„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 186-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები:
„11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძვლით სარჩელის
მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა
არსებითია და მისი გამოსწორება შეუძლებელია სასამართლო დავალების მიცემის
გზით ან სასამართლო დავალების მიცემა ხელს უშლის სარჩელის (განცხადების) და
თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარებას.
12. სასამართლოს დავალება მოსარჩელისადმი სარჩელში დაშვებული
დარღვევის გამოსწორების შესახებ მოსარჩელეს ეცნობება სარჩელის მიღებასთან
ერთად, ამ კოდექსის 184-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლოს დავალება
არ ექვემდებარება გასაჩივრებას. სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის სარჩელში
დაშვებული დარღვევის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა არ შეიძლება
აღემატებოდეს 10 დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს დავალების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს
განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.“.
2. 187-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს
დასაბუთებულ განჩინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე
უარის თქმის ყველა საფუძველი. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა
მოტივირებულია იმით, რომ ეს სარჩელი ამ სასამართლოს განსჯადი არ არის,
მოსამართლე ვალდებულია მიუთითოს თავის განჩინებაში, თუ რომელ
სასამართლოს მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ
როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი.“.
3. 187-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. იმავე სარჩელით სასამართლოსთვის განმეორებით მიმართვის
შემთხვევაში, დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმგვარი საფუძვლით,
რომელიც მითითებული არ ყოფილა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის
განჩინებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი საფუძველი წარმოიშვა
სარჩელის უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანის შემდეგ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის
„თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ
მიიღებს სარჩელს, თუ „სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა
იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ
მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო
მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების
ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.“
2023 წლის 3 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე
„გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებული
N2/1/1481 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის აღნიშნული
„თ“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან
მიმართებით.1
საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში განმარტა:
„სსსკ-ის 186-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, სარჩელის განსახილველად მიუღებლობის
საფუძვლად, ბლანკეტურად ადგენს სსსკ-ის 178-ე მუხლით დაწესებული
მოთხოვნების დარღვევას. სადავო ნორმის საფუძველზე, ხდება მათ შორის ისეთი
სარჩელის განსახილველად არმიღება, რომელში დაშვებული ხარვეზი
დაზუსტებადია არსებითად ახალი სარჩელის წარდგენის გარეშეც. დაზუსტებადი
ხარვეზიანი სარჩელის განსახილველად არმიღება, ერთი მხრივ, ართულებს
სასამართლოს მიერ საქმის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტას, რამდენადაც
მარტივად
დაზუსტების
ნაცვლად,
სასამართლოს
უწევს
სარჩელის
განსახილველად არმიღების დასაბუთებული განჩინების მომზადება, მეორე მხრივ
კი, რთულდება მოსარჩელის მიერ უფლების დაცვის შესაძლებლობა − წარდგენილ
სარჩელში
არსებული
ხარვეზის
დაზუსტების
ნაცვლად
მას
უწევს
სასამართლოსთვის ახალი სარჩელით მიმართვა, რაც დამატებით დროს და
1
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის N2/1/1481
გადაწყვეტილება საქმეზე „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“:
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=14895
1
ძალისხმევას საჭიროებს.“2 მსჯელობის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლომ
იმავე გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი
პრაქტიკის თანახმად, საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ხელოვნურად
აბრკოლებს სასამართლოსადმი მიმართვას, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის
31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას, რაც, თავის
მხრივ, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ
გამართლებას. ამდენად, ვინაიდან სადავო ნორმა უშვებს დაზუსტებადი სარჩელის
განსახილველად არმიღების შესაძლებლობას, იგი ზღუდავს საქართველოს
კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას და საჭიროებს
სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.“3
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა: „საკონსტიტუციო სასამართლოს
დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამართალწარმოების პროცესის იმგვარი
მოწესრიგება, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ ავტომატურად უნდა
შეწყვიტოს წარმოება არსებულ საქმეზე და, სანაცვლოდ, დაელოდოს ახალ,
პრაქტიკულად იმავე შინაარსის სარჩელს და შემდეგ იმსჯელოს მასზე, ერთი მხრივ,
მოკლებულია ლოგიკურ ახსნას, ხოლო, მეორე მხრივ, განაპირობებს მოსარჩელისა
და სასამართლოს ადამიანური, მატერიალური თუ დროის რესურსის
არამიზნობრივ ხარჯვას. შედეგად, სასამართლოს უწევს საქმის შეწყვეტის შესახებ
შინაარსობრივ/პრაქტიკულ მნიშვნელობას მოკლებული განჩინების მომზადება,
შემდგომში კი მოდიფიცირებული სარჩელის რეგისტრაციისა და განაწილების
პროცესის ხელახალი უზრუნველყოფა. ამავდროულად, მხოლოდ ყველა
დასახელებული პროცედურული ეტაპის შემდეგ, საბოლოო ჯამში, მიიღწევა
მოსარჩლის მიერ სარჩელის დაზუსტების ეკვივალენტური სამართლებრივი
შედეგი. ბუნებრივია, ამგვარი პროცედურული მოწესრიგება აჭიანურებს სადავო
საკითხის გადაწყვეტას და ამცირებს სასამართლოს ეფექტიანობას (mutatis mutandis
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547
საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი
მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-9).“4
ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვა,
კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ
საკითხის სათანადოდ მოწესრიგება.
2
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის N2/1/1481
გადაწყვეტილება საქმეზე „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12:
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=14895
3 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2023 წლის 3 თებერვლის N2/1/1481
გადაწყვეტილება საქმეზე „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14:
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=14895
4 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2023 წლის 3 თებერვლის N2/1/1481
გადაწყვეტილება საქმეზე „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25:
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=14895
2
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლს ემატება შემდეგი
შინაარსის 11 და 12 ნაწილები:
11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძვლით სარჩელის
მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა
არსებითია და მისი გამოსწორება შეუძლებელია სასამართლო დავალების მიცემის
გზით ან სასამართლო დავალების მიცემა ხელს უშლის სარჩელის (განცხადების) და
თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარებას.
12. სასამართლოს დავალება მოსარჩელისადმი სარჩელში დაშვებული
დარღვევის გამოსწორების შესახებ მოსარჩელეს ეცნობება სარჩელის მიღებასთან
ერთად, ამ კოდექსის 184-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლოს დავალება
არ ექვემდებარება გასაჩივრებას. სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის სარჩელში
დაშვებული დარღვევის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა არ შეიძლება
აღემატებოდეს 10 დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს დავალების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს
განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
ამასთანავე, იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი იცვლება შემდეგი
სახით: „სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს
დასაბუთებულ განჩინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე
უარის თქმის ყველა საფუძველი. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა
მოტივირებულია იმით, რომ ეს სარჩელი ამ სასამართლოს განსჯადი არ არის,
მოსამართლე ვალდებულია მიუთითოს თავის განჩინებაში, თუ რომელ
სასამართლოს მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ
როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი.“
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლს ემატება აგრეთვე
შემდეგი შინაარსის ნორმა: „იმავე სარჩელით სასამართლოსთვის განმეორებით
მიმართვის შემთხვევაში, დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმგვარი
საფუძვლით, რომელიც მითითებული არ ყოფილა სარჩელის მიღებაზე უარის
თქმის განჩინებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი საფუძველი
წარმოიშვა სარჩელის უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანის შემდეგ.“
3
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება 2023 წლის 1 ივლისიდან,
რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის
პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი (არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა) ძალას
დაკარგავს 2023 წლის 1 ივლისიდან.5 კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად,
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის
„თ“ ქვეპუნქტი (არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა) ძალას დაკარგავს 2023
წლის 1 ივლისიდან.6 აქედან გამომდინარე, საჭიროა, კანონპროექტი მიღებულ
იქნეს დაჩქარებული წესით, რათა შესაძლებელი გახდეს ამ კანონპროექტით
წარმოდგენილი ნორმების 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
5
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის N2/1/1481
გადაწყვეტილება საქმეზე „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32, III2: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=14895
6 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2023 წლის 3 თებერვლის N2/1/1481
გადაწყვეტილება საქმეზე „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32, III2: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=14895
4
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
5
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
6
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი.
7