საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-3974/23; 20.03.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-9724/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-16
ბიუროს ნომერი 268

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-9724/23 15-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-3974/23; 20.03.2023). საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2023 წლის 12 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება მერისა და საკრებულოს თავმჯდომარედ მხოლოდ ერთხელ არჩევის/დანიშვნის შესახებ (№1-3974/23; 20.03.2023). შინაარსი: ვინაიდან საქართველოს საჯარო სექტორში გახშირდა მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეთა თანამდებობებზე რამდენიმე ვადით ერთი და იგივე პირების მიერ შენარჩუნების მავნე პრაქტიკა, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, განიხილოთ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ორგანულ კანონში – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში – შევიდეს იმდაგვარი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციის 35.1 მუხლის მსგავსად, დაადგენს, რომ ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა მერად და საკრებულოს თავმჯდომარედ დაუშვებელია. საკანომდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენს საჯარო სამსახურის გაჯანსაღება, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის ამაღლება და პროტექციონიზმის მასშტაბების შემცირება. გაცნობებთ, რომ კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და უარყოფილად იქნა მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: საკითხი არ წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მოწესრიგების საგანს: მსგავსი საკითხების რეგულირების სფერო საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ კომპეტენციების სფეროს განეკუთვნება. შინაარსობრივ–სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით აღიარებულია მოქალაქეთა აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებები. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესაბამისად: აქტიური საარჩევნო უფლება არის საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში; ხოლო, პასიური საარჩევნო უფლება არის საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად. ამავე კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში; ხოლო თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში (,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ მუხლი 134). მაშასადამე, კანონი უკვე ითვალისწინებს, როგორც საარჩევნო უფლების განხორციელების, ისე მისი შეზღუდვის მექანიზმებს. შესაბამისად, მსგავსი რეგულაციის ამოქმედებით იზღუდება მოქალაქეთა კანონით გარანტირებული, როგორც პასიური, ისე აქტიური სარჩევნო უფლება, მით უფრო როდესაც წარმოდგენილი წინადადებიდან არ იკვეთება რაიმე სახის მყარი სამართლებრივი საფუძვლები (დასაბუთება) ინიციატივის განსახორციელებლად. მეტიც, კანონით დადგენილი წესით, პირი საქართველოს პრეზიდენტადაც კი შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეზეც არ ვრცელდება მსგავსი შეზღუდვა, წარმოდგენილი წინადადება კი ითვალისწინებს მერად და საკრებულოს თავმჯდომარედ მხოლოდ ერთხელ არჩევის/დანიშვნის შესაძლებლობას. ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის თვალსაზრისით, დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში საკანონმდებლო სივრცეში არ მოიპოვება მსგავსი შეზღუდვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი