საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, „მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით − „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ თემატურ მოკვლევაზე კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-10439/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 22

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2307?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 3 საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა თარიღი 26 ივნისი 2023 12:00 2023 წლის 26 ივნისი, 12:00 საათი თბილისი, რუსთაველის გამზ. 8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) პირდაპირი ეთერი - LIVE-02 ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურა (07-1/23; 16.06.2023); მომხსენებელი: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი მსხილაძე პასუხისმგებელი: გ. ესაკია; 2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი ბაქრაძის კანდიდატურა (07-1/22; 16.06.2023); მომხსენებელი: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი მსხილაძე; პასუხისმგებელი: გ. ესაკია; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის განსახილველი საკითხები: 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების 6/28/2023, 3:40 PM https://parliament.ge/print/announcement/2307?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 3 შესახებ“ საქართველოს ადმინისტრაციულ კანონში ცვლილების სამართალდარღვევათა შეტანის კოდექსში თაობაზე“, ცვლილების „საქართველოს შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/270; 12.04.2023) (III მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ერეკლე კეჟერაშვილი; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ე. ჭეიშვილი; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, ნინო წილოსანის, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილისა და ეკა სეფაშვილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ტურიზმის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ (07-3/328; 24.05.2023) (I მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი, ე. ჭეიშვილი, ს. გავარდაშვილი; 5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში“ (07-2/290; 31.05.2023); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი გურგენიძე; სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ავთანდილ კასრაძე; პასუხისმგებელი: გ. ესაკია, თ. ჯაფარიძე; 6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში 6/28/2023, 3:40 PM https://parliament.ge/print/announcement/2307?local=true საქართველოს პარლამენტი 3 of 3 (1-7579/23; 29.05.2023); საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - მომხსენებელი: კახი ბექაური; პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი, ა. შალუტაშვილი; საორგანიზაციო საკითხი: 7. თემატური მოკვლევის - „მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ - დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები. 6/28/2023, 3:40 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N22 ქ. თბილისი 26 ივნისი, 2023 წელი სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ლევან მგალობლიშვილი, ხათუნა სამნიძე, გელა სამხარაული, ანა წითლიძე (სულხან სიბაშვილის უფლებამონაცვლე), პაატა კვიჟინაძე (ვასილ ჩიგოგიძის უფლებამონაცვლე), ბეჟან წაქაძე (სულ 13 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - კახი ბექაური. მოწვეული სტუმრები: შალვა ასათიანი - "საქართველოს გლემპინგის ასოციაცია"; ქეთევან კვიჭიძე გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაცია; ბესიკ ბენდელიანი - Georgian Travel Group; გიორგი ხიდეშელი - Visit Georgia; არჩილ ცინცაძე - სამთო გამყოლთა ასოციაცია; ნინო სირბილაძე - სამთო გამყოლთა ასოციაცია; შალვა ალავერდაშვილი სასტუმროების ფედერაცია; ქეთევან ლორთქიფანიძე - კმს ჯორჯია; მაია წერეთელი -კმს ჯორჯია; ირინა ივანიძე - საქართველოს გიდების ასოციაცია; ქეთევან მელაძე - ჰორეკა ჰოტელსტარ; დიმიტრი ჩიკვაიძე გამყვანი ტურიზმის ასოციაცია; მამუკა კელაურაძე - გამყვანი ტურიზმის ასოციაცია; მამუკა ჯიქია - გამყვანი ტურიზმის ასოციაცია; ნიკა მანჯგალაძე - ავიაკომუნიკატორი; ქეთი ჩხიკვიშვილი - ტურიზმის ალიანსი; 1 თამარ რამიშვილი - ტურიზმის ალიანსი; ირინა ჯიბლაძე - ტურიზმის ალიანსი; დათო გუდაძე - ტურიზმის ალიანსი; თამუნა თანდაშვილი ტურიზმის ალიანსი; ნატო ბახტაძე - საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია; ზურაბ ნაროუშვილი - საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (ვოიაჟერ 365); შორენა ნინიაშვილი - საქართველოს ტურიზმის ასოციაცია; ნატალია კვაჭანტირაძე - საქართველოს ტურიზმის ასოციაცია; მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; თამარ ყორიაული - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; მედეა ჯანიაშვილი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ნინო ფანჯაკიძე - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; თამარ მაისურაძე - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; სალომე იმნაძე - ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი; ანა გოჩაშვილი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ლუკა მამულაიძე - ადმინისტრაციის სპეციალისტი; ნატალია ანდრონიკაშვილი საქართველოს ტურისტული