„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-12
ბიუროს ნომერი 263
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი,
1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:
„ზ1) ავტორიზაცია - უფლებამოსილება, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო
ხომალდის ექსპლუატანტს ენიჭება მაღალი რისკის კომერციული სპეციალიზებული ავიაციის
(საავიაციო სამუშაოები) მიზნით;
„ზ2) დეკლარაცია - ფიზიკური/იურიდიული პირის განცხადება, რომელიც წარედგინება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და რომლითაც
აღნიშნული
პირი
ადასტურებს
თავის
საქმიანობის
შესაბამისობას
მოქმედ
კანონმდებლობასთან;“
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ექსპლუატანტის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო
ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
რომელიც გაიცემა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით;“
გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც
ახორციელებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას;“
დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა - საჰაერო ხომალდის მიერ მგზავრების
გადასაყვანად, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის გადასაზიდად საზღაურის საფუძველზე ან
დაქირავებით განხორციელებული ფრენა;“
ე) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1-ნ3 ქვეპუნქტი:
„ნ1) პარაპლანი - საფრენი აპარატი, რომლის ცარიელი მასა ძრავის გარეშე არ აღემატება 70 კგ-ს,
ძრავით - 115 კგ-ს, ხოლო მფრინავის ან/და მგზავრის ჩასაჯდომი ეტლის წონა ძრავით არ
აღემატება 300 კგ-ს და საწვავის ავზის მოცულობა არ აღემატება 20 ლიტრს, ხოლო საფრენი
კონსტრუქციის შემადგენელი კომპონენტია პარაშუტი;
ნ2) კომერციული ფრენა პარაპლანით - საზღაურის სანაცვლოდ, ორადგილიანი პარაპლანით
განხორციელებული ფრენა;
ნ3) საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა პარაპლანით - ორადგილიანი პარაპლანით ფრენა, რომლის
განმახორციელებელ მფრინავს და მგზავრს გააჩნია პარაპლანის მფრინავის მოქმედი მოწმობა;“
ვ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) საერთაშორისო აეროპორტი – აეროპორტი, რომელიც მომსახურებას უწევს საერთაშორისო
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს და რომელშიც უზრუნველყოფილია სასაზღვრო,
სანიტარიულ-საკარანტინო და საბაჟო კონტროლი“;
ზ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) სამოქალაქო ავიაცია – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც, გამოიყენება
სატრანსპორტო, სპეციალიზებული (საავიაციო სამუშაოები) და საერთო დანიშნულების
ავიაციის მიზნებისთვის:
„უ.ა სატრანსპორტო ავიაცია – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება
კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განსახორციელებლად;
„უ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაცია – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც არ
გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციისა და სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოები)
მიზნებისთვის და გამოიყენება მხოლოდ პირადი მიზნით ექსპლუატაციისთვის;
„უ.გ) სპეციალიზებული ავიაცია (საავიაციო სამუშაოები) - საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია,
რომელიც ხორციელდება, როგორც პირადი, ასევე კომერციული მიზნით და გამოიყენება
საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო,
აეროფოტოგადაღება, მონიტორინგი, სარეკლამო და კვლევითი ოპერაციები და სხვა;“
თ) „ჰ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ1ა ქვეპუნქტი:
ჰ1ა) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი - საფრენი აპარატი არაუმეტეს 2 სავარძლით, რომლის
მაქსიმალური ასაფრენი მასა ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას არ აღემატება 600
კილოგრამს, ხოლო წყლის ზედაპირიდან 650 კილოგრამს.
ი) ,,ჰ7” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად;“
3. 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც შეტანილია
სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების
რეესტრში“.
4. 211 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 -215 მუხლები:
„მუხლი 212 . ზემსუბუქი საჰაერო ხომალდები
1. ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 26-ე, 31-ე და 56-ე მუხლების
მოთხოვნები.
2. სააგენტო ახორციელებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციას და
შესაბამისი მონაცემების აღრიცხვას, მწარმოებლის განაცხადის საფუძველზე.
3. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება დეკლარაციის საფუძველზე,
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობით.
4. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი აღირიცხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.
66 ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის, ზემსუბუქი საჰაერო
ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის მოთხოვნები, აგრეთვე, მოთხოვნები ზემსუბუქი
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიმართ და დეკლარაციის პირობები ფრენის სახეობიდან
გამომდინარე, განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
მუხლი 213 საერთო დანიშნულების ავიაცია
1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნით მოიცავს
ექსპლუატაციას, რომელიც სრულდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ პირადი
მიზნებისთვის.
2. პირადი მიზნით საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს
განსაზღვრავს სააგენტო.
მუხლი 214 პარაპლანით ფრენების რეგულირება
1. პარაპლანით ფრენა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილ
საჰაერო სივრცეში.
2. პარაპლანით ფრენის რეგულირებას საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირებას,
პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებას, გაუქმებას პარაპლანის
ვარგისიანობის დადგენას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული იურიდიული პირის მიერ პარაპლანით ფრენების
განხორციელებისთვის
დადგენილი
მოთხოვნების
დაცვასა
და
შესაბამისი
უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
4. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი უნდა აკმაყოფილებდეს
შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) გააჩნია პარაგლაიდინგის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ
შორის, ამავე სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა;
ბ) საზოგადოების ორგანოს წევრია არანაკლებ 50 პირი;
დ) გააჩნია პარაპლანის ვარგისობის შემოწმებისთვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და
სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით აწარმოებს შესაბამის
რეესტრებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი პარაპლანის, საფრენი ლოკაციის და
ოპერატორის სერტიფიკატის, აგრეთვე პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას,
შეჩერებას და გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ იურიდიული პირი და მისი უფლებამოსილება
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისიწინებული ზედამხედველობის ფარგლებში, სააგენტო
უფლებამოსილია,
გამოავლინოს
შესაბამისი
წესებით
დადგენილი
მოთხოვნების
შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განსაზღვროს მათი აღმოფხვრის
გონივრული ვადა. ამასთან, გამოვლენილი ნაკლოვანებების სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე
იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა გამოვლენილი ნაკლოვანებები,
სააგენტო უფლებამოსილია, შეზღუდოს ან შეაჩეროს ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული,
პარაპლანით ფრენის შესრულების დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი იურიდიული პირის
საქმიანობა, რის შემდგომ დაუშვებელია პარაპლანით ფრენების განხორციელება, ან გამოიყენოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა.
სააგენტოს მიერ პარაპლანით ფრენის შესრულების დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი
იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან შეზღუდვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ფრენების აკრძალვაზე კონტროლს.
8. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანობის
შეჩერების, შეზღუდვის
და აღდგენის შესახებ სააგენტო ვალდებულია შეატყობინოს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
9. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი იურიდიული პირის
წარმომადგენლის/სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის ოპერატორის მითითებების
დაუმორჩილებლობის
შემთხვევაში,
აღნიშნული
იურიდიული
პირის
წარმომადგენელი/სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის ოპერატორი უფლებამოსილია
რეაგირებისთვის მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აღნიშნულ
შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირი
უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია
აღკვეთოს სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის ოპერირება ოპერატორის სერტიფიკატის
გარეშე ან შეჩერებული სერტიფიკატით.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია
აღკვეთოს პარაპლანით ფრენა შესაბამისი მოწმობის გარეშე, ან შეჩერებული მოწმობით,
აგრეთვე სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის მიღმა არსებულ ნებისმიერ სხვა საფრენ
ლოკაციაზე განხორციელებული კომერციული ფრენა.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია
აღკვეთოს არაკომერციული, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა, თუ აღნიშნული
ხორციელდება
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, აგრეთვე
ნებისმიერი ფრენა, რომელიც ხორციელდება შესაბამისად გამოყოფილი საჰაერო სივრცის
მიღმა.
13. სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციებისა და ექსპერიმენტული და საჩვენებელი ფრენების
შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას აწვდის ამ კანონის მე-2
ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი იურიდიული პირი.
14. პარაპლანის მფრინავი ვალდებულია ფლობდეს შესაბამის მოქმედ სადაზღვევო პოლისს.
მფრინავის დაზღვევის მიმართ მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.
15. პარაპლანის მფრინავის მოწმობის მიღების მსურველ პირს უნდა გააჩნდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული პროფესიული მომზადების/პროფესიული
გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირის მიერ
გაცემული სერტიფიკატი. აღნიშნული მოწმობის გაცემისთვის დამატებით მოთხოვნებს ადგენს
სააგენტო.
16. პარაპლანით ფრენის შესრულების რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული
პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ლოკაციისა და
ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანის და
მისი აღჭურვილობის ვარგისიანობის და მფრინავის დაზღვევის მიმართ მოთხოვნებს ადგენს
სააგენტო.
215. პარაპლანის/მისი აღჭურვილობის ვარგისიანობის დადგენის, პარაპლანის ოპერატორის
სერტიფიცირებისა და მფრინავის მოწმობისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთები
1.
საფრენი ლოკაციის სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს - 3000 ლარს;
2. პარაპლანის შემოწმება:
ა) ერთადგილიანი პარაპლანის შემოწმება - შეადგენს 50 ლარს;
ბ) ორადგილიანი პარაპლანის შემოწმება - შეადგენს 100 ლარს;
გ) ერთადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმება - შეადგენს 50 ლარს;
დ) ორადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმება - შეადგენს 100 ლარს;
ე) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმება - შეაგენს 100 ლარს;
ვ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმება - შეადგენს 120 ლარს;
ზ) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის აღიარება - შეადგენს
50 ლარს;
თ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის აღიარება შეადგენს - 75
ლარს;
ი) პარამოტორის ვარგიანობის შემოწმება შეადგენს - 200 ლარს;
კ) პარამოტორის ვარგისიანობის აღიარება შეადგენს - 50 ლარს.
3. ოპერატორის სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს - 1500 ლარს;
4. თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასური შეადგენს - 80 ლარს;
5. პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასური შეადგენს - 180 ლარს;
6. პარაპლანის მფრინავის მოწმობის დამზადების, ასევე დაკარგული მოწმობის აღდგენის
საფასური შეადგენს - 50 ლარს;
7. პარაპლანის მფრინავის კატეგორიის აღიარების საფასური შეადგენს - 350 ლარს ერთი
ქვეკატეგორიისათვის.“.
5. 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების
სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში“.
6. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების სერტიფიცირების წესს შეიმუშავებს და გამოსცემს
სააგენტო.“.
7. 56-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც ახორციელებს კომერციულ საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვას, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო, აეროდრომი,
ვერტოდრომი, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმო,
სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულება, ავიასამედიცინო ცენტრი,
ავიასამედიცინო ექსპერტი, საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმო და მისი ტექნიკური
პერსონალი, შესაბამისი სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობა, საავიაციო პერსონალი,
ბორტკვების საწარმო, ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ
არის
დაკავშირებული
ფრენის
უსაფრთხოებისა
და
საავიაციო
უშიშროების
უზრუნველყოფასთან, საჰაერო ხომალდი და მისი ძრავა, ექვემდებარება სერტიფიცირებას.
სერტიფიკატი ადასტურებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების
მოთხოვნებთან შესაბამისობას.“.
8. 59-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა და საქართველოს
ტერიტორიის ფარგლებში, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო
ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაცია ხორციელდება
შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-
გადაზიდვის ნებართვის ან სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოები)
წარმოების ნებართვის საფუძველზე.
9. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 72. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) და მისი შესრულების წესი
1. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) შესაძლოა შესრულდეს, როგორც
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პირადი მიზნებისთვის, ასევე დამკვეთის მოთხოვნის
საფუძველზე, კომერციული მიზნით.
2.
სპეციალიზებული
ექსპლუატაცია
(საავიაციო
სამუშაოები)
საქართველოში
რეგისტრირებული ექსპლუატანტის მიერ ხორციელდება დეკლარაციის ან ავტორიზაციის,
ხოლო სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ექსპლუატანტის მიერ - ნებართვის საფუძველზე.
3. სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოები) მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს
განსაზღვრავს სააგენტო.
4. თუ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილია პირობები,
რომლებითაც გარკვეულ ტერიტორიაზე, ეკოლოგიის ან ადამიანებისა და სატრანსპორტო
საშუალებების არსებობის განსაკუთრებული რეჟიმის გამო, იზღუდება ან იკრძალება
სპეციალიზებული ექსპლუატაციის
შესრულება, ამ ორგანოებთან სპეციალიზებული
ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) შესრულების შეთანხმების ვალდებულება ეკისრება
ექსპლუატანტს.“
10. 73-ე და 74-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 31 აგვისტომდე უზრუნველყოს „პარაპლანით ფრენის
შესრულების რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის განსაზღვრისა და მისი
უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ნორმატიული აქტის დამტკიცება.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ:
ა) 2023 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება:
ა.ა) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესი;
ა.ბ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი;
ა.გ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის წესი;
ა.დ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესები;
ბ) 2023 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება:
ბ.ა) სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოები) წესი;
ბ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაციის ექსპლუატაციის წესი.
გ) 2023 წლის 31 აგვისტომდე უზრუნველყოს პარაპლანით ფრენის შესრულების რეგულირების
განმახორციელებელი იურიდიული პირის
ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის
უსაფრთხოების, საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის
მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანის და მისი აღჭურვილობის ვარგისიანობის დადგენის
და მფრინავის დაზღვევის შესახებ წესის დამტკიცება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის:
ა) მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 212 და 213 მუხლები და მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2023
წლის 31 დეკემბრიდან.
ბ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 214
აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
და 215 მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 31
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
კანონპროექტის
მიღება
გამოწვეულია
საქართველოში
საერთო
დანიშნულების,
სპეციალიზებული და ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების, აგრეთვე პარაპლანების ფრენების
განვითრების ხელშეწყობისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნით.
ქვეყანაში ეროვნული სამოქალაქო ავიაციის, მათ შორის ზემსუბუქი ავიაციის განვითარების
მიზნით, საჭიროა საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრულ კანონმდებლობასთან ერთად,
რომელიც ძირითადად საერთაშორისო სატრანსპორტო ავიაციას მიესადაგება, განსხვავებული,
ნაკლებად მკაცრი წესების დადგენა, რომელიც სტიმულს მისცემს მცირე ავიაციის სასწავლო,
გასართობი, რეკრეაციული, საავიაციო სამუშაოების წარმოების და სხვა მიმართულებების
განვითარებას. მაგალითისთვის, დღეს მოქმედი საჰაერო კოდექსი არ ითვალისწინებს
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების“ ცნებას, რის გამოც საჰაერო კოდექსით დადგენილი
რეგულირებისა და ზედამხედველობის ნორმები ყველა ტიპის საჰაერო ხომალდის
ექსპლუატანტს ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს. აღნიშნული კი ხელს უშლის მცირე
ავიაციის განვითარებას, რადგან ამ ტიპის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებისათვის
შეუსაბამო და ხელმიუწვდომელია საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი მოთხოვნების
დაკმაყოფილება, რომლითაც განსაზღვრულია საერთაშორისო სატრანსპორტო ფრენების
განხორციელების სტანდარტები. კერძოდ, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი არის საფრენი
აპარატი არაუმეტეს 2 სავარძლით, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 600
კილოგრამს ხმელეთის ზედაპირიდან, ხოლო 650 კილოგრამს წყლის ზედაპირიდან
ექსპლუატაციისას და მათი გამოყენების სფერო ძირითადად შეზღუდულია სასწავლო,
გასართობი, რეკრეაციული და საავიაციო სამუშაოების წარმოებით. ზემსუბუქ ავიაციასთან
მიმართებაში ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს აღნიშნული ტიპის საჰაერო
ხომალდების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი და შესაბამისად, სახელმწიფოებს
უფლება აქვთ
დაადგინონ მათი რეგულირების მექანიზმები ადგილობრივი
კანონმდებლობით.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტის მიღების მიზეზია პარაპლანით ფრენების წარმოების,
ექსპლუატაციისა და ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამართლებრივი
ჩარჩოს და საფუძვლების შექმნა ტექნიკური მარეგულირებელი ნორმების შემუშავებისთვის
(სააგენტოს დირექტორის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი), რაც რეგულირების ქვეშ
მოაქცევს აღნიშნულ სფეროს და უზრუნველყოფს პარაპლანით ფრენის პროცესში
უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებას. მით უფრო, რომ მოცემული სფერო,
უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და საჭიროებს რეგულირებას.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საკანონმდებლო აქტით არ არის რეგულირებული
პარაპლანით ფრენასა და აღნიშნული საფრენი აპარატის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული
საკითხები. პარაპლანის უსაფრთხო ექსპლუატაცია არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტის
კომპლექსურად გათვალისწინებას საჭიროებს, როგორიცაა, მაგალითად, მფრინავის
კომპეტენცია, საფრენი მოედნების მოწყობა და საფრენი არეალის განსაზღვრა, საფრენი
აპარატისა და აღჭურვილობის სტანდარტების დადგენა, ფრენის უსაფრთხოების ზოგადი
წესების დაცვა და სხვა. აღნიშნული საკითხების რეგულირება უზრუნველყოფს პარაპლანის
უსაფრთხო გამოყენებასა და ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების
მინიმუმამდე შემცირებას.
აღსანიშნავია, რომ პარაპლანით ფრენის რეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2022
წლის 4 ნოემბერს მიიღო განკარგულება - „საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“, რომლითაც
აიკრძალა
საქართველოში
პარაპლანით
ფრენების
განხორციელება
შესაბამისი
კანონმდებლობის მიღებამდე და გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები ამ სფეროს
მოწესრიგების მიზნით.
მითითებული განკარგულების შესაბამისად, ა(ა)იპ „საქართველოს პარაგლაიდინგის
ფედერაციას“ (ს/კ 401953212) ეთხოვა პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული
მარეგულირებელი წესების (მათ შორის, ფრენის უსაფრთხოებასთან, საფრენი მოედნების
მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და
აღჭურვილობის
სტანდარტებსა
და
აღნიშნული
სფეროს
ზედამხედველობასთან
დაკავშირებული წესები) შემუშავება და საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტროსთვის წარდგენა. ამავე წესების საფუძველზე, საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საჭიროებისამებრ, სხვა
შესაბამის უწყებებთან ერთად, შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება და
საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.
აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, ფედერაციამ შეიმუშავა და საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარუდგინა პარაპლანით ფრენის
მარეგულირებელი წესი, კერძოდ, „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის,
უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების
ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“ შესაბამისი დანართებით.
წესისა და მისი დანართების პროექტი განსახილველად და საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობის შესამოწმებლად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
მიერ გაეგზავნა საჰაერო სპორტის მსოფლიო ფედერაციას (FAI), რომელმაც წარმოადგინა
თავისი რეკომენდაციები წესის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც გაანალიზებული იქნა
ა(ა)იპ „საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციისა“ და სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს
მიერ და ცალკეული რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა წესში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სსიპ - საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ჩართულობითა და ურთიერთშეთანხმებით შემუშავდა შესაბამისი ნორმატიული აქტის
პროექტი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დასამტკიცებლად წარედგინა საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მაისის N175 დადგენილებით, „ნორმატიული აქტების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
დამტკიცდა „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით
განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და
გადახდის დროებითი წესი“.
ვინაიდან აღნიშნული დადგენილება არის დროებითი ხასიათის და მოქმედებს „ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, აუცილებელია საკითხის საკანონმდებლო აქტით
რეგულირება და სფეროს მომწესრიგებელი შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის მიღებისათვის
სამართლებრივი საფუძვლის დადგენა კანონში. ამის გათვალისწინებით, წარმოდგენილი
კანონპროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი ცვლილებები საქართველოს საჰაერო
კოდექსში, რომლის საფუძველზეც, შემდგომ დამტკიცდება სააგენტოს დირექტორის
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს საქართველოს
საჰაერო კოდექსის 214 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის
ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის წარმოების, პარაპლანის ექსპლუატაციის, ფრენის
უსაფრთხოების, საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირების, მფრინავის მოწმობის
გაცემის, პარაპლანის და მისი აღჭურვილობის ვარგისიანობის და მფრინავის დაზღვევის
მიმართ მოთხოვნებს.
პარაპლანით ფრენის შესრულების მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას, საფრენი
ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირებას, მფრინავისათვის ფრენის კატეგორიის
მინიჭებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემას, პარაპლანის და საფრენი აღჭურვილობის
ვარგისიანობის დადგენას განახორციელებს სააგენტოს მთავრობის მიერ შესაბამისი
დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი იურიდიული პირი. აღნიშნული იურიდიული
პირი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების
დაცვაზე ზედამხედველობა.
რაც შეეხება მითითებული იურიდიული პირის საქმიანობაზე ზედამხედველობას და
კონტროლს, აღნიშნულს განახორციელებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელიც
უფლებამოსილი იქნება გამოავლინოს ტექნიკური მოთხოვნების შესრულებასთან
დაკავშირებული ნაკლოვანებები კანონმდებლობით დადგენილი წესით და განუსაზღვროს მას
ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის გონივრული ვადა. ამასთან, გამოვლენილი ნაკლოვანებების
სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში არ აღმოიფხვრა
გამოვლენილი ნაკლოვანებები, სააგენტო უფლებამოსილი იქნება, შეზღუდოს ან შეაჩეროს
აღნიშნული იურიდიული პირის საქმიანობა, რის შემდგომაც (ხარვეზის აღმოფხვრამდე)
დაუშვებელი იქნება პარაპლანით ფრენების განხორციელება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საერთო დანიშნულების, სპეციალიზებული და ზემსუბუქი ავიაციის განმარტებები და
რეგულირების პრაქტიკა შესაბამისობაში მოვა თანამედროვე მოთხოვნებთან, მაგალითისთვის,
დღესდღეობით მოქმედმა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის და ექსპლუატაციის
კანონმდებლობით დადგენილმა მოთხოვნებმა გამოიწვია ის გარემოება, რომ საქართველოში ეს
დარგი არ არის განვითარებული განსხვავებით ევროპის ქვეყნებისგან, სწორედ ზედმეტად
მკაცრი საკანონმდებლო მოთხოვნების გამო.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მაისის N175 დადგენილებით,
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე
დამტკიცდა
„პარაპლანით
ფრენების
წარმოების,
ექსპლუატაციის,
უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების
ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“. „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აუცილებელია
საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება. ამავე პუნქტით განსაზღვრულია პროცედურა
და ვადები შესაბამისი კანონპროექტის წარდგენისა და მიღებისათვის. ამდენად, პარაპლანით
ფრენების ნორმატიულად მოწესრიგება მოითხოვს ცვლილებებს შესაბამის საკანონმდებლო
აქტში, რომელიც დაადგენს პარაპლანით ფრენებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს და
შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს კანონქვემდებარე აქტით სფეროს მარეგულირებელი
შესაბამისი მოთხოვნების დადგენის მიზნით, რაც, წარმოდგენილი კანონპროექტის
შესაბამისად,
განხორციელდება, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ნორმატიული აქტით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რაც უკავშირდება საერთო
დანიშნულების, სპეციალიზებული და ზემსუბუქი ავიაციის ექსპლუატაციის ნორმებს, ამასთან
მოხდება პარაპლანით ფრენის რეგულირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით ცვლილება შედის საჰაერო
კოდექსის პირველ მუხლში. კერძოდ, ხდება რამდენიმე არსებული ტერმინის კორექტირება,
კერძოდ „ექსპლუატანტის სერტიფიკატი“, „კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“,
„სამოქალაქო ავიაცია“, „საერთაშორისო აეროპორტი“, ასევე ემატება რამდენიმე ახალი ტერმინი,
კერძოდ, „დეკლარაცია“, „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი“, „ავტორიზაცია“, „ზემსუბუქი
საჰაეო ხომალდი“.
მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი იცვლება რედაქციულად და შესაბამისობაში
მოდის წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული 72-ე მუხლის ცვლილებასთან.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას საქართველოს საჰაერო კოდექსში,
რომლითაც კოდექსს ემატება ზემსუბუქი ავიაციის რეგულირების განსხვავებული
მოთხოვნები. კერძოდ, 212 მუხლი განსაზღვრავს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ცნებას და სსიპ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ამგვარი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის
იდენტიფიკაციის, აგრეთვე რეგისტრაციის, ექსპლუატაციისა და დეკლარაციის მოთხოვნებს,
რაც დეტალურად დარეგულირდება სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნორმატიული
აქტით. ამდენად, ამ ტიპის საჰაერო ხომალდების მიმართ არ გავრცელდება ექსპლუატაციის
საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი მოთხოვნები, რაც დადგენილია სამოქალაქო
ავიაციაში საერთაშორისო სატრანსპორტო ფრენების რეგულირებისთვის, მათ შორის
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წინაპირობა არ იქნება სერტიფიცირება
ზემოაღნიშნული კონვენციების შესაბამისი მოთხოვნებით და კომერციული ექსპლუატაცია
დასაშვები იქნება დეკლარაციის საფუძველზე, ექსპლუატანტის პასუხისმგებლობით,
სააგენტოს მიერ დადგენილი ნორმების დაცვით. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი
ითვალისწინებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგულირების ნაწილში, არ გავრცელდეს
კანონის 26-ე, 31-ე და 56-ე მუხლების მოთხოვნები.
შესაბამისად, წარმოდგენილი
კანონპროექტი ითვალისწინებს, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მიმართ არ
გავრცელდეს სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში სწავლების მოთხოვნა, ასევე
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია არ საჭიროებს ექსპლუატანტის სერტიფიკატის
აღებას. კანონპროექტი ითვალისწინებს აგრეთვე ცვლილებას 21-ე და 22-ე მუხლებში, რომელთა
საფუძველზე, ამგვარი საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია განხორციელდება ზემსუბუქი
საჰაერო ხომალდების რეესტრში, სხვა დანარჩენი საჰაერო ხომალდებისგან განცალკევებით.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას საქართველოს საჰაერო კოდექსში,
რომლითაც კოდექსს ემატება საერთო დანიშნულების ავიაციის რეგულირების განსხვავებული
მოთხოვნები. კერძოდ, 213 მუხლი განსაზღვრავს პირადი მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის
ექსპლუატაციას და სააგენტოს მიერ ამ ტიპის ექსპლუატაციის მიმართ სავალდებულო
მოთხოვნების დადგენის ვალდებულებას. ამდენად იმ საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია,
რომელიც სრულდება პირადი მიზნებისთვის დაექვემდებარება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ
საექსპლუატაციო წესებს, რაც უზრუნველყოფს ამ ტიპის ექსპლუატაციისთვის შესაბამისი და
-
პროპორციული მოთხოვნების დადგენას საერთაშორისო კომერციული სატრანსპორტო
ავიაციის ექსპლუატაციის ნორმებისგან განსხვავებით.
კანონპროექტს ემატება 214 და 215 მუხლები, რომელიც ითვალისწინებს პარაპლანით
ფრენების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე ადგენს საფასურის განაკვეთის
ოდენობებს პარაპლანის, მისი აღჭურვილობის ვარგისიანობის დადგენის, პარაპლანის
ოპერატორის სერტიფიცირებისა და პარაპლანის მფრინავის მოწმობისთვის, კერძოდ
კანონპროექტის თანახმად:
პარაპლანით ფრენა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილ
საჰაერო სივრცეში.
პარაპლანით ფრენის რეგულირებას საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირებას,
პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებას, გაუქმებას პარაპლანის
ვარგისიანობის დადგენას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
იურიდიული პირი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) გააჩნია პარაგლაიდინგის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ
შორის, ამავე სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა ;
ბ) საზოგადოების ორგანოს წევრია არანაკლებ 50 პირი;
დ) გააჩნია პარაპლანის ვარგისობის შემოწმებისთვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და
სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით აწარმოებს შესაბამის
რეესტრებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- აღნიშნული იურიდიული პირის მიერ პარაპლანით ფრენების განხორციელებისთვის
დადგენილი მოთხოვნების დაცვასა და შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებაზე
კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
- შესაბამისი იურიდიული პირი პარაპლანის, საფრენი ლოკაციის და ოპერატორის
სერტიფიკატის, აგრეთვე პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემას, შეჩერებას და გაუქმებას
ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი
ადმინისტრაციული წარმოების წესით.
- ამ მუხლის მე-2 ნაწილით - „პარაპლანით ფრენის შესრულების რეგულირების
განმახორციელებელი იურიდიული პირის
განსაზღვრისა და მისი უფლებამოსილების
მინიჭების შესახებ“ ნორმატიულ აქტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
- ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისიწინებული ზედამხედველობის ფარგლებში, სააგენტო
უფლებამოსილია,
გამოავლინოს
შესაბამისი
წესებით
დადგენილი
მოთხოვნების
შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განსაზღვროს მათი აღმოფხვრის
გონივრული ვადა. ამასთან, გამოვლენილი ნაკლოვანებების სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე
იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა გამოვლენილი ნაკლოვანებები,
სააგენტო უფლებამოსილია, შეზღუდოს ან შეაჩეროს ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული,
პარაპლანით ფრენის შესრულების დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი იურიდიული პირის
საქმიანობა, რის შემდგომ დაუშვებელია პარაპლანით ფრენების განხორციელება. აღნიშნულ
შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ფრენების აკრძალვაზე
კონტროლს.
- შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების, შეზღუდვის და აღდგენის შესახებ
სააგენტო ვალდებულია შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
- შესაბამისი იურიდიული პირის წარმომადგენლის/სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის
ოპერატორის მითითებების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული იურიდიული
პირის
წარმომადგენელი/სერტიფიცირებული
საფრენი
ლოკაციის
ოპერატორი
უფლებამოსილია რეაგირებისთვის მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
აღნიშნულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი
უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია
აღკვეთოს სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის ოპერირება ოპერატორის სერტიფიკატის
გარეშე ან შეჩერებული სერტიფიკატით.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია
აღკვეთოს პარაპლანით ფრენა შესაბამისი მოწმობის გარეშე, ან შეჩერებული მოწმობით,
აგრეთვე სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის მიღმა არსებულ ნებისმიერ სხვა საფრენ
ლოკაციაზე განხორციელებული კომერციული ფრენა.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია
აღკვეთოს არაკომერციული, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა, თუ აღნიშნული
ხორციელდება
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, აგრეთვე
ნებისმიერი ფრენა, რომელიც ხორციელდება შესაბამისად გამოყოფილი საჰაერო სივრცის
მიღმა.
- სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციებისა და ექსპერიმენტული და საჩვენებელი ფრენების
შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას აწვდის შესაბამისი
უფლებამოსილი იურიდიული პირი.
- მფრინავი ვალდებულია ფლობდეს შესაბამის მოქმედ სადაზღვევო პოლისს. მფრინავის
დაზღვევის მიმართ მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.
- მფრინავის მოწმობის მიღების მსურველს პირს უნდა გააჩნდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული პროფესიული მომზადების/პროფესიული
გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირის მიერ გაცემული
სერტიფიკატი. აღნიშნული მოწმობის გაცემისთვის დამატებით მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.
- პარაპლანით ფრენის შესრულების რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის
ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ლოკაციისა და
ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანის და
მისი აღჭურვილობის ვარგისიანობის და მფრინავის დაზღვევის მიმართ მოთხოვნებს ადგენს
სააგენტო.
რაც შეეხება 215 მუხლს, აღნიშნული ადგენს საფასურის ოდენობების განაკვეთებს საფრენი
ლოკაციის სერტიფიცირების, პარაპლანის და მისი აღჭურვილობის ერთი ელემენტის,
ოპერატორის სერტიფიცირებისთვის, აგრეთვე პარაპლანის მფრინავის თეორიულ და
პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების, მისი მოწმობის
დამზადების და კატეგორიის
აღიარებისთვის, რაც შეადგენს:
-
საფრენი ლოკაციის სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს - 3000 ლარს;
პარაპლანის შემოწმების საფასურები შემდეგია:
ა) ერთადგილიანი პარაპლანის შემოწმება - შეადგენს 50 ლარს;
ბ) ორადგილიანი პარაპლანის შემოწმება - შეადგენს 100 ლარს;
გ) ერთადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმება - შეადგენს 50 ლარს;
დ) ორადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმება - შეადგენს 100 ლარს;
ე) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმება - შეაგენს 100 ლარს;
ვ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმება - შეადგენს 120 ლარს;
ზ) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის აღიარება - შეადგენს
50 ლარს;
თ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის აღიარება შეადგენს - 75
ლარს;
ი) პარამოტორის ვარგიანობის შემოწმება შეადგენს - 200 ლარს;
კ) პარამოტორის ვარგისიანობის აღიარება შეადგენს - 50 ლარს.
საფრენი ლოკაციის ოპერატორის სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს - 1500 ლარს;
პარაპლანის მოწმების/აღიარების აღებისთვის თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასური
შეადგენს - 80 ლარს;
პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასური შეადგენს - 180 ლარს;
მფრინავის პარაპლანის მოწმობის დამზადების, ასევე დაკარგული მოწმობის აღდგენის
საფასური შეადგენს - 50 ლარს;
ცვლილება შედის აგრეთვე 56-ე მუხლში, რომელიც ეხება სერტიფიცირებას, კერძოდ
იმ ობიექტების და პერსონალის დასახელებას, რაც ექვემდებარება სერტიფიცირებას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. აღნიშნულ ჩამონათვალს, აკლდება საავიაციო
სამუშაოები და ემატება ბორტკვების საწარმო.
იცვლება 59-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს არარეგულარული
საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების განხორციელებას
სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. აღნიშნულ მუხლში
ზუსტდება, რომ საავიაციო სამუშაოების ნებართვა გაიცემა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული
სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე. აღნიშნული ცვლილება უკავშირდება ამავე
პროექტის 72-ე მუხლს, სადაც ხორციელდება ცვლილებები სპეციალიზებული ექსპლუატაციის
(საავიაციო სამუშაოების) მიმართ დადგენილი მოთხოვნების დახვეწის და მოძველებული
ნორმების აღმოფხვრის მიზნით.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას საქართველოს საჰაერო კოდექსში,
რომლითაც
კოდექსს
ემატება
სპეციალიზებული
ექსპლუატაციის
რეგულირების
განსხვავებული მოთხოვნები. კერძოდ, არსებითად იცვლება 72-ე მუხლი და ყალიბდება
ახლებური რედაქციით იმგვარად, რომ ასახავდეს იმ თანამედროვე რეალობას, რაც
დაკავშირებულია
სპეციალიზებული
ექსპლუატაციის
(საავიაციო
სამუშაოების)
განხორციელებასთან ევროკავშირის ქვეყნებში არსებული საექსპლუატაციო წესების
შესაბამისად. კერძოდ, მოქმედი კოდექსის მიხედვით, საავიაციო სამუშაოები ხორციელდება
მხოლოდ დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე და არ არის გათვალისწინებული პირადი
დანიშნულებით აღნიშნული ექსპლუატაციის განხორციელების შესაძლებლობა, რაც ხარვეზია
კანონმდებლობაში და ზღუდავს პირადი მიზნებისთვის ამ სამუშაოების შესრულებას.
წარმოდგენილი პროექტით სწორდება ეს საკანონმდებლო ხარვეზი. მოქმედი კანონი, ასევე
ითვალისწინებს საავიაციო სამუშაოების განხორციელებას მხოლოდ შესაბამისი ნებართვის
საფუძველზე, რაც არ არის მიზანშეწონილი საქართველოში რეგისტრირებული
ექსპლუატანტების შემთხვევაში ვინაიდან, არსებობს დაბალი რისკის შემცველი სამუშაოები,
რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს ექსპლუატანტის დეკლარაციის საფუძველზე და
ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სრულდება გარკვეული სახის მაღალი
რისკის შემცველი კომერციული სპეციალიზებული ექსპლუატაცია, რა დროსაც სააგენტოს მიერ
გაცემული ავტორიზაცია უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას. ამდენად,
სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოები) განხორციელების შემთხვევაში,
ნებართვის
გაცემა
მოხდება
მხოლოდ
საზღვარგარეთ
რეგისტრირებული
ექსპლუატანტებისთვის, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტები
სპეციალიზებულ ექსპლუატაციას განახორციელებენ დეკლარაციის საფუძველზე, გარდა
მაღალი რისკის სპეციალიზებული ექსპლუატაციისა, რა დროსაც გაიცემა სააგენტოს
ავტორიზაცია. ამდენად, იმისთვის, რომ უცხოური ექსპლუატანტების მიერ აღნიშნული
სამუშაოების განხორციელების შესახებ საქართველოს უფლებამოსილ ორგანოებს გარკვეული
ინფორმაცია გააჩნდეთ და შესაძლებელი იყოს მათ მიერ შესრულებული/შესასრულებელი
ფრენების კონტროლი, მიზანშეწონილია, ნებართვის გაცემა მოხდეს მხოლოდ საზღვარგარეთ
რეგისტრირებული ექსპლუატანტებისთვის. ამავე მუხლის მოქმედი მე-6 ნაწილი ადგენს
საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების უფლებას, დაადგინონ გარკვეული
პირობები - შეზღუდვები ან აკრძალვები საავიაციო სამუშაოების შესრულების მიმართ, თუმცა
ნორმა უფრო დეკლარაციული ხასიათისაა და წარმოდგენილი პროექტი ყალიბდება იმგვარად,
რომ გამოკვეთილია ექსპლუატანტის ვალდებულება, წინასწარ შეათანხმოს გარკვეული
საავიაციო სამუშაოები შესაბამის უწყებებთან, მათი მხრიდან დადგენილი დამატებითი
პირობების არსებობის შემთხვევაში.
ასევე
მოძველებულია
და
მოქმედ
სახელშეკრულებო
ურთიერთობების
მარეგულირებელ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება 73-ე და 74-ე მუხლები და ხდება მათი
ამოღება კოდექსიდან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა მისი პირველი მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროულია ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტით გათვალისწინებული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების აღრიცხვასთან,
ექსპლუატაციასთან, მწარმოებლის იდენტიფიკაციასა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნები,
ასევე, საერთო დანიშნულების ავიაციასთან და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო
სამუშაოები) და მისი შესრულების წესთან დაკავშირებული ნორმები ამოქმედდება 2023 წლის
31 დეკემბრიდან. რაც შეეხება პარაპლანით ფრენების რეგულირებას, აღნიშული ამოქმედდება
2023 წლის 31 აგვისტოდან, ვინაიდან, აღნიშნულ ვადებამდე საქართველოს მთავრობას და სსიპსამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ევალება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების
მიღება/გამოცემა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა პარაპლანთან დაკავშირებული დებულებების
ნაწილში, უკავშირდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე12 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა
დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის
საქართველოს საკანონმდებლო აქტით და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი
აუცილებლობით. აღნიშნული წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10
მაისის №175 დადგენილებით დამტკიცდა „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის,
უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების
ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით
გასათვალისწინებელია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია,
ზემოაღნიშნული წესით მიღებული ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა
საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც
გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის
მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის
უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი
წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად
ითვლება. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით,
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხურება ივნისის ბოლო პარასკევს,
მიზანშეწონილია აღნიშნულ ვადამდე მიღებულ იქნეს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი,
რათა რეგულირების მიღმა არ დარჩეს პარაპლანით ფრენებთან დაკავშირებული საკითხები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი და სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი იქნება
ფულადი ჯარიმები პარაპლანის/სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის ოპერირების
მოთხოვნების დარღვევებისთვის, რაც გადახდილი იქნება სამართალდამრღვევის მიერ და
მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. გავლენა დამოკიდებული იქნება
დარღვევების რაოდენობასა და განმეორების სიხშირეზე.
კანონპროექტის შესაბამისად, პარაპლანით ფრენების განხორციელებისთვის დადგენილი
მოთხოვნების დაცვასა და შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს
ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რაც
გამოიწვევს სააგენტოში 3 (სამი) საშტატო ერთეულის დამატებას, რომელთა ანაზღაურება
შეადგენს თვეში 10164 ლარს. მათ მიერ საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი 20%
მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ამასთან, არაკომერციული დანიშნულებით საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის შემთხვევაში,
მათ შორის, სპეციალური ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოები) განხორციელებისთვის პირს
აღარ მოეთხოვება ექსპლუატანტის სერტიფიკატის საფასურის გადახდა, რაც შეადგენს 12500
ლარს და მიიმართება სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის შესაბამისად, პარაპლანით ფრენების განხორციელებისთვის დადგენილი
მოთხოვნების დაცვასა და შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს
ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რაც
გამოიწვევს სააგენტოში 3 (სამი) საშტატო ერთეულის დამატებას, რაც სააგენტოს ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილს გაზრდის თვეში 10164 ლარით და დაფინანსდება სააგენტოს საკუთარი
შემოსავლებიდან.
კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს
ფრენების აკრძალვაზე კონტროლს, რაც არ გამოიწვევს დამატებით ინფრასტრუქტურის ან
ადამიანური
რესურსის
ხარჯებს,
თუმცა,
სამართალდარღვევის
შემთხვევაში
გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, რა შემთხვევაშიც ერთი პირის კვების
ხარჯი დღიურად საშუალოდ შეადგენს 10,10 ლარს, რაც დაფინანსდება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება იქონიებს დადებით შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რადგან სამართლებრივი მოთხოვნების შემსუბუქებით
გამარტივდება საჰაერო ხომალდის რეგისტრაციასთან, ექსპლუატაციასთან, პილოტის
მოწმობის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც შესაბამისად გავლენას იქონიებს
თანმდევი ხარჯების შემცირებაზე. კერძოდ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს
აღარ მოუწევს საჰაერო ხომალდის მწარმოებლის სერტიფიცირების
ხარჯის (რომლის
ოდენობაც განსხვავდება საჰაერო ხომალდის მიხედვით) გადახდა, აგრეთვე შემცირდება
პილოტის სწავლების ხარჯი, ვინაიდან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტს აღარ
მოეთხოვება ის კვალიფიკაცია, რაც აუცილებელია მაღალი კატეგორიის საჰაერო ხომალდის
მფრინავისთვის, აგრეთვე ხარჯების შემცირება აისახება საჰაერო ხომალდის ტექნიკური
მომსახურების ხარჯზე.
ამასთან, არაკომერციული დანიშნულებით საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის შემთხვევაში,
მათ შორის, სპეციალური ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოები) განხორციელებისთვის პირს
აღარ მოეთხოვება ექსპლუატანტის სერტიფიკატის საფასურის გადახდა, რაც შეადგენს 12500
ლარს, ასევე კანონი არ ადგენს სხვა რაიმე სახის საფასურს არაკომერციული, მათ შორის
სპეციალური ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოები) განხორციელებისთვის.
ამასთან, კანონპროექტი ფინანსურ გავლენას ახდენს იმ პირებზე, ვინც განახორციელებენ
პარაპლანის/საფრენი ლოკაციის ოპერირებას, ვინაიდან ადგენს საფასურის განაკვეთის
ოდენობებს პარაპლანის
საფრენი ლოკაციის სერტიფიცირების, პარაპლანის და მისი
აღჭურვილობის ერთი ელემენტის, საფრენი ლოკაციის ოპერატორის სერტიფიცირებისთვის,
აგრეთვე პარაპლანის მფრინავის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების, მისი
მოწმობის
დამზადების და კატეგორიის აღიარებისთვის, აგრეთვე შესაბამისი
მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის გავლისთვის. აღნიშნულ პირებს
მოუწევთ შესაბამისი საფასურების გადახდა.
კანონით დადგენილი საფასურები მიემართება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
შესაბამისი იურიდიული პირის ბიუჯეტში, რომელიც განახორციელებს აღნიშნულ
მომსახურებებს. აღნიშნული კანონპროექტი იწვევს აღნიშნული იურიდიული პირის მიერ
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების (სტანდარტების) შესაბამისი პროგრამული
უზრუნველყოფისა და პარაპლანის ვარგისიანობის დადგენის მიზნით
სათანადო
აღჭურვილობის შეძენას (დეტალური მოთხოვნები დადგინდება საქართველოს მთავრობის
შესაბამისი სამართლებრივი აქტით), რაც საშუალოდ შეადგენს 40 000 ევროს და გადახდილი
იქნება ამ იურიდიული პირის ბიუჯეტიდან.
აგრეთვე, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი იქნება ფულადი ჯარიმები დადგენილი
მოთხოვნების დარღვევით პარაპლანის/სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის ოპერირების
დარღვევებისთვის, რაც გადახდილი იქნება სამართალდამრღვევის მიერ.
ამასთან, კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას მომზადების/პროფესიული
გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირის
შემოსავალზე, რაც გადახდილი იქნება შესაბამისი პროგრამის გავლისთვის დაინტერესებული
პირის მიერ. საფასურის ოდენობა დადგენილი იქნება კანონმდებლობით. აგრეთვე აღნიშნული
პირის ხარჯს ემატება პარაპლანის დაზღვევის ხარჯი, რომლის ოდენობა განისაზღვრება
შესაბამისი დამზღვევის მიერ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
შესაბამისი
საფასურები
პარაპლანის/მისი
აღჭურვილობის რომელიმე ელემენტის შემოწმებისათვის, ოპერატორის სერტიფიცირებისა და
მფრინავის მოწმობის მიღებისათვის, თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებისათვის,
ასევე პარაპლანის მფრინავის კატეგორიის აღიარებისათვის. კერძოდ, კანონით დადგენილი
საფასურები შემდეგია:
ა) ერთადგილიანი პარაპლანის შემოწმება - შეადგენს არაუმეტეს 50 ლარს;
ბ) ორადგილიანი პარაპლანის შემოწმება - შეადგენს არაუმეტეს 100 ლარს;
გ) ერთადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმება - შეადგენს
არაუმეტეს 50 ლარს;
დ) ორადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმება - შეადგენს არაუმეტეს
100 ლარს;
ე) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმება - შეაგენს არაუმეტეს 100
ლარს;
ვ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმება - შეადგენს არაუმეტეს 120
ლარს;
ზ) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის აღიარება - შეადგენს
არაუმეტეს 50 ლარს;
თ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის აღიარება შეადგენს არაუმეტეს 75 ლარს;
ი) პარამოტორის ვარგიანობის შემოწმება შეადგენს - არაუმეტეს 200 ლარს;
კ) პარამოტორის ვარგისიანობის აღიარება შეადგენს - არაუმეტეს 50 ლარს.
საფრენი ლოკაციის ოპერატორის სერტიფიცირების ღირებულება შეადგენს - არაუმეტეს 1500
ლარს;
პარაპლანის მოწმების/აღიარების აღებისთვის თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასური
შეადგენს - არაუმეტეს 80 ლარს;
პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასური შეადგენს - არაუმეტეს 180 ლარს;
მფრინავის პარაპლანის მოწმობის დამზადების, ასევე დაკარგული მოწმობის აღდგენის
საფასური შეადგენს - არაუმეტეს 50 ლარს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არა
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ააიპ - „აეროკლუბი ავიატორი“, ააიპ -„აეროკლუბი ეთელტა“, ააიპ - „აეროქლაბ ჯორჯია“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.