„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-12
ბიუროს ნომერი 263
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„2. ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული
ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში
მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს
ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა იარაღსა და „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ
სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ
საშუალებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოში, სამოქალაქო
საჰაერო ხომალდებზე – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში და
ზემსუბუქ საჰაერო ხომალდებზე - ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში, საზღვაო
ხომალდებზე – საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ფასიან ქაღალდებზე – ფასიანი
ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ შესაბამის პირთან, ხოლო სხვა ქონებაზე – საჯარო
რეესტრში. აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის დროის
მიხედვით (საათობრივად და წუთობრივად).
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება გამოწვეულია „ საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე აუცილებლობით, რაც
ითვალისწინებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრის შექმნას, რის შედეგადაც
აღნიშნული სახის საჰაერო ხომალდები დარეგისტრირდება არა სამოქალაქო საჰაერო
ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონი, არამედ
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება თანმდევს
იწვევს ცვლილების განხორციელებას სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს
კანონში, კერძოდ 54-ე მუხლის მე-2 პუნქტში, სადაც განსაზღვრულია ერთი მოვალის მიმართ
რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების
სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე
ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარი რეალიზაცია და ამ პუნქტით დადგენილი ქონების
ჩამონათვალს ემატება ის ზემსუბუქი საჰაერო ხომალდები, რომლებიც შეტანილია ზემსუბუქი
საჰაერო ხომალდების რეესტრში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტმა გაითვალისწინა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრიც, შესაბამისად,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში უნდა მიეთითოს, რომ ერთი
მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი
მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი
და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის
აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა ზემსუბუქ საჰაერო
ხომალდებზე – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო
ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ
აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარი
რეალიზაცია მოხდება იმ აღმასრულებლის მიერ, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა
ყადაღა, მათ შორის, იმ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც შეტანილია ზემსუბუქი
საჰაერო ხომალდების რეესტში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც ითვალისწინებს ერთი
მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი
მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი
და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარი რეალიზაციას, რომელიც, წარმოდგენილი
ცვლილების განხორციელების შემდეგ, მოხდება იმ აღმასრულებლის მიერ, რომელმაც
ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა, მათ შორის, იმ ზემსუბუქ საჰაერო ხომალდებზე,
რომლებიც შეტანილია ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შესაბამისი დებულებების (ტერმინთა ცვლილება) ამოქმედების ვადასთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი უკავშირდება წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითად კანონპროექტს „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც თავის მხრივ, უკავშირდება
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს,
რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი
მოწესრიგებული არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი
აუცილებლობით. აღნიშნული წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მაისის №175
დადგენილებით დამტკიცდა „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით
განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი
წესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით,
საქართველოს მთავრობა ვალდებულია,
ზემოაღნიშნული წესით მიღებული ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს
პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს
მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის
მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი
წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. შესაბამისად,
გამომდინარე იქიდან, რომ
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის
საგაზაფხულო სესია იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, მიზანშეწონილია აღნიშნულ ვადამდე მიღებულ იქნეს
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რათა რეგულირების მიღმა არ დარჩეს პარაპლანით ფრენებთან
დაკავშირებული საკითხები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არაა დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი
არ იქონიებს გავლენას
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
გავლენას პირებზე, რომელთა მიმართაც
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არა
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.