საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-6370/23; 08.05.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-12
ბიუროს ნომერი 263
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-9298/23
12-06-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
აგრარულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე, საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
105-ე
მუხლის
შესაბამისად,
განიხილა
საქართველოს
პარლამენტში შემოსული მოქ. ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან (№1-6370/23; 08.05.2023) დაკავშირებით.
ავტორის
წინადადებაა,
„მიწის
მიზნობრივი
დანიშნულების
განსაზღვრისა
და
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას თანამესაკუთრე
სარგებლობს წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით, გარდა საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის
961-ე
მუხლით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა“
(დაბოლოების
ალტერნატიული ვერსია: „გარდა საზიარო უფლების გაუქმების შემთხვევებისა“).
ავტორის
აზრით:
„საკანონმდებლო
წინადადების
მიზანია
აღმოფხვრას
ის
გაურკვევლობა, რაც ახლავს თან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას
თანამესაკუთრისთვის წილის უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭებას, ვინაიდან ეს
გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლით
დადგენილ საზიარო უფლების გაუქმების უფლებასთან. შესაბამისად, უნდა აღმოიფხვრას ამ
ორი ნორმის მოჩვენებითი ურთიერთგამომრიცხვის შესაძლებლობა, ანუ მათი ნორმატიული
შინაარსი ნათლად უნდა ადგენდეს, რომ წილის უპირატესი შესყიდვის უფლებას არ გააჩნია
არანაირი საერთო საზიარო უფლების გაუქმების უფლებასთან.“.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე
მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება
წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე“. ამდენად, საზიარო უფლების
მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის
ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თითოეულ
მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.“. სამოქალაქო
კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების
გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო
საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ
ნატურით
გაყოფა
გამორიცხულია
(ე.
ი.
საგნის
ერთგვაროვან
ნაწილებად
გაყოფა
ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია). ე. ი. ამ ნაწილით გათვალისწინებულ
საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლებას, იმ შემთხვევაში, თუ თანამესაკუთრეს არ
სურს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაუქმება, მისი სურვილია, გამოვიდეს
თანასაკუთრების რეჟიმიდან. ეს შესაძლებელია საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით.
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საზიარო საგნის გაყოფა შეუძლებელია ყველა
თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნებით საკუთარი იდეალური
წილის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში საზიარო უფლების გაუქმება ხდება საზიარო საგნის
გაყიდვის გზით (964-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 516-ე მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, უპირატესი
შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული
პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას. კოდექსის 517-ე
მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს
უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც
ის აპირებს მესამე პირთან; მე-2 ნაწილის თანახმად, უპირატესი შესყიდვის უფლება
ხორციელდება
ვალდებული
პირისათვის
შეტყობინებით.
შეტყობინების
მეშვეობით
უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება იმ
პირობებით, რომლებიც ვალდებულმა პირმა მესამე პირს შესთავაზა.
„მიწის
მიზნობრივი
დანიშნულების
განსაზღვრისა
და
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას
თანამესაკუთრე სარგებლობს წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით“. აღნიშნული მუხლი
გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთ თანამესაკუთრეს სურს თავისი წილის
გაყიდვა. ამ შემთხვევაში მან თავისი წილის ყიდვა პირველ რიგში უნდა შესთავაზოს
უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ფასად, რა ფასადაც მესამე პირებზე ჰყიდის. რა
თქმა უნდა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება შეზღუდულია ვადით და თუ ამ
უფლების მქონე პირი, თანამესაკუთრის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენებს
უფლებას, თანამესკუთრე თავის წილს შესთავაზებს მესამე პირს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველ ნაწილი და
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი
აწესრიგებს სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებს.
კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი მოსაზრება,
თითქოს:
„სასამართლო
პრაქტიკაში
დაფიქსირდა
მცდელობები,
რომ
სამოქალაქო
საქმისწარმოების მხარეებმა საერთო სასამართლოები დაარწმუნონ იმაში, რომ თითქოს 2019
წელს სასოფლო დანიშნულების მიწებზე წილის უპირატესი შესყიდვის უფლების შემოღებით
საქართველოში გაუქმდა საზიარო უფლების გაუქმების უფლება, გარანტირებული 1996
წლიდან სამოქალაქო კოდექსის 961–ე მუხლით“ - არ გამომდინარეობს არც სამოქალაქო
კოდექსის ზემოხსენებული ნორმებისა და არც „მიწის მიზნობრივი დანიშნულების
განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან. შესაბამისად, არ
წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ რაიმე ცვლილება შევიდეს „მიწის მიზნობრივი
დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი
მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც არავითარ კოლიზიურ, ან ბუნდოვან
ჩანაწერს არ შეიცავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოქ.
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნობილ იქნა
უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი