საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-23
კომიტეტის სხდომის ნომერი 115
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2292?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
23 ივნისი 2023 14:00
2023 წლის 23 ივნისი, 14:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის,
გიორგი
კახიანის,
გენრიეტა
წიწავას
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/320; 10.05.2023) III
მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
3. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „თავისუფლება“ რეგისტრაციის საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
6/22/2023, 3:42 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2023 წლის 23 ივნისი 14.00
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N115
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილის ადგილმონაცვლეირაკლი მეძმარიაშ, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია,
გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, სალომე ჯინჯოლავა.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი
კახიანის, გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/320; 10.05.2023) III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
2. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
3. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „თავისუფლება“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი
კახიანის, გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/320; 10.05.2023) III მოსმენით განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის
დროს გამოთქმული შენიშვნებიდან გაზიარებული და შესაბამისად მესამე მოსმენით
განხილვისათვის წარმოდგენილ პროექტში ასახული იქნა შენიშვნები, რომლებიც შეეხებოდა:
- პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირაში საკომიტეტო განხილვის
დაუშვებლობას - აღდგა ნორმის მოქმედი რედაქცია და მითითება განხორციელდა პლენარული
სხდომების დღეებზე;
- პოლიტიკური განცხადებებით გამომსვლელთა თანამიმდევრობას - უფრო დეტალურად
განისაზღვრა, რომ თავდაპირველად სიტყვით გამოდიან ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციის
წარმომადგენლები, შემდეგ − რიგითობის მიხედვით უფრო მცირერიცხოვანი ფრაქციების
წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − უფრაქციო პარლამენტის წევრები. ამასთანავე, სიტყვით არ
უნდა გამოვიდეს ზედიზედ ერთი ფრაქციის ორზე მეტი წევრი და ზედიზედ ორი ან ორზე მეტი
უფრაქციო პარლამენტის წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელთა სიაში არ
არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი ან უფრაქციო პარლამენტის წევრი;
1
-
საკანონმდებლო პაკეტის მიღების თავისებურებას - განისაზღვრა, რომ საკანონმდებლო პაკეტში
შემავალ იმ პროექტებზე, რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო,
კენჭისყრა ერთიანად გაიმართება მხოლოდ საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე
მოსმენით განხილვის შემდეგ. ამასთანავე, გაზიარებული იქნა შენიშვნა, რომ აღარ არსებობს
აღნიშნული პუნქტის ამოქმედების ვადის 1 სექტემბრამდე გადადების აუცილებლობა.
საქართველოს პარლამნეტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად,
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა და დეტალურად გააცნო საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის დახვეწის მიზნით განხორციელებული
რედაქციული ხასიათის
ცვლილებები.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული
შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით III მოსმენით მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი
კახიანის, გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/320; 10.05.2023) ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
- საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი
კახიანის, გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
„საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/320; 10.05.2023) მომზადებულად ჩაითვალოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის;
- პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი
შატაკიშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მათ შორის,
ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში საპარლამენტო კონტროლის
მექანიზმების გაძლიერებასთან
დაკავშირებით,
საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი ყოველკვარტალურად ახორცილებს პარლამენტის წევრის კითხვაზე მონიტორინგს,
თუ როგორ ხდება შესაბამისი ანგარიშვალდებული
სახელმწიფო ორგანოების მხრიდან
პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირება. ამჯერად საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის
შესაბამისად, უკვე მესამედ, შეისწავლა და კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა ინფორმაცია
პარლამენტის წევრის კითხვაზე რეგირების თაობაზე 2023 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 31
მაისის ჩათვლით პერიოდისათვის.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ პარლამენტის
წევრის კითხვაზე რეაგირების თვალსაზრისით შექმნილი სურათი საკმაოდ საყურადღებოა,
კერძოდ საანგარიშო პერიოდში სულ გაიგზავნა 514 პარლამენტის წევრის კითხვა, რომელთაგან
პასუხი გაცემულია 409 წერილობით კითხვაზე (80%), ხოლო 105 წერილობით კითხვაზე არ არის
გაცემული პასუხი, რაც გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვების საერთო რაოდენობის
20%-ს წარმოადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს იმაზე, რომ
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მეტი ძალისხმევის გაწევა მოუწევს,
საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის მიმართულებით, რომ ეს 20% შემცირდეს და
პარლამენტის წევრის მიერ დასმულ შეკითხვაზე რეაგირება იყოს მაქსიმალურად სრული.
2
ინფორმაციაში წარმოდგენილია პარლამენტის წევრების მიერ გაგზავნილი კითხვების
გადანაწილება ადრესატების მიხედვით, კერძოდ:
2023 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს ყველაზე
მეტი შეკითხვა გაგზავნილი იქნა მუნიციპალიტეტებში - 379 (74%); საქართველოს
მთავრობა/საქართველოს პრემიერ-მინისტრი/სამინისტრო/მინისტრი, სსიპ - გაიგზავნა 108 (21%)
შეკითხვა; სხვა დაწესებულებებში - გაიგზავნა 27 (5%) შეკითხვა.
გაგზავნილ შეკითხვებზე რეაგირების შედეგები ადრესატების მიხედვით გამოიყურება შემდეგი
სახით:
საქართველოს მთავრობა / საქართველოს პრემიერ-მინისტრი /სამინისტრო /მინისტრი/სსიპ პასუხგაცემული 86 (80%); პასუხგაუცემელი 22 (20 %);
მუნიციპალიტეტები - პასუხგაცემული 301 (79%); პასუხგაუცემელი 78 (21%);
სხვა დაწესებულებები - პასუხგაცემული 22 (81%); პასუხგაუცემელი 5 (19%).
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მონაცემები გვიჩვენებს, რომ პარლამენტის წევრის მიერ
გაგზავნილი კითხვები საქართველოს ხელისუფლების
შესაბამისი ორგანოების მხრიდან
საჭიროებს უფრო მეტ რეაგირებას და ყურადღების გამახვილებას.
ირაკლი ქადაგიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი,
რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან ნაცვლად 15
დღისა წერილობითი პასუხი წარუდგინოს 10 დღეში. აღნიშნული ვადა, კითხვის
კომპლექსურობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ 10 დღით,
რის თაობაზეც დასაბუთებული წერილობითი მიმართვა უნდა გაეგზავნოს კითხვის ადრესატს.
დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით გამოვლინდა, რომ პასუხგაცემული 409 კითხვიდან
ვადის დაცვით პასუხი გაცემულია 330 (81%) შემთხვევაში, ხოლო ვადის დარღვევით 79 (19%)
შემთხვევაში. საყურადღებოა, რომ კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის გაგრძელების
შესაძლებლობა - გამოყენებული იყო 4 შემთხვევაში და ოთხივე შემთხვევაში პასუხი გაცემულია
ვადის გაგრძელებით განსაზღვრული დამატებითი ვადის ფარგლებში.
მოხსენებელმა ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილ კითხვაზე, საჯარო ინფორმაციისაგან
განსხვავებით, პასუხს ხელს უნდა აწერდეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან
საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
მიერ მონაცემების დეტალური შესწავლისა და დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ სულ
პასუხგაცემული 409 კითხვიდან 79 შემთხვევაში პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხს ხელს
აწერს არაუფლებამოსილი პირი, რაც რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი აქტიურად განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების
შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე
რეაგირების საკითხს, ხოლო წარმოდგენილი ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, წარედგინება საქართველოს
პარლამენტის ბიუროს და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებ გვერდზე.
მიზანშეწონილი და აუცილებელი იქნება აგრეთვე აქტიური კომუნიკაცია საქართველოს
მთავრობასთან, კერძოდ კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო
მდივნის მოწვევა და საკითხის განხილვა.
გიორგი კახიანი დაეთანხმა ირაკლი ქადაგიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას
საქართველოს მთავრობასთან უფრო აქტიური კომუნიკაციის მიზნით საკომიტეტო შეხვედრისა
და განხილვის მიზანშეწონილობის თაობაზე და ყურადღება გაამახვილა იმ მონაცემზე, რომლის
თანახმად პასუხგაცემული კითხვების თითქმის 20 %-ს ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი,
რაც აშკარად მიგვითითებს ნორმების არცოდნაზე და საჭიროა ამ მიმართულებით მუშაობა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „თავისუფლება“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა
3
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის „თავისუფლება“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებას და
თანდართული მასალებს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
რეგისტრაციის
თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის „თავისუფლება“ რეგისტრაცია.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფის -„თავისუფლება“ რეგისტრაციის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის - „თავისუფლება“ რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის
ბიუროს.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
4