საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით (№07-1/23; 16.06.2023)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-10383/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით (N07-1/23; 16.06.2023)

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-27
ბიუროს ნომერი 271

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-10383/23 26-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად გიგზავნით დასკვნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით (№07-1/23; 16.06.2023) დანართი: კომიტეტის დასკვნა ერთ ფურცლად; პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-10380/23 26-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მეორე პუნქტის ა.გ) ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურა (№07-1/23; 16.06.2023). კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მიზანშეწონილად არ მიიჩნია დიმიტრი ჯაფარიძის არჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge