საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 21-25 მაისს, საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების (ანრი ოხანაშვილი, მაია ბითაძე, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გელა მიქაძე) ავსტრიაში, ქალაქ ვენაში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი
ნომერი
#2-9232/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-12
ბიუროს ნომერი 263

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-9232/23 09-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 21-25 მაისს საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებოდით ავსტრიაში, ქალაქ ვენაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 190-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში 2023 წლის 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაიმართა საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში. აღნიშნულ ვიზიტს წინ უძღოდა ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრების სტუმრობა საქართველოში, 2022 წლის 26-28 სექტემბერს. ავსტრიელი დეპუტატების ვიზიტის დასრულების შემდეგ ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანდრეას მინიხმა, მადლობის წერილი გამოუგზავნა საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს, და ქართული მხარე მიიწვია ავსტრიაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით. I. დელეგაციის შემადგენლობა დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: 1. ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. მაია ბითაძე - საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე; 3. ალუდა ღუდუშაური - საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 4. ირაკლი შატაკიშვილი - საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 5. გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 6. ირაკლი (დაჩი) ბერაია - საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი; 1 7. გელა მიქაძე - საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. II. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები 1. 22 მაისი ვიზიტის პირველ დღეს, 22 მაისს, ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ანდრეას მინიხის, ორგანიზებით ქართველი დეპუტატებისთვის გაიმართა კულტურული ტური ქალაქ ვენაში. ამის შემდგომ ავსტრიის პარლამენტში შედგა ოფიციალური შეხვედრა დელეგაციის წევრებსა და ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ანდრეას მინიხს, შორის. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ავსტრიას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. ქართველი დეპუტატებისთვის გაიმართა პრეზენტაცია ავსტრიის პარლამენტში მოქმედი სასწავლო პროგრამის შესახებ, სახელწოდებით „Die Demokratiewerkstatt“, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორებიც არის დემოკრატია, პარლამენტარიზმი და ქვეყნის კონსტიტუცია. ამის შემდგომ ანდრეას მინიხმა ქართველი კოლეგებისთვის მოაწყო შიდა ტური ავსტრიის პარლამენტის შენობაში. ამავე დღეს საქმიან ლანჩზე დელეგაციის წევრები შეხვდნენ ავსტრიის რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანს, არნოლდ კამელს, და მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები. 2. 23 მაისი 23 მაისს გამართული შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ქართული დელეგაცია ესტუმრა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო ფედერალურ საქმეთა სამინისტროს, სადაც შედგა შეხვედრა სამინისტროს პოლიტიკური ურთიერთობების დირექტორატში, ელჩ გერჰარდ ზაილერთან. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ავსტრიულ მხარეს გააცნეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. იმავე დღეს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ ევროპარლამენტის ავსტრიელ დეპუტატს, ლუკას მანდლს. ქართულმა მხარემ ავსტრიელ დეპუტატს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირთან 2 დაახლოების მიზნით გაწეული ძალისხმევის შესახებ და ლუკას მანდლისგან მოისმინა მხარდამჭერი შეფასებები ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მომდევნო შეხვედრა გაიმართა ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, ფრანც ესლთან, მარტინა კუნსბერგ-სარესთან და ბუნდესრატში ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, შტეფან შენახთან. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაახლოების დინამიკაზე, მათ შორის, აღინიშნა ბოლო დროს განხორციელებული და უახლოეს მომავალში დაგეგმილი უმაღლესი რანგის ვიზიტები. ამასთანავე, ქართულმა მხარემ ავსტრიელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით გაწეული საქმიანობისა და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა მეგობრული შეხვედრა გამართეს ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანთან, ავსტრიის ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კარლჰაინც კოპფთან. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს და ავსტრიას შორის არსებულ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებსა და ამ თვალსაზრისით მომავალში კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაზე. კარლჰაინც კოპფს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რისთვისაც ქართულმა მხარემ მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 23 მაისს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს ავსტრიის განვითარების სააგენტომაც (ADA) უმასპინძლა. შეხვედრაზე ADA-ს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. საქართველოში ADA-ს საკოორდინაციო ოფისი 2011 წელს გაიხსნა. საქართველო ADA-სთვის 11 პრიორიტეტული ქვეყნიდან ერთერთია. ქართულმა მხარემ ავსტრიის განვითარების სააგენტოს წლების მანძილზე გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 3. 24 მაისი 24 მაისს საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრები ავსტრიის პარლამენტს ესტუმრნენ და დაესწრნენ პლენარულ სხდომას, რომელსაც ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი და ევროკავშირისა და კონსტიტუციის საკითხებში ფედერალური მინისტრი, კაროლინ ედშტადლერიც ესწრებოდნენ. სხდომაზე მიმდინარეობდა ევროპის საათი, რომლის ფარგლებში ავსტრიელმა კოლეგებმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზედაც ისაუბრეს და გამოხატეს პატივისცემა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიმართ. ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი, ვოლფგანგ სობოტკა, სხდომაზე დამსწრე 3 დეპუტატებთან ერთად, მიესალმა ქართულ დელეგაციას და შემდეგ პირადად შეხვდა პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის წევრებს. ამავე დღეს დელეგაციის წევრებმა გამართეს რამდენიმე შეხვედრა ავსტრიის პარლამენტის სხვადასხვა წევრთან, მათ შორის, კარმენ იეითლერ-ჩინჩელისთან, ჰელმუტ ბრანდშტეტერთან და მიშელ რაიმონთან. III. შეჯამება 2023 წლის 21-25 მაისს საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების ვენაში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, ერთი მხრივ, ავსტრიელ კოლეგებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და მათთვის საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის პირადად გაცნობა, ხოლო მეორე მხრივ ავსტრიელი კოლეგებისთვის მხარდაჭერის თხოვნა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში. ავსტრიულმა მხარემ მტკიცედ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. 4