საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-9464/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-13
ბიუროს ნომერი 264

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-9464/23 12-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 166-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმა (გარე აუდიტორი) შერჩეულ იქნეს კონკურსის საფუძველზე. შესაბამისად, გაცნობებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“. გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე; პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტების, 167-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინების (№28647/23, 31.05.2023) საფუძველზე დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) პაატა კვიჟინაძე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) რამინა ბერაძე; გ) რომან გოცირიძე; დ) ირაკლი კირცხალია; ე) ბექა ლილუაშვილი; ვ) გოგი მეშველიანი; ზ) ბეჟან წაქაძე; თ) გიორგი ჭიჭინაძე. 2. საკონკურსო კომისიამ შეიმუშაოს კომისიის დებულება და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. 3. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტის სახელით გამოაცხადოს კონკურსი აუდიტის ჩატარების შესახებ, შეიმუშაოს საკონკურსო პირობები, მოთხოვნები და წესები. 4. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტს კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი აუდიტორული ფირმა წარუდგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ნოემბრისა. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი