„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ინიციირებული ვარიანტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 73 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 4
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-05
კომიტეტის სხდომის ნომერი 63
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2237?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
05 ივნისი 2023 16:00
2023 წლის 5 ივნისი, 16:00 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
ინიცირება;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი მაკა ბოჭორიშვილი;
2.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი
„ევროპის
თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი
ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული
თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის
ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის N2 2022 გადაწყვეტილება“
(07-2/283/10);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე გენადი არველაძე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/289/10) და სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2022
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის
ანგარიშზე (1-7253/23; 19.05.2023);
მომხსენებელი:
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
პირველი
მოადგილე
გიორგი
კაკაურიძე;
6/5/2023, 2:50 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2237?local=true
4. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
6/5/2023, 2:50 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N63
5 ივნისი, 2023 წელი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი
ლევან ქარუმიძე
დავით ბაქრაძე
გენრიეტა წიწავა - არჩილ თალაკვაძის ადგილმონაცვლე
აკაკი მინაშვილი
დავით უსუფაშვილი - ანა ნაცვლიშვილის ადგილმონაცვლე
ჰერმან საბო
ნიკოლოზ სამხარაძე
სალომე ჯინჯოლავა - სალომე ქურასბედიანის ადგილმონაცვლე
დავით სონღულაშვილი
დღის წესრიგი:
1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ „მომხმარებლის უფლებათა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის ინიცირება.
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი მაკა ბოჭორიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ევროპის
თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი
ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული
თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის
ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის №2 2022 გადაწყვეტილება“ (072/283/10).
მომხსენებელი: საქართველოს
მოადგილე გენადი არველაძე;
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/289/10) და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2022 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე
(№1-7253/23; 19.05.2023).
მომხსენებელი: შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის
უფროსი სამსონ ურიდია
4. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
სხდომის მსვლელობა: სხდომის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს
დღის წესრიგი გააცნო. კომიტეტის მიერ „მომხმარებლის უფლებათა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის ინიცირების შესახებ საკითხი განსახილველად, მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა.
ქალბატონი მაკას განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა შარშან მიიღო „მომხმარებლის
უფლებათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გასული წლის 1 ნოემბრიდან
ამოქმედდა. მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს კომიტეტმა მოისმინა კონკურენციის
სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კანონის აღსრულების
პროცესთან დაკავშირებით.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში
გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, ზოგიერთ შემთხვევაში კანონში დასაზუსტებელი გახდა
დირექტივის ნორმები, რაც ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, კანონის
აღსრულების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მუხლი საჭიროებს დახვეწას.
ცვლილების თანახმად, დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში,
ზუსტდება ვის და რა შემთხვევაში ეკისრება საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული
ხარჯი, რაც ნორმის არაზუსტი ინტერპრეტირების შესაძლებლობას გააქრობს.
როგორც ქალბატონმა მაკამ განმარტა, ინიციატივის მიხედვით, სპორტული და
კულტურული ღონისძიების ბილეთის დისტანციურად შეძენის შემთხვევაში ნათლად
განისაზღვრება, რომ მომხმარებელი ბილეთის უკან დაბრუნების უფლებით მხოლოდ
ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ისარგებლებს, რითაც მოვაჭრეს ექნება
თავისუფლება, რომ თავად გადაწყვიტოს დაიბრუნოს თუ არა გაყიდული ბილეთი ან რა ვადა
მისცეს მომხმარებელს ბილეთის დასაბრუნებლად.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელი არ არის ყველა მოვაჭრის, მათ
შორის, ფიზიკური პირების წლიური ბრუნვის დადგენა, თავის მხრივ, სააგენტო
მოკლებულია შესაძლებლობას მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად
შესრულების გამო მოვაჭრეს დააკისროს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა. შესაბამისად
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, ასევე გამოიკვეთა მოვაჭრისთვის დაკისრებული
ჯარიმის გამოთვლის წესთან და გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით იცვლება.
კომიტეტმა ღია კენჭის ყრის შედეგად მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივის წესით,
„მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საკითხის წარდგენას.
სხდომის მეორე საკითხი, „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და
საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების II დანართის
(წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების
თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი
კომიტეტის №2 2022 გადაწყვეტილება“ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო
ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ეკონომიკური
ოპერატორებისთვის
პროდუქტის
საქართველოში
წარმოშობილის
სტატუსის
გამარტივებულად
მიღებას
და
თავისუფალი
ვაჭრობის
შესახებ
შეთანხმებით
გათვალისწინებული საბაჟო გადასახადების გამარტივებას ითვალისწინებს.
ცვლილებები ასევე ეხება წარმოშობის მქონე პროდუქციის მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე
გადაადგილების
შესახებ
არსებულ
შეზღუდვების
შემსუბუქებას
და
ელექტრონული/ციფრული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმალური
საფუძვლების გაწერას.
მისივე განცხადებით, ცვლილებები საშუალებას იძლევა გაიზარდოს ევროპის თავისუფალი
ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნების ბაზარზე ქართული პროდუქციის წვდომა, რაც დადებითად
აისახება საქართველოს ექსპორტის უნარიანობაზე.
სხდომის მესამე საკითხი, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის“ თაობაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი
კაკაურიძემ წარმოადგინა.
მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2022 წელს, მთლიანი შიდა
პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.1 % შეადგინა. მშპ ნომინალურ
გამოსახულებაში 71 754.2 მლნ ლარით განისაზღვრა. მისივე თქმით, გასულ წელს ერთ-ერთი
მთავარი გამოწვევა იყო ინფლაცია, თუმცა წელს არის კლების ტენდენცია და წლის
განმავლობაში საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება.
რაც შეეხება საგარეო სექტორს, მომხსენებელმა აღნიშნა რომ 2022 წელს საქართველოში
საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 109.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელზე 33.2 %-ით მეტია.
მომხსენებლის ინფორმაციით, მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 20.5 %-ს
შეადგენს. მისი თქმით, 2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 20.3%-ით, ხოლო იმპორტი 32.6%-ით გაიზარდა. ასევე,
წინა წელთან შედარებით გაზრდილია საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა და
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 516.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისივე
ინფორმაციით, 2022 წელს გაორმაგებულია წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2
000.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო
მაჩვენებელი განისაზღვრა 19 217 000.0 ათასი ლარით, თუმცა მობილიზებული იქნა
საპროგნოზო მაჩვენებლის 100.8%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა
17 350 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 17 385 944.3 ათასი
ლარი.
მომხსენებლის ინფორმაციით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი საანგარიშო პერიოდში ორჯერ
გაიზარდა, რამაც მთლიანობაში 20 მლრდ 186 მლნ ლარი შეადგინა.
კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვის
საკითხს მხარი დამსწრეთა უმრავლესობით დაუჭირა.
მაკა ბოჭორიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე