საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.06.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-9063/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412308332733 21.06.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: კორექტირებული საკანონმდებლო წინადადება ადვოკატის მანტიის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონიდან ამოღებული იქნას 39-ე მუხლი, რომელიც შეეხება ადვოკატის მანტიას, ვინაიდან 2001 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას არ შემოუღია ადვოკატის მანტია. შესაბამისად, ამგვარი ფორმალური ჩანაწერის არსებობა მოკლებულია ლოგიკას და კანონში არ უნდა ეწეროს ისეთი დებულებები, რომლებსაც არ იყენებენ საზოგადოების სამიზნე ჯგუფები/კანონის ბენეფიციარები. ასე, მაგალითად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დღემდე ითვალისწინებს "ამხანაგურ სასამართლო"–ებს, რომლებიც, 30 წელზე მეტია, აღარ ფუნქციონირებენ. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. მობილური: ელფოსტა: