„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-12
ბიუროს ნომერი 263
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1164 -1168 მუხლები:
„მუხლი 1164. პარაპლანით ფრენა მფრინავის მოწმობის გარეშე, ასევე შეჩერებული ან
გაუქმებული მფრინავის მოწმობით
1. პარაპლანით ფრენა პარაპლანის მფრინავის მოწმობის გარეშე, ასევე შეჩერებული ან
გაუქმებული მფრინავის მოწმობით ,−
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში
ჩადენა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და პარაპლანის კონფისკაციით ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით და პარაპლანის კონფისკაციით.
მუხლი 1165 . პარაპლანით კომერციული ფრენა სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის მიღმა
1. პარაპლანით კომერციული ფრენა სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის მიღმა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში,
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით პარაპლანის კონფისკაციით
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით.
ან
მუხლი 1166. პარაპლანით არაკომერციული, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დარღვევით
1. პარაპლანით არაკომერციული, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში,
გამოიწვევს
დაჯარიმებას
2000
ლარის
ოდენობით
პარაპლანის
კონფისკაციით
ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით.
მუხლი 1167. პარაპლანით ექსპერიმენტული ან/და საჩვენებელი ფრენა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევით
1.
ექპერიმენტული
ან/და
საჩვენებელი
ფრენის
განხორციელება
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევით, გამოიწვევს გაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში,
გამოიწვევს
დაჯარიმებას
2000
ლარის
ოდენობით
პარაპლანის
კონფისკაციით
ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით პარაპლანის კონფისკაციით.
მუხლი 1168. ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე, შეჩერებული ან გაუქმებული სერტიფიკატით
ოპერირება
1. ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე, ასევე შეჩერებული ან გაუქმებული სერტიფიკატით
ფრენების წარმოების ოპერირება,−
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში,
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.“.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 1 წლის
განმავლობაში მესამედ და ყოველი მომდევნო ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც შეეფარდა
ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.“.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განსჯადი
განიხილავს
იმ
ადმინისტრაციულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე,
592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე, 791−მე-80, 821, 822, 825, 84-ე−86-ე,
871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3,
მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით,
1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286,
143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153ე, 1531, 1533 და 1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552
მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით,
1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე,
164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714
მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე,
1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით,
1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779,
17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 180-ე, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე,
195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“.
3. 209-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები
განიხილავენ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861,
1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე
მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161−1163, 1164 მუხლის პირველი ნაწილი,
1165 მუხლის პირველი ნაწილი, 1166 მუხლის პირველი ნაწილი, 1167 მუხლის პირველი
ნაწილი, 1168 მუხლით, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ
კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე6−მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით
(საავტომობილო
ტრანსპორტზე
ჩადენილი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის
პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 1662, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს
თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების
(გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და
საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა
ფიზიკური
პირის
მიერ
რკინიგზის
ტრანსპორტში
ჩადენილი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა),
17416−17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 181-ე, 1811, 1813, 1821, 1822, 190-ე და 1902−1911
მუხლებით.
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 1075 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლები, 1164 მუხლის პირველი ნაწილი, 1165
მუხლის პირველი ნაწილი, 1166 მუხლის პირველი ნაწილი, 1167 მუხლის პირველი ნაწილი,
1168 მუხლით და 118-ე−122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლით
(გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–
მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებითა და 1291 და 1352−1354 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, პოლიციელი, რომელიც
უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს
საგზაო მოძრაობის წესებისა და თოვლზე/ყინულზე, სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე
(ტრასაზე), აგრეთვე პარაპლანით ფრენების შესრულების დროს უსაფრთხოების წესების
დაცვას, ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და
სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.
4. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1168 და 118-ე−123ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე
მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე,
1527, 1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 1662, 167-ე, 173ე, 17314, 17315, 1741, 17415−17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და
1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას
შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან
საქმეთა
ორგანო,
ხოლო
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
სამხედრო
მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
სამართალდარღვევის ოქმს
უფლებამოსილი პირი.“.
ადგენს
ჩადენისას
საქართველოს
შესაბამისი
შინაგან
ადმინისტრაციული
საქმეთა
სამინისტროს
5. 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 861, 1075, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე
მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1168 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებითა და 1291, 1352–1354, 1527, 1528, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ან 21
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და
სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად
არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.
6. 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 1151−1168, 118-ე−123-ე და 125-ე მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე
სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 31 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება გამოწვეულია „ საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე აუცილებლობით, რაც
ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი
პირის მიერ პარაპლანით ფრენის კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნების დარღვევის
შემთხვევაში შესაბამისი სანქციის გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, თანმდევი
კანონპროექტის სახით დადგა წინამდებარე კანონპროექტის მიღების აუცილებლობა.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საკანონმდებლო აქტით არ არის
რეგულირებული პარაპლანით ფრენასა და აღნიშნული საფრენი აპარატის ექსპლუატაციასთან
დაკავშირებული საკითხები. პარაპლანის უსაფრთხო ექსპლუატაცია არაერთი მნიშვნელოვანი
ასპექტის კომპლექსურად გათვალისწინებას საჭიროებს, როგორიცაა, მაგალითად, მფრინავის
კომპეტენცია, საფრენი მოედნების მოწყობა და საფრენი არეალის განსაზღვრა, საფრენი
აპარატისა და აღჭურვილობის სტანდარტების დადგენა, ფრენის უსაფრთხოების ზოგადი
წესების დაცვა და სხვა. აღნიშნული საკითხების რეგულირება უზრუნველყოფს პარაპლანის
უსაფრთხო გამოყენებასა
მინიმუმამდე შემცირებას.
და
ფრენის
უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული
რისკების
აღსანიშნავია, რომ პარაპლანით ფრენის რეგულირების მიზნით, საქართველოს
მთავრობამ 2022 წლის 4 ნოემბერს მიიღო განკარგულება ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“, რომლითაც
აიკრძალა
საქართველოში
პარაპლანით
ფრენების
განხორციელება
შესაბამისი
კანონმდებლობის მიღებამდე და გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები ამ
სფეროს მოწესრიგების მიზნით.
მითითებული განკარგულების შესაბამისად, ა(ა)იპ „საქართველოს პარაგლაიდინგის
ფედერაციას“
(ს/კ
401953212)
ეთხოვა
პარაპლანით
ფრენასთან
დაკავშირებული
მარეგულირებელი წესების (მათ შორის, ფრენის უსაფრთხოებასთან, საფრენი მოედნების
მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და
აღჭურვილობის სტანდარტებსა და აღნიშნული სფეროს ზედამხედველობასთან
დაკავშირებული
წესები)
შემუშავება
და
საქართველოს
კულტურის,
სპორტისა
და
ახალგაზრდობის სამინისტროსთვის წარდგენა. ამავე წესების საფუძველზე, საქართველოს
კულტურის,
სპორტისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
დაევალა,
საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საჭიროებისამებრ, სხვა
შესაბამის უწყებებთან ერთად, შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება და
საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.
აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, ფედერაციამ შეიმუშავა და საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარუდგინა პარაპლანით ფრენის
მარეგულირებელი წესი, კერძოდ, „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის,
უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების
ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“ შესაბამისი დანართებით.
წესისა
და
მისი
დანართების
პროექტი
განსახილველად
და
საერთაშორისო
სტანდარტებთან შესაბამისობის შესამოწმებლად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს მიერ გაეგზავნა საჰაერო სპორტის მსოფლიო ფედერაციას (FAI), რომელმაც
წარმოადგინა თავისი რეკომენდაციები წესის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც
გაანალიზებული იქნა ა(ა)იპ „საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციისა“ და სსიპ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და ცალკეული რეკომენდაციები გათვალისწინებულ
იქნა წესში.
საქართველოს
კულტურის,
სპორტისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სსიპ საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ჩართულობითა და ურთიერთშეთანხმებით შემუშავდა შესაბამისი ნორმატიული აქტის
პროექტი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დასამტკიცებლად წარედგინა საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მაისის N175 დადგენილებით, „ნორმატიული აქტების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
დამტკიცდა „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ
წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა
და გადახდის დროებითი წესი“.
ვინაიდან, აღნიშნული დადგენილება არის დროებითი ხასიათის და მოქმედებს
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, აუცილებელია საკითხის საკანონმდებლო
აქტით რეგულირება და სფეროს მომწესრიგებელი შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის
მიღებისათვის სამართლებრივი საფუძვლის დადგენა კანონში. ამის გათვალისწინებით,
მომზადდა საქართველოს საჰაერო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი,
საფუძველზეც,
შემდგომ
დამტკიცდება
სააგენტოს
დირექტორის
რომლის
კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს საქართველოს საჰაერო
კოდექსის 214 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის
ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის წარმოების, პარაპლანის ექსპლუატაციის, ფრენის
უსაფრთხოების, საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირების, მფრინავის
მოწმობის გაცემის, პარაპლანის და მისი აღჭურვილობის ვარგისიანობის და მფრინავის
დაზღვევის მიმართ მოთხოვნებს.
