საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412308412429
22.06.2023
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსისა და "საერთო
სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონების ჰარმონიზაციის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად,
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის ("სასკ") და "საერთო
სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონების ურთიერთჰარმონიზაციის მიზნით,
გთხოვთ, "სასკ"–ის 21–ე მუხლიდან ამოიღოთ ტერმინი "ამხანაგური სასამართლო", ვინაიდან
"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის 2.1 მუხლის თანახმად,
"საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო
სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო." ამრიგად, "ამხანაგური
სასამართლოები" არ არის გათვალისწინებული ამჟამად მოქმედი კანონით "საერთო
სასამართლოების შესახებ". ამგვარი საკანონმდებლო ანაქრონიზმის არსებობა და საერთო
სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონთან დაპირისპირებული "ამხანაგური
სასამართლო"–ს შესახებ ჩანაწერი არასასურველია არსებობდეს საკანონმდებლო დონეზე,
საკანონმდებო ტექნიკის თვალსაზრისით. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ
ვანიშვილი, აშშ–ს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების წევრები
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #
მობილური:
ელფოსტა: