საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადების, საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 14, 15 და 16 ივნისის პლენარულ სხდომებზე არდასწრებისა და შესაბამისად, 15 ივნისს დაგეგმილი თავისუფალი ტრიბუნით სარგებლობაზე უარის თქმის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.06.2023
ავტორი
საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი
ნომერი
#2-9599/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-15
ბიუროს ნომერი 266 (11:30)

📜 ტექსტი

წერილი
პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ 2-9599/23 14-06-2023 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, გაცნობებთ, რომ პარლამენტის სხდომების მსვლელობისას შექმნილი მიუღებელი გარემოს გამო, პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, უარს ვამბობ პარლამენტის მიმდინარე წლის 14, 15 და 16 ივნისის სხდომებში მონაწილეობაზე, მათ შორის, 15 ივნისისთვის დაგეგმილი თავისუფალი ტრიბუნით სარგებლობაზეც. პატივისცემით, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge