„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-12
ბიუროს ნომერი 263
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან პირს საქართველოს
მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს
საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე
ბოლო 5 წლის განმავლობაში და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით
და ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.“.
2. 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის
მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი
სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.“.
3. 24-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე სხვა ქვეყნის
მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების
არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს
სააგენტო.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61-64 პუნქტები:
„61. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას, ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში,
დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და
სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე მოწმდება საქართველოს მოქალაქეობის
მინიჭების მოთხოვნით განცხადების სააგენტოში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ
წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენამდე. დაინტერესებულ პირთა მიერ
საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების
ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.
62. ისეთი ფიზიკური ნაკლის არსებობის შემთხვევაში, რომელიც შეუძლებელს ხდის
საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების
ცოდნის დონის შემოწმებას, ცოდნის დონის შემოწმებისგან პირის გათავისუფლების შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
63. საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი
საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგი, რომელიც დაინტერესებულ პირს აძლევს
შესაძლებლობას,
მიმართოს
სააგენტოს
ან
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ
განცხადებით, ძალაშია 1 წლის განმავლობაში.
64. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო
ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის
შესამოწმებლად
სააგენტოსთვის
წარმომადგენლობისთვის
ან
ან
საზღვარგარეთ
საკონსულო
საქართველოს
დაწესებულებისთვის
დიპლომატიური
განცხადებით
მიმართვის
პროცედურა, ცოდნის დონის შემოწმების წესი და შესაბამისი საფასურის ოდენობა განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
4. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით
მოპოვების შესახებ განცხადებაზე
უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით
მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან
საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, არ ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე სააგენტოში
ან
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებებზე.
2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით:
წარმომადგენლობაში
ან
საკონსულო
ა) 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ უზრუნველყოს „საქართველოს
მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილების ამ კანონთან
შესაბამისობა;
ბ) 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს საქართველოს
სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის
დონის შესამოწმებლად სააგენტოსთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის განცხადებით მიმართვის
პროცედურის, ცოდნის დონის შემოწმების წესისა და შესაბამისი საფასურის ოდენობის დამტკიცება.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები, აგრეთვე მე-2 მუხლის პირველი
პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
1. მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაციისთვის საქართველოში ცხოვრების ცენზის
შემცირება:
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2018 წლის ივლისში
განხორციელებული ცვლილებით შეიცვალა მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოში
ცხოვრების ცენზი, მათ შორის, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის დადგენილი 5წლიანი ცხოვრების ცენზი 10 წლამდე გაიზარდა. აღნიშნულმა ცვლილებამ გარკვეული უარყოფითი
ზეგავლენა მოახდინა მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც ამგვარი სტატუსი დაუდგინდათ
2012 წლის შემდგომ, ვინაიდან ამ კატეგორიისთვის განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის
განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების ფაქტის დადასტურება, ფაქტიურად,
შეუძლებელია; ეს უკავშირდება იმ გარემოებას, რომ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის
დადგენა დაიწყო მხოლოდ 2012 წელს გახორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების
საფუძველზე. ზემოაღნიშნული პირები, ფაქტობრივად, მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოში,
თუმცა, შესაბამისი სტატუსის დადგენა შეძლეს მხოლოდ 2012 წლიდან. აქედან გამომდინარე,
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები დღეისათვის კანონიერ საფუძველზე
ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, მითითებული გარემოების გამო უკანასკნელ
პერიოდამდე ცხოვრების 10-წლიან ცენზს ვერ აკმაყოფილებდნენ და დამატებით უწევდათ ლოდინი
საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოსაპოვებლად.
გარდა ამისა, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, როგორც წესი,
საქართველოში დაბადებული (მოქალაქეობის არმქონე 530 პირიდან 315 პირი დაბადებულია
საქართველოში) და/ან საქართველოსთან მყარი კავშირის მქონე ჩვენივე თანამემამულეები არიან,
რომლებსაც დაბალი სამოქალაქო აქტივობისა თუ სხვა მიზეზების გამო სათანადო კომუნიკაცია არ
ჰქონიათ ადმინისტრაციულ ორგანოებთან და შედეგად, ვერ დააკმაყოფილეს ვერც მოქალაქეობის
დასადგენად კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები.
საქართველო არის „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის
კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო. აღნიშნული ხელშეკრულების 32-ე მუხლი ავალდებულებს
ხელშემკვრელ ქვეყანას, შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს მოქალაქეობის არმქონე პირების
ნატურალიზაციას, ნატურალიზაციის პროცედურების დაჩქარებას და ამ პროცედურებისთვის
საჭირო გადასახადებისა და ხარჯების შემცირებას. კონვენციის აღნიშნული დანაწესის პრაქტიკაში
განხორციელების მიზნით, საქართველომ 2019 წლის ოქტომბერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი
კომისრის აღმასრულებელი კომიტეტის (UNHCR ExCom) 70-ე სესიაზე აიღო ვალდებულება,
მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ამ კატეგორიის პირთა
მიმართ
გაანახევროს
საქართველოს
მოქალაქეობის
ჩვეულებრივი
წესით
მოპოვებისთვის
დადგენილი 10-წლიანი ცენზი.
ამრიგად, კანონპროექტი ამ ნაწილში მიზნად ისახავს საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირთა გამარტივებული ნატურალიზაციის ხელშეწყობას, „საქართველოს
მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის
შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციასთან ჰარმონიზებასა და საქართველოს მიერ გაეროს
ლტოლვილთა
უმაღლესი
კომისარიატის
აღმასრულებელი
კომიტეტის
მიმართ
აღებული
ვალდებულების შესრულებას.
2. საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი
საფუძვლების ცოდნის დონის დადგენა:
დღეისათვის საქართველოს მოქალაქეობის პრეტენდენტის მიერ საქართველოს სახელმწიფო
ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონეს ამოწმებს
მოქალაქეობის საკითხთა კომისია. პრაქტიკამ ცხადყო, რომ კომისიის მიერ ცოდნის დონის
შემოწმების არსებული პროცესი მოძველებულია და აღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, მათ
შორის, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს
ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დასადგენად გამართულ ტესტირებაში
არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების მიუხედავად, პროცესი კვლავ გრძელდება და კომისიის
მიერ მიიღება გადაწყვეტილება პირის ცოდნის დონის საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად
დადგენილ
მოთხოვნებთან
შეუსაბამობის
შესახებ,
რის
შემდეგაც
საკითხი
საბოლოო
გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.1 ამდენად, ტესტირების
არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემდგომ პროცესის გაგრძელება ფორმალურ ხასიათს ატარებს
და
იწვევს
როგორც
მოქალაქეობის
საკითხთა
კომისიის,
ისე
საქართველოს
პრეზიდენტის/საქართველოს
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის
რესურსების
გაუმართლებელ
ხარჯვას. აქედან გამომდინარე, საჭიროა შემუშავდეს საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს
ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დადგენის განსხვავებული მოდელი,
სადაც სათანადო ტესტირება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების სსიპ
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენამდე და,
შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცესის
ინიციირებამდე ჩატარდება, ხოლო მოქალაქეობის პრეტენდენტის მიერ არადამაკმაყოფილებელი
შედეგების მიღების შემთხვევაში - საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და
სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე -
1
საქართველოს პრეზიდენტი ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს
(საქართველოს კონსტიტუცია. მუხ. 52.1.„ე“).
სააგენტო წარმოებაში არ მიიღებს პირის განცხადებას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან
შეუსაბამობის გამო.
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და
სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შეფასებას სააგენტოს მიერ. ორგანული კანონის
მოქმედი
რედაქცია
კი
ითვალისწინებს
ტესტირებისგან
გათავისუფლების
შესაძლებლობას
პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, როდესაც მას აქვს ისეთი
ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის ცოდნის დონის შემოწმებას. ვინაიდან, ზოგადად,
მოქალაქეობის საკითხთა კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და
სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების
პირობების არსებობის დადგენას, საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და
სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებისგან გათავისუფლების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოც კომისია იქნება.
3. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განმეორებით მიმართვის
ვადის შემცირება:
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლში
მოცემულია საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ვადები და
დადგენილია, რომ მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და
გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის
ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი
გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ არსებული ვადები მეტისმეტად ხანგრძლივია და ვეღარ
პასუხობს არსებულ გამოწვევებს. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოპოვების
მსურველი პირი ნებისმიერი საფუძვლით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის მიღების
შემთხვევაში იძულებულია დაელოდოს ერთი წლის გასვლას და მხოლოდ ამის შემდეგ წამოიწყოს
განმეორებითი პროცედურები საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად, რეალურად კი
შესაძლოა, საკმაოდ მცირე დროში აღმოიფხვრას მისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის
საფუძველი და შესაბამისად, აღარ არსებობდეს 1-წლიანი ვადის გასვლის საჭიროება. აქედან
გამომდინარე, მიზანშეწონილია, ორგანულ კანონში შევიდეს ცვლილება და გონივრულ
ფარგლებამდე შემცირდეს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ
განმეორებით მიმართვისთვის დადგენილი ვადა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული საკითხები საკანონმდებლო რეგულირების საგანია და ისინი დიდწილად
„მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონშია მოქცეული. ამდენად, შემოთავაზებული
სიახლეების ცხოვრებაში გატარება შესაძლებელია მხოლოდ ამავე ორგანულ კანონში ცვლილებების
განხორციელების გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე
პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცემათ
შესაძლებლობა, საამისოდ დადგენილი სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვონ
საქართველოს მოქალაქეობა, რაც შეამცირებს მოქალაქეობის არმქონე პირების რაოდენობას და
გააუმჯობესებს ამ კატეგორიის პირთა უფლებრივ მდგომარეობას. შემოთავაზებული რეგულაციის
ამოქმედებით საქართველოს კანონმდებლობაში იარსებებს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის
შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციის 32-ე მუხლთან შესაბამისობაში მყოფი ნორმა მოქალაქეობის
არმქონე პირთა გამარტივებული ნატურალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად, ჩამოყალიბდება
მოქალაქეობის
პრეტენდენტის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის
ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის შემოწმების თანამედროვე მოთხოვნებზე
მორგებული პროცედურა, დაზუსტდება საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირთა
განსაზღვრული კატეგორიისთვის მოქალაქეობის მინიჭების პირობები და შემცირდება
მოქალაქეობის
ნატურალიზაციით
მოპოვების
შესახებ
უფლებამოსილი
ორანოებისთვის
განმეორებით მიმართვის ვადა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს:
- ორგანული კანონის მე-12 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე
პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით
მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ. ამასთან,
მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოსაპოვებლად მან უნდა დააკმაყოფილოს ამავე ორგანული
კანონით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო
ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნასთან, აგრეთვე საქართველოში
მუშაობასთან, ან/და საქართველოში უძრავი ქონების ან საწარმოში წილის ან აქციების
ფლობასთან, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან
დაკავშირებით;
-
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებით დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს
სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების
ცოდნის დონე შემოწმდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების
სააგენტოში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან
საკონსულო დაწესებულებაში წარდგენამდე, ამავე სააგენტოს მიერ. ამასთან, საქართველოს
მოქალაქეობის
მინიჭების
მსურველ
პირთა მიერ
საქართველოს სახელმწიფო
ენის,
საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის
შესამოწმებლად სააგენტოსთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის განცხადებით მიმართვის
პროცედურა, ცოდნის დონის შემოწმების წესი და შესაბამისი საფასურის ოდენობა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება;
- საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი
საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგები, რომელიც დაინტერესებულ პირს აძლევს
შესაძლებლობას, მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ
წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების
შესახებ განცხადებით, ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში;
- საქართველოს
მოქალაქეობის
ნატურალიზაციით
მოპოვების
უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში
განმეორებით მიმართვის ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება;
შესახებ
შესაბამისი
განცხადებაზე
ორგანოებისთვის
- ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები,
რითაც აღმოიფხვრება საქართველოს მოქალაქოების შენარჩუნების რეგულაციებში არსებული
წინაპირობებისა და პროცედურების არაერთგვაროვანი განმარტების შესაძლებლობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ძალაში შედის 2023 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო ის ნაწილი,
რომელიც საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი
საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უკავშირდება - 2024 წლის 1 იანვრიდან,
სრულყოფილად
ამოქმედებისათვის
საჭირო
ორგანიზაციული
ხასიათის
რაც მისი
ღონისძიებების
განხორციელებისთვის არის საჭირო. რაც შეეხება კანონპროექტის იმ ნორმებს, რომლებიც იუსტიციის
მინისტრისა და მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული
ნორმატიული აქტების განსაზღვრულ ვადაში მიღებას/გამოცემას გულისხმობს, ისინი კანონის
გამოქვეყნებისთამავე ამოქმედდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ორგანული კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან სსიპ-ის ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას. საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის
ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების პროგრამული უზრუნველყოფისთვის საჭირო
ხარჯები დაფინანსდება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტიდან,
კერძოდ კი - საკუთარი შემოსავლებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს როგორც სსიპ - სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს საკუთარ შემოსავლებზე, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაციისთვის საქართველოში
ცხოვრების ცენზის, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ
განმეორებით მიმართვის ვადის შემცირება, სავარაუდოდ, გამოიწვევს სსიპ - სახელმწიფო სერვისების
განვითარების
სააგენტოსადმი
წარმომადგენლობისადმი
ან
ან
საზღვარგარეთ
საკონსულო
საქართველოს
დაწესებულებისადმი
დიპლომატიური
მოქალაქეობის
მინიჭების
მოთხოვნით მიმართვიანობის ზრდას, რაც დადგენილი საფასურების გადახდას უკავშირდება.
აღნიშნული ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აისახება სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების კანონმდებლობით განსაზღვრული ნაწილის
სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის სახით. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის გავლენის მასშტაბი დამოკიდებული იქნება მიმართვიანობის სიხშირეზე.
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს საკუთარ შემოსავლებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველ
პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი
საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად სააგენტოსთვის გადასახდელი საფასურების
ოდენობით (საფასურების ოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით).
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მყისიერი შედეგის სახით არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას. საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი
საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების პროგრამული უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები
დაფინანსდება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან
და არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
საქართველოს მოქალაქეთა გაზრდილმა რაოდენობამ შესაძლოა, სამომავლოდ გაზარდოს
სოციალური გასაცემლის ოდენობაც (პენსია და სხვ.), რომლის მასშტაბიც დამოკიდებული იქნება
დამატებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობასა და იმ გარემოებებზე (ასაკი და სხვ.), რაც
შესაბამისი სოციალური გასაცემლის დანიშვნის საფუძველია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის
საფუძველზე
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
ნატურალიზაციისთვის
საქართველოში ცხოვრების ცენზის, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით
მოპოვების შესახებ განმეორებით მიმართვის ვადის შემცირებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსადმი ან საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობისადმი ან საკონსულო დაწესებულებისადმი მოქალაქეობის
მინიჭების შესახებ განცხადებებით მიმართვიანობის ზრდა, რაც დადგენილი საფასურების გადახდას
უკავშირდება. ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით
ან სპეციალური წესით მინიჭებისთვის დადგენილია შემდეგი საფასურები: საკითხის განხილვისა და
შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან მე-80 კალენდარულ დღეს მომზადება – 65 ლარი; მე-60
კალენდარულ დღეს მომზადება – 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი; მე40 კალენდარულ დღეს მომზადება – 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 195 ლარი;
20 კალენდარული დღის ვადაში მომზადება – 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური −
325 ლარი.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველ
პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი
საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად სააგენტოსთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის ან საკონსულო დაწესებულებისათვის განცხადებით
მიმართვის პროცედურა, ცოდნის დონის შემოწმების წესი და შესაბამისი საფასურის ოდენობა
განისაზღვრება
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის
ბრძანებით,
რაც
დაინტერესებული
პირებისთვის წარმოშობს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის აღნიშნული
საფასურის გადახდის ვალდებულებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველ პირთა მიერ
საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების
ცოდნის დონის დასადგენად სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის
საფასურის გადახდის ვალდებულებას იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი დააკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს
სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის
დონეს, იგი უფლებამოსილია განაგრძოს შესაბამისი პროცედურები საქართველოს მოქალაქეობის
მოსაპოვებლად, რისთვისაც მას მოუწევს დადგენილი საფასურის გადახდა „ბ.ე“ ნაწილში
მითითებული ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
არა
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება უკავშირდება „მოქალაქეობის არქონე პირთა სტატუსის
შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციის 32-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, ხელშემკვრელი
სახელმწიფოები
შეძლებისდაგვარად
ხელს
შეუწყობენ
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
ნატურალიზაციას. ამ მიზნით, ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რათა დააჩქარონ ნატურალიზაციის
პროცესი და შეძლებისდაგვარად შეამცირონ ასეთი პროცედურების გადასახადები და ხარჯები.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. თუმცა, კანონპროექტზე მუშაობისას, მოქალაქეობის
არმქონე პირთათვის გამარტივებული ნატურალიზაციის ხელშეწყობის ოპტიმალური მექანიზმების
დასადგენად,
შესწავლილი
იქნა
ევროკავშირის
ქვეყნების
კანონმდებლობა,
რომლიდანაც
გამოვლინდა, რომ მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაციისთვის შესაბამის ქვეყანაში მათი
ცხოვრების
შემცირებული
ვადა ევროკავშირის
უმრავლეს
ქვეყნებშია
გათვალისწინებული.
მაგალითად, ბელგიის სამეფოში ზოგადი წესით მოქალაქეობის მიღებისათვის დადგენილია
ცხოვრების ხუთწლიანი ცენზი, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის - ორწლიანი ცენზი;
ბულგარეთსა და ნიდერლანდების სამეფოში ზოგადი წესით მოქალაქეობის მიღებისათვის
დადგენილია ცხოვრების ხუთწლიანი ცენზი, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სამწლიანი ცენზი; იტალიაში ზოგადი წესით მოქალაქეობის მიღებისათვის დადგენილია ცხოვრების
ათწლიანი ცენზი, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის - ხუთწლიანი ცენზი და სხვ.
რაც შეეხება შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო ენის/იტორიის/სამართლის საფუძვლების ცოდნის
დონის შემოწმებას, კანონპროექტით შემოთავაზებულ მიდგომას, როდესაც მოქალაქეობის მიღებით
დაინტერესებულმა პირმა თავიდანვე უნდა წარადგინოს ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი,
იცნობს ევროპის ქვეყნების კანონმდებლობაც (საფრანგეთი, ლიეტუვა და სხვ.). მაგალითად,
საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეობაზე მოთხოვნის გასაკეთებლად აპლიკანტი
ავსებს სპეციალურ ფორმას და წარუდგენს მას კომპეტენტურ ორგანოს. ფორმასთან ერთად
აპლიკანტმა,
სხვა
დოკუმენტებს
შორის,
უნდა
წარადგინოს
ფრანგული
ენის
ცოდნის
დამადასტურებელი სერთიფიკატი (სულ მცირე - B1 დონე), ხოლო საფრანგეთის უნივერსიტეტის
დამთავრების შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დიპლომი. ამის შემდეგ
აპლიკანტს უწევს გასაუბრება, სადაც მოწმდება მისი ცოდნის დონე საფრანგეთის ისტორიის,
წყობილების, ღირებულებების, გეოგრაფიის და ისტორიული მოვლენების შესახებ. ლატვიაში
განაცხადის წარდგენის შემდეგ მოქალაქეობის მაძიებელმა უნდა ჩააბაროს ლატვიური ენის ცოდნის
დამადასტურებელი ტესტი, ასევე ქვეყნის კონსტიტუციის, ისტორიისა და კულტურის ბაზისური
ცოდნის ტესტიც. ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა სამსახური განაცხადს
განიხილავს მხოლოდ ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენისა და პროცედურის გავლის შემდეგ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.