ხოლო წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დადგინდება სანქციის
ზომა
ზემოაღნიშნული
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
მოთხოვნების
დარღვევისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით მოწესრიგდება პარაპლანით ფრენების წარმოების
დროს,
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი აღსრულების
მექანიზმის არსებობის საკითხი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დადგინდება სანქციის ოდენობები პარაპლანით
ფრენების წარმოების დროს, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის
შემთხვევაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1164 -1168 მუხლები, რომელიც
ითვალისწინებს შემდეგი სახის სამართალდრღვევებს: პარაპლანით ფრენა მფრინავის
მოწმობის გარეშე, ასევე შეჩერებული ან გაუქმებული მფრინავის მოწმობით; პარაპლანით
კომერციული ფრენა
არაკომერციული,
სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის მიღმა;
მათ
შორის,
საწვრთნელ-სავარჯიშო
ფრენა
პარაპლანით
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დარღვევით; პარაპლანით
ექსპერიმენტული ან/და საჩვენებელი ფრენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
პირობების დარღვევით; ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე, შეჩერებული ან გაუქმებული
სერტიფიკატით ოპერირება. შესაბამისი ცვლილებები შედის კოდექსის 208-ე, 209-ე, 239-ე, 242ე და 261-ე ნაწილში, რომლებიც დაკავშირებულია პროექტით გათვალისწინებულ ახალ
სამართალდარღვევებთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2023 წლის 31 აგვისტოდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი უკავშირდება წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითად
კანონპროექტს - „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც
თავის მხრივ, უკავშირდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს
მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული
არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი
აუცილებლობით. აღნიშნული წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10
მაისის №175 დადგენილებით დამტკიცდა „პარაპლანით ფრენების წარმოების,
ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი
საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“. აღნიშნულთან
დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით,
ვალდებულია, ზემოაღნიშნული წესით მიღებული
საქართველოს მთავრობა
ნორმატიული აქტის მიღებიდან
არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის
პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა
ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის
კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის
დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია
იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, მიზანშეწონილია აღნიშნულ ვადამდე მიღებულ იქნეს
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რათა რეგულირების მიღმა არ დარჩეს პარაპლანით
ფრენებთან დაკავშირებული საკითხები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის აღკვეთა განხორციელდება
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების არსებული რესურსის ფარგლებში.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტი ადგენს სანქციის ოდენობებს პარაპლანით ფრენების წარმოების დროს,
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, რაც გადახდილი იქნება
სამართალდამრღვევის მიერ და მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ოდენობა
დამოკიდებული იქნება დარღვევის რაოდენობასა და განმეორების სიხშირეზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის აღკვეთა განხორციელდება
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების არსებული რესურსის ფარგლებში.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტის 1164-1167 ნაწილებით განსაზღვრული დარღვევის
ჩადენა ფულად ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15
დღემდე ვადით. გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირის
კვების ხარჯი 1 დღის განმავლობაში საშუალოდ შეადგენს 10 ლარს, თუმცა აღნიშნულს არ
ემატება ადმინისტრაციული რესურსის ან ინფრასტრუქტურის ხარჯი. აღნიშნული ხარჯების
დაფინანსებაც მოხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ
ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ადგენს სანქციის ოდენობებს პარაპლანით ფრენების წარმოების დროს,
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, რაც გადახდილი იქნება
სამართალდამრღვევის მიერ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ადგენს:
-
-
-
-
-
1 500 ლარის და განმეორების შემთხვევაში 3 000 ლარის ოდენობის სანქციას შემდეგი
დარღვევებისთვის - პარაპლანით ფრენა მფრინავის მოწმობის გარეშე, ასევე
შეჩერებული ან გაუქმებული მფრინავის მოწმობით;
2 000 ლარის და განმეორების შემთხვევაში 3 000 ლარის ოდენობის სანქციას შემდეგი
დარღვევებისთვის - პარაპლანით კომერციული ფრენა სერტიფიცირებული საფრენი
ლოკაციის მიღმა;
1 500 ლარის და განმეორების შემთხვევაში 2 000 ლარის ოდენობის სანქციას შემდეგი
დარღვევებისთვის - პარაპლანით არაკომერციული, მათ შორის, საწვრთნელსავარჯიშო
ფრენა
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უსაფრთხოების წესების დარღვევით;
1 500 ლარის და განმეორების შემთხვევაში 2 000 ლარის ოდენობის სანქციას შემდეგი
დარღვევებისთვის - პარაპლანით ექსპერიმენტული ან/და საჩვენებელი ფრენა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევით;
1 500 ლარის და განმეორების შემთხვევაში 3 000 ლარის ოდენობის სანქციას შემდეგი
დარღვევებისთვის - ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე, შეჩერებული ან გაუქმებული
სერტიფიკატით ოპერირება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არა აქვს
მდგომარეობაზე.
მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.