საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგოძის, ნინო წილოსანის, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილის და ეკა სეფაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ტურიზმის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (№07-3/328; 24.05.2023) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 26 ივნისის ჩათვლით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-9881/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-9881/23 19-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მ.წ. 16 ივნისს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, ნინო წილოსანის, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილისა და ეკა სეფაშვილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „ტურიზმის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ (№07-3/328; 24.05.2023) განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 26 ივნისის ჩათვლით. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-9806/23 16-06-2023 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს ბატონო დავით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე „ტურიზმის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/328/10; 24.05.2023), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად. საკანონმდებლო პაკეტის სავალდებულო წესით განხილვის ვადაა 2023 წლის 19 ივნისი. საკანონმდებლო პაკერთან დაკავშირებული დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, მიმართოთ პარლამენტის ბიუროს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge