საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.06.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-7799/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412307363433 02.06.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" შინაარსი: წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი 470.200.000.05.001.000.199) მე–11 თერთმეტ პრიმა მუხლიდან ("ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი"), პუნქტი 1.(გ), გთხოვთ, ამოიღოთ მითითება "რუსულ და ინგლისურ ენებზე", ვინაიდან საქართველოში სახელმწიფო ენას წარმოადგენს ქართული ენა. ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტების მეცნიერულ-ტექნიკური ნაწილის წარმოდგენა შესაძლებელი იყოს რომელიმე უცხო ენაზე. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. # მობილური: + ელფოსტა: