საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412308412631
22.06.2023
საქართველოს პარლამენტი
ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨ
სათაური: "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" (სარ. კოდი
240.110.010.05.001.000.128) და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ" (სარეგ. კოდი 010.240.010.05.001.001.439) საქართველოს
კანონების ჰარმონიზაციის შესახებ
შინაარსი: ამჟამად მოქმედ "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს
კანონის მე–19 მუხლის რედაქცია (მუხლი 19.1) შეიცავს შემდეგ, საკანონმდებლო ტექნიკის
თვალსაზრისით გაუმართავ წინადადებას: "საქონლის ნუსხას, რომელიც არ ექვემდებარება
შეცვლას, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო."
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე ნაწილის თანახმად, გთხოვთ განიხილოთ
საკითხი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"საქონლის ნუსხას, რომელიც არ ექვემდებარება შეცვლას, ამტკიცებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო." ამგვარი საკანონმდებლო
ცვლილებით აღნიშნული სამიზნე საკანონმდებლო ნორმა მოვა სრულ ჰარმონიზაციაში
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ" საქართველოს კანონის 14.2 მუხლთან, რომლის თანახმადაც: "2. საქართველოს
სამინისტროებია: ა) განათლებისა და მეცნიერების; ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის; გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; დ) თავდაცვის; ე) იუსტიციის; ე 1)
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის; ვ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ზ) რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; თ) საგარეო საქმეთა; ი) ფინანსთა; კ) შინაგან საქმეთა.
პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი, აშშ–ს და საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციების წევრები
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: