საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის №2 2022 გადაწყვეტილების“ (№07-2/283; 18.05.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-9327/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-12
ბიუროს ნომერი 263

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-9327/23 12-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მ.წ. 9 ივნისს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის №2 2022 გადაწყვეტილების“ (№07-2/283; 18.05.2023) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გთხოვთ, განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge უზრუნველყოთ
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-9263/23 09-06-2023 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის №2 2022 გადაწყვეტილების“ თაობაზე (07-2/283; 18.05.2023) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2023 წლის 22 მაისის (N255/4) გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა (სავალდებულო) კომიტეტს მ/წ 12 ივნისამდე დაევალა „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის №2 2022 გადაწყვეტილების“ თაობაზე (07-2/283; 18.05.2023) განხილვა და დასკვნის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის (წამყვანი) კომიტეტისთვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის №2 2022 გადაწყვეტილების“ თაობაზე (07-2/283; 18.05.2023) მიიღოთ გადაწყვეტილება განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge