„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 259-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 259. ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა
1. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც
მისი დასახიჩრება გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან
ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) საჯაროდ;
გ) არაერთგზის;
დ) არასრულწლოვნის თანდასწრებით;
ე) ორი ან მეტი ცხოველის მიმართ, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ორ
წლამდე
ან
3. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც
მისი დაღუპვა გამოიწვია,ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) საჯაროდ;
გ) არაერთგზის;
დ) არასრულწლოვნის თანდასწრებით;
ე) ორი ან მეტი ცხოველის მიმართ,ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“;
1
ან
2. 2381 მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პირს, რომელსაც აქვს მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აქვს
აგრეთვე ცივი იარაღის ტარების უფლება.“;
3. 187-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას
ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით;
ბ) არაერთგზის;
გ) ჯგუფურად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ბოლო პერიოდში გახშირდა ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის
ფაქტები, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად მართალია
დასჯადია ცხოველების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა, თუმცა
აღნიშნული დანაშაულის უკეთ პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია მისი
ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.
გარდა ამისა, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 31 მაისს
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოკლელულიანი
ცეცხლსასროლი იარაღის ნაცვლად მოკლე იარაღის ცნება იქნა შემოღებული.
შესაბამისად, აუცილებელია შეიცვალოს ტერმინი და საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 2381 მუხლის შენიშვნაში „მოკლელულიანი ცეცხლსასროლი
იარაღის“ ნაცვლად „მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი“ მიეთითოს. ქმედების
საშიშროებიდან
გამომდინარე
ასევე
მიზანშეწონილია
გამკაცრდეს
პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ან განადგურებისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღება
დადებით
გავლენას
მოახდენს
კანონპროექტით
გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის პრევენციაზე, ასევე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი შესაბამისობაში
მოვა
„იარაღის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
3
2023
წლის
31
მაისს
კანონპროექტის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება
ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო.
იცვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის შენიშვნაში
გამოყენებული ტერმინი „მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი“ და მის
ნაცვლად
ეთითება
„მოკლე
სისხლისსამართლებრივი
ცეცხლსასროლი
პასუხისმგებლობა
იარაღი“.
მკაცრდება
გარდა
ისეთი
ამისა,
ქმედების
ჩადენისთვის, როგორიცაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ვინაიდან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 31 მაისს
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება იმავე წლის 1 აგვისტოდან
ამოქმედდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის
შენიშვნაში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებაც 2023 წლის 1 აგვისტოდან უნდა
ამოქმედდეს.
გარდა ამისა, ვინაიდან კანონპროექტი შესაბამისი ქმედების ჩადენისთვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
გამკაცრებას
ითვალისწინებს,
მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის
მუხლებში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს
ამოქმედდეს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
4
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 31 მაისს განხორციელებული
საკანონმდებლო ცვლილება ვინაიდან იმავე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება,
აუცილებელია კანონპროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკანონმდებლო
ცვლილებაც იმავე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე
საჭიროა წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა და მიღება მიმდინარე სესიის
დასრულებამდე მოესწროს. შესაბამისად, კანონპროექტი დაჩქარებული წესით
უნდა იქნეს მიღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
ხარჯების გაღების აუცილებლობის შემთხვევაში, კანონპროექტის მიღებასთან
დაკავშირებული
ხარჯების
დაფინანსების
წყარო
იქნება
საქართველოს
ავტონომიური
რესპუბლიკის
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
გაზრდის თვალსაზრისით, რადგან წესდება ჯარიმა შესაბამისი დანაშაულის
ჩადენისთვის. ჯარიმის შეფარდების უფლებამოსილება სასამართლოს ექნება.
გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა
რაოდენობასა და ჯარიმის ოდენობაზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ხარჯების
გაღების
აუცილებლობის
შემთხვევაში,
აღნიშნული
ხარჯები
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და
საქართველოს გენერალური პროკურატურის საქმიანობისთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში დაიფარება.
შესაბამისი ხარჯები ასევე დაიფარება პენიტენციური სისტემისთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულის ჩამდენ პირს
გაზრდილი ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება. ამ თვალსაზრისით
გასათვალისწინებელია, რომ წინა წლის მონაცემების თანახმად, ერთი პატიმრის
შენახვა სახელმწიფოს 1 თვის განმავლობაში დაახლოებით 1354.70 ლარი უჯდება.
5
გარდა ამისა, შესაბამისი ხარჯები დაიფარება საერთო სასამართლოებისთვის
გამოყოფილი
ასიგნებების
გათვალისწინებული
ფარგლებში,
დანაშაულების
თუ
ჩადენასთან
მათ
კანონპროექტით
დაკავშირებით
სისხლის
სამართლის საქმეების განხილვა მოუწევთ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას ახდენს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც
შესაბამის დანაშაულს ჩაიდენენ. კერძოდ, მათ შესაბამისი ოდენობის ჯარიმის
გადახდა დაეკისრებათ, რომელსაც განუსაზღვრავს სასამართლო. კანონპროექტი
ფინანსურ გავლენას მოახდენს ასევე იმ პირებზე, რომელთაც შესაბამისი
დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი აწესებს ჯარიმას შესაბამისი დანაშაულის ჩადენისთვის. ჯარიმის
ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
6
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
7
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი, მაია ბითაძე, დავით
მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი.
8