საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტი

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-9253/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 113

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2248?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 08 ივნისი 2023 14:00 2023 წლის 8 ივნისი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/320; 10.05.2023) II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 6/7/2023, 2:17 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 8 ივნისი 14.00 ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N113 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, სალომე ჯინჯოლავა. სხდომას ესწრებოდნენ: თინათინ ბოკუჩავა - საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით ჭურაძე - საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ნინო კაპანაძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/320; 10.05.2023) II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი 2. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხის დამატების თაობაზე: „საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა“ კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/320; 10.05.2023) II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი 3. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან 1 ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებას და თანდართული მასალებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაცია. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/320; 10.05.2023) II მოსმენით განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, მომხსენებელმა რეგლამენტის პროექტი წარმოადგინა მუხლობრივად. შენიშვნები და მოსაზრებები გამოითქვა ან/და განმარტებები გაკეთდა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის:  მე-3 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილებას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს მხოლოდ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. გაუქმდა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკითხის განხილვის რეგულაცია. თინათინ ბოკუჩავამ პრობლემურად მიიჩნია აღნიშნული ცვლილება, რადგან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ამოღება აღნიშნული პროცესიდან, მისი აზრით გაუადვილებს პროკურატურას პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზანშეწონილობის შეფასებას, ვინაიდან ერთ-ერთი რგოლი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტი), რომელმაც ეს მიზანშეწონილობა უნდა შეაფასოს, რეალურად ქრება. ამგვარ პოლარიზებულ გარემოში, როგორც თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, განსაკუთრებულად სახიფათოდ მიაჩნია, რომ ხდება ერთ-ერთი რგოლის ამოღება და რეალურად მარტივდება პროკურორისთვის 2 პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძებო მოქმედებების განხორციელების მიზანშეწონილობის შეფასების პროცესი. ლევან ბეჟაშვილი დაინტერესდა, რამ განაპირობა 2018 წელს იურიდიული კომიტეტის დამატება? გიორგი კახიანმა განმარტა, რომ არავითარი არგუმენტირებული საფუძველი იურიდიული კომიტეტის დამატებისათვის არ ყოფილა და ეს იყო მეორე მოსმენის დროს გამოთქმული მოსაზრება, რომელიც მომხსენებელმა გაიზიარა. გურამ მაჭარაშვილმა თინათინ ბოკუჩავას მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ არც ერთ შემთხვევაში (იურიდიულ კომიტეტთან ერთად, თუ მის გარეშე) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შინაარსობრივ განხილვაში არ შედის და განიხილავს საკითხის მხოლოდ პროცედურულ ნაწილს, შესაბამისად დასკვნაც, რომელიც მზადდება აფიქსირებს მხოლოდ პროცედურული შესაბამისობის საკითხებს. ირაკლი ქადაგიშვილმა არ გაიზიარა თინათინ ბოკუჩავას, ლევან ბეჟაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება და აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს მხოლოდ პროცედურულ ნაწილს და წარმოდგენილი ცვლილება, რომელიც უკან აბრუნებს ადრე არსებულ რეგულაციას, პირიქით, ხელს შეუწყობს იმას, რომ საწყის ეტაპზე, ფორმალური შესაბამისობების დადგენისას საკითხის პოლიტიზირება არ მოხდეს.  მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს, სადაც ხდება დაკონკრეტება, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ჰყავდეს ერთი თანაშემწე. ლევან ბეჟაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკვე განსაზღვრული ფინანსური რესურსის, თანაშემწის სახელფასო განაკვეთისა და მინიმალური ხელფასის ზღვარის გათვალისწინებით შენარჩუნებული იყოს შესაძლებლობა, რომ პარლამენტის წევრს სურვილის შემთხვევაში ჰყავდეს ორი თანაშემწე, ხელფასის ოდენობის ორ ნაწილად გაყოფის ან/და არასრულ განაკვეთზე აყვანის მეშვეობით. გიორგი კახიანმა განმარტა, რომ პარლამენტის წევრის თანაშემწის ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით (დაახლოვებით 1300 ლარი), ამ ხელფასის გაყოფა შუაზე თავისთავად ბადებს უკვე კითხვებს, რამდენად მაღალი იქნება იმ პირის კომპეტენციის ხარისხი, რომელიც ამგვარ დაბალანაზღაურებად პოზიციაზე შეიძლება მოვიდეს სამუშაოდ. ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის თანაშემწის უფლება-მოვალეობებს თუ გადავხედავთ და შევაჯამებთ, მისი ძირითადი ფუნქციაა პარლამენტის წევრისათვის უფრო მეტად ტექნიკური ხასიათის მომსახურების გაწევა, ხოლო უფრო კვალიფიციური კვლევითი, იურიდიული, ფინანსური მომსახურების ფუნქციას ასრულებენ საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები და თანამშრომლები. წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ოპტიმიზაციის პროცესს, არ მოხდეს თანამშრომელთა რაოდენობის ხელოვნური გაზრდა და არ მივიღოთ იმგვარი სიტუაცია, რომ პარლამენტის აპარატში არსებობდენენ თანამშრომლები მინიმალური ხელფასით და სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფის გარეშე. აზრი გამოთქვეს აგრეთვე: გენრიეტა წიწავამ, ირაკლი შატაკიშვილმა, თინათინ ბოკუჩავამ. ინიციატორი არ დაეთანხმა შემოთავაზებულ წინადადებას და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილების მიზანია საქართველოს პარლამენტში არსებული თანაშემწის კარგი პრაქტიკის შენარჩუნება.  მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის (ყოფილი პარლამენტის წევრის პარლამენტის შენობაში შესვლა მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში ხდება დაუბრკოლებლად) - ამოღებას. ლევან ბეჟაშვილი დაინტერესდა რა იყო ამ პუნქტის ამოღების საფუძველი, რომლის შესაბამისად 1995 წლიდან დაწყებული, საპარლამენტო ცხოვრებაში ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოფილ პარლამენტის წევრებს მომდევნო ერთი მოწვევის განმავლობაში ჰქონოდათ პარლამენტის შენობაში საშვის გარეშე, დაუბრკოლებლად შემოსვლის უფლება? თინათინ ბოკუჩავამ გამოთქვა ანალოგიური მოსაზრებები. ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ ზემოაღნიშნული რეგულაცია ვრცელდებოდა მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის წევრებზე, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა 3 მოწვევების პარლამენტის წვერებს. თავისთავად რეგულაცია შემოტანილი იქნა იმ მიზნით, რომ ყოფილ პარლამენტის წევრებს საშუალება ჰქონოდათ გაეგრძელებინათ მუშაობა და კონსულტაციებში მონაწილეობა იმ კანონპროექტებზე, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ პრატიკულად ამგვარი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს ყველა ყოფილ პარლამენტის წევრს, მითუმეტეს, აღნიშნული ცვლილება არანაირი პოლიტიკური აქტიურობის არც შეზღუდვას და არც წახალისებს არ ემსახურება.  მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, რეგლამენტის მე-18 მუხლის 1 მეორე პუნქტს „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ ემატება შემდეგი შინაარსის „კ “ ქვეპუნქტი: „თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის საკონსულტაციო საბჭოს. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით“ თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და ამ ცვლილებით შემოთავაზებული სხვა უფლებების მინიჭებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარისათვის ხდება რაღაც განსაკუთრებული „დირექტორის“ როლის მინიჭება. ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნება საკონსულტაციო საბჭოს არსებობა განისაზღვროს გარკვეული ვადით, რომ არ გადაიქცეს ის მუდმივად არსებულ ორგანოდ. ირაკლი ქადაგიშვილი არ დაეთანხმა გამოთქმულ მოსაზრებებს და განმარტა, რომ საკონსულტაციო საბჭო იქნება არაანაზრაურებადი საკონსულტაციო ორგანო, რომელსაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე და დააკომპლექტებს კონკრეტული საკითხის შესაბამისი კვალიფიციური და კომპეტენტური სპეციალისტებით.  მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, რეგლამენტის მე-18 მუხლის მეორე პუნქტს ემატება „უ1“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით განსაზღვრავს სხდომათა დარბაზში დამსწრე პირთათვის სპეციალური ადგილების განაწილების წესს. ირაკლი შატაკიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილია, მეტი სიცხადისა და შინაარსობრივი გამართულობისათვის დაზუსტდეს მუხლის ფორმულირება და მიეთითოს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით განსაზღვრავს სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრთა და სხვა დამსწრე პირთათვის სპეციალური ადგილების განაწილების წესს. ინიციატორმა გაიზიარა ირაკლი შატაკიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება.  მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად რეგლამენტის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატება შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი: პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით ადგენს პარლამენტის ავტოპარკის განახლების, სამსახურებრივი ავტომანქანების განაწილებისა და შესყიდვის წესს; ლევან ბეჟაშვილმა დაზუსტებისათვის მიმართა მომხსენებელს შესყიდვის წესის დადგენაში ხომ არ იგულისხმებოდა კანონმდებლობით დადგენილი შესყიდვების წესისაგან განსხვავებული რეგულაციის შემოტანა? აგრეთვე, მისი აზრით, აღნიშნული ცვლილებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარისათვის ხდება დამატებით იმგვარი უფლებამოსილებების მინიჭება, რასაც საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. უმჯობესი იქნება, რომ სუბიექტივიზმის გამორიცხვის მიზნით, დარჩეს არსებული წესი და ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით, რომელიც არის კოლეგიალური ორგანო, ბრძანება გააფორმოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მომხსენებელმა განმარტა, რომ შესყიდვები განხორციელდებოდა კანონმდებლობით დადგენილი შესყიდვების წესის მიხდევით. წარმოდგენილი ცვლილების მიზანი კი არის, რომ საქართველოს პარლამენტი თავის ადმინისტრაციულ საქმიანობასა და ფუნქციებში იქნება დამოუკიდებელი და იარსებებს ერთიანი წესი. აღნიშნული ცვლილება არ ემსახურება პარლამენტის თავმჯდომარისათვის იმგვარი უფლებების მინიჭებას, რომელიც არ ჯდება მის მიერ სრული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების ფარგლებში. 4 გიორგი კახიანმა ხაზინადართა საბჭოსთან დაკავშირებით განმარტა, რომ ხაზინადართა საბჭო არის პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ხაზინადართა საბჭო არ იღებს. მისი გადაწყვეტილებები არის პარლამენტის თავმჯდომარის სახელით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთაც სჭირდებათ პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცება.  მე-7 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ცვლილებას, კერძოდ - პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ 2 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენს/წარადგენენ კანდიდატის წარდგენის უფლება თანმიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს წარადგენენ შესაბამისი უფლების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში. ნინო კაპანაძემ დააზუსტა, რომ ცვლილება ეხება ოპოზიციის მიერ კვოტის ათვისებას და წესდება გარკვეული ვადა, შესაბამისად ჩნდება შეკითხვა - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ვერ აითვისებს კვოტას ამ განსაზღვრულ ვადაში? ირაკლი ქადაგიშვილმა ნინო კაპანაძის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განმარტა, რომ კვოტა რჩება ისევ ოპოზიციას, მაგრამ გადადის შემდეგ ოპოზიციურ პარტიაზე, რაც ერთგვარი სტიმულიც იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისათვის, რომ დროულად ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიცია.  მე-11 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის ცვლილებას თამარ კორძაიმ მომხსენებელთან დააზუსტა წილისყრის პროცედურის ჩატარების წესი.  მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილებას, რომლის შესაბამისად დაუშვებელი იქნება კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ერთდროულად რამოდენიმე კანდიდატურის წარდგენა. თამარ კორძაია დაინტერესდა, თუ რატომ გახდა საჭირო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე რამოდენიმე კანდიდატურის წარდგენის დაუშვებლობის შემოტანა? ირაკლი ქადაგიშვილმა თამარ კორძაიას მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განმარტების მიზნით მოიყვანა კონკრეტული მაგალითი საპარლამენტო პრაქტიკიდან, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებების გამო მოხდა პირველი მოადგილის ორი კანდიდატურის წარდგენა, რამაც შექმნა გარკვეული უხერხულობა. ეს დაკონკრეტებაც ემსახურება იმ მიზანს, რომ გამოირიცხოს ანალოგიური შემთხვევები.  მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტს, სადაც პარლამენტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით გაცდენის ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა დღეს არსებული ერთ-ერთი პირობა - „კომიტეტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით“ თამარ კორძაიამ, ლევან ბეჟაშვილმა გამოთქვეს მოსაზრებები, რომ აღნიშნული ცვლილება, მათი აზრით, უფრო მეტად წაახალისებს კომიტეტის სხდომების რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე ჩანიშვნის პროცესს. ირაკლი ქადაგიშვილმა და გიორგი კახიანმა განმარტეს, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელება საჭირო გახდა საპარლამენტო პრაქტიკის გაანალიზების გათვალისწინებით, კერძოდ საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც კომიტეტის სხდომის გამართვის და ანონსის განთავსების წესის (არაუგვიანეს 3 დღით ადრე) სულ უმნიშვნელო ფორმალური 5 დარღვევაც კი ხდებოდა კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით გაცდენად ჩათვლის საფუძველი.  მე-16 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილებას: ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ დაზუსტდა, თუ რომელ საკითხებს არ განიხილავს კომიტეტი, კერძოდ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი, გარდა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისა, აგრეთვე რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისებისა.  მე-17 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების ცვლილებას: ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ ცვლილების თანახმად დეტალურად ჩამოყალიბდა როდის იღებს კომიტეტი დასკვნას, რეკომენდაციას და დაკონკრეტდა, რომ იმ საკითხზე, რომელზეც კომიტეტის მიერ არ ხდება დასკვნისა და რეკომენდაციის შემუშავება, მიიღება კომიტეტის გადაწყვეტილება.  მე-19 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს რეგლამენტის 47-ე მუხლის ჩამოყალიბებას განსხვავებული რედაქციით: ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ „სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ ნაცვლად იქნება „საკონსულტაციო საბჭო“, რომელიც შესაძლებელია შეიქმნას კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით.  მე-20 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს რეგლამენტის 50-ე მუხლის მე- 5 პუნქტის ცვლილებას და მე-6 პუნქტის დამატებას: ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანი არის ფრაქციის რეგისტრაციზე უარის თქმის შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მაქსიმალურად მკვეთრად და დეტალურად ჩამოყალიბება, კერძოდ მე-6 პუნქტი, რომელიც ემატება 50-ე მუხლს განსაზღვრავს, რომ „ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვისას თავდაპირველად სიტყვით გამოდის იმ ფრაქციის წარმომადგენელი, რომელსაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რომელსაც სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა არაუმეტეს 10 წუთი, შემდეგ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის (დროებითი სამანდატო კომისიის) წარმომადგენელი - რომლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო ბოლოს - ფრაქციების წარმომადგენლები, თითოეულს გამოსვლისათვის ეძლევა არაუმეტეს 5 წუთისა, რის შემდეგაც პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას.“. თინათინ ბოკუჩავამ და ლევან ბეჟაშვილმა მომხსენებელთან დააზუსტეს იცვლება თუ არა გადაწყვეტილების მიღების წესი, როგორ მიიღება და ფორმდება პარლამენტის გადაწყვეტილება? ირაკლი ქადაგიშვილმა დააზუსტა, რომ გადაწყვეტილების მიღების წესი არ იცვლება, კერძოდ პარლამენტი ზემოაღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით და ფორმდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. სხდომაზე გაიმარათა დისკუსია შესაძლებელი იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტის დადგენილების - „ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე“ გასაჩივრება სასამართლოში. დისკუსიაში მონაწილეობდენენ: ირაკლი ქადაგიშვილი, გიორგი კახიანი, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა  21-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების ცვლილებას ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ საპარლამენტო პრაქტიკის გათვალისწინებით დაზუსტდა და უფრო მოქნილი გახდა პარლამენტის წევრი ფრაქციიდან გასვლის პროცედურა, კერძოდ, „ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას რეგლამენტით დადგენილი წესით ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების 6 კომიტეტისათვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან, აგრეთვე, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა.“.  23-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ცვლილებას და ინტერფრაქციულ ჯგუფთან დაკავშირებულ რეგულაციებს.  24-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა რეგლამენტის 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების ცვლილებას ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფილი იქნება იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო უმცირესობის თანამდებობები, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა, გაუქმდა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ, შემდგომ გაუქმდა ოპოზიციის ლიდერის ცნებაც და ამჯერად არსებულ უმრავლესობის ლიდერს არანაირი ადმინსტრაციული ფუნქცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული არ აქვს, გარდა იმ ზოგადი ჩანაწერისა, რომ უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ლევან ბეჟაშვილი დაინტერესდა, რა არის საფუძველი წარმოდგენილი ცვლილების? მხოლოდ უმრავლესობის ლიდერისათვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ანალოგიური შრომის ანაზღაურების და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფის, მაშინ როდესაც ოპოზიციასაც შესაძლოა ჰყავდეს თავისი ლიდერი და ოპოზიციაშიც იარსებებს სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების კოორდინირების აუცილებლობა? თამარ კორძაია დაინტერესდა რა შეიცვალა ისეთი, რომლის შემდეგ საჭირო გახდა ამ ცვლილების მიღება და რატომ არ იქნა ეს მომენტი გათვალისწინებული 2018 წელს რეგლამენტის ახალი რედაქციის მიღების დროს? უმრავლესობის ლიდერის შრომა, მისი აზრით, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელია არ დაირღვეს ბალანსი და ოპოზიციასაც ჰყავდეს ლიდერი, რომელიც უმრავლესობასთან საუბრისა და დისკუსიების, საკითხების განხილვის დროს წარმოაჩენს ოპოზიციის ერთიან პოზიციას. თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციის ლიდერის არარსებობის ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს, მაშინ კოალიციურ უმრავლესობას რატომ ვანიჭებთ კოორდინაციის უფლების შემთავსებელ პირს და ვართმევთ ამ უფლებას ოპოზიციას, მისი აზრით, მნიშვნელოვანია არსებობდეს ბალანსი უმრავლესობისა და ოპოზიციის უფლებების კუთხით, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მომდევნო პარლამენტი იქნება სრულად პროპორციული წესით არჩეული, სადაც მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციის მონაწილეობით, კონსენსუალური წესით გადაწყვეტილებების მიღება. ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ უმრავლესობა, იმის მიუხედავად ერთპარტიული იქნება თუ მრავალფეროვანი, ოპოზიციისაგან ფუნქციონალურად განსხვავდება, კერძოდ, უმრავლესობა აყალიბებს მთავრობას და ფუნქციურად ახორციელებს ხელისუფლებას პარლამენტშიც და მთავრობაშიც. უმრავლესობა საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში ძირითადად არის მრავალფრაქციული და კოორდინაცია მას აუცილებლად სჭირდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამგვარად, უმრავლესობის ლიდერს აქვს დამატებითი პოლიტიკური მაკოორდინირებელი ფუნქციები და პრივილეგიებიც შეესაბამება მის ფუნქციონალურ დატვირთვას. გიორგი კახიანმა განმარტა, რომ პირველ რიგში ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ოპოზიციისა და უმცირესობის ტერმინები. თუ საპარლამენტო პრაქტიკას გავიხსენებთ უმცირესობას ქმნიდა ის ფრაქცია, რომელიც უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ნახევარს გააერთიანებდა და შეიძლება ყოფილიყო ფრაქცია ან ფრაქციათა გაერთიანება. 7 ამგვარად უმცირესობა იყო საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც ჰყავდა თავისი აპარატი, თავისი ლიდერი. ანალოგიურად, არსებობდა საპარლამენტო უმრავლესობაც, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც ასევე ჰყავდა თავისი აპარატი და ლიდერი. საქართველოს კონსტიტუცია, როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, არ ითვალისწინებს არც საპარლამენტო უმრავლესობის და არც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თანამდებობებს, სწორედ ამიტომ უმრავლესობის ლიდერის თანამდებობა არ არის საპარლამენტო თანამდებობათა ჩამონათვალში. ეს გახლავთ საკითხის სამართლებრივი მხარე, თუმცა ბუნებრივი მოცემულობა იმგვარია, რომ პარლამენტი არ არსებობს ოპოზიციის და უმრავლესობის გარეშე. წარმოდგენილი ცვლილებაც შემოთავაზებულია პარლამენტის რეალური მოცემულობის გათვალისწინებით.  26-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა რეგლამენტის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ცვლილებას, რომლის თანახმად დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე „ახორციელებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნება დარჩეს დღევანდელ რედაქციაში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმად დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ვინაიდან მხოლოდ რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებების დატოვება, მისი აზრით, შეზღუდავს თავმჯდომარის უფლებებს, მაგალითისათვის სპეციფიური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს. ლევან ბეჟაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილება შეზღუდავს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს, ვინაიდან იგი ასრულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ რიგ მოქმედებებს. ირაკლი ქადაგიშვილი არ დაეთანხმა თამარ კორძაიას და ლევან ბეჟაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და განმარტა, რომ დროებითი კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გარდა, სხვა კანონმდებლობა არანაირ უფლებებს არ ანიჭებს, მათ შორის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იმოქმედონ ამ კოდექსით და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ამ ჩამონათვალში არ მოიაზრება. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებები დეტალურად არის გაწერილი მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, შესაბამისად ზემოაღნიშნული ცვლილებით გასწორდა და დაზუსტდა არსებული ჩანაწერი.  28-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა რეგლამენტის 68-ე მუხლის მე-7 პუნქტის ცვლილებას, რომლის თანახმად „პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების გამართვა დაუშვებელია, გარდა იმ დღისა, როდესაც პლენარული სხდომა არ იმართება.“. ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ ზოგადად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მოხდა ყველა პროცედურის კორექტირება იმ მიმართულებით, რომ პლენარული სხდომების დროს პარლამენტში სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ იმართებოდეს.  31-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა რეგლამენტის 81-ე მუხლის (სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის შეზღუდვა) ცვლილებას, კერძოდ „პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვა დაუშვებელია, გარდა იმ დღისა, როდესაც პლენარული სხდომა არ იმართება.“. გიორგი კახიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს ხაზინადართა საბჭოს ფუნქციებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდეს ხაზინადართა საბჭოს მიერ სხდომის გამართვის შემთხვევებზე და ხაზინადართა საბჭოს სხდომის ჩატარება დაუშვებელი იყოს მხოლოდ უშუალოდ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას. ინიციატორი დაეთანხმა წარმოდგენილ მოსაზრებას და შესაბამისად მის ასახვას პროექტში.  39-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა რეგლამენტის 94-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ცვლილებას: 8 ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ შემოთავაზებული ცვლილების სულისკვეთება და არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მაქსიმალურად დარეგულირებულიყო პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, პარლამენტის წევრების მიერ განცხადებებით გამოსვლის პროცედურა. დღევანდელი რეგულაციის მიხედვით, პარლამენტის წევრებს გამოსვლისათვის განსაზღვრული ჰქონდათ დროის რეგლამენტი - 4 წუთი, რომელიც თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაგრძელებულიყო 1 წუთით. საერთო ჯამში განცხადებებისათვის განკუთვნილი დროის ხანგრძლივობა შეადგენდა 30 წუთს, რომელიც თავმჯდომარის მიერ ასევე შეიძლება გაგრძელებულიყო კიდევ 30 წუთით. სხდომის თავმჯდომარის მიერ დროის რეგლამენტის ზუსტი დაცვის პირობებში მაქსიმუმ მხოლოდ 6 დეპუტატს შეეძლო ესარგებლა განცხადების გაკეთების უფლებით. საპარლამენტო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ პლენარული სხდომების სამშაბათს, ნაცვლად 30 წუთისა, უმეტეს შემთხვევაში დღის პირველი ნახევარი და ზოგჯერ მეორე ნახევარიც გრძელდება განცხადებებით გამოსვლა, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ საკითხი საჭიროებს მოწესრიგებას. რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას შემოთავაზებული დროის ხანგრძლივობის შემცირება 1 წუთამდე განაპირობა მომავალი პარლამენტის კონფიგურაციამ, როდესაც ფრაქციას უკვე ჯამურად განსხვავებული დრო ექნება. იმის გათვლაისწინებით, რომ განცხადებების დროის შემცირება 1 წუთამდე გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ რომ მსჯელობისა და შემოთავაზებული წინადადების გათვალისწინებით, საკითხი სხვაგვარად დარეგულირდეს. როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, იმ გარემოების გათვალისწინებით რომ მომავალ პარლამენტში აღარ იქნება პოლიტიკური ჯგუფები და საპარლამენტო ფრაქციები შეიქმნება არანაკლებ 7 წევრის შემადგენლობით, მიზანშეწონილი იქნება პარლამენტის წევრებისათვის განცხადებების ხანგრძლივობა განისაზღვროს 4 წუთით, ამასთან, დაუშვებელი უნდა იყოს დროის გაზრდა ან დროის სხვა პარლამენტის წევრისათვის დათმობა. ასევე მიზანშეწონილია, თითოეულ ფრაქციას განცხადებებისათვის განესაზღვროს დრო ფრაქციაში გაწევრებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის შესაბამისად, კერძოდ, ფრაქციას განცხადებებისათვის მიეცეს იმდენი წუთი რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მხოლოდ არანაკლებ 12 (მინიმალური შემადგენლობის - 7 წევრიანი ფრაქციებისათვის) და არაუმეტეს 72 წუთისა (მაქსიმალური შემადგენლობის ფრაქციებისათვის). თუ ფრაქციას ეყოლება მაგალითისათვის 30 წევრი, ჯამში ექნება 30 წუთი და თვითონ გადაანაწილებს 4 წუთიან გამოსვლებს. შესაძლებელი იქნება აგრეთვე დამრგვალების პრინციპზე შეთანხმება ფრაქციის სასარგებლოდ, მაგალითად 19 წევრიან ფრაქციას 19 წუთის ნაცვლად ჰქონდეს 20 წუთი, რაც ნიშნავს იმას, რომ მეხუთე გამომსვლელს 3 წუთის ნაცვლად ჰქონდეს 4 წუთი. რაც შეეხება დამოუკიდებელ წევრებს, მათ ექნებათ გამოსვლისათვის განსაზღვრული - 4 წუთი. ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს შესთავაზა დროის გადანაწილების კიდევ ერთი, მისი აზრით, უფრო მარტივი ვარიანტი, კერძოდ განისაზღვროს ჯამური დრო განცხადებებისათვის - 120 წუთი და გაიყოს თანაბრად უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ხოლო 4 წუთიანი გამოსვლების გადანაწილება განახორციელოს თვითონ უმრავლესობამ და ოპოზიციამ. ლევან ბეჟაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საპარლამენტო გამოცდილების გათვალისწინებით მიზანშეწონილი იქნებოდა მოწესრიგებულიყო აგრეთვე გამომსვლეთა რიგითობის განსაზღვრის საკითხი. თინათინ ბოკუჩავამ ასევე გამოთქვა მოსაზრება გამომსვლეთა რიგითობის დარეგულირების აუცილებლობის შესახებ. თამარ კორძაიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ საპარლამენტო გამოცდილების გათვალისწინებით, უფრო მიზანშეწონილი იქნება გაიზარდოს განცხადებებისათვის განკუთვნილი დრო და განისაზღვროს 2 საათით, ხოლო დროის გადანაწილება განახორციელონ თვითონ ფრაქციებმა. ირაკლი ქადაგიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომავალი პარლამენტი იქნება ფრაქციული და აღარ იარსებებს პოლიტიკური ჯგუფები, სამუშაო ვერსიად მიზანშეწონილად მიიჩნია გიორგი კახიანის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, კერძოდ: 9 - თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს, მისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა ან სხვა პარლამენტის წევრისათვის დათმობა დაუშვებელია. განცხადებისათვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 12 და არაუმეტეს 72 წუთისა. თუ ფრაქციაში გაერთიანებული წევრების მიხედვით განსაზღვრული დრო ოთხზე უნაშთოდ არ იყოფა, ნაკლული დრო შესაბამისად შეივსება ოთხის ჯერადამდე. - განცხადებებისათვის უფრაქციო პარლამენტის წევრები პირადად, ხოლო ფრაქციის წევრები ფრაქციის ხელმძღვანელ პირთა მეშვეობით დღის წესრიგის დამტკიცებამდე ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. პარლამენტის წევრი ასევე შეიძლება ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. გამომსვლელთა თანამიმდევრობა განისაზღვრება განმცხადებელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით, ისე რომ ერთი ფრაქციიდან განცხადებით არ გამოვიდეს ზედიზედ ორზე მეტი წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არ არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი ან უფრაქციო პარლამენტის წევრი. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, ან არ სარგებლობს კუთვნილი დროით, მას აღარ აქვს გამოსვლის უფლება. ირაკლი შატაკიშვილმა აღნიშნა, რომ მათ მიერ ინიცირებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მთელი რიგი პუნქტები ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლებში, რომლებშიც მითითება კეთდება პარლამენტის შემადგენლობაზე, კერძოდ, ნაცვლად „პარლამენტის შემადგენლობისა“ ზუსტდება ჩანაწერი და მიეთითება „პარლამენტის სრულ შემადგენლობაზე“. ანალოგიურ ცვლილებას საჭიროებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 95-ე მუხლის მე-4 პუნქტი. შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება პარლამენტის სრულ შემადგენლობაზე მითითება აისახოს ნორმის ფორმულირებაში და დაემატოს რეგლამენტის პროექტის პირველ მუხლს. მოხსენებელი დაეთანხმა ირაკლი შატაკიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას.  44-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა 106-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების ცვლილებას ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით წესრიგდება თუ ვინ უნდა იყოს მომხსენებელი კომიტეტის სხდომაზე, კერძოდ: „კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს ინიციატორი პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს - პარლამენტის წევრთა მიერ დანიშნული წარმომადგენელი. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად/თანამომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ იქნება/იქნებიან დანიშნული, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს – შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ანდა ფრაქციის ან კომიტეტის მიერ შესაბამისი ფრაქციის ან კომიტეტის წევრთაგან დანიშნული წარმომადგენელი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს – მის მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან კომიტეტის/კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიცირებულ კანონპროექტს – ამ კანონპროექტზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.“;  45-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების ცვლილებას ნინო კაპანაძე დაინტერესდა მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება („თუ ინიციატორი ორი თანმიმდევრული მორიგი სესიის განმავლობაში კომიტეტში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მოწვეულ 10 კომიტეტის სხდომაზე არ გამოიტანს ინიციატივას კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება, ხოლო მეორე ან მესამე მოსმენის შემთხვევაში - კანონპროექტის განხილვა წყდება, წამყვანი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე აღნიშნული ფაქტის პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.“) ხომ არ შეეხებოდა ამ მოწვევის პარლამენტში დაგროვილ კანონპროექტებს. ირაკლი ქადაგიშვილმა ნინო კაპანაძის მიერ დასმულ შეკითხვსთან დაკავშირებით განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ ნორმას უკუქმედების ძალა არ ექნებოდა.  49-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს 113-ე მუხლის სათაურის ცვლილებას და მე-2 პუნქტის შემდეგ მე-3 პუნქტის დამატებას, რომლის თანახმად: „ საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისი მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის პროცედურის გამართვამდე პარლამენტმა შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება, საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლის მისაღებად საჭიროა ხმათა თანაბარი რაოდენობა, კენჭისყრის ერთიანად ჩატარების თაობაზე. კენჭისყრის ერთიანად ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე ყველა პარლამენტის წევრის მხარდაჭერით, წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭისყრა საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე გაიმართება ცალ-ცალკე.“ ნინო კაპანაძემ კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებული კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ასევე წერილობითი სახით წარედგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. როგორც ნინო კაპანაძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუცია, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი აყალიბებს იმგვარ ერთიან მიდგომას, რომ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ კანონს აღიქვამს, როგორც დამოუკიდებელს, იმის მიუხედავად, რომ საკანონმდებლო პაკეტი ერთიან იდეას ემსახურება. ამასთანავე კენჭისყრა არის ის პროცედურა, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებას და თითოეული პარლამენტის წევრის დამოკიდებულებას აყალიბებს. ამ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც კენჭისყრის პროცედურისათვის ერთიანად დაჯგუფდება კანონპროექტები, პარლამენტის წევრს ერთმევა შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი პოზიცია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ დამოუკიდებელ კანონპროექტებთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტები მხოლოდ ტექნიკურ და ტერმინოლოგიურ ცვლილებებს არ ითვალისწინებენ ხოლმე და არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების საჭიროებაც, მაგალითისათვის, როდესაც იქმნება რაიმე ახალი სტრუქტურა. პირობა, რომელიც რეგლამენტის პროექტით არის შემოთავაზებული, რომ უნდა არსებობდეს უმრავლესობის თანხმობა, დაამკვიდრებს არაერთგვაროვან პრაქტიკას, ვინაიდან გარკვეულ შემთხვევებში ეს თანხმობა შეიძლება არ არსებობდეს. სავარაუდოდ შემოთავაზებული რეგულაცია შესაძლოა აღმოჩნდეს აგრეთვე ამ შესაძლებლობის ბოროტად გამოყენების მექანიზმი. ირაკლი ქადაგიშვილი დაეთანხმა ნინო კაპანაძეს, რომ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი თითოეული კანონპროექტი არის დამოუკიდებელი პროექტი. სწორედ ამიტომ პარლამენტის მიერ სამივე მოსმენის დროს კანონპროექტები განიხილება ცალ-ცალკე, პარლამენტის მიერ საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის დადგენილებები ფორმდება თითოეულ კანონპროექტთან დაკავშირებით და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელის მოწერა ხდება საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ყველა კანონპროექტზე ცალ-ცალკე. რეგლამენტის პროექტით შემოთავაზებული ცვლილება გვთავაზობს მხოლოდ კენჭისყრის პროცედურის გამარტივებას. ირაკლი შატაკიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილი ხომ არ იქნება საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომლის მისაღებად საჭიროა ხმათა თანაბარი რაოდენობა, კენჭისყრა გაიმართოს ერთიანად, ხოლო საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალ-ცალკე გამართვის თაობაზე მომხსენებელმა ან პარლამენტის წევრმა დააყენოს მოთხოვნა და პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. 11 ინიციატორმა გაიზიარა ირაკლი შატაკიშვილის მიერ შემოთავაზებული წინადადება.  51-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის ცვლილებას, რომლის მიხედვით კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო. გენრიეტა წიწავამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილი ხომ არ იქნება დაზუსტდეს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო, კანონპროექტის ინიციატორის მოთხოვნის საფუძველზე. ინიციატორმა გაიზიარა გენრიეტა წიწავას მიერ შემოთავაზებული წინადადება.  59-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა 143-ე მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილებას, თანახმად პარლამენტის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. სალომე ჯინჯოლავამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილი იქნება დაზუსტდეს, რომ კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტს განსახილველად წარადგენს პარლამენტის აპარატის უფროსი. ინიციატორმა გაიზიარა სალომე ჯიჯოლავას მიერ შემოთავაზებული წინადადება.  67-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა რეგლამენტის XV თავისათვის 194 მუხლის -„ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი“ დამატებას 1 ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ ეს იყო პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია და წარმოადგენდა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული რეგულაციების თავმოყრას. შენიშვნები, მოსაზრებები არ გამოთქმულა : საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს; მე-8 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს; მე-9 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს; მე-10 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტს; მე-13 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს; მე-11 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტს; მე-13 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 32-ე მუხლის პირველ პუნქტს; მე-15 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს და მე-5, მე-6 პუნქტებს; მე-18 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 44-ე მუხლის პირველ პუნქტს; 22-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის . 52-ე მუხლის მე-7 პუნქტს; 25-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 62-ე მუხლის პირველი პუნქტს; 27-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტს; 29-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტს; 30-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 73-ე მუხლის პირველი პუნქტს; 32-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-4, მე-7, მე-8, მე-13 პუნქტებს; 33-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 84-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებს; 34-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-10 პუნქტს; 35-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-5 პუნქტს; 36-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 89-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებს და მე-7 პუნქტის შემდეგ მე-8 პუნქტის დამატებას; 37-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 90-ე მუხლის მე2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს; 38-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებს და მე-12 პუნქტის ამოღებას; 40-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 96-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტის შემდეგ მე-4 პუნქტის დამატებას; 41-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტს; 42 - ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 101-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ , „ვ“ ქვეპუნქტებს და მე-4, მე-5 პუნქტს; 43-ე პუნქტთან 12 დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 102-ე მუხლის პირველ პუნქტს; 46 -ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 108-ე მუხლის მე-3 პუნქტს; 47-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-6, მე-11, მე-14 პუნქტების რედაქციულ ცვლილებას და მე-4 პუნქტის ამოღებას; 48 -ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 112-ე მუხლის მე-11 პუნქტს; 52-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 118-ე მუხლის მე-2 პუნქტს; 53-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 122-ე მუხლის მე-9 პუნქტს; 54ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 123-ე მუხლს; 55 -ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-2, მე-8,მე-16 პუნქტებს და მე-4 პუნქტის ამოღებას; 56-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებს; 57-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-2, მე-8, მე-15 პუნქტებს და მე-4 პუნქტის ამოღებას; 58-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 132-ე მუხლის პირველ პუნქტს 60-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-11 პუნქტს; 61 -ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 150-ე მუხლის მე3 პუნქტს; 62-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 151-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს; 63-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებს; 64-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 163-ე მუხლის პირველი პუნქტს; 65-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებს; 66-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-10 პუნქტს; 68-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 215-ე მუხლის პირველ პუნქტს; 69-ე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-10 პუნქტს. მეორე მუხლთან დაკავშირებით, რომლითაც განისაზღვრა, რომ ეს რეგლამენტი, გარდა პირველი მუხლის 39-ე პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ რეგლამენტის პირველი მუხლის 39-ე პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით II მოსმენით მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/320; 10.05.2023) ? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): - საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/320; 10.05.2023) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვისათვის; - პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა. 13 მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტს. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა წარმოდგენილი ცვლილება უკავშირდება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ შეძენილი ინვენტარის საქართველოს პარლამენტის მიერ დროულად აღრიცხვას. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი აღრიცხვას განახორციელებს კვარტალური ანგარიშებით და დაარიცხავს ცვეთას, რაც დაზოგავს ხარჯებს რადგან აღარ იქნება საჭირო აუდიტის ჩატარება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): გადაწყვეტილება: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 14