საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკთხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე რიუზან სოხაძის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-5474/23; 19.04.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9523/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-14
ბიუროს ნომერი 265

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-9523/23 13-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე რიუზან სოხაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-5474/23; 19.04.2023). საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პენსიის შეჩერებასთან („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი - „პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა“) და შეწყვეტასთან („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი - „პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ“) დაკავშირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებას და ითხოვს ცვლილებების განხორციელებას. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად პენსიის გაცემა შეჩერდება პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, ხოლო ,,მისი გაცემა განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან”. ამავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად პენსიის შეწყვეტა ხორციელდება პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ. ამასთან, შეწყვეტილი პენსიის გაცემის განახლებისთვის აუცილებელია განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენა კომპეტენტურ ორგანოში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და ხდება პენსიის ხელახალი დანიშვნა, ამავე კანონით დადგენილი წესითა და პირობებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, მოცემული რეგულაცია განპირობებულია პენსიონერთა აღრიცხვიანობით. ამასთან სამინისტრო გეგმავს ადმინისტრირების პროცესების ელექტრონიზაციას და არსებული დანაწესების საჭიროებების ხელახლა შეფასებას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რეგულაციების საკუთრების უფლებასთან წინააღმდეგობის საკითხზე მსჯელობისას აპრილს მნიშვნელოვანია, აღნიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 კონსტიტუციური სარჩელის („მედეა კვაჭაძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ) არსებითი განხილვის გარეშე დატოვების შესახებ მიღებული განჩინება. განჩინების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საკუთრების უფლების ფარგლებით დაცულია კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი, რაც მოიცავს პირის უფლებას, მიიღოს კანონით კუთვნილი საპენსიო თანხა. თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან მარტივი ფორმალური მოთხოვნების დაწესების შესაძლებლობას. სახელმწიფომ შესაძლოა, უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის მიღების კონტროლის მიზნით დაადგინოს გარკვეული ფორმალური პირობები. თუმცა, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პირობები არ უნდა იყოს თვითმიზნური და პენსიის მიღებაზე უფლებამოსილ პირს არ უნდა აკისრებდეს არაგონივრულ, გაუმართლებელ ტვირთს“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი ამ ეტაპზე უარყოფილად მიიჩნევს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე