„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
N54, 12.10.2010, მუხ.343) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-8 მუხლს დაემატოს „371“ და „372“ ნაწილები შემდეგი რედაქციით:
„371. აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტი - პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს
აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსი საქართველოს მთავრობის
დადგენილების შესაბამისად;
372. ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტი - პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს,
ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტის სტატუსი საქართველოს მთავრობის
დადგენილების შესაბამისად.“
ბ) 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს „ჯ2“ და „ჯ3“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ჯ2) იმ აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ აგროტურისტული საქმიანობის
ფარგლებში მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, რომლის შემოსავალი
კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს, შესაბამისი სტატუსის
მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში; ;
„ჯ3) იმ ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტის მიერ ღვინის ტურიზმის საქმიანობის
ფარგლებში მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, რომლის შემოსავალი
კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს, შესაბამისი სტატუსის
მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში;“;
გ) 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს „ღ1“ და „ღ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ღ1) იმ აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ აგროტურისტული საქმიანობის
ფარგლებში მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული
ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის
97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, რომლის შემოსავალი
კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს, შესაბამისი სტატუსის
მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში;“;
„ღ2) იმ ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტის მიერ ღვინის ტურიზმის საქმიანობის
ფარგლებში მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული
ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის
97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, რომლის შემოსავალი
კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს, შესაბამისი სტატუსის
მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში;“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღეისათვის არ
არსებობს სამართლებრივი ბაზა,
რომელიც
დაარეგულირებს
აგროტურიზმთან და ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სამართლებრივ
ურთიერთობებს. აგროტურიზმი და ღვინის ტურიზმი მჭიდრო კავშირშია, როგორც
ტურიზმის, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან. შესაბამისად, ტურიზმის სფეროში
არსებული საკანონმდებლო რეგულაციები ვერ ფარავს მათთან დაკავშირებულ რიგ
საკითხებს და მოითხოვს სპეციფიკურ რეგულირებას. ასევე, არ არსებობს როგორც
აგროტურისტული, ასევე, ღვინის ტურიზმის ობიექტების ერთიანი ბაზა, რომელიც
ტურისტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საქართველოში არსებულ შესაბამის ობიექტებს და
შეარჩიონ მათთვის სასურველი დანიშნულება.
საკითხის აქტუალურობიდან და „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე,
შემუშავდა აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული
პრობლემის გადაჭრას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
“ტურიზმის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით დგინდება მთავრობის
აგროტურისტულ
და
ღვინის
ტურისტულ
საქმიანობებში
საშეღავათო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ტურიზმის
საქმიანობების
პრინციპები,
ჩართული
მიერ
პირებისთვის
„აგროტურისტული და ღვინის
საქმიანობის
სუბიექტების
სტატუსის
მინიჭების/შეწყვეტის წესი, პროცედურები და პირობები“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს
საგადასახადო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც
ისარგებლებენ აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობაში/ებში
ჩართული პირების მიმართ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება მხოლოდ იმ პირებს,
რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს. კანონის პროექტის მიხედვით,
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის
ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული
შემოსავალი და გაცემული ხელფასი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული
წლის განმავლობაში. ცვლილება ასევე შედის 99-ე მუხლში, რომლის თანახმად მოგების
გადასახადისაგან
თავისუფლდება,
აგროტურისტული
და
ღვინის
ტურისტული
საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული მოგების
განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული
განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის
განმავლობაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის
პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე
იქიდან, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში
გათვალისწინებულია მთავრობის ვალდებულება 2024 წლის პირველ ივნისამდე დაამტკიცოს
„აგროტურისტული
და
ღვინის
ტურიზმის
სუბიექტების სტატუსის მინიჭების/გაუქმება
საქმიანობების
პრინციპები,
საქმიანობის
წესი და პროცედურები“, მიზანშეწონილია
კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1 ივლისი. კანონპროექტი არ
ითვალისიწინებს უკუძალის საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს
განსაზღვრავს მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება აგროტურიზმის და
ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტებისთვის შესაბამისი სტატუსის მიმნიჭებელი
უწყება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს, სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან აგროტურიზმის და ღვინის
ტურიზმის სტატუსების მქონე ის სუბიექტები, რომელთა საქმიანობების ფარგლებში,
კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს,
გათავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან. შეღავათით შემცირდება
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, პროექტის ამოქმედებით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს
ორი ფაქტორი:
სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი საწარმოების უმეტესობა დღეს უკვე
სარგებლობს შეღავათებით;
როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე ტურიზმის დარგშიც, ბევრია
არარეგისტრირებული საწარმო, რომელიც ისედაც არ იხდის არანაირ გადასახადს.
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აღნიშნული გადასახადების სახით შემცირებული თანხის
ოდენობის გამოთვლა მეტწილად მაინც დამოკიდებულია იმ პირთა რაოდენობაზე,
რომელთაც აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების სუბიექტის სტატუსი
მიენიჭება.
როგორც აღინიშნა დღეისათვის, აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის ობიექტის
სტატუსი საქართველოში არ არსებობს, შესაბამისად, სრული ოფიციალური სტატისტიკა
აგროტურისტული და ღვინის ტურისტული ობიექტების რაოდენობის შესახებ არ არის
ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის ინიციციატორის მიერ მიახლოებითი
ფინანსური გავლენის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა შემდეგი დაშვება:
აღსანიშნავია, რომ დღეს ყველაზე გავრცელებული აგროტურისტული ობიექტები არიან
ღვინის მარნები (ამ სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით აგროტურიზმის დაახლოებით
85-90%), რომლებიც ტურისტებს სთავაზობენ სერვისებს (ღვინის და კერძების დეგუსტაცია,
მასტერკლასები, რთველში მონაწილეობა და სხვ.).
ამასთან, აგროტურიზმის კომპანიებს, რომელთა იდენტიფიცირება დღეისათვის არის
შესაძლებელი წარმოადგენენ ღვინის მწარმოებელი კომპანიები (მარნები), რომლებიც
ჩართულნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ პროექტ „ღვინის გზაში“.
შესაბამისად, მოყვანილ იქნა შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია ზემოაღნიშნული
ბიზნესსუბიექტების მიერ გადახდილი გადასახადების (მოგება და საშემოსავლო) შესახებ.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არსებული 352 „ღვინის გზის“ პროექტში
მონაწილე მარნიდან დაიდენტიფიცირდა 213, აქედან 500 000 ლარზე ნაკლები წლიური
შემოსავალი/ბრუნვა დაუფიქსირდა 150 ბიზნეს სუბიექტს, რომელსაც ეყრდნობა ქვემოთ
მოყვანილი ცხრილი.
„ღვინის გზის“ პროექტში მონაწილე მარნების მიერ დეკლარირებული საშემოსავლო/მოგების
გადასახადები, რომელთა შემოსავალი 2022 წელს არ აღემატებოდა 500 000 ლარს
იურიდიული პირი /
ფიზიკური პირი
იურიდიული პირები
ფიზიკური პირები
სულ ჯამი
რაოდენობა
2022 წლის
საანგარიშო
პერიოდზე
წყაროსთან
დაკავებული
საშემოსავლო
გადასახადი
83
67
150
254,840
1,753
256,592
2022 წლის
საანგარიშო
პერიოდზე
დარიცხული
მოგების
გადასახადი
2022 წლის საანგარიშო
პერიოდზე ინდ. მეწარმის
(მათ შორის მცირე
მეწარმის) მიერ
დეკლარირებული
საშემოსავლო გადასახადი
34,887
20,375
20,375
34,887
311,853
სულ დარიცხული გადასახადი
შენიშვნა: ბრუნვის მიზნებისათვის აღებულია 2022 წლის საანგარიშო პერიოდის დღგ-ს
დეკლარაციების მიხედვით ჯამური ბრუნვა (18% ბრუნვას + გათავისუფლებული ბრუნვა +
ნულოვანი ბრუნვა) და ფიზიკური პირის შემთხვევაში 2022 წლის საანგარიშო პერიოდის
წლიური საშემოსავლო გადასახადის და მცირე ბიზნესის დეკლარაციების მონაცემები.
შესაბამისად,
სავარაუდო
წლიური
აგროტურიზმის
და
ღვინის
კანონპროექტით
წარმოდგენილი
ჯამური
ტურისზმის
დანაზოგი,
სფეროში
საგადასახადო
რომელსაც
მონაწილე
შეღავათების
ბიზნეს
შედეგად
მიიღებდნენ
სუბიექტები
2022
წლის
მონაცემების მიხედვით შეადგენს 311,853 ლარს.
ამასთან გასათვალისწინებელია, აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმში (გარდა ღვინის
მარნებისა) დასაქმებული სხვა ბიზნეს სუბიექტების (მაგალითად, ადგილობრივი
სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება), რომლებიც შეადგენენ მთლიანად ამ ბიზნესის 1015%-ს (ამ სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით) დანაზოგიც.
აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს კანონის ამოქმედებიდან
10 წლის განმავლობაში.
აღნიშნული ინიციატივის დადებითი ეფექტი ასევე, აისახება საგადასახადო შეღავათების
დაწესების გამო აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის მომსახურების ფასებზე და
ხარისხზე, რაც დადებით გავლენას იქონიებს ტურიზმის კუთხით ქყვეყნის ცნობადობის
დონის გაუმჯობესებაზე.
ამჟამად, აგროტურისტულ და ღვინის ტურიზმის საქმიანობებში ჩართული ფერმერები
ძირითადად არაორგანიზებულად ეწევიან ტურისტულ საქმიანობას, რასაც ხშირ
შემთხვევაში აქვს ერთჯერადი ან/და არამუდმივი სახე, რაც ართულებს ბიუჯეტის
დანაკლისის ზუსტი ოდენობის გამოთვლას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში
გადახდილი თანხები, კანონის ამოქმედების შედეგად შესაძლოა შემცირდეს, აგროტურიზმის
და ღვინის ტურიზმის განვითარება, საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ დადებითად
აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 1
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში კანონს გავლენა
ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა ბიუჯეტზე გავლენა დამოკიდებული
იქნება იმაზე თუ რამდენად განვითარდება აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის
საქმიანობები ან/და რამდენი პირი მიიღებს აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის
საქმიანობების სტატუსებს. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, რეგისტრირებული
აგროტურისტული და ღვინის ტურისტული
სუბიექტები გადაიხდიან საშემოსავლო და
მოგების გადასახადებს.
აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს კანონის ამოქმედენიდან
10 წლის განმავლობაში. საშეღავათო 10 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ქვეყანაში
აგროტურიზმში და ღვინის ტურიზმში დასაქმებული და განვითარებული ბიზნეს
სუბიექტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს.
ამასთან, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ის უწყება, რომელიც შესაბამის
სუბიექტებს მიანიჭებს აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტისა და ღვინის ტურიზმის
საქმიანობის სუბიექტის სტატუსს. ამ მომსახურებაზე საფასურის დაწესების შემთხვევაში,
შესაბამის უწყებას გაეზრდება საკუთარი შემოსავლები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელლმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის საქმიანობის
სუბიექტებისთვის შესაბამისი სტატუსის მოპოვების ან/და გაუქმების წესს, პრინციპებს,
პირობებსა და სტატუსის მიმნიჭებელ უწყებას, რომელსაც შესაძლოა ამ მომსახურების
გაწევასთან დაკავშირებით მოუწიოს ხარჯების გაწევა.
1
https://iset-pi.ge/ka/blog/82-agritourism-in-georgia
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქნება მნიშვნელოვანი სტიმული აგროტურისტული და ღვინის ტურისტული
საქმიანობებით დაინტერესებული პირებისათვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს
დასაქმების ზრდას. კანონპროექტს ექნება გავლენა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,
რომლებიც განავითარებენ აგროტურიზმს და ღვინის ტურიზმს და რომელთა წლიური
ერთობლივი შემოსავალი (თითოეული სახეობების სუბიექტისთვის) არ აღემატება 500 000
ლარს. კერძოდ, საშეღავათო პერიოდის (10 წლის) განმავლობაში აგროტურისტული და
ღვინის ტურიზმის სუბიექტები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათით (მოგებისა და
საშემოსავლო გადასახადი). თუმცა აქ აღსანიშნავია ის, რომ დაურეგისტრირებელი
აგროტურისტული და ღვინის ტურისტული ობიექტები ისედაც არ იხდიან გადასახადებს,
შესაბამისად,
მათთვის
სარგებლის
ამ
კატეგორიის
თვალსაზრისით,
არსებულ
მდგომარეობასთან შედარებით ცვლილება არ იქნება გათვალისწინებული. საგადასახადო
შეღავათებით ბიზნეს სუბიექტების მიღებულ მოსალოდნელ დანაზოგთან დაკავშირებით
ინფორმაცია იხ. „ბ.ბ“ ქვეპუნქტში.
საქართველოს
მთავრობა
აგროტურიზმის
და
ღვინის
ტურიზმის
საქმიანობის
სუბიექტებისთვის დაადგენს შესაბამისი სტატუსის მოპოვების ან/და გაუქმების წესს,
პრინციპებს და პირობებს. სტატუსის მინიჭების მომსახურებაზე საფასურის დაწესების
შემთხვევაში, შესაბამის პირებს მოუწევთ ამ საფასურის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს 500 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე
აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სუბიექტების სტატუსების მქონე პირების
გათავისუფლებას 10 წლით საშემოსავლო და მოგების გადასახადისაგან.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ იქონიებს
მდგომარეობაზე.
ბავშვების/არასრულწლოვნების უფლებრივ
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროქტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში:
კანონპროექტი შემუშავებულია გაეროს ქალთა ფონდისა და საქართველოს ფერმერთა
ასოციაციის თანამონაწილეობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი,
ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ირმა ზავრადაშვილი, გელა
სამხარაული, ანტონ ობოლაშვილი, ბეჟან წაქაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის
სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი
ზავრადაშვილი, გელა სამხარაული, ანტონ ობოლაშვილი, ბეჟან წაქაძე.
წევრები: დავით
კირცხალია, ირმა