საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 21-27 მაისს, საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში თურქმენეთსა და ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი
ნომერი
#2-9611/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-15
ბიუროს ნომერი 266 (11:30)

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-9611/23 14-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ 2023 წლის 21-27 მაისს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში, ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელდა ვიზიტები თურქმენეთსა და ყაზახეთის რესპუბლიკაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 8 ფურცელი პატივისცემით, პარლამენტის წევრი დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველო-ყაზახეთი საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში 23-27 ივნისი 2023 ქ. ასტანა მიმდინარე წლის 23-27 მაისის პერიოდში საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ყაზახეთის ქ. ასტანაში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ჩემი ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა ახალი მოწვევის მაჟილისისა და სენატის თავმჯდომარის მოადგილეებთან. 24 მაისს ვესტუმრეთ ყაზახეთის, საერთაშორისო ფინანსურ ცენტს „ასტანა“-ს და „ასტანა - ექსპო 2017“ საერთაშორისო საგამოფენო პავილიონს ე.წ. „ნურ ალენ“-ს. კულტურული პროგრამის ფარგლებში 25 მაისს, ვეწვიეთ ე.წ. „ალჟირ“-ის საკონცენტრაციო ბანაკს და პატივი მივაგეთ 1938-1953 წლებში რეპრესირებული 147 ქართველი მანდილოსნის მემორიალს. აღნიშნული ბანაკის რუსული სახელწოდების შემოკლებული აბრევიატურა „ალჟირ“ ქართულ თარგმანში იკითხება, როგორც - სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკი. 26 მაისს, მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაში, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს საელჩოს მიერ ყაზახეთის რესპუბლიკაში. შეხვედრებს ვესწრებოდით: დავით მათიკაშვილი - დელეგაციის ხელმძღვანელი; გიორგი ცაგარეიშვილი - მეგობრობის ჯგუფის წევრი; გოგი მეშველიანი - მეგობრობის ჯგუფის წევრი; ირაკლი ზარქუა - მეგობრობის ჯგუფის წევრი; ნიკოლოზ ლალიაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში; მიხეილ გელაშვილი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი. საქართველოს პარლამენტის ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა მაჟილისის თავმჯდომარის მოადგილე ალბერტ რაუსთან თარიღი: 24.05.2023 შეხვედრის ადგილი: ყაზახეთის რესპუბლიკის მაჟილისის შენობა შეხვედრის დრო და ხანგრძლივობა: 15:00 საათი, 45 წუთი • ნიუსი საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე • ნიუსი ყაზახეთის რესპუბლიკის მაჟილისის ვებ-გვერდზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ განხილული საკითხები: ყაზახურ მხარეს ბოდიში მოვუხადე საქართველო-ყაზახეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის სახელით, ვინაიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან ერთად ყაზახეთში ჩამოსვლა; პოზიტიურად შევაფასეთ ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, რაც გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ვიზიტით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილის შესრულებით და მიმდინარე წელს ყაზახეთში დაგეგმილი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვით არის განპირობებული; საქართველოს და ყაზახეთს ბევრი საერთო გააჩნია და უპრიანი იქნებოდა არსებული მყარი საფუძველი იქნას გამოყენებული შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. ასევე აღნიშნა, რომ შიდა პოლიტიკაში არსებული სხვაობების მიუხედავად ბევრი საერთო არსებობს საგარეო პოლიტიკაში, რაც თანამშრომლობის პესპექტივას იძლევა; საქართველო აწარმოებს სამშვიდობო პოლიტიკას ქვეყნის გაერთიანებისთვის; მადლიერება გამოვხატეთ ყაზახური მხარის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის; ხაზი გავუსვით ყაზახეთის პრეზიდენტის ვაჟკაცურ ნაბიჯს, როცა მან რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით სახალხოდ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას. ეს საქციელი დიდ ვაჟკაცობად და თამამ გადაწყვეტილებად იქნა მოხსენიებული ქართული დელეგაციის მიერ და იქვე აღვნიშნეთ, რომ სიმამაცე ორივე ერის საერთო ღირსებას წარმოადგენს; საპარლამენტო დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის, ვინაიდან ბევრად მოქნილი და მრავალპროფილურია. საქართველოს არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა საფრთხესაც წარმოადგენს და ეკონომიკური განვითარების შანსსაც; აღვნიშნეთ, რომ ხორბალი მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს ვინაიდან ნავთობის ბაქოჯეიჰანის მილსადენით გატარების შემდეგ საქართველოს რკინიგზის ხაზები შედარებით განიტვირთა, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას რომ სრულად ათვისებული იქნას აღნიშნული ტვირთი საქართველოს გავლით. მასპინძლებს ეცნობა, რომ ფოთის გარდა სხვა ალტერნატიული პორტის პროექტი არსებობს „ანაკლია“, თუმცა მშენებლობის დასაწყებად ბევრი იურიდიული საკითხია მოსაგვარებელი. ამ პორტის უნიკალურობის შესახებ განემარტათ, რომ შავი ზღვის აუზში, ბუნებრივად ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტის აშენების შესაძლებლობას იძლევა. ანაკლიის პორტს უზარმაზარი რესურსი აქვს და იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეძლებს გაატაროს ეს ტვირთები; ერთმანეთს დავეთანხმეთ, რომ ქვეყნების რესურსები ბოლომდე იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ წინ წაიწიოს ქვეყნების ეკონომიკამ. მოვიწონეთ წარმოთქმული იდეა მრგვალი მაგიდების ფორმატის შეხვედრების გამართვის შესახებ (აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო ყაზახეთი); მივესალმეთ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას; იქვე, დავძინეთ რომ განათლების სფეროშიც შესაძლებელია სამომავლო თანამშრომლობა. მაგალითად იქნა მოყვანილი ქუთაისის თანამედროვე, საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელშიც ცნობილი ლექტორები ატარებენ ლექციებს; შეხვედრის ბოლოს მასპინძლები 26 მაისს მივიწვიეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე რომელსაც ყაზახეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩო მასპინძლობს ქ. ასტანაში. ყაზახური მხარის მიერ განხილული საკითხები: მნიშვნელოვანი იყო 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებული ვიზიტი ყაზახეთში და სამოქმედო გეგმის შემუშავება; 2023 წელს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა იგეგმება ყაზახეთში. ისაუბრა სწორი შიდა პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ, რაც პრიორიტეტულად მიაჩნია არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით; მასპინძელმა ხაზგასმით აღნიშნა რომ საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მზაობა გამოიხატა ყველა მიმართულებით თანამშრომლობისთვის; ხაზი გაუსვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის აქტუალურობას და აღნიშნა, რომ მათი კარი ღიაა ინვესტიციების გაცვლის მიმართულებით თანამშრომლობისთვის; დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური მაჩვენებელი; მნივშენლოვნად მიიჩნია ადგილობრივი პროექტები, რომლებიც მისი თქმით გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა გლობალურიც გახდეს, რის მაგალითადაც მოიყვანა Transfer Exchange მიხეილ ლომთაძის პროექტი. (თვალყურს ადევნებს ფორბსს); გვაცნობა, რომ პირველად 1997 წელს მიიღეს ლოჯისტიკის სტრატეგია და იმ ხედვის შესაბამისად ვითარდებოდნენ, თუმცა აღნიშნა რომ დიდი მოქნილობაა საჭირო, ვინაიდან ვითარება ცვალებადია და ჩინეთი სულ სხვაგვარია ვიდრე იყო უწინ. მუშაობენ ჩინეთთან გადაზიდვების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც საავტომობილო ავტომაგისტრალების და დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზების განვითარებას გულისხმობს. დამატებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ აზერბაიჯანულ გადაზიდვების მიმართულებების განსავითარებლად; მხარესთან კასპიის ხაზით განსაკუთრებულად აღნიშნა აგრარულ სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ, ვინაიდან ყაზახეთი ხორბლის წარმოების ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს და ჭარბი მოსავალია (200%) ქვეყანაში, რომლის ექსპორტირების საკითხი დგება დღის წესრიგში. ექსპორტის ერთ-ერთ მიმართულებად ჩინეთი მოიაზრება, თუმცა გარკვეული ხელისშემშლელი პირობები არსებობს აღნიშნულ მიმართულებაზე. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მოიაზრებენ ფოთის ტერმინალს, საიდანაც შესაძლებელი გახდება ხორბლის დასავლეთით ექსპორტი. აღნიშნა, რომ ხორბალი და ნავთობი მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს ყაზახეთისთვის და საქართველოს მხრიდან ითხოვს ტვირთების ტრანზიტის შესაძლებლობის განხილვას. ქართულ მხარეს აცნობა რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფები და დაუყოვნებლივ აცნობებენ ქართულ მხარეს; აქვე გააჟღერა გეგმა რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, შესაბამისი სფეროს კურატორი მინისტრები და ექსპერტები ჩასხდნენ ბორანში და თითოეულ ქვეყანაში გაჩერდნენ, სადაც გამართავენ შეხვედრებს მრგვალი მაგიდის ფორმატში და განიხილავენ ყველა პრიორიტეტულ საკითხს. (აზერბაიჯანი, თურქეთი საქართველო, ყაზახეთი). შედეგად ვარაუდობენ, რომ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეის გენერირება მოხდება. იქვე აღნიშნა, რომ, მიუხედავად ბუნებრივი რესურსებით სიმდიდრისა, ქვეყანა მიზნად ისახავს ტურიზმის მიმართულების განვითარებას. ასევე იმედი გამოთქვა რომ საქართველოს მოქალაქეებიც მზარდი ტენდენციით იქნებიან წარმოდგენილნი ტურისტების რიცხვში; აღნიშნა, რომ ყაზახეთი მრავალეროვნული ქვეყანაა, სადაც 100-ზე მეტი ეროვნული უმცირესობა ცხოვრობს. აქვე მაგალითად მოიყვანა, რომ ერთ-ერთ სენატორს ქართველი მეუღლე ჰყავს. საქართველოს პარლამენტის ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა სენატის თავმჯდომარის მოადგილე ოლგა პერეპეჩინასთან თარიღი: 25.05.2023 შეხვედრის ადგილი: ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის შენობა შეხვედრის დრო და ხანგრძლივობა: 16:00 საათი, 45 წუთი • ნიუსი საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე • ნიუსი ყაზახეთის სენატის ვებ-გვერდზე ყაზახური მხარის მიერ განხილული საკითხები: გვაცნობა, რომ სენატში შექმნილია საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი; ხაზი გაუსვა, რომ კავკასიის რეგიონიდან საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ყოველივე აისახება, როგორც კულტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში, ასევე დიპლომატიურ ურთიერთობებში, რიის ნათელი მაგალითიც არის ის ფაქტი, რომ გასულ წელს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი შესრულდა; გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა განხილულიყო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები; შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის პარლამენტიც დაინტერესებულია საქართველოს პარლამენტთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებით; გაგვაცნო ყაზახეთის პარლამენტის სტრუქტურა (სენატი და მაჟილისი) განსხვავებით სენატი შედგება რეგიონების მოსახლეობის მიერ არჩეული დეპუტატებისგან და არა პარტიული სიით არჩეული დეპუტატებისგან. სენატში, თითოეული რეგიონიდან წარმოდგენილია ორი დეპუტატი; აღნიშნა, რომ ყაზახეთში დაახლოებით 120 ეროვნული უმცირესობა ცხოვრობს, რომელთა განვითარებას ხელს უწყობს სახელმწიფო; ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთში ეფექტიანი რეფორმების გატარების მიზნით მეზობელი და მეგობარი ქვეყნებისგან მიმდინარეობს გამოცდილების ინტენსიური გაზიარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური და საბაჟო-საგადასახადო მიმართულებები. მათ შორის 2018 წელს საგადასახადო კანონმდებლობის მიღებისათვის შესწავლილ იქნა საქართველოს გამოცდილება; აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს დიდი მისია აკისრიათ ხალხის საჭიროებების რეალიზებაში და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფები დიდ შესაძლებლობებს იძლევა კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის; აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის დეპუტატებს წლების განმავლობაში აკავშირებთ მჭიდრო თანამშრომლობა, ისეთ საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორებიცაა ეუთო-ს, ევროსაბჭოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეები და იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაყოფიერი და პოზიტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთს საქართველოსთან არანაირი პოლიტიკური პრობლემები არ აქვს, რასაც მიესალმება; აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ეკონომიკის და სოციალურ სფეროებში. მაგალითად ინვესტიციების ურთიერთგაცვლა და ბიზნესის წარმოება; უვიზო რეჟიმი ორივე სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი პლიუსია, ყაზახეთის 5 ქალაქიდან საქართველოს 3 ქალაქში ხორციელდება პირდაპირი ფრენები, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ყაზახეთსაც საკმაოდ მომხიბვლელი და მრავალფეროვანი ბუნება აქვს; სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რაც კარგი ნიშანია; ასევე, პოზიტიურად მოიხსენია, რომ საქართველოს და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კომისიაა შექმნილი, რომლის ფარგლებშიც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს; პრიორიტეტულ მიმართულებად მოიხსენია სატრანზიტო-ლოგისტიკური კორიდორები. ევროპისკენ სატრანსპორტო ლოგისტიკური ხაზების შექმნა ორივე მხარისთვის მომგებიან და საინტერესო სფეროდ მიიჩნია; ასევე, კულტურულ-ჰუმანიტარული სფეროა ის მიმართულება და ხიდი რომელიც უფრო აახლოებს ხალხებს და სახელმწიფოებს ერთმანეთთან თავიანთი კულტურის გაცვლის გზით. 6000 მდე ქართული დიასპორის წარმომადგენელი ცხოვრობს ყაზახეთში. შექმნილია ყაზახეთის ხალხთა ასამბლეა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ყაზახეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების დიასპორებთან; შემდგომში პროფილური კომიტეტების გაცვლითი ვიზიტები კარგი პლატფორმა იქნებოდა კანონშემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილების გაცვლისთვის. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ განხილული საკითხები: ყაზახურ მხარეს ბოდიში მოვუხადე საქართველო-ყაზახეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის სახელით, ვინაიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან ერთად ყაზახეთში ჩამოსვლა; მივულოცე ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრება და პირადად თანამდებობაზე არჩევა. ქართული მხარის სახელით მადლიერება გამოვხატე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ყველა დონეზე მხარდაჭერისთვის; აღვნიშნე საქართველო ყაზახეთის ურთიერთობაში რამდენად დიდი როლი ითამაშა ყაზახეთის ეროვნული ლიდერის მიერ სანქტ პეტერბურგის სხდომაზე წარმოთქმულმა სიტყვამ, სადაც მან მტკიცედ და პირდაპირ განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აპირებს აღიაროს კვაზი სახელმწიფოები მათ შორის ე.წ. აფხაზეთი და სამხ. ოსეთი; იმის გათვალისწინებით რომ დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის საპარლამენტო ვიზიტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით სენატის დელეგაცია თავმჯომარის ხელმძღვანელობით მოვიწვიე საქართველოში; მასპინძლებს ეცნობა, რომ საქართველოც მრავალეროვნული სახელმწიფოა; მოკლედ წარუდგინა საქართველოს პარლამენტის სტრუქტურა და მიაწოდა ინფორმაცია ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, რომელიც ძალაში 2024 წლიდან შევა. მას შემდეგ, რაც საქართველომ და ყაზახეთმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა მათი ურთიერთობები ბევრად გაღრმავდა და ამასთან დაკავშირებით აცნობა, რომ ერთ დღეში, 26 მაისს საქართველო ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს, შესაბამისად საქართველოს საელჩო ყაზახეთში მართავს ოფიციალურ მიღებას ამ დღესთან დაკავშირებით, სადაც მიიწვია სენატის წარმომადგენლები; ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი დიდი მადლობა გადაუხადა შინაარსიანი და პროდუქტიული შეხვედრების ორგანიზებისათვის. აცნობა, რომ ორივე მიმართულებით აქვს მუშაობის გამოცდილება როგორც კარიერული დიპლომატი და ყოფილი დეპუტატი, ამიტომ თავს მისცა უფლება თქვას რომ საპარლამენტო დიპლომატია უფრო მოქნილია და მეტი შესაძლებლობები გააჩნია, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია
ანგარიში
საქართველო-თურქმენეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის, თურქმენეთში ვიზიტის ანგარიში ქ. აშხაბადი, 22 ივნისი 2023 22 მაისს, როგორც საქართველო-თურქმენეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, თურქმენეთის ქ. აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში თანმხლები დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გავმართე: • • • თურქმენეთის გულმანოვასთან; ახალი მოწვევის მეჯლისის თავმჯდომარესთან დუნიაგუზელ თურქმენეთის ახალი მოწვევის მეჯლისში საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თურქმენეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ანამუხამეტ სარჯაევთან; თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე, მიაჰრი ბიაშიმოვასთან. შეხვედრებს ვესწრებოდით: დავით მათიკაშვილი - მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; გიორგი ცაგარეიშვილი მეგობრობის ჯგუფის წევრი; გოგი მეშველიანი - მეგობრობის ჯგუფის წევრი; ირაკლი ზარქუა მეგობრობის ჯგუფის წევრი; კონსტანტინე საბიაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში; მიხეილ გელაშვილი - საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი. შეხვედრა მეჯლისის თავმჯდომარესთან დუნიაგუზელ გულმანოვასთან შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შესახებ. მასპინძლებს მადლობა გადავუხადეთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წელს განხორციელებული ვიზიტის მაღალი მნიშვნელობის შესახებ, რაც თანამშრომლობის დინამიკას უფრო აქტიურს ხდის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებსა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას. მეჯლისის თავმჯდომარემ ისურვა, რომ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისას აქცენტი გაკეთდეს ქალების და ახალგაზრდების ჩართულობაზე. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. შემდგომი ურთიერთქმედების გასავითარებლად შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული მექანიზმები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევას რეგიონალური მნიშვნელობის გამოწვევების დასაძლევად და საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელებას. ხაზი გაესვა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებში მხარეთა აქტიური თანამშროლობის საჭიროებას, სატრანსპორტო, სატრანზიტო, ენერგეტიკულ, სავაჭრო ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთ სფეროდ განხილული იყო ტურიზმი, რისი გამარტივებაც შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლით და ორმხრივი პირდაპირი ფრენების დაწესებით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოში იქნა მოწვეული (თურქმენული მხარე ელოდება მოწვევის ოფიციალურ წერილს). ორივე მხარემ აღნიშნა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი კონსტანტინე საბიაშვილი ღვაწლის შესახებ, როგორც ორ ქვეყანას შორის ხიდის ფუნქციის შესრულების ნათელი მაგალითი. პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა ქვეყნის განვითარებაში სახელმწიფოს მეთაურის დიდი როლის შესახებ. თურქმენულ მხარეს წინასწარ მივულოცეთ ქ. აშხაბადის დღე 25 მაისი, ხოლო მასპინძლებმა წინასწარ მოგვილოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი. შეხვედრის დასასრულს მასპინძლები 26 მაისისადმი მიძღვნილ მიღებაზე იქნენ მიწვეულნი საქართველოს საელჩოში. შეხვედრა თურქმენეთი-საქართველო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ანამუხამეტ სარჯაევთან შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ეროვნული პარლამენტების სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა. აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თბილ და მეგობრულ ურთიერთობებზე და საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების მნიშვნელობაზე, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. შესაბამისად მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან გადადგმულ პირველ ნაბიჯს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თურქმენეთში ვიზიტის განხორციელების გამო, ვინაიდან ამ ფორმატში პირველი ვიზიტია ახალი მეჯლისის შეკრების შემდეგ. თურქმენულმა მხარემ დიდი მადლიერება გამოხატა რეზოლუციების თანასპონსორობისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში პოზიტიური თანამშრომლობისთვის. ორმხრივი ურთიერთობების და ტურიზმის განვითარების მიზნით მასპინძლებს მოვუწოდეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწესებისკენ, რის პასუხად მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დაგვპირდა უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის აღნიშნული საკითხის დიპლომატიური არხებით ინიცირებას. აქვე ეთხოვა თურქმენულ მხარეს რომ სახელმწიფოს მიერ მეტი ძალისხმევა გაეწიოს თურქმენეთის მოსახლეობაში საქართველოს პოპულარიზაციას. შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიაჰრი ბიაშიმოვასთან შეხვედრაზე მასპინძელმა ქართული მხარის მისამართით მადლობა გამოთქვა რეზოლუციების მხარდაჭერისთვის. თურქმენული მხარის მიერ მზაობა გამოითქვა ყველა მიმართულებით თანამშრომლობაზე, თუმცა მათ შორის გამოყოფილ იქნა კულტურის, სოციალურეკონომიკური, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ჰუმანიტარული, ეკოლოგიის სფეროები. ქალბატონმა მიაჰრი ბიაშიმოვამ ჩვენი ყურადღება გაამახვილა კულტურის სფეროზე და მაგალითად მოიყვანა რამდენიმე დღის წინ საქართველოს საელჩოს მიერ გამართული ტრადიციული, ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა, რამაც მოსახლეობის მაღალი ინტერესი დაიმსახურა. აღვნიშნე თურქმენეთის პრეზიდენტის დიდი როლის შესახებ ქვეყნის განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში. ხაზგასმით აღვნიშნეთ თუ რამდენად აფასებს ქართული მხარე თურქმენეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა პლატფორმაზე. დავაფიქსირეთ 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში ვიზიტის დიდი მნიშვნელობა შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისთვის. ასევე, აღვნიშნეთ 2023 წელს დაგეგმილი პოლიტიკური კონსულტაციების მე-9 რაუნდის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ან აშხაბადში ან თბილისში გაიმართება. ტურიზმთან და ვაჭრობასთან ერთად მასპინძლების ყურადღება გავამახვილეთ განათლების სფეროში თანამშრომლობაზე და იმედი გამოვთქვით, რომ უახლოეს პერიოდში თურქმენ სტუდენტებს ვიხილავთ საქართველოში. ამასთან დაკავშირებით გავაცანით ინფორმაცია ქუთაისის, ახალი, თანამედროვე საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობის შესახებ. საპასუხოდ ქართულ მხარეს შესთავაზა განხილულ იქნეს ქართველი ლექტორების მივლინება თურქმენეთის სასწავლებლებში ლექციების წასაკითხად. მასპინძლებმა თანამშრომლობის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად წარმოაჩინეს ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სფერო ვინაიდან თურქმენეთი განიცდის წყლის რესურსების დეფიციტს. ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და დარგობრივ კომიტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოგვიწოდა. შეხვედრის დასასრულს ქალბატონი მიაჰრი ბიაშიმოვა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოს მიერ დაგეგმილ მიღებაზე მივიწვიეთ.