საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.06.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-9102/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412308389543 22.06.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ" და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონების ჰარმონიზაციის შესახებ და შინაარსი: "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ" კანონის მე–9 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი ეწინააღმდეგება "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 14.2(გ) მუხლის შინაარსს, ვინაიდან მიუთითებს აწ არარსებულ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, ცვლილება შეიტანოთ "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ" კანონის მე–9 მუხლის პირველი ნაწილში. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი, აშშ–ს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების წევრები პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: