმარტებული აღნიშნული ტერმინის მნიშვნელობა, საჭიროება, მოსალოდნელი შედეგი და მიზანი, რასაც ემსახურება ტერმინი „ნასოფლარის“ გაჩენა. ამასთან, თუ აღნიშნული ინიციატივის მიზანს წარმოადგენს არსებული დასახლების გაუქმება, არსებული საკანონმდებლო რეგულაციები აღნიშნულის შესაძლებლობას ისედაც იძლევა. 3. ამასთან აღსანიშნავია, რომ "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის ამოქმედების შემდგომ, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობამ დაირეგისტრირა მიწები, გარდა ამისა ზოგიერთი ოჯახი დღეის მდგომარეობით ცხოვრობს სეზონურად და მოსალოდნელია მომავალში მათი გარკვეული ნაწილი მუდმივ მაცხოვრებლად დაბრუნდნენ ზემოთხსენებულ მამა-პაპისეულ სოფლებში და გაურკვეველია ასეთ შემთხვევაში რა სტატუსით ისარგებლებენ ასეთი მოქალაქეები, ან როგორ შეძლებენ საკუთარ სახლებში რეგისტრაციას თუ სოფელს ექნება "ნასოფლარის" სტატუსი. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ასევე ვერ ირკვევა მისი შემდგომი სამართლებრივი შედეგი, კერძოდ "ნასოფლარის" სტატუსის მინიჭების შემთხვევაში სოფელი ისარგებლებს რაიმე დამატებითი სიკეთით თუ პირიქით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის