მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის გამოსვლა.
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 წერილი (425 KB)
📄 მოხსენება (685 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (13.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (28.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (20.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (20.3 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (32.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (18.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.4 MB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2023-06-16
📜 ტექსტი
წერილი
19709-01-2-202306122030
№ 01/19709
12/06/2023
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს
ქალბატონ ქეთევან კვინიკაძეს
ქალბატონო ქეთევან,
დანართის სახით გიგზავნით 16 ივნისს, მინისტრის საათის ფარგლებში, საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის ტექსტს.
პატივისცემით, ,
დავით კერესელიძე
დეპარტამენტის დირექტორი
პოლიტიკური დეპარტამენტი
მოხსენება
მინისტრის საათი
მინისტრის გამოსვლა პარლამენტში
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
პატივცემულო პარლამენტის წევრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ, წარვდგე თქვენს წინაშე „მინისტრის საათის“
ფორმატში და მოგახსენოთ იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც ბოლო ერთი წლის
განმავლობაში გასწია ჩვენმა უწყებამ, საზღვარგარეთ ჩვენი წარმომადგენლობების
ჩათვლით. ამასთნ, ტრადიციულად, მოგახსენებთ იმ გეგმების შესახებ, რომელიც
სამომავლოდ დავისახეთ.
სანამ მოხსენებაზე გადავალ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, საქართველოს
პარლამენტს, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას,
განვლილი წლის განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რამაც საშუალება
მოგვცა ურთულესი საერთაშორისო გარემოს პირობებში, წარმატებით დაგვეცვა ჩვენი
ქვეყნის ინტერესები და მაქსიმალურად აგვეცილებინა თავიდან გარე საფრთხეები.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც
არაერთ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე.
ევროკავშირში გაწევრიანება
ევროკავშირის წევრობა ქვეყნის კონსტიტუციური ნორმაა და
ის საქართველოს
საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული საგარეოპოლიტიკური
ამოცანის
უზრუნველყოფის
მიზნით,
საქართველო
განაგრძობს
თანმიმდევრულ სვლას გაწევრიანების გზაზე და დგამს ნაბიჯებს ევროკავშირის
კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაციის და ინსტიტუციური ინტეგრაციის
მაქსიმალურად მაღალი დონის მისაღწევად, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებიდან, ასევე
ასოცირების დღის წესრიგიდან მომდინარე ვალდებულებების, ზოგადად, კოპენჰაგენის
კრიტერიუმებთან თავსებადი რეფორმების გატარების გზით.
2022 წლის 23 ივნისს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით,
საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რის საფუძველზეც საქართველომ
სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. აღნიშნული
გადაწყვეტილება
ნიშნავს,
რომ
ამიერიდან,
კანდიდატის
სტატუსის
მქონე
სხვა
პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან სწორედ გაფართოების
პოლიტიკის ჭრილში წარიმართება და ქვეყნის პროგრესი შეფასდება გაწევრიანების
კრიტერიუმების, ე.წ. „კოპენჰაგენის“ კრიტერიუმების მიხედვით.
ზემოხსენებული გადაწყვეტილებიდან უმოკლეს დროში, პოლიტიკური პარტიების,
შესაბამისი ექსპერტებისა და ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ქვეყანა
შეუდგა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად განსაზღვრული 12
პრიორიტეტის შესრულებას, რაც ხელისუფლების მხრიდან იმის დემონსტრირებაცაა, რომ
განსაკუთრებული ერთგულებით და ძალისხმევით ვუდგებით დასახული მიზნების,
კერძოდ, კანდიდატის სტატუსის მიღებისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების
დაწყების უზრუნველყოფას.
საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და კოორდინაციით, სახელმწიფო
უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, პრიორიტეტებზე მუშაობის
პროცესი წარიმართა ინკლუზიურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების სრული დაცვით.
შედეგად, მოცემულ ეტაპზე, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით
ფაზაზეა. ველით, რომ ევროკომისია სამართლიანად და დამსახურების პრინციპის
საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და
შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შეფასებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის
კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც, შესაბამისად, გახდება წლის ბოლოსთვის
ევროკავშირის ლიდერების დადებითი გადაწყვეტილების საფუძველი.
უნდა აღინიშნოს, რომ 12 პრიორიტეტის განხორციელების ინკლუზიური და ღია
პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის შიგნით მუშაობით. საგარეო საქმეთა
სამინისტროს ინიციატივით და კოორდინაციით,
2022 წელსვე შეიქმნა უწყებათშორისი
სამუშაო ჯგუფი ინტეგრაციის პროცესში ჩართული ექსპერტების მონაწილეობით საქართველოს
პარლამენტის
მთავრობის
ადმინისტრაციის
სპიკერის
კაბინეტის,
დარგობრივი
წარმომადგენლების
სამინისტროების,
შემადგენლობით,
რომელიც
რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს ევროპულ ინსტიტუციებში, ასევე, წევრი
ქვეყნების დედაქალაქებში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში. დამატებით,
ვიზიტების ფარგლებში, იმართება შეხვედრები აკადემიური წრეების, ანალიტიკური
ცენტრების და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს საზოგადოების
ფართო წრეების მხარდაჭერის მობილიზება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების
საკითხისადმი. ეს შეხვედრები ემსახურება ევროპულ ინსტიტუციებსა და წევრი ქვეყნების
დედაქალაქებში
ჩვენი
მოკავშირეების
მუდმივ
ინფორმირებასა
და
ჩართულობას
იმპლემენტაციის პროცესში, ამასთან, კონსულტაციებს 12 პრიორიტეტის ეფექტიანად
შესრულების თაობაზე. ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა
სახვადასხვა დონის ვიზიტები და შეხვედრები ბრიუსელში ევროკავშირის სტრუქტურების
თანამდებობის პირებთან.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელსაც ჩვენი ქვეყნა
შარშანაც იმსახურებდა და ის მაშინაც სრულად აკმაყოფილებდა ამ გადაწყვეტილების
მისაღებად აუცილებელ წინაპირობებს, იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება,
რომელიც ფორმალურად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას ევროკავშირში
გაწევრიანების გზაზე, ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას ქვეყნის შიგნით და იქნება
მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების
კუთხით.
ხაზგასასმელია, რომ ამის რეალური საფუძველი არსებობს.
საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო და დღესაც ინარჩუნებს წამყვანი
რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში და
მნიშვნელოვნად წინაა ევროკაშირის მოთხოვნებთან როგორც საკანონმდებლო, ასევე
ინსტიტუციური დაახლოვების ხარისხით. აღნიშნული დასტურდება მიმდინარე წლის 2
თებერვალს
გამოქვეყნებული
ე.წ.
ანალიტიკური
ანგარიშით,
რომლის
თანახმად,
საქართველო უსწრებს სხვა ქვეყნებს პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით (ანგარიშის
2
თანახმად, საქართველო წევრობისთვის მომზადების დონით 6 მიმართულებიდან 3-ში
უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, კერძოდ, ესენია: ფუნდამენტური საკითხები,
კონკურენტუნარიანობა და შიდა ბაზარი).
ეკონომიკური მიმართულებით წარმატებით მიმდინარეობს, როგორც DCFTA-ის
ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელება, ასევე, ზოგადად, ეკონომიკის
ზრდისა და გამოცოცხლების პროცესი, რაც მართლაც უპრეცენდენტოა. ევროკაშირის
გაწევრიანების ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების ეკონომიკური ნაწილის ერთ - ერთი
მთავარი
წინაპირობა
სწორედ
ეროვნული
ეკონომიკის
მდგრადობა
და
კონკურენტუნარიანობაა, რაც ევროკაშირში წევრობის გზაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
ქვეყნის ეკონომიკის ევროკაშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისათვის.
საქართველო განაგრძობს ასოცირების შეთანხმების წარმატებულ განხორციელებას და
ამ ეტაპზე, შესრულებული აქვს შეთანხმების ვალდებულებების, დაახლოებით, 50% (ხოლო
DCFTA-ის
ვალდებულებების
60%-ზე
მეტი).
საქართველოს
საკანონმდებლო
და
ინსტიტუციური დაახლოვების ხარისხი დადებითად ფასდება ევროკომისიის მიერ.
2023 წლის 18 აპრილს საქართველომ, ევროკომისიის მოთხოვნის თანახმად,
ევროკავშირს გადასცა გაწევრიანების ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების სტრუქტურის (35
თავი) მიხედვით წლის განმავლობაში ევროკაშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური
დაახლოვების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები. საქართველო იყო პირველი ქვეყანა გაწევრიანების
პროცესში მყოფი სხვა ქვეყნებიდან, რომელმაც მოკლე დროში მოახერხა ანგარიშის მაღალ
დონეზე მომზადება და ევროკომისიისთვის გადაცემა. ევროკომისიის მხრიდან მაღალი
შეფასება მიეცა ანგარიშის ხარისხს და სტრუქტურას. ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა
სამინისტროს კოორდინაციით და ყველა შესაბამისი დარგობრივი უწყების ჩართულობით.
იგი აერთიანებს ინფორმაციას როგორც პოლიტიკური ნაწილის (12 პრიორიტეტი), ასევე
ეკონომიკური
და
სექტორული
თავების
მიხედვით
ერთი
წლის
განმავლობაში
განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ.
როგორც უკვე აღვნიშნე, გაფართოვების პაკეტის ფარგლებში ევროკომისიის
მომდევნო შეფასება გამოქვეყნდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე, რომლის საფუძველზე,
ევროკომისია
გაუწევს
საქართველოსთვის
რეკომენდაციას
კანდიდატის
ევროპულ
სტატუსის
საბჭოს
მინიჭების
(27
წევრი
ქვეყანა)
მიზანშეწონილობასთან
დაკავშირებით, ხოლო წლის ბოლოს, ევროპული საბჭო მიიღებს პოლიტიკურ
გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის
მინიჭებაზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროპული მომავლისადმი მკაფიო და
პირდაპირი მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების
მაღალი რანგის ოფიციალური პირების საჯარო გამოსვლებსა თუ ორმხრივ შეხვედრებზე
ჩანს. ამ კუთხით, მსურს, გამოვყო მიმდინარე წლის აპრილში, ლუქსემბურგში გამართულ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, ევროკავშირის მაღალი
რანგის წარმომადგენლებისა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მკაფიო
მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ, რაც მკვეთრად იგრძნობოდა
ევროკავშირის
საგარეო
საქმეთა
მინისტრების
გამოსვლების
სულისკვეთებაში.
პარტნიორების მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ,,მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ
3
ინტეგრაციას, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და რომ განაგრძობენ
ძალისხმევას იმისთვის, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვონ ევროკავშირს“.
დამატებით, ხაზგასასმელია ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს
დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში. ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისადმი, რომელიც, ქართული მხარის
ძალისხმევით და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, ევროპარლამენტის არაერთ
რეზოლუციაშია ასახული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ევროკავშირის ერთიანი
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის
პოლიტიკის
(CSDP)
შესახებ
ევროპარლამენტის
წლიური
ანგარიშები,
რომლებსაც
ევროპარლამენტი ყოველ წელს ამტკიცებს და მასში ასახულია ევროკავშირის საგარეო და
უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, სამომავლო ამოცანები და მათი
გადაჭრის გზები. ასევე, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ევროკავშირი.
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მაღალი და
უმაღლესი დონის ოფიციალური პირების არაერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ბრიუსელსა
და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის:
2022 წლის 12 დეკემბერს მონაწილეობა მივიღე ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ
პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელზეც დიდი ყურადღება
დაეთმო
აღმოსავლეთ
პარტნიორობის
რეგიონში
არსებულ
გამოწვევებს,
ასევე,
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარებას;
2023 წლის 20-23 მარტს, სამუშაო ვიზიტით ვეწვიე ბრიუსელს, რომლის ფარგლებში
ორმხრივი შეხვედრები გავმართე ევროკომისრებთან, ევროპარლამენტის წევრებთან,
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან;
როგორც უკვე აღვნიშნე, 2023 წლის 24 აპრილს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო
საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში შედგა ჩემი შეხვედრა ევროკავშირის მაღალი
რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
საგულისხმოა, რომ მოცემულ ფორმატში ეს შეხვედრა, რომელიც საბჭოს ოფიციალურ
დღის წესრიგშიც აისახა, პირველად შედგა საქართველოსთან;
2023 წლის, 25 აპრილს განხორციელდა საქართველოს პრემიერ მინისტრის სამუშაო ვიზიტი
ბრიუსელში, რომლის დროსაც მან შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან,
შარლ მიშელთან. შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას რა თქმა უნდა, საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენდა;
2023 წლის 1 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კიშინეუში
გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეორე შეხვედრაში. მოგეხსენებათ,
აღნიშნული ღონისძიება ევროპის ქვეყნების სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურთა დონეზე
იმართება და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას ეთმობა. წელს,
ღონისძიების ფარგლებში, სამი თემატური შეხვედრა გაიმართა: პირველი იყო ევროპის
მედეგობის გაძლიერება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა და
სესიის დღის წესრიგის თანახმად, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ჰიბრიდულ და
რეგიონალური
უსაფრთხოების
ენერგეტიკის/სუფთა
ენერგიის
საკითხებზე
წარმოების
და
ისაუბრა.
დანარჩენი
მობილობის/მიგრაციის
ორი
სესია
კონტექსტში
დაკავშირებადობის განვითარების საკითხებს ეხებოდა;
4
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოს
პარლამენტის წევრების, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტების
დირექტორების დონეზე როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ისე დასავლეთ
ბალკანეთის ქვეყნებში, რომლის მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი
მხარდაჭერის მობილიზება, ამ პროცესში გამოცდილების გაზიარება და სამომავლო
თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა იყო.
ამასთან, საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო საქართველოში განხორციელებული
ორმხრივი ვიზიტებით. ამ მხრივ, აღსანიშნავია სამეზობლოსა და გაფართოვების საკითხებში
ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის, სამუშაო ვიზიტი (2022 წლის, 14-16 ნოემბერი), რომელიც
საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ, ევროკავშირის მხრიდან,
პირველი მაღალი დონის ვიზიტს წარმოადგენდა.
ამასთან, აღსანიშნავია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით,
2022 წლის დეკემბერში თბილისში გამართული ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული
ამბასადორიალი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი
რანგის პირების, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე,
თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელების მონაწილეობით,
რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ძლიერი მოკავშირის როლს
რეგიონში, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის
განმტკიცების პროცესში.
ვაგრძელებთ ევროკავშირთან აქტიურ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და
თავდაცვის სფეროში. მოგეხსენებათ, ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის თანახმად,
საქართველო
ერთ-ერთი
პრიორიტეტული
პარტნიორია
მედეგობის
გაძლიერების
თვალსაზრისით და ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტში, პირველად მიენიჭა შავ
ზღვას, ზოგადად და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას ევროპის უსაფრთხოებისთვის
სტრატეგიული
მნიშვნელობა.
ამგვარი
ფორმულირების
უკან,
საქართველოს
ხელისუფლების და მისი მოკავშირეების, ასევე, სხვა პარტნიორების ძალისხმევაც დგას.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების
პერსპექტივები, მათ შორის სტრატეგიული კომპასის პრიორიტეტების მიხედვით, ასევე,
საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა იყო ევროკავშირის საბჭოს
პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტთან საქართველოს საგარეო საქმეთა და
თავდაცვის მინისტრების პირველი მოადგილეების პირველი ერთობლივი შეხვედრის
ცენტრალური თემები, რომელიც 2022 წლის 7 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა.
შეხვედრისას,
ერთმნიშვნელოვნად
ხაზი
გაესვა
საქართველოს
როლს
რეგიონში
სტაბილურობის ხელშეწყობასა და დაკავშირებადობის განვითარების კონტექსტში. ეს
დიალოგი გაგრძელდა ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების
საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მორიგი შეხვედრის ფარგლებში,
რომელიც 2023 წლის 25 თებერვალს თბილისში გაიმართა.
ხაზგასასმელია
ევროკავშირთან
წარმატებული
თანამშრომლობა
ევროპის
სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში.
უკრაინის
წინააღმდეგ
რუსეთის
აგრესიის
შედეგად
შექმნილი
უმძიმესი
გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რომელმაც ევროპა და მთლიანად მსოფლიო
სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა ეკონომიკის და სასურსათო უსაფრთხოების
5
თვალსაზრისით, შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების
განვითარება/ხელშეწყობას
განსაკუთრებული
ეკონომიკური
გარდა,
სარგებლის
ყურადღება
მნიშვნელოვანი
საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის
ეთმობა.
დატვირთვა
აღნიშნულს
აქვს
როგორც
პოლიტიკურ და უსაფრთხოების
ჭრილში. ისეთი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და
ინტერნეტ
კაბელები,
საბორნე
მიმოსვლა,
რომლებიც
საქართველოს
პირდაპირ
დააკავშირებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს
ქვეყანას, რათა ჩამოყალიბდეს ძლიერ რეგიონულ ცენტრად და საკვანძო როლი შეასრულოს
საერთაშორისო
ტვირთბრუნვასა
და
ვაჭრობაში,
წვლილი
შეიტანოს
ევროპის
ენერგოუსაფრთხოებაში არა მხოლოდ როგორც ენერგორესურსების გამტარმა, არამედ
როგორც სუფთა ენერგიის წყარომ.
აქვე აღსანიშნავია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი
ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. 2022 წლის
დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, ევროკავშირის საბჭომ მისიის მოქმედება ორი
წლით გაახანგრძლივა, რაც კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირი
მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მზად არის, გააგრძელოს აქტიური წვლილის
შეტანა ამ პროცესში. EUMM-ი ერთადერთი მოქმედი საერთაშორისო მისიაა საქართველოში,
რომლის მანდატიც ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს, ოკუპირებული ტერიტორიების
ჩათვლით და ითვალისწინებს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12
აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგს. EUMM-ი
ევროკავშირის სამოქალაქო მისიების წარმატებულ მაგალითად ითვლება, რომელიც
ადგილზე პატრულირებასა და ვითარების მონიტორინგთან ერთად, ჩართულია ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებებში,
თანათავმჯდომარეობას
უწევს
ინციდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და ახორციელებს ე.წ. ცხელი ხაზის
ფასილიტიციას, რაც, საერთო ჯამში, კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის
შესაძლებლობას გვაძლევს, ადგილზე ყოველდღიური პროვოკაციების პირობებში.
ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ევროკავშირთან ფართო ეკონომიკური და
სექტორული
დაახლოების
გზით,
ხელშესახები
სარგებელი
მოვუტანოთ
ჩვენს
საზოგადოებას, რაც, ყველაფერთან ერთად, პრაქტიკულად მოამზადებს ჩვენს ქვეყანას
ევროკავშირის წევრობისთვის. ამისთვის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმება კარგ ნიადაგს წარმოადგენს, რომ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე
ეტაპობრივი ინტეგრაცია მოვახდინოთ.
ამ მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას,
პოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილების გარდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კიდევ
ერთი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. კერძოდ, ის ხელს შეუწყობს უკეთ ავითვისოთ
ევროკავშირთან
თავისუფალი
ვაჭრობის
პოტენციალი,
მაქსიმალურად
დივერსიფიცირებული და ჩვენი ბიზნეს-ოპერატორებისთვის ხელსაყრელი გავხადოთ
ვაჭრობა ევროკავშირთან. გარდა ამისა, შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარება
პოლიტიკურ ჭრილშიც უნდა განვიხილოთ როგორც ევროკავშირთან გეოგრაფიული
დისტანციის შესამცირებლად გამიზნული სტრატეგიული კონცეფცია, რაც, ევროკავშირის
6
წევრ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრის არმქონე საქართველოს მჭიდროდ დააკავშირებს
ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
აქტიურ ფაზაში შედის მუშაობა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა შავი
ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები და საბორნე
მიმოსვლის ინტენსიფიკაცია.
მოგეხსენებათ, თითოეული პროექტის გარშემო შექმნილია სპეციალური სამუშაო
ჯგუფები, შესაბამისი დარგობრივი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით. ამჟამად,
მიმდინარეობს
პროექტების
სრულფასოვანი
ტექნიკურ-ეკონომიკური
კვლევები,
რომლებიც წლის ბოლომდე იქნება მზად და უკვე კონკრეტულ ნიადაგს მოამზადებს
შემდგომი საპროექტო სამუშაოების დასაგეგმად.
აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, აგრეთვე, ევროს ერთიანი გადახდის სივრცესა და
როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით, რაც უშუალოდ ჩვენი
მოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება - ამ მხრივ, კონსულტაციები გრძელდება
ევროკომისიასთან.
2022 წლის 15 ნოემბრიდან საქართველო (ისევე როგორც მოლდოვა და უკრაინა)
„ტრანსპორტის გაერთიანების“ (TCT) შესაბამის ორგანოებში დამკვირვებლის სტატუსით
სარგებლობს, რაც შემდეგ ეტაპზე ტრანსპორტის გაერთიანების ხელშეკრულებაში
სრულუფლებიან
გაწევრიანებას
ითვალისწინებს.
ეს
წინ
გადადგმული
ნაბიჯია
ევროკავშირის სატრანსპორტო სივრცეში ინტეგრაციისა და ამ სფეროში ევროკავშირის
ინსტიტუციურ და საკანონმდებლო ნორმებთან დაახლოებისთვის. გარდა ამისა,
ევროკომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები ენერგეტიკის სფეროში მაღალი დონის
დიალოგის ინიცირების მიზნით. მოგეხსენებათ, მსგავსი ფორმატი უკვე დაფუძნებულია
ტრანსპორტის სფეროში.
ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის კონტექსტში, ევროკავშირის სექტორულ
პოლიტიკებთან მეტი თავსებადობის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების
თვალსაზრისით როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ჩარჩო
პროგრამებსა და სპეციალიზირებულ სააგენტოებთან თანამშრომლობას.
წარმატებულ
მონაწილეობას
ვაგრძელებთ
„შემოქმედებითი
ევროპისა“
და
„ჰორიზონტი ევროპის“ განახლებულ პროგრამებში. საქართველო კვლავ პირველ ათეულშია
„ერასმუს+“-ის პროგრამის ბენეფიციართა შორის და, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, გადავიდეთ
შემდეგ ეტაპზე, გავხდეთ ასოცირებული წევრი, რისთვისაც მიმდინარეობს ქვეყნის მზაობის
შეფასება.
საქართველო გახდა ევროკავშირის საბაჟო და საგადასახო პროგრამის „ფისკალი“
ასოცირებული ქვეყანა და ევროკომისიას მივმართეთ ერთიანი ბაზრის პროგრამაში ჩართვის
წინადადებით,
რაც
დაგვეხმარება
მივაღწიოთ
ინსტიტუციურ
თავსებადობას
ევროკავშირთან და, ასევე, ჩვენმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღოს მეტი მხარდაჭერა.
ასევე, ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას ევროკავშირის ისეთ სააგენტოებთან,
როგორიცაა „ფრონტექსი“, „ევროპოლი“ და „ევროჯასტი“. მიმდინარეობს კონსულტაციები
ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმების საკითხზე.
მიმდინარეობს კონსულტაციები ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის ინსტრუმენტში
გაწევრიანების მიზნით და გვაქვს წარმატების იმედი, რადგან ევროკომისიის შესაბამის
7
სამსახურთან
ძალზე
ნაყოფიერი
თანამშრომლობა
გვაკავშირებს
ორმხრივი
ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.
ვაგრძელებთ ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი
ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის აქტიურ თანამშროლობას ევროკომისიასთან ისევე,
როგორც წევრ ქვეყნებთან (მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის,
ასევე რეადმისიის შეთანხმების განხორციელების კუთხით, რომელიც მაღალ ნიშნულზეა).
ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს რეგულარულად მიეწოდებოდა ინფორმაცია საქართველოს
მთავრობის მიერ დაგეგმილი, თუ გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შესახებ, ასევე,
გრძელდებოდა კონსულტაციები წევრ ქვეყნებთან საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის
ქვეყნად აღიარების მიზნით (დღესდღეობით, აღიარებულია 18 ქვეყნის მიერ). საქართველოს
შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, მომზადდა სავიზო რეჟიმის
ლიბერალიზაციის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულების 2022 წლის
ანგარიში, რომელიც დადგენილ დროში წარედგინა ევროკომისიას. შესაბამისად, წლის
ბოლოს ველოდებით ევროკომისიის მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების
მექანიზმის ფარგლებში მე-6 ანგარიშის გამოქვეყნებას.
აღსანიშნავია,
რომ
ევროკავშირის
წევრ
ქვეყნებთან
თანამშრომლობის
პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებთან
თანამშრომლობის გაძლიერება, გაწევრიანების გზაზე მათ მიერ შეძენილი გამოცდილების
გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით. ჩვენი სამინისტროდან 2022 წელს
უკვე განხორციელდა სამუშაო ვიზიტები ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში,
ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთში, ევროკავშირის საკითხებზე დიალოგის წამოწყების
მიზნით; ასევე, განხორციელდა მონტენეგროს სახელმწიფო მდივნის საპასუხო ვიზიტი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში საქართველოში პირველად გაიმართა
ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები საქართველოსა და
დასავლეთ
ბალკანეთის
ქვეყნების
(ალბანეთი,
მონტენეგრო,
ბოსნია-ჰერცოგოვინა,
სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია) საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროების მაღალი
რანგის დიპლომატებს შორის, რომლის მიზანს საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებს
შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე გამოცდილების გაზიარება და ევროკავშირთან
სექტორული დაახლოების კუთხით კავშირების ინიცირება/გაძლიერება წარმოადგენდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო
ცენტრის მეშვეობით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მხარდაჭერის
განმტკიცების მიზნით, რისთვისაც საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, 560
ღონისძიება
გაიმართა.
მათში
სხვადასხვა
სამიზნე
აუდიტორიის
(პედაგოგები,
ახალგაზრდები, მედია, ეთნიკური უმცირესობები, ადგილობრივი თვითმმართველობები,
არასამთავრობო
ორგანიზაციები)
22
000-მდე
წარმომადგენელი
მონაწილეობდა.
განხორციელებული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია ევროპის დღეები, რომელიც წელს
უკვე მეათედ ჩატარდა. ასევე, განხორციელდა ისეთი ფართომასშტაბიანი პროექტები,
როგორიცაა
„ევროპული
არდადეგები“,
კულტურულ-საგანმანათლებლო
ტურები
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლის პედაგოგებისთვის,
სემინარების ციკლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტებისთვის,
„ჩართულობის აკადემია“ ახალგაზრდებისთვის, „მედია სკოლა“ რეგიონული მედიის
8
წარმომადგენლებისათვის და სხვა. საანგარიშო პერიოდში, ასევე მომზადდა და გავრცელდა
სხვადასხვა სახის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალა, კერძოდ, 8 000-ზე მეტი ბეჭდური
თემატური ლიტერატურა, 41 სოც-მედია პროდუქტი, რომლებმაც ჯამში 1,343,499 ჩვენება
დააგროვა. მასალები ასევე ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
სამომავლო გეგმები
გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან
როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რათა, 2022 წლის 23 ივნისის
გადაწყვეტილების
გადასასვლელად,
უზრუნველსაყოფად
მოვახდინოთ
და
გაწევრიანების
პოლიტიკური
და
შემდგომ
ინსტიტუციური
ეტაპებზე
რესურსების
მობილიზება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროპულ ინსტიტუტებში;
გავაგრძელებთ ევროკავშირის ინსტიტუციებთან (განსაკუთრებით, ევროკომისიასა და
საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურთან) აქტიურ კომუნიკაციას ევროკავშირში
გაწევრიანებისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ, რათა პროცესი
მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინკლუზიური იყოს;
აქტიურად
გავაგრძელებთ
მუშაობას,
გაფართოვების
პოლიტიკის
ფარგლებში,
ევროკომისიასთან საქართველოს შეფასების მომდევნო ანგარიშის მზადების პროცესში;
გავაგრძელებთ
ევროპარლამენტთან
საპარლამენტო
კომიტეტის
თანამშრომლობას,
ფარგლებში,
ასევე
ისეთ
მათ
შორის
ასოცირების
დოკუმენტებზე,
როგორიცაა
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) შესახებ ანგარიშები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ასპექტების ასახვის მიზნით;
გავაგრძელებთ
მუშაობას
ევროკავშირთან
არსებული
ინსტიტუციური
დიალოგის
ფორმატებში, მათ შორის, ასოცირების საბჭოსა და კომიტეტის, სექტორული ქვეკომიტეტების,
მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტისა და ადამიანის
უფლებათა დიალოგის ფარგლებში, ასევე უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიული
დიალოგისა და სხვა ფორმატების ფარგლებში. აღნიშნული ფორმატების პრაქტიკული
დატვირთვა დღეს ძალზე მაღალია, ვინაიდან ისინი ემსახურება საქართველოს წინსვლას
გაწევრიანების გზაზე;
დარგობრივ
უწყებებთან
ერთად
გავაგრძელებთ
სექტორული ინტეგრაციის კუთხით ახალი
გავაძლიერებთ
ძალისხმევას
ევროკავშირის
ევროკავშირთან
ეკონომიკური
და
შესაძლებლობების მოძიებას. ასევე,
პროგრამებსა
და
სააგენტოებთან
თანამშრომლობის მიმართულებით;
გავაგრძელებთ
ევროკავშირთან
ენერგეტიკული,
სატრანსპორტო
და
ციფრული
დაკავშირებადობის მიმართულებით მუშაობას, მათ შორის მაღალი დონის ღონისძიებების
ორგანიზების მიზნით. შემოდგომაზე, ევროკომისიასთან თანამშრომლობით, აღმოსავლეთ
პარტნიორობის ფარგლებში, თბილისში იგეგმება დაკავშირებადობის შესახებ მაღალი დონის
სემინარის ორგანიზება, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან ევროკავშირის წევრი, დასავლეთ
ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნები და სხვა
საერთაშორისო პარტნიორები;
გავაგრძელებთ აქტიურ კონსულტაციებს ევროკომისიასთან ევროკავშირის ეკონომიკური და
საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების
9
განსახორციელებლად. ამ მხრივ, შავი ზღვის ელექტრო და ინტერნეტ კაბელებსა და საბორნე
მიმოსვლის პროექტებზე წლის ბოლომდე ველით ტექნიკური მიზანშეწონილობის
კვლევების შედეგებს, რის მიხედვითაც განისაზღვრება შემდგომი ნაბიჯები;
გავაგრძელებთ აქტიურ დიალოგს ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობის
გაღრმავების
კუთხით,
მათ
შორის
სტრატეგიული
კომპასით
გათვალისწინებული პრიორიტეტების მხრივ. წლის ბოლომდე იგეგმება უსაფრთხოების
საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მორიგი შეხვედრა;
აქტიური იქნება ძალისხმევა, ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპებზე და გაწეულ სამუშაოზე
ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ნატო-ში ინტეგრაცია
ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში,
ქართული მხრიდან გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით: გაიმართა
მაღალი დონის ვიზიტები როგორც ნატოს შტაბ-ბინაში, ისე საქართველოში, რომლის
დროსაც მოკავშირეებთან ერთად განიხილებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის
ყველა აქტუალური საკითხი და სამომავლო პერსპექტივები.
ბრიუსელში
ვიზიტისას,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
შეხვდა
ნატოს
გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. საქართველოს ორჯერ სტუმრობდა კავკასიასა
და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი,
ხავიერ კოლომინა; ასევე, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატოს
გენმდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი და ქალთა მშვიდობისა და
უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი,
ირენ ფელინი. ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ხელშესაწყობად, ასევე
გაიმართა კონსულტაციები და შეხვედრები ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. ამასთან:
საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: ნატოსაქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატოსაქართველოს არსებით პაკეტს (SNGP);
მიმდინარეობდა
ნაყოფიერი
მუშაობა
ნატო-საქართველოს
კომისიის
ფარგლებში.
საანგარიშო პერიოდში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა კომისიის 9 სხდომა;
შემუშავდა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტი და 2023
წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP). ალიანსმა დადებითად შეაფასა საქართველოში
სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმები, პროგრესი ნატოში ინტეგრაციის
გზაზე. დამტკიცდა საქართველოს 2023 წლის რიგით მე-15 წლიური ეროვნული პროგრამა,
რომელის მიმდინარე წლის მაისში წარედგინა ნატოს მხარეს;
საანგარიშო პერიოდში ქართული მხარის ძალისხმევა მიმართული იყო ნატო-საქართველოს
არსებითი პაკეტის გაძლიერების (Enhanced SNGP) შედეგად როგორც არსებული, ისე ახალი
ინიციატივების ეფექტიან იმპლემენტაციაზე;
მნიშვნელოვანია აღინიშნოს 2022 წლის 10-11 ნოემბერს განხორციელებული ნატოს
პარტნიორობისა
საქართველოში.
და
თანამშრომლობითი
საკანონმდებლო
და
უსაფრთხოების
კომიტეტის
აღმასრულებელი
ვიზიტი
ხელისუფლების
წარმომდგენლებთან შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს ნატოში გაწევრიანების,
10
შავი ზღვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩატარებული რეფორმების
საკითხები. ვიზიტმა უაღრესად დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ალიანსის მხრიდან;
2022 წლის 30 ნოემბერს, ბუქარესტში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს,
ჩემი ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციაც დაესწრო.
მინისტერიალზე
მიღებულ იქნა ქმედითი გადაწყვეტილებები, მადრიდის სამიტზე დამტკიცებული,
საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით;
მიმდინარე წლის 23 მარტს, მონაწილეობა მივიღე მუდმივი წარმომადგენლების დონეზე
გამართულ
ნატო-საქართველოს
კომისიის
სხდომაში,
სადაც,
სხვა
მნიშვნელოვან
საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით
მიღწეული პროგრესი, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და 2023 წლის წლიურ
ეროვნულ პროგრამაში (ANP) ასახული მთავარი პრიორიტეტები. კომისიის სხდომის
პარალელურად, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის
მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან;
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში, საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროების
ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა ნატოს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და
უსაფრთხოებისთვის (SPS) საინფორმაციო დღე, რომელიც წარმოადგენს ჰიბრიდული
გამოწვევების მიმართულებით ალიანსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ ქმედით მექანიზმს.
ღონისძიება გახსნა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატოს
გენმდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ;
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, ნატოს საკონტაქტო საელჩოს მისიას საქართველოში
ასრულებს რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები. მისიის შესრულების
დაწყებასთან
დაკავშირებით,
საქართველოს
ვიზიტით
ეწვივნენ
ნატოში
დიდი
ბრიტანეთისა და რუმინეთის მუდმივი წარმომადგენლები. საქართველო განაგრძობს ნატოს
საკონტაქტო საელჩოებთან აქტიურ თანამშრომლობას პოლიტიკური დიალოგისა და
პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
სამომავლო გეგმები
ევრო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის
უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყნის
უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის.
ქართული მხარე აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ივლისში ვილნიუსის სამიტზე
საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის უზრუნველსაყოფად;
გაგრძელდება მუშაობა არსებული პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტების, ნატოსაქართველო კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამის და გაძლიერებული ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით;
საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი,
გააგრძელებს ალიანსთან სტრატეგიულ დისკუსიებში მონაწილეობას და გააღრმავებს
პრაქტიკულ თანამშრომლობას, ნატოს შესაბამისი გადაწყვეტილებების შესაბამისად;
საქართველო
კვლავ
იქნება
ალიანსის
მნიშვნელოვანი
პარტნიორი
საერთაშორისო
უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და გააგრძელებს გაძლიერებული შესაძლებლობების
მქონე პარტნიორის სტატუსით მინიჭებული შესაძლებლობების გამოყენებას, ასევე
აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან.
11
გაგრძელდება
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ფორმატებში
ნატოს
წევრ
ქვეყნებთან
თანამშრომლობა.
ქვეყნის
სუვერენიტეტის
განმტკიცება
და
ტერიტორიული
მთლიანობის
უზრუნველყოფა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
სამინისტრო,
პარტნიორ
ქვეყნებსა
და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით,
აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული
მთლიანობის
აღდგენის,
დეოკუპაციისა
და
რუსეთ-საქართველოს
კონფლიქტის
მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ
საკითხს წარმოადგენს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად რეგიონში შექმნილი
უაღრესად მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და რუსეთ-საქართველოს
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხი მუდმივად იდგეს
საერთაშორისო დღის წესრიგში. ამ კონტექსტში, მსურს, ყურადღება გავამახვილო
ძირითადი მიმართულებებით ჩვენს მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე:
უპირველეს ყოვლისა, ხდებოდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური თუ
სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების
უზრუნველყოფისთვის. კერძოდ:
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს ვაყენებდით ყველა
შესაბამის ორმხრივ ფორმატში, იქნებოდა ეს ნებისმიერი ვიზიტი თუ შეხვედრა,
პოლიტიკური კონსულტაციები, მაღალი დონის ორმხრივი სტრატეგიული დიალოგები,
ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგის ფორმატები.
საანგარიშო პერიოდში ეფექტურად იყო გამოყენებული მრავალმხრივი ფორმატები, მათ
შორის: გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, ევროკავშირის და ნატოს სხვადასხვა შესაბამისი
პლატფორმა. აქვე, აღსანიშნავია, მიმდინარე წლის 24 აპრილს ევროკავშირის საგარეო
საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომა;
ჩვენი აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, პარტნიორების მხრიდან გვხვდებოდა
მკაფიო
საჯარო
მხარდაჭერა
საქართველოს
სუვერენიტეტისა
და
ტერიტორიული
მთლიანობის მიმართ, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების
საქმეში, რაც აისახა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ
დოკუმენტში.
ამის ნათელი დასტურია 16-17 მაისს, ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის საბოლოო
დეკლარაცია: მასში დაგმობილია რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, და სადაც
რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები,
სრულად და დაუყონებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. ეს არის
მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე
საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით;
ასევე, აღსანიშნია ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ პერიოდში მიღებული ისეთი
მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, როგორიცაა:
12
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია და გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა სტატუსის შესახებ;
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“;
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები;
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები;
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია;
აშშ-ის
სახელმწიფო
დეპარტამენტის
და
გაერთიანებული
სამეფოს
საგარეო,
თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებათა ანგარიშები.
მნიშვნელოვანია, ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ, ადამიანის
უფლებათა
ევროპულ
სასამართლოსა
და
სისხლის
სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოში, საქართველოს წარმატებები;
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მნიშვნელოვან
ინსტრუმენტად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც ერთადერთი
ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის
შეწყვეტის
შეთანხმების
შესრულების
საკითხზე
და
უზრუნველყოფს
ამ
თემის
ახდენს
ჟენევის
საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას;
რეგიონში
განვითარებული
მოლაპარაკებების
მოვლენები,
პროცესზეც.
ბუნებრივია,
მიუხედავად
ამისა,
გავლენას
ფორმატის
მნიშვნელობის
გათვალისწინებით, ძალისხმევას არ ვიშურებთ მისი შეუფერხებელი მუშაობის
უზრუნველსაყოფად
და
ამ
მიზნით,
მჭიდროდ
ვთანამშრომლობთ
ჟენევის
მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და მათ ორგანიზაციებთან (ევროკავშირი, გაერო,
ეუთო), ასევე აშშ-თან, როგორც მოლაპარაკებების მონაწილესთან. სწორედ ამ აქტიური
მუშაობის შედეგად მოხერხდა 2022 წლის 5 ოქტომბერს, ჟენევაში, მოლაპარაკებების მორიგი,
56-ე რაუნდის ჩატარება, რამაც იმპულსი მისცა შემდგომი რაუნდების გამართვას (57-ე შედგა
2023 წლის 4-5 აპრილს. 58-ე რაუნდი იგეგმება ივლისში);
რაუნდის ფარგლებში, ჩვენი ძალისხმევითა და თანათავმჯდომარეების მხარდაჭერით,
ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის
მთავარ საკითხებზე, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით
დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი
საერთაშორისო
ოკუპირებული
ვალდებულებების
ტერიტორიებიდან
სრულად შესრულების აუცილებლობას,
იძულებით გადაადგილებული პირებისა
და
და
ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას;
ქართული მხარე განაგრძობდა აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიასთან. მოგეხსენებათ, ეს არის ერთადერთი მისია ევროკავშირის შუამავლობით
დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგის
მანდატით, რომელიც მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას,
პირველ რიგში კი, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს ადგილზე არსებული ვითარების
შესახებ, მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და მის ფარგლებში
მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM)
შეხვედრებში და ახორციელებს 24 საათიანი ცხელი ხაზის შუამავლობას. შესაბამისად,
მისიას განსაკუთრებული როლი აქვს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისა და
13
ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში. საქართველო ყველა დონეზე
აყენებდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის
აუცილებლობას, რასაც მისიის მანდატი ითვალისწინებს;
წარმატებით
გრძელდებოდა
მუშაობა
არაღიარების
პოლიტიკის
განმტკიცების
მიმართულებით.
სამომავლო გეგმები
ჩვენი მიზანია საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც აღნიშნულ თემაში
ჩართული ყველა სხვა უწყების ძალისხმევა აისახოს ხელშესახებ შედეგებში ქვეყნის
დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების,
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების,
საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ ადამიანებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის,
მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
აღნიშნული გულისხმობს კონკრეტულ შედეგებს სამშვიდობო პოლიტიკის ორივე
მიმართულებით, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ისე
საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის
კუთხით. ამ მიზნების მისაღწევად ჩვენი მუშაობა კონცენტრირებული იქნება შემდეგ
რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე:
საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება და კონსოლიდაცია რუსეთ-საქართველოს
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას
იძენს ევროპული უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში;
გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე შესაბამის
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და
ყველა შესაბამის ფორმატში აქტიურად იდგეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის
მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები და გადაიდგას
-
ქმედითი ნაბიჯები ამ ამოცანების შესრულების მიზნით, კერძოდ:
რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში კი,
ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის
შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება;
-
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და
-
ღირსეულად დაბრუნება;
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
-
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და
ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვება;
ჩვენი მიზანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგის მიღწევა და
პროცესის გაძლიერება, რაც შექმნის საფუძველს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფისა და იძულებით
გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული
დაბრუნების
პროცესის
ორგანიზაციებთან
ევროკავშირის
და
წევრ
დაწყებისთვის.
აშშ-თან,
როგორც
სახელმწიფოებთან
ჩვენ
გავაგრძელებთ
მოლაპარაკებების
მჭიდრო
თანათავმჯდომარე
მონაწილესთან,
თანამშრომლობას
ასევე
პროცესის
მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით;
14
პროაქტიული მუშაობა გაგრძელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელების უზრუნველსაყოფად;
პარალელურად გავაგრძელებთ ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას
შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას და პროცესში საერთაშორისო
თანამეგობრობის ქმედითი ჩართულობის უზრუნველყოფას;
პრიორიტეტული იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერით
ხელი შევუწყოთ, ერთი მხრივ, საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური
ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის,
თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირების შესახებ შეთანხმებების შედეგად მიღებული
სიკეთეების გაზიარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის,
ხოლო, მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგსა და
შერიგების პროცესს;
აქტიურად
გავაგრძელებთ
არაღიარების
პოლიტიკის
შემდგომ
კონსოლიდაციას
საერთაშორისო არენაზე.
ორმხრივი ურთიერთობები
გასული წლის განმავლობაში ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს
შეადგენდა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან.
ამერიკის
შეერთებულ
შტატებთან,
საქართველოს
მთავარ
სტრატეგიულ
მოკავშირესთან, დინამიურად ვითარდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ,
ისე საკანონმდებლო დონეზე - სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და შემდგომი
გაღრმავების მიზნით. შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის
სუვერენიტეტისა
და
უსაფრთხოების
განმტკიცებას,
ნატოში
ინტეგრაციას,
ასევე
დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და ეკონომიკური თანამშრომლობის
გაღრმავების მიმართულებებს. ამასთან, კიდევ უფრო გაძლიერდა თანამშრომლობა
ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან, წამყვან ანალიტიკურ ცენტრებთან,
არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან, კვლევით ინსტიტუტებთან და აკადემიურ
საზოგადოებასთან.
ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მზარდ ტენდენციას
ნათლად ასახავს პარლამენტში ჩემი ბოლო გამოსვლის შემდეგ გამართული არაერთი
მაღალი დონის სამუშაო ვიზიტი და შეხვედრა, პირადი თუ სატელეფონო საუბარი.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აშშ-საქართველოს სტრატეგიულ
პარტნიორობას არა მარტო ორმხრივ,
არამედ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში
მშვიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში. ამ მხრივ, აღსანიშნავია, მიმდინარე წლის 9
მარტს,
რეგიონული
ტურნეს
ფარგლებში,
საქართველოში
აშშ-ის
სახელმწიფო
დეპარტამენტის კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლის და ჟენევის
საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, ლუის ბონოს,
ვიზიტი თბილისში და რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე
გამართული დიალოგი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო და ჩვენი რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს
იკავებს აშშ-ის ხედვაში ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირების
კონტექსტში.
15
ვაშინგტონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთისა და ბელარუსის
წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს. ამ მხრივ,
აღსანიშნავია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის „საქართველოში
საინვესტიციო კლიმატის“ თაობაზე მოხსენება, რომლის თანახმადაც, საქართველო
სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმს და იღებს შესაბამის ზომებს, რათა
ქვეყნის ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის
ავლისთვის. ამასთან, ამერიკული მხარე ფორმალურ თუ პირად საუბრებში, ცალსახად
დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას.
უმაღლეს ნიშნულზეა აშშ-თან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების
სფეროში.
აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა აშშ-ის კონგრესთან როგორც ორმხრივი
ვიზიტების, ასევე, საკანონმდებლო დონეზე აშშ-ის მხარდაჭერის განმტკიცების კუთხით.
მიმდინარე წლის 20-21 თებერვალს საქართველოში გაიმართა აშშ კონგრესის დელეგაციის
ვიზიტი, სენატორების ჯინ შაჰინისა და რიჩარდ (დიკ) დურბინის შემადგენლობით.
მაქსიმალურად იქნა შენარჩუნებული საქართველოსთვის მნიშვნელოვან აშშ-ის
საკანონმდებლო აქტებში ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა:
-
2022 წლის 29 დეკემბერს ძალაში შესული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი,
რომელიც, უკვე მე-8 წელია, მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების
დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2022
ფისკალური წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება კვლავ უმაღლეს
ნიშნულზეა და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს;
-
აღსანიშნავია, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA), რომელიც
ძალაში 2022 წლის დეკემბერში შევიდა, შავი ზღვის რეგიონისადმი დაფიქსირებული
განსაკუთრებული
ინტერესი.
კანონი
ხაზს
უსვამს
კოლექტიური
ძალისხმევის
აუცილებლობას შავი ზღვის ქვეყნების თავდაცვითი და მდგრადობის შესაძლებლობების
გაძლიერებისთვის და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი
ხელშეწყობის მიზნით, შავი ზღვისთვის მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი
სტრატეგიების მიღებას;
-
2023 წლის მარტში, აშშ-ის კონგრესში, სენატორების ჯინ შაჰინისა და მიტ რომნის მიერ
ინიცირდა ორპარტიული „შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“. დოკუმენტში ხაზგასმულია
რეგიონის
მნიშვნელობა
ევრო-ატლანტიკური
სივრცისა
და
გლობალური
უსაფრთხოებისთვის; აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ გამოთქმულია
მოწოდება შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით ქმედითი სტრატეგიის შემუშავების
შესახებ; აქტი ხაზს უსვამს თავდაცვის, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ეკონომიკის
სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანმშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
საქართველოსა
და
აშშ-ს
შორის
სავაჭრო-ეკონომიკური
ურთიერთობების
გაღრმავების და აშშ-იდან ინვესტიციების წახალისების მიზნით, მათ შორის, თავისუფალი
ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე პროგრესის
მისაღწევად,
გრძელდება
მუშაობა
აშშ-ის
სავაჭრო
წარმომადგენლის
ოფისის,
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო
წრეების წარმომადგენლებთან (2023 წლის 4-6 აპრილს, საქართველოში ვიზიტით
იმყოფებოდა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწე საერთაშორისო ბაზრების საკითხებში,
16
არუნ ვენკატარამანი, ხოლო 11 აპრილს, აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწე ექსპორტის
ადმინისტრირების საკითხებში, თია როზმან კენდლერი).
დინამიურად
ვითარდებოდა
ჩვენი
ურთიერთობები
კანადასთანაც.
უნდა
მოგახსენოთ, რომ კანადურ მხარესთან ამჟამად დღის წესრიგში დგას და აქტიურად
გრძელდება
მუშაობა
უცხოური
ინვესტიციების
დაცვის
შეთანხმებაზე
(FIPA)
მოლაპარაკებების კუთხით, რომლის ხელმოწერაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ორ
ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების
მოზიდვის ხელშეწყობის კუთხით.
მეზობელ
ქვეყნებთან
ორიენტირებულია
ურთიერთსასარგებლო
მიმართებაში
დაბალანსებულ,
საქართველოს
პარტნიორულ
თანამშრომლობაზე.
ჩვენი
მიზანია
საგარეო
პოლიტიკა
ურთიერთობებზე
რეგიონში
და
მშვიდობის,
სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რა
მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ.
საქართველომ „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის“ ფარგლებში ქმედითი ნაბიჯები
გადადგა ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონსტრუქციული დიალოგის მიმართულებით და
გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც გავაგრძელოთ ამგვარი ჩართულობა. ვთვლით, რომ
ჩვენი ძალისხმევა მნიშვნელოვანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების
გზაზე, ამიტომ საქართველოს მიერ თბილისის პლატფორმის შეთავაზება მეზობელი
ქვეყნებისთვის ძალაში რჩება ისევე, როგორც ჩვენი მზაობა, შესაძლებლობის ფარგლებში,
მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ნდობის აღდგენასა და დიალოგს. აღსანიშნავია
ევროკავშირის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიტიური როლი რეგიონში
მიმდინარე
პროცესებთან
დაკავშირებით.
ვთვლით,
რომ
დასავლეთის
აქტიური
ჩართულობა რეგიონში აუცილებელია და მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე
პარტნიორებისთვის.
თურქეთის მიმართულებით გრძელდება აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიული
ურთიერთობების ფარგლებში, გაიმართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრები პრემიერმინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. საქართველო იყო ერთ-ერთი
პირველი ქვეყანა, რომელმაც თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ
რამდენიმე საათში გაგზავნა მაშველების ჯგუფი და საჭირო ტექნიკა. ასევე, მოკლე დროში
საქართველოდან თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.
მიმდინარე წლის 23-24 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირადად ეწვია
ანკარას, და მოინახულა ერთი-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული - ჰატაის პროვინცია. პრეზიდენტ ერდოღანის ხელახლა არჩევის შემდეგ, გრძელდება ორ ქვეყანას
შორის უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია.
აზერბაიჯანთან მიმართებაში, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა
კიდევ უფრო დიდ როლს იძენს ჩვენი ქვეყნების და მთლიანად რეგიონის ინტერესების
შესაბამისად. ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ
არაერთ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს
ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია. აქტიურად ვმუშაობთ მომავალში ჩვენი რეგიონის
მიმზიდველობის უფრო გასაზრდელად როგორც მზარდი ევროპული ენერგო-მომარაგების
დაკმაყოფილების, ისე მთლიანად დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებულობის
გაზრდის კუთხით. ერთ-ერთი ასეთი მეგა-პროექტი გახლავთ საქართველოს მიერ
17
ინიცირებული ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც არის
ენერგეტიკის
სფეროში
შეთანხმების
ნაწილი
ევროკომისიასა
და
აზერბაიჯანის
რესპუბლიკას შორის და წარმოადგენს ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის
ნაწილს.
2022 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი,
ხოლო მიმდინარე წლის 7-8 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში, იმყოფებოდა აზერბაიჯანში. მხარეებმა ისაუბრეს პარტნიორობის მაღალ
დონეზე და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგზე, ინტენსიურ თანამშრომლობაზე სავაჭროეკონომიკური მიმართულებით და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე;
აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა სომხეთის რესპუბლიკასთან. მიმდინარე წლის
11-12 იანვარს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი. ასევე, პრემიერმინისტრების დონეზე გაიმართა ,,ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის
მთავრობათაშორისი კომისიის“ რიგით მე-12 სხდომა. ვიზიტისას, ხელი მოეწერა ორ
ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რაც საქართველოსა და სომხეთის
მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საზღვარი გადაკვეთონ ელექტრონული პირადობის
მოწმობების მეშვეობით.
ევროპის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის კუთხით მინდა გამოვყო
შემდეგი მიღწევები:
ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული კავშირების განმტკიცების, ახალი სტრატეგიული
პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და სხვადასხვა დარგობრივი
თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შედგა უპრეცედენტო რაოდენობის უმაღლესი და
მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა (36 ორმხრივი ვიზიტი). მათ შორის, თბილისს
ვიზიტით ეწვია: ავსტრიის კანცლერი; დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, დანიის,
ნორვეგიის,
ხორვატიის,
პოლონეთის,
ჩეხეთის,
უნგრეთის
საგარეო
უწყების
ხელმძღვანელები. ასევე, პროაქტიულად განხორციელდა საქართველოს უმაღლესი და
მაღალი თანამდებობის პირების ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან
საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში, მათ შორის ჩემი შეხვედრები ევროკავშირის ყველა
ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან. ნაყოფიერად იქნა გამოყენებული, აგრეთვე,
პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი [კვიპროსი, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვენია,
იტალია, ირლანდია];
უმნიშვნელოვანესი იყო გერმანიის მხრიდან დაფიქსირებული ღია პოლიტიკური
მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი. აღსანიშნავია საგარეო საქმეთა
ფედერალური მინისტრის, ანალენა ბერბოკის, ვიზიტი თბილისში (მ/წლის 23-24 მარტს)
სადაც მან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველო არის ევროპა და საქართველოსა
და ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია. ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის
კონსოლიდაციას ემსახურებოდა ახლახანს, 9 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ბერლინში განხორციელებული ვიზიტი;
საფრანგეთის მხარდამჭერი გზავნილი გააჟღერა საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ
კოლონამ თბილისში ვიზიტისას (მ/წლის 28 აპრილს), როდესაც მან მკაფიოდ დაადასტურა
საფრანგეთის მზადყოფნა, დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას, რათა ქართველი ხალხის ევროპული
ოცნება იქცეს რეალობად;
18
განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა „ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის“
ფორმატში ჩატარებულ სამმხრივ კონსულტაციებს, რომელიც მიმდინარე წლის 1 მარტს,
ბერლინში, გაიმართა (კონსულტაციების მორიგ რაუნდს ფრანგული მხარე უმასპინძლებს).
აღსანიშნავია, რომ ევროპის პოლიტიკური და უსაფრთხოების წესრიგის ამჟამინდელი
ტრანსფორმაციის ფონზე და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით,
ეს ფორმატი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სტრატეგიულ
საკითხებზე ურთიერთთანმხვედრი პოზიციების კონსოლიდაციის მიზნით;
მნიშვნელოვანი იყო ასევე
გერმანიისა და
საფრანგეთის მხრიდან ერთობლივად
დაფიქსირებული მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი, რაც
აისახა ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით
მიღებულ გერმანულ-ფრანგულ დეკლარაციაში;
უპრეცედენტოდ
ინტენსიურ
ხასიათს
გაერთიანებულ
სამეფოსთან.
მიმდინარე
ატარებდა
წლის
ორმხრივი
26-27
იანვარს,
ურთიერთობები
პატივი
მქონდა,
უწყებათაშორისი დელეგაციის თანხლებით, ვიზიტით ვწვეოდი ლონდონს, სადაც
გაიმართა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-8 რაუნდი. აღსანიშნავია, რომ
დიალოგის ერთობლივ კომუნიკეში, ფორმატის არსებობის ისტორიაში პირველად, ჩაიწერა
ტერმინი „ოკუპაცია“. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
უპირობო მხარდაჭერის დასტური გახლდათ ასევე დიდი ბრიტანეთის საგარეო,
თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი თბილისში, 17
მარტს, როდესაც მან, კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი, რომ საქართველო არის დიდი
ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორი. ბრიტანეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში
საქართველოს თემატიკის პრიორიტეტულობაზე მიანიშნებს, აგრეთვე, ქვეყნის საგარეო,
უსაფრთხოების, თავდაცვისა და განვითარების პოლიტიკის ინტეგრირებული კვლევის
განახლებული
ვარიანტი,
სადაც
პრემიერ-მინისტრის
წინასიტყვაობაში
ნახსენებია
საქართველო და გამოყენებული ტერმინი „ოკუპაცია“;
თვისობრივად ახალ ნიშნულზე გადავიდა ურთიერთობები ნორდიულ რეგიონთან.
ნორვეგიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტების ფარგლებში, თბილისში
ოფიციალურად გაიხსნა ნორვეგიისა და დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობები,
რაც ნათლად მიანიშნებს საქართველოს სტრატეგიულ როლზე რეგიონში. დანიასთან
მზარდ ურთიერთობებზე მეტყველებს ასევე ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკის ახალი სტრატეგია, სადაც საქართველო სახელობითად არის მოხსენიებული
ევროკავშირში ინტეგრაციისა და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების კონტექსტში.
საქართველოს
ევროპული
პერსპექტივის
გათვალისწინებით,
განსაკუთრებული
დატვირთვის იყო ჩემი ვიზიტი შვედეთში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის
კონტექსტში. აღსანიშნავია ასევე შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის - ვიქტორიას ვიზიტი
თბილისში,
29-30
მარტს,
რაც
იყო
ისტორიული
დამოუკიდებლობის აღდგენიდან, საქართველოს პირველად
ვიზიტით ევროპული სამეფო ოჯახის წარმომადგენელი;
სახის,
ეწვია
ვინაიდან
ოფოციალური
განვითარების მაღალ საფეხურზე გადავიდა ორმხრივი ურთიერთობები იტალიასთან.
მიმდინარე წლის 21 აპრილს, რომში ჩემი ვიზიტისას, ხელი მოეწერა ერთობლივ
დეკლარაციას ქართულ-იტალიური მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ, რაც
მიზნად
ისახავს
თანამშრომლობის
განვითარებას
პოლიტიკის,
თავდაცვისა
და
19
უსაფრთოხების, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში. წლის დასაწყისში, იტალიურმა
მხარემ შესაბამის დეკრეტში [Decreto flussi] საქართველო იმ ქვეყნების სიაში დაამატა,
რომლის მოქალაქეებსაც იტალიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა აქვთ;
ევროკავშირის
საბჭოს
მომავალი
თავმჯდომარეობის
გათვალისწინებით,
პრიორიტეტულად წარიმართა თანამშრომლობა ესპანეთთან. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი
ქვეყნის ევროპული მომავლისადმი ესპანეთის პოლიტიკური მხარდაჭერის ასახვა ე.წ.
ვალენსიას ტრიოს ფარგლებში გამოქვეყნებულ ესპანურ-რუმინულ-პოლონურ ერთობლივ
დეკლარაციაში. საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციას ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი
მადრიდში (2022 წლის 25 ნოემბერს) და ესპანელ კოლეგასთან გამართული შეხვედრა
რეიკიავიკში;
დინამიურად ვითარდებოდა ურთიერთობები ბენილუქსის ქვეყნებთან. ბელგიური მხარის
მეტი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, 14 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ვიზიტით ეწვია ბელგიას, რომლის ფარგლებში შედგა უმაღლესი დონის მნიშვნელოვანი
შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან ასევე გაიმართა საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა ნიდერლანდელ კოლეგასთან. საანგარიშო პერიოდში, მე ხშირი
ინტერაქცია მქონდა ბენილუქსის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან, სხვადასხვა
საერთაშორისო პლატფორმაზე;
ქართულ-ავსტრიულ ურთიერთობებში, ისტორიული მნიშვნელობის იყო, მიმდინარე წლის
30 იანვარს, ავსტრიის ფედერალური კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი
საქართველოში, რაც ავსტრიის მხრიდან გახლდათ საქართველოს, როგორც რეგიონში
გეოსტრატეგიული პარტნიორის, პირდაპირი აღიარება და ჩვენი ქვეყნის ეროვნული
ინტერესებისადმი ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება;
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება
ვიშეგრადის ქვეყნებთან. მჭიდრო დიალოგი გაგრძელდა პოლონეთთან. 2022 წლის
დეკემბერში განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვარშავაში, ხოლო 2023
წლის 26-28 აპრილს შედგა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს,
ვიზიტი საქართველოში, რომელიც, თავისი შინაარსით, წარმოადგენდა საქართველოსადმი
პოლონეთის უანგარო თანადგომისა და მხარდაჭერის მკაფიო დადასტურებას. ინტენსიური
იყო მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა ჩეხეთთან, რომელიც 2022 წლის მეორე
ნახევარში ასრულებდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციას. 2022 წლის 6-7
ოქტომბერს პრაღას ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი („ევროპის პოლიტიკური
თანამეგობრობის“ სამიტის ფარგლებში), ხოლო 9-10 ნოემბერს საქართველოში
ვუმასპინძლეთ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე, აქტიური იყო ვიზიტების
ურთიერთგაცვლა
დარგობრივ
უწყებებს
შორის.
ინტენსიურობით
გამოირჩეოდა
თანამშრომლობა უნგრეთთან. 2022 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრებმა ხელი
მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც
ითვალისწინებს ორმხრივ ურთიერთობათა მაღალ დონეზე აყვანას პოლიტიკის,
ეკონომიკის, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში,
ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის კონტექსტში. შედგა საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
ვიზიტი,
ასევე,
გაიცვალა
მიმოსვლა
პრაქტიკულად
ყველა
დარგობრივი მიმართულებით;
20
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შავი
ზღვის რეგიონმა არა მხოლოდ მისი უსაფრთხოების, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური
პოტენციალის სრულად ათვისების თვალსაზრისით. თვისობრივად ახალ ეტაპზე
გადავიდა
საქართველო-რუმინეთის
ურთიერთობები,
რაც
ორ
ქვეყანას
შორის
სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაში გამოიხატა. შესაბამის, ერთობლივ
დეკლარაციას ხელი მოეწერა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს ბუქარესტში, საქართველოს
პრეზიდენტის
ოფიციალური
ვიზიტის
დროს.
სტრატეგიული
პარტნიორობის
ჩამოყალიბებამ, ასევე მსოფლიოში არსებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, მეტი
აქტუალობა
შესძინა
რუმინეთთან
შავი
ზღვის
რეგიონის
სავაჭრო-ეკონომიკური
პოტენციალის სრულად ათვისებას და შავი ზღვის საშუალებით დაკავშირებადობის
გაზრდის მიმართულებით თანამშრომლობას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია,
საქართველოს,
აზერბაიჯანს,
რუმინეთსა
და
უნგრეთს
შორის
მწვანე
ენერგიის
განვითარებისა და გადაცემის თაობაზე სტრატეგიული პარტნიორობის ოთხმხრივი
შეთანხმების
გაფორმება,
საქართველოს
რომელსაც
პრემიერ-მინისტრის
ხელი
სამუშაო
მოეწერა
17
დეკემბერს,
ბუქარესტში
ვიზიტისას.
საანგარიშო
პერიოდში
გამორჩეული იყო რუმინეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, პოზიციონირება
საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;
უკრაინაში
რუსეთის
სრულმასშტაბიანი
სამხედრო
აგრესიის
დაწყების
დღიდან,
საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და
დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. უკრაინისადმი საქართველოს
სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებით,
რეზოლუციების თანა-ავტორობით, თანა-სპონსორობის, თუ განცხადებებზე მიერთების
გზით გამოიხატება. საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს
მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს
აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს
უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 20 000-ზე მეტ უკრაინელს, სხვადასხვა
სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. ომით დაზარალებული
უკრაინელი ბავშვებისთვის, ამ დრომდე, განხორციელდა საქართველოში დასვენებარეაბილიტაციის ხუთი პროექტი.
საქართველო, როგორც ყირიმის საერთაშორისო
პლატფორმის თანა-დამფუძნებელი და აქტიური წევრი, ყოველწლიურად, უმაღლეს
დონეზე მონაწილეობს პლატფორმის სამიტებში. 2022 წლის ოქტომბერში, ზაგრებში
ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველო მიერთებულია ყირიმის
პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას;
აქტიური
დინამიკით
ხასიათდებოდა
ორმხრივი
ურთიერთობები
მოლდოვასთან.
განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის და ჩემი ვიზიტები, რაც რეგიონში არსებული
გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანი იყო ევროინტეგრაციის გზაზე ერთობლივი
ძალისხმევის კონსოლიდაციის თვალსაზრისით;
მზარდი
დინამიკით
გამოირჩეოდა
ბალკანეთის
ქვეყნებთან
ურთიერთობები.
განსაკუთრებით, აღსანიშნავია 2023 წელს ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნა, რაც
წარმოადგენს ბალკანეთის რეგიონში საქართველოს გაზრდილ ჩართულობას. ამ კუთხით,
საანგარიშო პერიოდში, ასევე მნიშვნელოვანი იყო ხორვატიის საგარეო და ევროპულ
21
საქმეთა მინისტრის საქართველოში განხორციელებული პირველი ოფიციალური ვიზიტი.
ხაზგასასმელია, რომ ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ბალკანეთის ქვეყნებთან
საქართველოს
თანამშრომლობა
მეტ
დატვირთვას
და
მნიშვნელობას
იძენს
ევროინტეგრაციის კონტექსტშიც, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ;
საქართველო აქტიურად მონაწილეობდა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების
ორგანიზაცია - სუამ-ის ფარგლებში პოლიტიკური დიალოგის განმტკიცების, დარგობრივი
თანამშროლობის, მათ შორის სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებაზე მიმართული
ინიციატივების განხორციელების საქმეში. ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს,
რომელთა გაფორმებაზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთია, „სუამ-ის
წევრი ქვეყნების საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის შესახებ ოქმი“, რომელიც
წევრ-სახელმწიფოთა შორის "კუმულაციური" პრინციპის საფუძველზე თავისუფალ
ვაჭრობას ითვალისწინებს და მეორე, საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების
შესახებ კონვენცია, რომელიც მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უფლებების
დაცვის კუთხით თანამშრომლობას და ურთიერთდახმარებას გულისხმობს.
საანგარიშო პერიოდში აქტიურად გაგრძელდა მუშაობა ახლო აღმოსავლეთისა და
აფრიკის რეგიონში საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის
გამყარების კუთხით. არსებულ დღის წესრიგში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
რეგიონის წამყვან ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერების
მიზნით
თანამშრომლობის
გააქტიურება.
ამას
ემსახურებოდა
უმაღლესი
დონის
ისტორიული ვიზიტები.
2022 წლის 21-22 დეკემბერს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი
საუდის არაბეთის სამეფოში. ეს იყო საქართველოს უმაღლესი პირის პირველი
ოფიციალური ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში. უმაღლეს დონეზე
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის
შესახებ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრები უხელმძღვანელებენ.
აღსანიშნავია, რომ ორმხრივმა დიალოგმა მაღალ ნიშნულს მიაღწია არაბთა
გაერთიანებულ
საემიროებთან,
რაზეც
მეტყველებს
საანგარიშო
პერიოდში
განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა და შედეგები:
2022 წლის 1 ნოემბერს განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა
გაერთიანებულ საემიროებში;
2023 წლის 13-14 თებერვალს განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი
დუბაიში (მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობის მიღების მიზნით). ვიზიტის
ფარგლებში
ხელი
მოეწერა
მთავრობათაშორის
ურთიერთგაგების
მემორანდუმს
სახელმწიფო მმართველობის განვითარებისა და მოდერნიზაციის სფეროში გამოცდილების
გაზიარების შესახებ;
2023 წლის 10-12 მარტს განხორციელდა ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში არაბთა
გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრის აჰმედ ალ საიეღის ვიზიტი
საქართველოში;
2023 წლის 15-17 მარტს განხორციელდა საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა
გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრის თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის
ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის დროს, წარმატებული იყო საქართველოსა და არაბთა
გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის
22
შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. შეთანხმებას ხელი, სავარაუდოდ,
წლის ბოლომდე მოეწერება, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის ამოქმედდება თავისუფალი
ვაჭრობის რეჟიმი.
ყურის
რეგიონის
ქვეყნებთან
ურთიერთობების
გააქტიურების
კუთხით,
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი ვიზიტი განახორციელა კატარში (23-25
მაისი). მან, ტრადიციულად, მონაწილეობა მიიღო კატარის ემირის პატრონაჟითა და
Bloomberg-ის
ორგანიზებით
ჩატარებულ
ეკონომიკურ
ფორუმში.
ასევე,
ვიზიტის
ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან.
ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში აქტიურად გამოიყენება ისეთი
მექანიზმი, როგორიცაა პოლიტიკური კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც ხდება
ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა/გაღრმავება. კონსულტაციები, საგარეო
უწყებებს შორის, მინისტრის მოადგილის დონეზე, უკვე გაიმართა ომანის, საუდის
არაბეთის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის დედაქალაქებში. წლის ბოლომდე დაგეგმილია ბაჰრეინის სამეფოსთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და კატართან.
გრძელდება აქტიური თანამშრომლობა ისრაელის სახელმწიფოსთან. 2023 წლის 2-3
მაისს შედგა ჩემი ვიზიტი - გაიმართა შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან, ქნესეთის
სპიკერთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ტურიზმის, დიასპორისა და შინაგან საქმეთა
მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ისრაელის
სახელმწიფოს
შორის
ერთობლივ
დეკლარაციას
თავისუფალი
ვაჭრობის
შესახებ
შეთანხმებაზე
მოლაპარაკებების
დაწყებასთან
დაკავშირებით
და
გაფორმდა
მთავრობათაშორისი შეთანხმება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
გააქტიურდა ორმხრივი ურთიერთობები იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოსთან. 2022
წლის 19 იანვარს, საქართველოს გადმოეცა 4000კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდინარე იორდანესთან,
მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, სადაც
ქართული კულტურის ცენტრის
აშენება იგეგმება.
იორდანიის მხარესთან ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატები
სხვადასხვა უწყებას, მათ შორის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებს შორის.
მნიშვნელოვანი პერსპექტივები იკვეთება ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
საინტერესო პერსპექტივები იკვეთება ეგვიპტესთან ბიზნესის და ინვესტიციების
მოზიდვის მიმართულებით. პარალელურად, დაგეგმილია მაღალი და უმაღლესი დონის
პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ეგვიპტის ხელისუფლებასთან.
ორმხრივი ურთიერთობებისთვის აქტიურად ვიყენებთ სხვადასხვა მრავალმხრივ
საერთაშორისო ფორმატს (გაეროს გენერალური ასამბლეა, გაეროს ადამიანის უფლებათა
საბჭო, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენცია, პარლამენტთაშორისი კავშირის ასამბლეა),
სადაც პერიოდულად იმართება შეხვედრები ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის
ქვეყნებთან.
საანგარიშო პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა ეროვნული
ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებას აფრიკის კონტინენტის ქვეყნების მიმართ,
რომელიც ორიენტირებულია არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის, რისკების
პრევენციისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის
მიმართულებებზე.
23
აფრიკის კავშირში საქართველოს მიერ დამკვირვებლის სტატუსის მოპოვება და მისი
პრაქტიკული
გამოყენება,
აფრიკის
კონტინენტზე
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობების დაფარვის არეალის ზრდა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ხელს
უწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებას, ასევე
კონკრეტულ მრავალმხრივ ფორმატებში ჩართულობას და აფრიკის საექსპორტო ბაზრების
ათვისებას.
საყურადღებოა,
რომ
საანგარიშო
პერიოდში
მნიშვნელოვნად
გაძლიერდა
საპარლამენტო დიპლომატიის კომპონენტი, რომელიც აქტიურ როლს თამაშობს ახლო
აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებთან ორმხრივი დღის წესრიგის სრულყოფის
მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ საგარეო უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს
საკანონმდებლო ორგანოსთან, რეგიონის ქვეყნებთან საპარლამენტო მეგობართა ჯგუფებს
შორის კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით და საერთაშორისო ფორმატებში კონტაქტების
გაღრმავების კუთხით.
აზიისა და ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი
ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საანგარიშო პერიოდში გადაიდგა შემდეგი
ნაბიჯები:
2022 წლის 14-16 დეკემბერს შედგა ჩემი ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში, სადაც იაპონელ
კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერე მთავრობათაშორის შეთანხმებას იაპონური გრანტის
შესახებ;
2022 წლის 25 ნოემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქტაუში, საერთაშორისო სატრანსპორტო
დერეფნების გაფართოვების საკითხების განხილვის მიზნით, ოთხმხრივი შეხვედრა
გაიმართა საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა
მინისტრების, სხვა მაღალი დონის თანამდებობის პირების, ასევე, ტრანსპორტის სფეროს
კურატორი მინისტრების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში, ყაზახეთთან ხელი
მოვაწერეთ
ორმხრივ დოკუმენტს,
რომელიც
შუა
დერეფნის
გამტარუნარიანობის
გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრულ კონკრეტულ აქტივობებს ეხება (დერეფნის ვიწრო
ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა 2022–2027 წლებისათვის);
2022 წლის 9-11 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ინდოეთის
საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მინაქში ლექი;
2022 წლის 20 ნოემბერს ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას კორეის რესპუბლიკასთან
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების
თაობაზე. კვლევის რეკომენდაციების შესაბამისად, შეთანხმდა, რომ შეძლებისდაგვარად
მოკლე დროში, მხარეები განახორციელებენ შესაბამის შიდა პროცედურებს თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
აზიისა და ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო
გაღრმავების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, საგარეო უწყებათა დონეზე ორმხრივი
კონსულტაციები გაიმართა: ტაჯიკეთთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, მონღოლეთთან,
ფილიპინებთან, ინდოეთთან, მალდივისთან, ტაილანდთან და პაკისტანთან.
გაგრძელდა აქტიური საქმიანობა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის
ქვეყნებთან როგორც პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ასევე ეკონომიკის, ვაჭრობის,
კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში არსებული თანამშრომლობის
გაძლიერების
კუთხით.
დიპლომატიური
ძალისხმევა
მიმართული
იყო
როგორც
24
საქართველოს
ცნობადობის
ამაღლების,
ასევე
რეგიონულ
ორგანიზაციებსა
და
მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გამყარებისკენ.
აღსანიშნავია მოლაპარაკებები ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის გარკვეულ
ქვეყნებთან, უვიზო რეჟიმის დაწესების მიმართულებით. მიმდინარე წლის თებერვლიდან,
ძალაში
შევიდა
საქართველოსა
და
პარაგვაის
შორის
ორდინალური
პასპორტის
მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება.
სამომავლო გეგმები
საქართველო რჩება აშშ-ის სანდო მოკავშირედ. ჩვენი მიზანია საქართველო-აშშ-ის
თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით
გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. როგორც აღვნიშნე, დიდ
ყურადღებას ვანიჭებთ ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების წახალისებას და ზოგადად,
აშშ-ის მეტ ჩართულობას რეგიონალურ მსხვილ პროექტებში;
საქართველოსა და აშშ-ის საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი სურვილია,
ვიხილოთ აშშ-ის გაფართოებული სამხედრო და ეკონომიკური ჩართულობა შავი ზღვისა
და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კუთხით:
ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების
პროცესის დადებითი დინამიკა შენარჩუნდება. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ
რეგიონული დიალოგის წარმართვას და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ისეთ
საკითხებში თანამშრომლობის კუთხით, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა,
ჯანდაცვა და სხვა, რასაც ეფუძნება მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა;
აზერბაიჯანთან მიმართებაში ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხად დარჩება შუა
დერეფნის
პოტენციალის
დამოუკიდებლობის
განვითარება,
ხელშეწყობა.
ენერგო-უსაფრთხოებისა
გავაგრძელებთ
უმაღლეს
და
ენერგო-
დონეზე
აქტიურ
კომუნიკაციას;
უახლოეს მომავალში იგეგმება სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი;
აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული
თანამშრომლობის
საბჭოს
მუშაობის
განახლება
და
საქართველოში
თურქეთის
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შესაძლებლობა.
ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, ვგეგმავთ შემდეგ
ღონისძიებებს:
ოქტომბერში, პარიზი უმასპინძლებს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულფრანგული სტრატეგიული დიალოგის“ მორიგ რაუნდს, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური
დიალოგის განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას სხვადასხვა
დარგობრივი მიმართულებით;
თბილისში დაგეგმილია ქართულ-ბრიტანული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“
მე-9 რაუნდის გამართვა;
მიმდინარეობს მუშაობა ქართულ-იტალიური მაღალი დონის დიალოგის საინაუგურაციო
შეხვედრის ჩასატარებლად, საგარეო უწყების ხელმძღვანელების თანათავმჯდომარეობით
და უწყებათაშორისი დელეგაციების მონაწილეობით;
25
შვეიცარიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კონტექსტში, 19 ივნისს,
დაგეგმილი ჩემი ვიზიტი ბერნში;
ახლო მომავალში, განხორციელდება ჩემი ვიზიტები ლისაბონსა და დუბლინში, რაც
მნიშვნელოვანია
პორტუგალიასთან
და
ირლანდიასთან
ორმხრივი
კავშირების
განმტკიცებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით;
რუმინეთთან
სტრატეგიული
პარტნიორობით
განსაზღვრული
პრიორიტეტების
განხორციელების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივი სამოქმედო გეგმის
შემუშავებაზე, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს პოლიტიკის, თავდაცვისა და
უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის სფეროებში.
2023 წელს იგეგმება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა აფრიკის
ქვეყნებთან - განასთან, რუანდასთან, კენიასთან, ანგოლასთან, ნამიბიასთან.
რაც შეეხება აზიის ქვეყნებთან სამომავლო გეგმებს, ვმუშაობთ მაღალი დონის
ვიზიტების განხორციელებაზე ჩინეთსა და ცენტრალური აზიის რიგ ქვეყანაში.
ასევე, იგეგმება რეგიონის წამყვან ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე
მოლაპარაკებების დაწყება. ინდოეთსა და კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების
ეკონომიკური მიზანშეწონილობის თაობაზე ერთობლივი კვლევა
დასრულებულია.
მზადდება ნიადაგი იაპონიასა და ინდონეზიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად.
2023 წლის მეორე ნახევარში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გამართება:
შრი ლანკასთან, ჩინეთთან და ავსტრალიასთან, მალაიზიასთან, ვიეტნამთან, კორეასთან,
უზბეკეთთან და ინდოეთთან.
ლათინური ამერიკისა
და
კარიბის
ზღვის
აუზის
თანამშრომლობის
გაღრმავების
მიზნით,
იგეგმება
შემდგომი
რეგიონის
ქვეყნებთან
ვიზიტები
როგორც
საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. ამასთან, ორმხრივი პოლიტიკური
კონსულტაციების მორიგი რაუნდები არგენტინისა და ბრაზილიის საგარეო საქმეთა
სამინისტროებთან, მინისტრის მოადგილეების დონეზე.
მრავალმხრივი დიპლომატია
საანგარიშო პერიოდში აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა გაეროს,
ეუთოს და ევროპის საბჭოს ფორმატები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული
რეფორმებისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული
მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის
მხარდაჭერის გამოსახატად.
მიწოდების
მიზნით.
ასევე,
უკრაინისადმი
გაეროს კუთხით გამოვყოფდი შემდეგ მიღწევებს: მიმდინარეობდა მუშაობა გაერო-ს
დღის წესრიგში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის კი, უპირველეს
ყოვლისა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკის აქტიურად
დაყენების უზრუნველყოფისთვის. რეგულარულად გამოიყენებოდა უშიშროების საბჭოს,
გენერალური ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტების და ადამიანის უფლებათა
საბჭოს ფორმატები (რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით 2022 წელს
გაკეთდა 90-მდე ეროვნული განცხადება, 2023 წლის მაისის ჩათვლით - 30-მდე განცხადება).
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველო გახდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი
(2023-2025 წლების ვადით) და აქტიურად ჩაერთო 52-ე სესიაში (27 თებერვალი-4 აპრილი).
მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო მაღალი დონის სეგმენტში;
26
2023 წლის 4 აპრილს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 52-ე სესიის ფარგლებში, მიიღო
ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ
რეზოლუცია − „თანამშრომლობა საქართველოსთან“. ჩვენთან ერთად, რეზოლუციის
თანასპონსორი გახდა 51 ქვეყანა;
2023 წლის 7 ივნისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო
საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია − „აფხაზეთიდან და
ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის
შესახებ“, რომელმაც წელს ყველაზე დიდი - 100 სახელმწიფოს - მხარდაჭერა მოიპოვა (9
წინააღმდეგი, 59 თავშეკავება);
2023 წლის 26 აპრილს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო
რეზოლუცია „გაერო-სა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ“. ქართული
მხარის ძალისხმევის შედეგად, პირველად მოხდა გაეროს გენერალური ასამბლეის
რეზოლუციის ტექსტში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული
აგრესიის ასახვა;
2023 წლის დასაწყისში, საერთაშორისო ორგანიზაციებში გავრცელდა „რუსეთის მიერ
ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“
საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიში (ანგარიშის მიზანია,
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის
უფლებათა
დარღვევების
ინფორმირება).
საანგარიშო
თაობაზე
პერიოდში
შედგა
საერთაშორისო
საზოგადოების
საქართველოსა
და
გაეროს
რეგულარული
მაღალი
რანგის
წარმომადგენელთა არაერთი შეხვედრა. გაიმართა მრავალი ღონისძიება, რომელზეც
სიტყვით წარსდგნენ ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის აღსანიშნავია:
2023 წლის 22 თებერვალს, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის
საგანგებო სესიაზე, უკრაინის საკითხზე, ჩემი სიტყვით გამოსვლა და შეხვედრა გაერო-ს
გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პრეზიდენტთან;
2023 წლის 27 თებერვალს, ჩემი სიტყვით გამოსვლა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს
მაღალის დონის სეგმენტზე.
2023 წლის 27 და 28 თებერვალს, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, ჩემი შეხვედრები
ადამიანის უფლებათა და ლტოლვილთა უმაღლეს კომისრებთან;
2023 წლის 6 მარტს, ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიის
ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან;
2023 წლის 1-5 მაისის პერიოდში საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდნენ გაეროსთან
ბენინის, დომინიკის, კომოროსის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ლიბიისა და
სენტ ლუჩიას მუდმივი წარმომადგენლები. გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების
წარმომადგენლებთან. ელჩებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზი სოფელ ოძისში და
დევნილთა დასახლებას წეროვანში.
ეუთოს მიმართულებით, აღსანიშნავია აქტიურად მიმდინარე სამუშაოები რუსეთსაქართველოს
კონფლიქტის
მშვიდობიანი
მოგვარების,
ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების
შესრულების ეუთო-ს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების კუთხით.
27
ეუთოს სხვადასხვა ფორმატში, საქართველოს წარმომადგენლების მიერ, გაკეთდა 15-ზე
მეტი განცხადება.
საანგარიშო პერიოდში, მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, იმსჯელეს ჟენევის
საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე (2022 წლის 24 ნოემბერს) და 57-ე (2023 წლის 20
აპრილს) რაუნდების შედეგების შესახებ.
ეუთოს ფარგლებში საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებიდან
აღსანიშნავია:
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR)
საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ ალბერტ იონსონის ვიზიტი
(შედგა 2022 წლის 31 ოქტომბერი-3 ნოემბერის პერიოდში. განიხილეს 2021 წელს
საქართველოში
გამართულ
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებთან
დაკავშირებით ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში
წარმოდგენილი მიგნებების და რეკომენდაციები);
ეუთოს ხმელთაშუა ზღვის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის
პირველი მოადგილის შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან (2022 წლის 24-25
ოქტომბერი);
მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრის ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა (17-19 თებერვალი). შეხვედრაზე
საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და
გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ეუთოს
ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. კიდევ
ერთხელ ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების აქტუალობას და მთავარ
საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. ასევე, აღინიშნა, ინციდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების
აუცილებლობა;
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის
ვიზიტი (10-11 აპრილს). საქართველოს ოფიციალურ პირებთან გამართული შეხვედრების
გარდა, ეუთოს თავმჯდომარე,
საოკუპაციო ხაზს ეწვია და მოინახულა დევნილთა
დასახლება.
საანგარიშო
პერიოდში
შედგა
საქართველოსა
და
ეუთოს
მაღალი
რანგის
წარმომადგენელთა არაერთი შეხვედრა. გაიმართა მრავალი ღონისძიება, რომელზეც
სიტყვით წარსდგნენ ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის აღსანიშნავია:
2022 წლის 1-2 დეკემბერს გამართულ ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 29-ე შეხვედრაში
მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, ჩემი ხელმძღვანელობით. სიტყვით
მივმართე სესიის მონაწილეებს და ვისაუბრე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე,
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით
არსებულ რთულ ვითარებაზე. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა
ჯგუფმა გააკეთა განცხადება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე
არსებულ
ვითარებასთან
დაკავშირებით:
დაგმო
რუსეთის აგრესია
საქართველოს
წინააღმდეგ 2008 წელს და გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სამხედრო ოკუპაციის გამო. მოუწოდა
რუსეთს
დაუყოვნებლივ
შეასრულოს
ცეცხლის
შეწყვეტის
შეთანხმებით
28
გათვალისწინებული მკაფიო ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე
პოზიციებზე.
აღსანიშნავია,
რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ მოითხოვა ეუთოს
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისა (ODIHR) და ვენეციის
კომისიისგან შემდეგი სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება:
ერთობლივი მოსაზრების პროექტი საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის
ცვლილების პროექტსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს
ორგანული კანონის ცვლილების პროექტის შესახებ;
სამართლებრივი მოსაზრება დეოლიგარქიზაციაზე;
სამართლებრივი მოსაზრება საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ
კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით;
დასკვნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს
გარკვეული კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან
თანამშრომლობის ფარგლებში, უკანასკნელ თვეებში, საქართველო აქტიურად არის
ჩართული ეუთო-ს პროექტებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
საკითხებზე.
ევროპის
საბჭო-ს
კუთხით
აღსანიშნავია,
რომ
გრძელდება
აქტიური
თანამშრომლობა. საანგარიშო პერიოდში, ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი იყო უკრაინის
წინააღმდეგ, ორგანიზაციის კომპეტენციის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის აგრესიაზე
რეაგირება და პასუხისმგებლობის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის ხელშეწყობა.
საანგარიშო პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის,
საპარლამენტო ასამბლეისა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის
ფორმატები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ
ინფორმაციის მიწოდების
მიზნით და
უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად
(აღნიშნულ ფორმატებში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით 20-მდე
ეროვნული განცხადება გაკეთდა).
აღსანიშნავია, რომ 16-17 მაისს, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ ისლანდიამ,
რეიკიავიკში უმასპინძლა ორგანიზაციის მე-4 სამიტს, სადაც საქართველოს დელეგაციას
პრემიერ-მინისტრი
ხელმძღვანელობდა.
სამიტის
დეკლარაციაში
საქართველოს
ძალისხმევით და პარტნიორების მხარდაჭერით, აისახა ჩანაწერი, რომელშიც ევროპელი
ლიდერები გმობენ უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, მოუწოდებენ
რუსეთს
შეასრულოს
საერთაშორისო
ვალდებულებები
და
დაუყოვნებლივ
და
წინაპირობების გარეშე გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან.
ამასთან, კიდევ ერთხელ გამოხატავენ აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა
და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საანგარიშო პერიოდში, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა გამოაქვეყნა 26-ე და
27-ე კონსოლიდირებული ანგარიშები კონფლიქტზე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ
გენერალური მდივნის დელეგაციამ 27-ე ანგარიშის მომზადების მიზნით საქართველოში
ვიზიტის ფარგლებში პირველად მოინახულა სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი.
29
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე მიღებულ იქნა
მონიტორინგის
კომიტეტის
ყოველწლიური
რეზოლუცია,
რომელშიც
დაგმობილია
რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.
საანგარიშო პერიოდში, აქტიურად ვთანამშრომლობდით ევროპის საბჭოსთან
საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.
საანგარიშო პერიოდში შედგა საქართველოსა და ევროპის საბჭოს მაღალი რანგის
წარმომადგენელთა არაერთი შეხვედრა და ღონისძიება, რომელზეც სიტყვით წარსდგნენ
საქართველოს მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის აღსანიშნავია:
-
საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა სტრასბურგში
დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე (7-9 ნოემბერი, 2022). ვიზიტის ფარგლებში გაიმართა
შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან;
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო და
სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე, ევროპის
საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშზე: „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვის დროს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან;
დამატებით გაცნობებთ, რომ ივლისის პირველ ნახევარში იგეგმება ევროპის საბჭოს
გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეათე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
საანგარიშო
პერიოდში,
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
მიერ
წარმატებით
განხორციელდა და კვლავაც მიმდინარეობს აქტიური საარჩევნო კამპანიები საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის მიმართულებით.
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო
ორგანიზაციების ფარგლებში, უკრაინის საკითხზე, საქართველომ გაკეთა 70-ზე მეტი
ეროვნული განცხადება, მიუერთდა 75-ზე მეტ ევროკავშირის განცხადებას, 25-ზე მეტ სხვა
ერთობლივ განცხადებას და მხარი დაუჭირა შემდეგ ინიციატივებს:
გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიღებულ ყველა რეზოლუციას
(2022 წლის ოქტომბრიდან ჯამში 3 რეზოლუცია) და ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა
საბჭოს მიერ 2023 წლის 4 აპრილს მიღებულ რეზოლუციას.
როგორც უკვე მოგახსენეთ, 16-17 მაისს, რეიკიავიკში გამართული ევროპის საბჭოს
მე-4 სამიტის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის
აგრესია და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ
მიღებულ იქნა რეზოლუცია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული
აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის რეგისტრის შექმნასთან დაკავშირებით.
აღნიშნული რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ხანგრძლივი სამუშაო პროცესი
ორგანიზაციის ფარგლებში როგორც მინისტრთა კომიტეტის, ასევე სხვა ფორმატებში.
საქართველო ამ პროცესის აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი იყო. საანგარიშო
პერიოდში, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონული
ხელისუფალთა კონგრესის 44-ე სესიაზე (2023 წლის მარტი) უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის
ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ კონგრესის პრეზიდენტის დეკლარაციას.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე, (2023 წლის იანვარი)
საქართველომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას 2482 (2023) Legal and human rights aspects of the
Russian Federation’s aggression against Ukraine.
30
ეუთოს ფარგლებში 2023 წლის 30 მარტს საქართველომ მესამედ დაუჭირა მხარი
მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რომლის საფუძველზეც უკრაინაში გაიგზავნა მისია
ადამიანის უფლებების დარღვევისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის
ჰუმანიტარული ზემოქმედების ფონზე ბავშვთა დეპორტაციის საკითხის გამოსაკვლევად.
უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები და შეიარაღებაზე კონტროლი
საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის,
გაუვრცელებლობის,
ნდობისა
და
უსაფრთხოების
განმტკიცების
მექანიზმებთან
დაკავშირებული რეჟიმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების
ხელშეწყობა. ქართულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო განიარაღების, გაუვრცელებლობისა
და შეიარაღებაზე კონტროლის, ტერორიზმთან ბრძოლის, კიბერ და სხვა ჰიბრიდულ
საფრთხეებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო
ინიციატივების ფარგლებში გამართულ 20-ზე მეტ ღონისძიებაში.
განხორციელდა
საქართველოს
დელაგაციის
მაღალი
დონის
ღონისძიებებში
მონაწილეობა სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ საერთაშორისო ინიციატივების ფარგლებში,
მათ შორის იყო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების
მიმოხილვითი კონფერენცია,
დაეშის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის
მინისტერიალი. საქართველოს დელეგაციის მიერ გაკეთდა 50-მდე განაცხადება ეუთოს
უსაფრთხოებისთვის
თანამშრომლობის
ფორუმის,
შეიარაღებაზე
კონტროლის,
გაუვრცელებლობისა და განიარაღების სხვადასხვა ფორმატში როგორიცაა გაერო, ეუთო,
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის
კონვენცია, თუ სხვა მრავალმხრივი ინიციატივები. ასევე, გავრცელებულ იქნა ხსენებული
რეჟიმებით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშები.
ეკონომიკური დიპლომატია
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი
პრიორიტეტია ეკონომიკური დიპლომატიის შემდგომი გააქტიურება. შესაბამისად, კიდევ
უფრო ინტენსიური გავხადეთ ძალისხმევა და საქმიანობა ამ მიმართულებით, რაც
დადებით ზეგავლენას ახდენს საქართველოში ეკონომიკურ ზრდაზე და პირდაპირი
ინვესტიციების მოზიდვაზე, ასევე, სავაჭრო ტვირთბრუნვის, მათ შორის ექსპორტის
ზრდისა და სატრანზიტო შემოსავლების მატებაზე.
უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ, მსურს ხაზი გავუსვა, 2022 წლის 17
დეკემბერს, ბუქარესტში, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და
უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში
სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას, რასაც
ადასტურებს ის ფაქტიც, რომ
ღონისძიებას ესწრებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი,
ურსულა ფონ დერ ლაიენი.
როგორც იცით, ეს შეთანხმება საქართველოს ინიციატივით მომზადდა. ეს არის,
ფაქტიურად, საუკუნის პროექტი, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის
მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობის
ინტერესი გამოხატა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ბულგარეთმა და საუდის არაბეთმა.
31
მნიშვნელოვანია, რომ 6 აპრილს, სწორედ თბილისში გაიმართა შავი ზღვის წყალქვეშა
კაბელის პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა.
აქტიური პერიოდი გვქონდა ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების
მოზიდვის მიზნით ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების კუთხით. გაიმართა პროფილური
უწყებების და ბიზნეს-დელეგაციების 60-ზე მეტი ვიზიტი და ფორუმი/ონლაინ შეხვედრა
[ვიზიტები: არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, გერმანიიდან, ეგვიპტიდან (4-ჯერ),
თურქეთიდან, თურქმენეთიდან, იაპონიიდან (2-ჯერ), ინდოეთიდან, ირლანდიიდან,
ისრაელიდან,
კანადიდან
(2-ჯერ),
კორეიდან,
მონღოლეთიდან,
სლოვენიიდან,
უნგრეთიდან, ფინეთიდან (3-ჯერ), შვედეთიდან, ჩინეთიდან (3-ჯერ), ჩრდილოეთ
მაკედონიიდან, ხორვატიიდან (სულ 28 ვიზიტი საქართველოში); ვიზიტები: აშშ-ში,
ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, ეგვიპტეში, თურქმენეთში (4-ჯერ),
იტალიაში, ისრაელში, კანადაში, მოლდოვაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთში
(სულ 16 ვიზიტი საქართველოდან);
ონლაინ შეხვედრები: ესპანეთის, თურქმენეთის,
ისრაელის, კატარის, მალაიზიის (2-ჯერ), ჩინეთის ბიზნესწრეებთან (სულ 7 ონლაინ
შეხვედრა)].
განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ინვესტიციების მოზიდვის სფეროში ჩვენი
უწყების
აქტივობებს.
აქვე,
ვისარგებლებ
შემთხვევით
და
გამოვყოფ
ნაყოფიერ
თანამშრომლობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.
ინტენსიურად ვმუშაობთ ქართული სტარტაპების უცხოეთის ბაზრებზე შესვლის
მხარდაჭერისა (გაიმართა ბიზნეს ფორუმები სან-ფრანცისკოში, ლონდონში და ნიუიორკში) და ტექნოლოგიური კომპანების საქართველოში შემოყვანის მიზნით. ჩვენი
საელჩოების აქტიური ჩართულობით, საქართველოში თავისი ფილიალები გახსნა
რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ.
საგარეო უწყებამ ინტენსიურად შეუწყო ხელი საქართველოს სამთავრობო
სტრუქტურებისა
და
ბიზნეს
ორგანიზაციების
მონაწილეობას
ქართული
საკვები
პროდუქტებისა და ღვინის ცნობადობის ხელშეწყობის გამოფენებში, ასევე ტურიზმის
პოპულარიზაციის ღონისძიებებში (მათ შორის ტურ ოპერატორების ვიზიტები/პრესტურები). ამ მიმართულებით, ხელი შეეწყო ქართული მხარის მონაწილეობას მსოფლიოს
40-მდე სხვადასხვა ქალაქში გამართულ საერთაშორისო გამოფენებში, ფესტივალებში,
დეგუსტაციებში, ფორუმებში, სემინარებში, კონფერენციებში და პრეზენტაციებში (სულ 55
საერთაშორისო ღონისძიება). გაიმართა გაცნობითი ტურები
სხვადასხვა ქვეყნის
ტელეჟურნალისტებისთვის საქართველოს ზამთრის სამთოსათხილამურო კურორტების
პოპულარიზაციის მიზნით.
აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ქვეყნის საგარეო-სავაჭრო და საინვესტიციო
გარემოს შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით.
მიმდინარეობდა
მუშაობა
ქვეყნის
სატრანსპორტო
და
ენერგეტიკული
ინფრასტრუქტურის განვითარების, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად
ათვისების, რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების
კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობაზე. ხაზი უნდა
გაესვას, რომ ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანასთან გააქტიურებულია თანამშრომლობა
საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი პოპულარიზაციისა
32
და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპის მიმართულებით დამატებითი ტვირთების
მოზიდვის მიზნით.
როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის
განვითარების
მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტია
მთავრობათაშორისი
ეკონომიკური
კომისიები, რომლებიც ქვეყნებს შორის არსებული საკითხების ფართო სპექტრის
განხილვისა და წარმოქმნილი პრობლემატიკის დარეგულირების საშუალებას იძლევა. ამ
მიმართულებით,
აზერბაიჯანის,
გამოვყოფდი
საანგარიშო
საქართველო-სომხეთის,
პერიოდში
გამართულ
საქართველო-
საქართველო-უზბეკეთის,
საქართველო-
თურქმენეთის და საქართველო-ლიეტუვას ერთობლივი კომისიების სხდომებს.
საანგარიშო პერიოდში, ჩვენი აქტიური ხელშეწყობით, გაფართოვდა საქართველოს
სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობის ქსელი (სავაჭრო-სამრეწველო პალატამ
გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმები ტორინოს ხელოსნებისა და სოფლის
მეურნეობის პალატასთან და ტაილანდის ვაჭრობის საბჭოსთან).
აქტიურად
მიმდინარეობს
მუშაობა
ქვეყნის
ეკონომიკურ
ცხოვრებაში
საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ჩართულობის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით.
ამ კუთხით, პრაქტიკაში დაინერგა ბიზნეს დიალოგის ფორმატი, რომელიც საშუალებას
იძლევა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებულ შესაძლებლობებზე დეტალური
ინფორმაცია მიეწოდოს ჩვენს დიასპორას, რათა ინტენსიურად ჩაერთონ ქვეყნის
აღმშენებლობის პროცესში.
სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო
ორგანიზაციებისა (UNECE, UNESCAP, ECOSOC, UNEP, OECD, UNCTAD, IMO, ICAO, ITU,
WTO, UNWTO, UNDP, UNIDO, WHO, ILO და სხვა) და მრავალმხრივი კონვენციების
ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.
სამომავლო გეგმები
ჩვენი სამომავლო გეგმების თანახმად, ვაპირებთ შემდეგი კონკრეტული ამოცანების
შესრულებას:
კასპიის ზღვიდან ევროპის ბაზარზე ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირების
შემდგომ ხელშეწყობას და ამ მიზნით, უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებში
საქართველოს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორის პოპულარიზაციას;
ვიმუშავებთ საქართველოში განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა
წყაროები) წარმოებისათვის ინვესტიციების მოსაზიდად;
ხელს შევუწყობთ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის
პოპულარიზაციას;
ხელს შევუწყობთ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა
ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის „Black Sea Submarine Cable Georgia - Romania Project“
რეალიზაციას;
ხელს შევუწყობთ ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებას;
მხარდაჭერას გავუწევთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არეალის გაფართოებას;
ხელს შევუწყობთ ქართული სტარტაპების უცხოეთის ბაზრებზე შესვლას;
მოვახდენთ საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ქვეყნის,
პოპულარიზაციას.
33
კულტურული დიპლომატია
საანგარიშო პერიოდში, არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართა. კერძოდ,
გაგრძელდა საქართველოსა და რიგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების
აღდგენის 30 წლისთავის აღნიშვნა, რის ფარგლებშიც ასევე შედგა მრავალფეროვანი და
ქვეყნის წარმოჩენაზე ორიენტირებული კულტურული ღონისძიებები.
აღსანიშნავია, ნიუ-იორკში, საქართველოსა და
აშშ-ს შორის დიპლომატიური
ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო გალა-კონცერტი.
15 მაისს, ინდოეთის გოას არქეოლოგიურ მუზეუმში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა წმ.
ქეთევან დედოფლის სახელობის სპეციალური სივრცე, რომელშიც ქართველი დედოფლის
წმინდა ნაწილი განთავსდა. დელიში საქართველოს საელჩო, საქართველოსა და ინდოეთის
შესაბამის
უწყებებთან
პარტნიორობით
და
კოორდინაციით,
რამდენიმე
წლის
განმავლობაში ამზადებდა ზემოხსენებულ სივრცეს. მისი მოწყობისა და შესაბამისი
ნივთებით გამდიდრების პროცესში ფასეული დახმარება გაუწიეს საელჩოს როგორც
საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციებმა, ასევე, კერძო პირებმა. უმნიშვნელოვანესი იყო
ინდური მხარის მხარდაჭერა და ჩართულობა „ინდოეთის არქეოლოგიური კვლევის
სამსახურისა“ (ASI, Archaeological Survey of India) და „ინდოეთის კულტურულ
ურთიერთობათა საბჭოს” (ICCR, Indian Council of Cultural Relations) მხრიდან.
27 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, საქართველო პირველად წარსდგა ბუენოსაირესის 47-ე საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე. საქართველო წარმოდგენილი იყო
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კოლექტიურ სტენდზე, სადაც განთავსდა ქართველი
ავტორების უახლესი თარგმანები ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.
სამინისტროში ფუნქციონირებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ინიცირებული
პროექტების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ყოველწლიურად
აფინანსებს ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე მიმართულ მცირებიუჯეტიან
პროექტებს. წელს დაფინანსდა 30 პროექტი.
21 აპრილს, ხელი მოეწერა “საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის
მთავრობას შორის კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას (2023-2027 წლები)”. დოკუმენტი ითვალისწინებს
ქვეყნებს შორის აღნიშნულ სფეროებში მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის
გაღრმავებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით,
შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ინტერდისციპლინარული
სალექციო კურსი.
გრძელდება
საქართველოს
მუშაობა
ქართული
დიპლომატიურმა
ენის
პოპულარიზაციის
წარმომადგენლობებმა
წელს,
მიმართულებით.
მსოფლიოს
არაერთ
ქვეყანაში, აღნიშნეს 14 აპრილი - ქართული ენის დღე.
ოქსფორდის უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს თანამშრომლობით განახლდა ქართული ლიტერატურის თარგმნის პროექტი,
34
(2022 წ. 1 დეკემბერს), რომელიც გაგრძელდება 2023 წლის 30 სექტემბრამდე და დაფინანსდა
ქართული მხარის მიერ (15 000 გირვანქა სტერლინგით).
2022 წლის 10 ნოემბერს ციურიხში გაიხსნა გამოჩენილი ქართველი ლინგვისტის,
ქართველოლოგის, ციურიხში ქართული სტამბის „ამირანი“ დამაარსებლის, ციურიხის
საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა.
საქართველოში,
GIZ-ის
მხარდაჭერით,
განხორციელდა
UNESCO-ს
პირველი
საგრანტო პროექტი „მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა
საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ”.
სამომავლო გეგმები
გაგრძელდება
კულტურის
კომპონენტის
გამოყენებით
აქტიური
ორმხრივი
და
მრავალმხრივი თანამშრომლობა და არსებულ ფორმატებში ჩართულობის ეფექტიანობის
გაზრდასა და ახალი ქმედითი ფორმატების შექმნაზე მუშაობა. აქცენტი გაკეთდება
საქართველოს ევროპულ იდენტობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს
ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გათვალისწინებით. 2023-2024 წლებში, ბელგიასა და
ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანაში, გაიმართება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
„ევროპალია“, რომლის სტუმარი ქვეყანა იქნება საქართველო. კულტურის სამინისტრო და
ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო აქტიურად თანამშრომლობენ ფესტივალის
ორგანიზატორებთან, მაქსიმალურად მრავალფეროვანი პროგრამის მეშვეობით ქართული
კულტურის ევროპული საზოგადოებისთვის ჯეროვნად გასაცნობად.
დიასპორასთან ურთიერთობა
საქართველოს სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვარგარეთ
მცხოვრებ
თანამემამულეებთან
ურთიერთობისა
და
ორმხრივად
სარგებლიანი
თანამშრომლობის განვითარებას, შესაბამისად, დიასპორასთან ურთიერთობა სამინისტროს
მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ამ
მიმართულებით,
სტრატეგიებსა
და
საქართველოს
სამოქმედო
კონსტიტუციაში,
გეგმებში
ასახული
ქვეყნის
განვითარების
მიზნების
წარმატებით
განხორციელებისათვის საგარეო უწყების საქმიანობა, საანგარიშო პერიოდში, შედეგებზე
ორიენტირებულობით გამოირჩეოდა.
27 მაისს წარმატებით ჩატარდა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ფორუმი,
სახელწოდებით „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და
ევროპული მომავლისთვის”, რომელიც
მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ
თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის
უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და
დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას;
წარმატებით განხორციელდა არსებული დიასპორული პროგრამებით გათვალისიწინებული
აქტივობები. კერძოდ, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“, „დიასპორული
ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“, პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“
(„საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“), „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და
სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. აღნიშნული პროგრამების მიზანია დიასპორასთან
35
მდგრადი ურთიერთობის სისტემური მიდგომის დანერგვა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური
ინტეგრაციის
დღის
წესრიგის
ხელშემწყობი
ღონისძიებების
განხორციელება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებზე
საერთაშორისო
თანამეგობრობის
ინფორმირებულობის
გაზრდა
და
საკითხის
საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ ჩვენს
თანამემამულეებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება, ეროვნული იდენტობისა და
კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, საქართველოს პოპულარიზაცია;
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში, საპატიო სიგელები გადაეცათ
საგრანტო პროგრამების 2023 წლის გამარჯვებულებს;
სახელმწიფოს
მიერ
დიასპორის
წარმომადგენლების
ღვაწლისა
და
სამშობლოს
განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ,
მიგრაციის
პოლიტიკის
განვითარების
საერთაშორისო
ცენტრთან
(ICMPD)
თანამშრომლობით, წარმატებით განახორციელა პროექტი, სახელწოდებით - „ქვეყნის
წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება“;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს „უცხოეთში მცხოვრები
თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებათა
პაკეტის
მომზადების
მიზნით
მუშაობა,
საუკეთესო
საერთაშორისო
გამოცდილების გათვალისწინებით. პროექტი ხორციელდება, ასევე, მიგრაციის პოლიტიკის
განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად.
სამომავლო გეგმები
მიგრაციული პროცესების სწრაფი დინამიკიდან და თანამედროვე ცვალებადი, ჯერ კიდევ
შეუსწავლელი გამომწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სამინისტრომ
შეიმუშავოს გარკვეული სტრატეგიული ხედვა - სახელმწიფო მიმართება როგორც
თანამედროვე დიასპორასთან, ასევე ისტორიულ დიასპორასთან დაკავშირებით. სწორი
დამოკიდებულება და ხედვა შესაძლებელს გახდის როგორც საკანონმდებლო, ასევე
აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყების ჩართვას. მიგრაციის
საერთაშორისო
ორგანიზაციის
კოორდინაციით,
საერთაშორისო
ექსპერტის
ჩართულობით, უკვე ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა და დაიგეგმა სამომავლო დღის
წესრიგი;
შემუშავების პროცესშია კონცეფცია, რომელიც გულისხმობს დიასპორის ჩართულობის
შესახებ
აღმოსავლეთ
პარტნიორობის
ქვეყნების
ერთიანი
პლატფორმის
შექმნას.
საქართველო, როგორც ამ კონცეფციის ავტორი, კოორდინაციას გაუწევს პლატფორმის
შემდგომ განვითარებას, კერძოდ, ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების მიერ დიასპორულ
პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი დღის წესრიგის
შედგენას, კრიზისი მართვის პროცესებში დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფას და
ამ მიმართებით კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას;
შემუშავების პროცესშია ახალგაზრდობის ჩართულობის პროგრამა (Create Georgia, იცნობდე
საქართველოს), რომელიც სრულად დაეთმობა ახალგაზრდების კავშირის შენარჩუნებას
სამშობლოსთან: 1. ქვეყნის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე გამოკვეთილი საჭიროებიდან
გამომდინარე, საზღვარგარეთ შესაბამისი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა
36
სპეციალისტების მოზიდვას გამოცდილების გაზიარების მიზნით (განსაკუთრებული
ყურადღება გამახვილდება რეგიონულ განვითარებაზე) და 2. საზღვარგარეთ დაბადებული
მოზარდებისთვის
თანატოლებთან
საკუთარი
დაახლოება
სამშობლოს
და
კულტურის,
სამშობლოსთან
ტრადიციების
შემდგომი
მყარი
გაცნობა,
კავშირისთვის
საფუძველის შექმნა;
2024 წლის ივნისის თვეში იგეგმება დიასპორის გლობალური ფორუმი, სახელწოდებით:
„ინკლუზიური გლობალური ალიანსის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარების
პროცესში დიასპორის ჩართვას და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში
დიასპორის მონაწილეობის გაზრდას“. ინიციატივა ეყრდნობა სამ ძირითად მიმართულებას
სახელმწიფო, დიასპორა, ახალგაზრდები და მისი მიზანია დიასპორის მონაწილეობის
გაზრდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების პროცესში.
ფორუმის ამოცანაა გლობალური დიასპორული პოლიტიკის ალიანისის შექმნა - Global
Diaspora Policy Alliance (GDPA) - როგორც საერთო სივრცე სახელმწიფო სექტორის,
აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის.
საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების და კანონიერი
ინტერესების დაცვა
საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების
ეფექტიანი დაცვა. სამინისტრო მუდმივად მუშაობს საკონსულო სერვისების ხარისხისა და
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, როგორც ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით,
ასევე საკონსულო პერსონალის მაღალი კვალიფიკაციის უზრუნველყოფით. თითოეული
ღონისძიება მიზნად ისახავს სერვისებისა და ინფორმაციის მიღების პროცესის კიდევ უფრო
გამარტივებას, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებას, დისტანციური სერვისების
დანერგვას და ინფორმაციის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას;
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული
სისტემის (Geoconsul) ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლება და შეიქმნა მობილური
აპლიკაცია. აგრეთვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში გაიხსნა მოქალაქეთა
განახლებული მისაღები. თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი
სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეებისთვის
თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოების მიმართულებით. დღეის
მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ
მსოფლიოს 73 ქვეყანაში, ხოლო, დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის
მფლობელებს - 86 ქვეყანაში;
მიმდინარეობს მუშაობა საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების კუთხით. დღეის
მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს 89 საპატიო კონსული მსოფლიოს 65 ქვეყანაში;
2022 წლის 1-2 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია „თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის”;
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
საზღვარგარეთ
მყოფი
საქართველოს
საკონსულო
თანამდებობის პირების რეგულარული გადამზადება, როტაციის პრინციპის, ასევე, მუდმივი
საკანონმდებლო და ტექნოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით. სათანადო
37
პროფესიული ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი საკონსულო თანამდებობის პირები
უზრუნველყოფენ ხარისხიანი საკონსულო დახმარების გაწევას საზღვარგარეთ მყოფი
საქართველოს მოქალაქეებისათვის. საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ, სხვადასხვა ტიპის
კვალიფიკაციის ასამაღლებელ, ღონისძიებებში მონაწილეთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა;
პრიორიტეტული მიმართულებაა საზღვარგარეთ შესაძლო კრიზისულ სიტუაციებში
სამოქმედოდ
საგარეო
საქმეთა
სამინისტროსა
და
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მზადყოფნის
გაუმჯობესება. საზღვარგარეთ კრიზისების დროს
საქართველოს მოქალაქეთათვის
ეფექტური და კოორდინირებული დახმარების გაწევის ხელშეწყობისა და კრიზისების
ანალიზისა და საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით დიპლომატიური
მისიების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს საკანონმდებლო
ინიციატივების დამუშავება და დიპლომატიური პერსონალის გადამზადება;
საგარეო
საქმეთა
დევნილთა,
სამინისტრო,
შრომის,
საქართველოს
ჯანმრთელობისა
და
ოკუპირებული
სოციალური
დაცვის
ტერიტორიებიდან
სამინისტროსთან
კოორდინაციით, აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ და სხვა
მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის
კონკრეტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით;
არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით, პრიორიტეტულია უნებართვოდ მცხოვრებ
პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა, რისი
მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიცაა დადებით კონტექსტში ფართოდ აღიარებული, საგარეო
საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი, რეადმისიის განაცხადების მართვის ელექტრონული
სისტემა.
სამომავლო გეგმები
საზღვარგარეთ
საქართველოს
მოქალაქეების
უფლებების
და
კანონიერი
ინტერესების ეფექტური დაცვისა და საკონსულო სერვისების ხარისხისა და
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ განსაკუთრებული ყურადღება
დავუთმოთ შემდეგ საკითხებს:
საქართველოს საკონსულო დაწესებულებების დაფარვის არეალის გაფართოება - ვგეგმავთ
გავხსნათ
ახალი
საკონსულო
დაწესებულებები
როგორც
შტატიანი
საკონსულო
თანამდებობის პირების, ასევე, საპატიო კონსულების მეთაურობით;
საკონსულო თანამდებობის პირების პროფესიული შესაძლებლობებისა და უნარების
გაუმჯობესება;
საკონსულო
საქმიანობაში
თანამედროვე
ტექნოლოგიების
გამოყენების
შემდგომი
განვითარება - ვგეგმავთ, გავაგრძელოთ საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული
სისტემის (Geoconsul) გაუმჯობესების სამუშაოები, რათა საკონსულო სერვისების მიღების
პროცესი მოქალაქეებისათვის იყოს კიდევ უფრო კომფორტული;
მზადყოფნის გაუმჯობესება საზღვარგარეთ შესაძლო კრიზისულ სიტუაციებში სამოქმედოდ
- საკონსულო კრიზისის სწორი მენეჯმენტი და წინასწარ შემუშავებული სტრატეგია
მნიშვნელოვნად ამცირებს მოულოდნელობის ეფექტს; შესაბამისად, ვგეგმავთ დავხვეწოთ
საზღვარგარეთ კრიზისების მართვის სისტემა იმგვარად, რომ საქართველოს მისიებმა
კიდევ უფრო ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ შესაძლო კრიზისის ზონაში მყოფ
38
საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს; ამ მიზნით, იგეგმება როგორც
საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, ასევე პერსონალის გადამზადება;
საზღვარგარეთ
საქართველოს
მოქალაქეების
უფლებების
უკეთ
რეალიზებისთვის,
სამართლებრივი ბაზის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნებთან საკონსულო ურთიერთობების
გაღრმავება
-
გლობალური,
რეგიონული
თუ
ორმხრივი
თანამშრომლობის
და
კოორდინირებული ქმედების გარეშე შეუძლებელი იქნება საკონსულო სფეროსთან
დაკავშირებულ
გამოწვევებთან
სათანადოდ
გამკლავება;
ვგეგმავთ,
გავაგრძელოთ
საკონსულო კონსულტაციების პრაქტიკა საგარეო უწყებებს შორის, რათა პროაქტიულად
განვიხილოთ და გადავჭრათ მიმდინარე საკონსულო საკითხები და გავიზიაროთ
საუკეთესო პრაქტიკა;
საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდა ვგეგმავთ, აქტიურად ვიმუშაოთ უვიზო მიმოსვლის კიდევ უფრო მეტი შეთანხმების
გაფორმების მიმართულებით, რათა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად
გადაადგილდნენ მსოფლიოს მეტ ქვეყანაში;
საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის)
ხელშეწყობა და განვითარება - ცირკულარული მიგრაციის საერთაშორისო მექანიზმები
არალეგალურ
მიგრაციასთან
ბრძოლისა
და
მაღალპროფესიული
სამუშაო
ძალის
ფორმირების ერთერთი ფართოდ აღიარებული ინსტრუმენტია; შესაბამისად, ჯანდაცვის
სამინისტროსთან
კოორდინირებით,
ვგეგმავთ
კვლავ
გავაგრძელოთ
მუშაობა
შესაძლებლობების მოძიების, მოლაპარაკებების გამართვის და შეთანხმებების გაფორმების
მიმართულებით;
უნებართვოდ
მცხოვრებ
პირთა
რეადმისიის
შესახებ
შეთანხმებების
ეფექტიანი
იმპლემენტაციის ხელშეწყობა - საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს მიღწევების
კვალდაკვალ,
ვგეგმავთ,
განვავითაროთ
რეადმისიის
განაცხადების
მართვის
ელექტრონული სისტემა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ხშირად
აღინიშნება, როგორც სანიმუშო თანამშრომლობის მაგალითი.
სტრატეგიული კომუნიკაციები
საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამინისტროს
და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საკომუნიკაციო
პოლიტიკის ეფექტიან
მიმართულებები:
განხორციელებას.
მათ
შორის,
ხაზგასასმელია
შემდეგი
სამინისტრო კოორდინაციას უწევს „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების
შესახებ საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიის“ განხორციელებას 2018
წლიდან. აღნიშნული დოკუმენტი 2021 წელს განახლდა შესაბამისი უწყებათაშორისი
სამუშაო ჯგუფის მიერ, ხოლო 2022 წელს საქართველოს ევროკავშირში წევრობის
განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით, სტრატეგიაში განხორციელდა შესაბამისი
ცვლილებები; განახლებული დოკუმენტი უახლოვეს დროში წარედგინება მთავრობას
დასამტკიცებლად;
სამინისტრო მუდმივად მუშაობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ცნობიერების
ამაღლების მიზნით შესაბამის საინფორმაციო კამპანიებზე. მაგალითად, დაიგეგმა და
განხორციელდა სახელმწიფოს მიერ დიასპორის გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევის
39
წარმოსაჩენად შესაბამისი საკომუნიკაციო აქტივობები, რომლებიც მიეძღვნა დიასპორის
დღეს;
მიგრაციის საკითხებზე მომუშავე პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და
შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად სამინისტროს მიერ მიმდინარეობს მუშაობა
ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიაზე,
რომელიც შეესაბამება არსებულ საჭიროებებს;
საკომუნიკაციო
აქტივობების
გაძლიერების
მიზნით,
ხორციელდება
საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობებთან მუდმივი კოორდინაცია სხვადასხვა ღონისძიების
დაგეგმვისა თუ მედია აქტივობების მიმართულებით. ამასთან, მუდმივად მიმდინარეობს
საზღვარგარეთ
საქართველოს
საელჩოებში
მომუშავე
კომუნიკაციის
ოფიცრების
შესაძლებლობების გაძლიერება და საჭირო მასალებით მხარდაჭერა;
როგორც უკვე მოგახსენეთ, წელს, 16 პარტნიორ ქვეყანასთან, აღნიშნება დიპლომატიური
ურთიერთობების დამყარების და 7 საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრების 30
წლისთავი,
რასთან
დაკავშირებითაც
ხორციელდება
შესაბამისი
საკომუნიკაციო
აქტივობები. მაგალითად, საქართველოს ფოსტასთან ერთად ორმხრივი საფოსტო მარკების
შემუშავება და გამოცემა;
გრძელდება
მუშაობა
საერთაშორისო
მედიაში
საქართველოს
პოზიტიური
პოზიციონირებისთვის მედიის მონიტორინგი და ანალიზი. ამასთან, საგარეო საქმეთა
სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მედიის მონიტორინგს და ანალიზს
საქართველოსთან დაკავშირებით არსებული მთავარი გზავნილების იდენტიფიცირების
მიზნით. მედია მონიტორინგის და ანალიზის შედეგებს მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს
დასავლელ პარტნიორებს სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრისა (GEC) და დიდი ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრის კაბინეტის (Cabinet Office) საერთაშორისო საკომუნიკაციო სამსახურის
(GCSI) მიერ შექმნილ პლატფორმებზე.
40