საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6025/23; 01.05.2023); ბ) საქართველოს მოქალაქეების: მარინა ბერსენაძე-კაციტაძის (ააიპ „ადამიანები ცხოველებისათვის“ თავმჯდომარე), თემურ ლაჭყეპიანის (ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარე), მარიამ ჩხიკვიშვილის (ააიპ „უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე) და ირინა ლიკლიკაძის (ააიპ „ცხოველთა მეგობრების“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვის, რეალიზაციასა და იმპორტზე შეზღუდვების დაწესების შესახებ (№1-6873/23; 15.05.2023).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9477/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-13
ბიუროს ნომერი 264

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9477/23 12-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები: − შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-6025/23; 01.05.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივნისი); − მარინა ბერსენაძე-კაციტაძის, თემურ ლაჭყეპიანის, მარიამ ჩხიკვიშვილის და ირინა ლიკლიკაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვისა და პიროტექნიკის რეალიზაციასა და იმპორტზე შეზღუდვის დაწესების შესახებ (N1-6873/23; 15.05.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 ივნისი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge