საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 6 ივნისის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება - „ლატარიების, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და მოგვარების პერსპექტივები“ - თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ (ჯგუფის შემადგენლობა: გივი მიქანაძე (მთავარი მომხსენებელი), ზაზა ლომინაძე და ეკა სეფაშვილი)

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-9219/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-12
ბიუროს ნომერი 263

📜 ტექსტი

წერილი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-9219/23 09-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მიმდინარე წლის 6 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე. მოკვლევის საკითხია - „ლატარიების, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და მოგვარების პერსპექტივები“. მოკვლევის მიზანია მტკიცებულებებზე დაფუძნებით, განსაზღვროს მოქალაქეებში (განსაკუთრებით 14დან 25 წლის ასაკობრივ კატეგორიაში) აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების (ლუდომანიის) პრევენციასა და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის გაუმჯობესების საჭიროებები და მიმართულებები. მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან: გივი მიქანაძე (მთავარი მომხსენებელი), ზაზა ლომინაძე და ეკა სეფაშვილი. მოკვლევის სავარაუდო პერიოდია: 6 ივნისი - 6 სექტემბერი 2023 წელი. დანართი: თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები (7 გვერდი). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საკომიტეტო მოკვლევის ტექნიკური პირობები მოკვლევის თემა მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები თემატური მოკვლევის მიზანი: • მტკიცებულებებზე დაფუძნებით, განსაზღვროს მოქალაქეებში (განსაკუთრებით 14-დან 25 წლის ასაკობრივ კატეგორიაში) აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების (ლუდომანიის) პრევენციას, რეაბილიტაციასა და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის გაუმჯობესების საჭიროებები და მიმართულებები. მოკვლევის ამოცანებია: მოკვლევის მიზანი • შეაფასოს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე აღმასრულებელი ხელისუფლების არსებული პოლიტიკა და მიდგომები, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისა და სუბიექტების ინტერვენციები, რომლებიც მიზნად ისახავს მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას თამაშდამოკიდებულების საკითხებზე; • შეაფასოს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების პოლიტიკა და პროგრამები თამაშდამოკიდებულების მქონე პირთა (განსაკუთრებით მოზარდები და ახალგაზრდები) რეაბილიტაციისა და გამოჯანმრთელების კონტექსტში; • დაადგინოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მქონე პირთა გამოჯანმრთელებისთვის, საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომი სერვისები და გამოყენების გამოწვევები; • განსაზღვროს საქართველოში ლუდომანიის გამოჯანმრთელებისთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობის, აგრეთვე შესაბამისი სერვისების ჩამოყალიბების, განვითარების და მათი ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობები; • დაადგინოს, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ლუდომანიის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების და გამოჯანმრთელების კონტექსტში 1 საჯარო პოლიტიკის, მიდგომებისა და სხვა ინტერვენციების შესახებ, კარგი გამოცდილება. მოზარდების და ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და განმტკიცება მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. კვლევებით დასტურდება, რომ COVID19-ის პანდემიის დროს და პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ჩაკეტილობამ და არაპროგნოზირებადმა მომავალმა ნიჰილისტური განწყობები გააჩინა მოსახლეობის ფართო ფენებში, განსაკუთრებულად მოზარდებსა და ახალგაზრდებში. მენტალური პრობლემები, ხშირად, სხვადასხვა ტიპის სოციალურად გაუმართლებელ დამოკიდებულებაში ისახება, მაგალითად, როგორიცაა: ქიმიურ ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე ან/და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (ლუდომანია). თამაშდამოკიდებულება არის ერთის მხრივ ფსიქიკური დაავადება, ხოლო მეორეს მხრივ ერთგვარი სიმპტომი იმ ეგზისტენციალური კრიზისის, რომლის გამომწვევი ფაქტორებია: უიმედობის განცდა, არათვითრეალიზებულობის განცდა, ოჯახური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, და სხვა. საკითხის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშების (გემბლინგის) სფერო მაღალი რისკების შემცველია, საყურადღებოა მისი ზრდის დინამიკა, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2017 წლის მონაცემებით, ბოლო წლებში კომერციული გემბლინგის გლობალური ინდუსტრია მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც ამ სფეროს პოპულარობის ზრდაზე მიანიშნებს 1. აზარტული თამაშებზე მოთხოვნის ზრდა საქართველოშიც აშკარაა, კერძოდ, 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 73%-ითაა გაზრდილი (საქსტატი, 2023). საქართველოში ხელმისაწვდომი მონაცემების სიმცირის მიუხედავად, მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებში მონაწილეობის პრობლემის სიმწვავე და მასშტაბი ცალსახად იკვეთება. 2019 წელს ჩატარებული კვლევის 2 თანახმად, მხოლოდ თბილისში, მოზარდების (1418 წელი) 48% აქვს აზარტულ თამაშებთან ურთიერთობის გამოცდილება. საყურადღებოა ამ მოზარდების გენდერული კომპოზიციაც - ბიჭები - 55%, გოგონები - 45%. სსიპ საქართველოს დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის 3 შედეგების თანახმად, 16 წლის მოსწავლეთა 20% გადაჭარბებული აზარტული მოთამაშეა, ხოლო 12% პრობლემური აზარტული მოთამაშე. “The epidemiology and impact of gambling disorder and other gambling-related harm”, Max Abbott, 2017. „აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ახალგაზრდების შეხედულებების კვლევა“, ააიპ „აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“, 2019. 3 „აზარტული თამაშები“, EPSAD 2019 საქართველო. სსიპ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, 2021. 1 2 2 2021-22 წლებში, საქართველოს 10 დიდ ქალაქში, სკოლის მოსწავლეებში (14-17 წლის ასაკის 1000-ზე მეტი რესპონდენტი) ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ: მოზარდების 24% აცხადებს, რომ იცნობს 1 თანატოლს მაინც ვინც შემხებლობშია აზარტულ თამაშებთან; 16% აცხადებს, რომ ადევნებდა თვალს ოჯახის წევრის თამაშს. საყურადღებოა თამაშის გამოცდილების მქონე მოზარდებში ე.წ. „ხელზე თამაშის“ მაჩვენებელი, რომელიც 22%-ს აღწევს. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რესპონდენტთა მშობლების 54%-მა იცის, რომ მათი შვილები აზარტულ თამაშებს თამაშობს, ხოლო 5% თავად აძლევს ფულს, რომ მათმა შვილებმა ითამაშონ. კვლევით გამოიკვეთა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოზარდების გათვითცნობიერების დაბალი დონე, მაგალითად, რესპონდენტთა 38%-მა არ იცის ვის უნდა მიმართოს თამაშდამოკიდებულების პრობლემის მოსაგვარებლად. საერთაშორისო გამოცდილებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოზარდების აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირება შესაძლებელია მათი ცნობიერების გაზრდით და მართებული დამოკიდებულებების ფორმირების გზით. საკითხის აქტუალობის მიუხედავად, მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის მიმართულებით საქართველოში განხორციელებული აქტივობები ძალიან მწირია. 2019-2020 წლებში მოზარდებსა და ახალგაზრდებთან ჩატარებული კონსულტაციების 4 პროცესში გამოვლინდა, რომ მათი შეფასებით, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, ქცევითი დამოკიდებულების (მათ შორის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) პრევენციისთვის ღონისძიებები ფრაგმენტულად ხორციელდება და არ არის საკმარისი მოზარდების ფართო ჯგუფებში ცნობიერების ამაღლებისათვის. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მათ შორის ქცევითი დამოკიდებულებების (აზარტული თამაშებზე, ფსიქიკურ ნივტიერებებზე, სხვა) მაჩვენებლების შემცირება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს ახალგაზდრული სტრატეტგია 2023-2026 წლებისთვის“ ერთ-ერთ ამოცანადაა განსაზღვრული. 2021 წელს, მოზარდებისა და 25 წლამდე ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 5 დაამტკიცა. ცვლილებების შედეგად (არასრული ჩამონათვალი): აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირება, გაიზარდა თამაშებში მონაწილეობისთვის და სამორინეში დაშვების ასაკობრივი ზღვარი (25 წლამდე), გაიზარდა გადასახადები სათამაშო ბიზნესისთვის და საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროცესში, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში, მოზარდებსა და ახალგაზრდებთან გამართული კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიში, 2019 წელი. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/sporti/samushსაქმეთა კომიტეტი. jgufi/shem-angarishi.pdf 5 საკანონმდებლო პაკეტის რეგისტრაციის N 07-3/137/10, 8 დეკემბერი 2021 წელი 4 3 ამოქმედდა თამაშებში მონაწილეობის თვითაკრძალვის სერვისი, აგრეთვე აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალათ სოციალურად დაუცველის სტატუსის პირებს და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს. გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ააიპ „აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ6 აჩვენა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, მოზარდები და ახალგაზრდები მაინც ახერხებენ კანონმდებლობის გვერდით ავლით აზარტულ თამაშებში მონაწილეობას როგორც ონლაიან, ასევე ფიზიკურ სივრცეში (სამორინე, სლოტ-კლუბები, სხვა). ვითარებაზე დაკვირვებით, შესაძლებელია გამოითქვას საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აკრძალვის მიუხედავად, სათამაშო ბიზნესზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობა, ძირითადად განპირობებულია კანონმდებლობის აღსრულების სუსტი პრაქტიკით, აგრეთვე ზოგიერთი ასპექტის არასაკმარისი სამართლებრივი რეგულირებით. კანონმდებლობის აღსრულების გარდა, გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მიმართ დამკვიდრებული დამოკიდებულება ან სტერეოტიპები. კერძოდ, სპეციალისტთა შეფასებით, საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიქვამს თამაშდამოკიდებულებას, როგორც ფსიქიკურ დაავადებას. საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრით, თამაშდამოკიდებულება არის ე.წ. „ცუდი საქციელი“ და არა დაავადება. საქართველოში თამაშდამოკიდებულების პრევენციის მიმართულებით არსებული გამოწვევების გარდა, პრობლემას წარმოადგენს ლუდომანიით დაავადებული პირების რეაბილიტაციისა და გამოჯანმრთელების მიმართულებით ხელმისაწვდომი სერვისების დეფიციტი, აგრეთვე ამ მიმართულებით ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში შესაბამისი რეკომენდაციებისა და გაიდლაინების არ არსებობა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარა თამაშდამოკიდებულება (ლუდომანია) ფსიქიკურ დაავადებად და მიანიჭა მას დაავადებათა კოდი F063. მთავარი მომხსენებელი: გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები ჯგუფის წევრები: • • ზაზა ლომინაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი სამუშაო ჯგუფს ექსპერტულ დახმარებას უწევენ: „აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ახალგაზრდების შეხედულებების კვლევა“, ააიპ „აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“, 2021 წელი. 6 4 • • • გიორგი ბესელია, ააიპ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ ნანა ფრუიძე, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ანატოლი კორეპანოვი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ტექნიკური პირობები თემატური მოკვლევის ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (იურიდიული ან/და ფიზიკური პირები), წერილობითი ფორმით დასაბუთებული/არგუმენტირებული (ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტებს, ანგარიშებს, მონაცემებს და სხვა) მოსაზრებების წარმოსადგენად. დასაბუთებული მოსაზრება უნდა პასუხობდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ კითხვას: 1. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების (განსაკუთრებით 14-დან 25 წლის მოქალაქეებში) საფრთხეების და მისი უარყოფითი გავლენების შესახებ ცნობიერების ამაღლების კონტექსტში, როგორ შეაფასებდით ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების საჯარო პოლიტიკას და ინტერვენციებს? რა პროგრამებს, პროექტებს თუ ღონისძიებებს ახორციელებენ ან/და უნდა ახორციელებდნენ საჯარო უწყებები/დაწესებულებები? გთხოვთ მოკლედ აღწეროთ განხორციელებული, მიმდინარე ან/და განსახორციელებელი აქტივობები (პასუხისმგებელი უწყებების მითითებით). 2. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების (განსაკუთრებით 14-დან 25 წლის მოქალაქეებში) საფრთხეების და მისი უარყოფითი გავლენების შესახებ ცნობიერების ამაღლების კონტექსტში, როგორ შეაფასებდით სამოქალაქო და სხვა სექტორებში მომუშავე არასახელმწიფო ორგანიზაციების საქმიანობას? 3. როგორ შეაფასებდით ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების პოლიტიკას თამაშდამოკიდებული პირების (განსაკუთრებით მოზარდები და ახალგაზრდები) გამოჯანმრთელებისა და რესოციალიზაციის კომპონენტში? რა ტიპის პროგრამებს ან/და სერვისებს ახორციელებენ ან უნდა განახორციელონ საჯარო დაწესებულებები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ლუდომანიით დაავადებული პირების გამოჯანმრთელებისთვის? 4. თქვენი შეფასებით, რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში ლუდომანიისგან გამოჯანმრთელების და რეაბილიტაციის სერვისები? რა ძირითად დაბრკოლებებს და სირთულეებს აწყდებიან ამ სერვისების მაძიებელი პირები და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები? საჭიროების შემთხვევაში, რა ღონისძიებები და რომელი ორგანიზაციების მიერ უნდა გატარდეს სერვისების გაუმჯობესების და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით? 5 5. თქვენი შეფასებით, რა ტიპის საქმიანობა/ღონისძიებები უნდა განახორციელოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლუდომანიისგან გამოჯანმრთელების და რეაბილიტაციის პროგრამების ხარისხისა და ხელმისაწვდომი უზრუნველსაყოფად? 6. თქვენი შეფასებით, რამდენად აუცილებელია საქართველოში მოხდეს თამაშდამოკიდებულების, როგორც ფსიქიკური დაავადების აღიარება? თუკი თვლით, რომ სახელმწიფომ ლუდომანია უნდა აღიაროს დაავადებად, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი მოსაზრებები რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიურ კონტექსტში? 7. რა ინფორმაციას ფლობთ საერთაშორისო გამოცდილების ან/და ისეთი ინოვაციური მიდგომების შესახებ, რამაც შესაძლებელია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის (განსაკუთრებით მოზარდებისა და ახალგაზრდების) თამაშდამოკიდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელების და რესოციალიზაციის ხელშეწყობას? მოსაზრებების ჩაბარების ვადა დოკუმენტური მასალის ჩაბარების პირობები 2023 წლის 6 ივლისამდე  ფაილი უნდა იყოს მხოლოდ Word-ის ფორმატში;  ტექსტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას;  ტექსტის შრიფტის სახე – Sylfaen, ზომა - 11, სტრიქონებს შორის დაშორების მანძილი - 1,15 ინტერვალი;  ყველა ინფორმაცია უნდა იქნეს მოქცეული ერთ ფაილში, მათ შორის: დანართები, დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები, და ა.შ.  აუცილებელია ტექსტის დასაწყისში მოკლედ იყოს წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია: o იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციული ფორმა, ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის მისამართი, ასევე საკითხზე პოტენციური მომხსენებლის ვინაობა; o ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მისამართი, საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის მისამართი;  დასაბუთებული პოზიციის დასაწყისში პუნქტებად უნდა იყოს გადმოცემული მოკლე რეზიუმე შემდგომი ტექსტის შესახებ; 6  აბზაცები დანომრილი უნდა იყოს ციფრებით, თანმიმდევრულად;  ტექსტში უნდა იყოს მოცემული დეტალური ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც სამუშაო ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას გააკეთოს სწორი ანალიზი და დასკვნა;  ტექსტში, ასევე, შესაძლოა ასახული იყოს გამომგზავნის ცალკეული რეკომენდაციები და შეხედულებები; ასევე ის სუბიექტები, რომლებიც მისი აზრით საკომიტეტო მოკვლევის პროცესში შეიძლება ჩაერთოს; დოკუმენტური მასალა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: csy@parliament.ge. წერილის სათაურში, გთხოვთ მიუთითოთ, „მოსაზრება თემატურ მოკვლევაზე“ საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებით კითხვების ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: საკონტაქტო ინფორმაცია ტელ: 577-17-80-16 ელ.ფოსტა: csy@parliament.ge Facebook: https://www.facebook.com/sportiskomiteti/ თემატური მოკვლევის მთლიანი ვადა: 2023 წლის 6 ივნისიდან 2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით საკომიტეტო მოკვლევის გეგმა • დასაბუთებული მოსაზრებების/დოკუმენტაციის წარმოდგენა არაუგვიანეს 2023 წლის 6 ივლისამდე; • მიღებული ინფორმაციის ანალიზი - 2023 წლის 13 ივლისამდე; • ზეპირი მოსმენების გამართვა - 2023 წლის 10 აგვისტომდე; • დასკვნის მომზადება - არაუგვიანეს 2023 წლის 6 სექტემბრისა. 7