გილდია; ალექსანდრე ზახაშვილი საქართველოს ტურისტული გილდია; ნანა კლიმიაშვილი - შემომყვანი ტუროპერატორი; დავით ნასარიძე - ქართული იარაღის მუზეუმი (ეთნოგიდი); რიჩარდ ქემოკლიძე - ტურისტული მძღოლების გაერთიანება; ლალი ვაშაყმაძე - გიდი ფრილანსერი; ზვიად ტომარაძე - „ერი და სახელმწიფო“; გიორგი თეთრაძე - საქართველოს ტურისტული გილდია; ქეთევან ბურნაძე - გიდი ფრილანსერი; ნანა გულუა - ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიის და ბალნეოლოგიის ასოციაციის დირექტორი; სოსო ბერიკაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი; ელზა ბებია - საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, წარმომადგენლები. პარლამენტის წევრები, აპარატის ორგანიზაციებისა და მასმედიის სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. დღის წესრიგი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურა (№07-1/23; 16.06.2023). მომხსენებელი: გიორგი მსხილაძე 2 2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი ბაქრაძის კანდიდატურა (№07-1/22; 16.06.2023). მომხსენებელი: გიორგი მსხილაძე დარგობრივი ეკონომიკისა განსახილველი საკითხები: და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/270; 12.04.2023). (III მოსმენისთვის) მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, ნინო წილოსანის, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილისა და ეკა სეფაშვილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ტურიზმის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ (№07-3/328; 24.05.2023). (I მოსმენისთვის) მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში“ (№07-2/290; 31.05.2023). მომხსენებელი: ირაკლი ნადარეიშვილი 6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში (№1-7579/23; 29.05.2023). 3 მომხსენებელი: კახი ბექაური საორგანიზაციო საკითხი: 7. თემატური მოკვლევის - “მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ - დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები. მოისმინეს: 1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის - გიორგი მსხილაძის მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურის თაობაზე. მომხსენებელმა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოადგინა დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურა. მომხსენებელმა, ასევე, წარმოადგინა ინფორმაცია კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების თაობაზე. ბოლოს კანდიდატმა წარმოადგინა ინფორმაცია საკუთარ სამუშაო გამოცდილებასა და ხედვებზე მომავალი საქმიანობის შესახებ. ასევე უპასუხა სხდომაზე დამსწრეთა შეკითხვებს. აზრი გამოთქვეს: გადაწყვიტეს: რომან გოცირიძემ, ეკა სეფაშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ჰერმან საბომ, ბექა ლილუაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, ზვიად ტომარაძემ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი არ დაუჭირა საქართველოს 4 პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევას. მოისმინეს: 2. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის - გიორგი მსხილაძის მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის თაობაზე. მომხსენებელმა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოადგინა გიორგი ბაქრაძის კანდიდატურა. მომხსენებელმა, ასევე, წარმოადგინა ინფორმაცია კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების თაობაზე. ბოლოს კანდიდატმა წარმოადგინა ინფორმაცია საკუთარ სამუშაო გამოცდილებასა და ხედვებზე მომავალი საქმიანობის შესახებ. ასევე უპასუხა სხდომაზე დამსწრეთა შეკითხვებს. აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ, ეკა სეფაშვილმა, რომან გოცირიძემ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ხატია დეკანოიძემ, ბექა ლილუაშვილმა, ირაკლი ზარქუამ, ჰერმან საბომ, ზვიად ტომარაძემ. გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი არ დაუჭირა საქართველოს 5 პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევას. მოისმინეს: 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის - გურამ გურამიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელმა მესამე მოსმენით განხილვისათვის წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ეხება შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევას. ასევე, აღნიშნა, რომ ცვლილებების საფუძველზე, 2025 წლის პირველ იანვრამდე მოხდება რეგულაციების შემუშავება და კანონქვემდებარე აქტების მიღება. ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის ასევე, თანმდევ კანონპროექტებში. კანონპროექტების ტექსტში გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი რედაქციული ხასიათის შენიშვნები. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. 6 გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 4. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, ნინო წილოსანის, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილისა და ეკა სეფაშვილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „ტურიზმის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“. მომხსენებელმა პირველი მოსმენით განხილვისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ, ტურიზმის დღეს მოქმედ კანონს წარმოადგენს საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“, რომელიც 1997 წელს იქნა მიღებული, რომელიც რასაკვირველია ვეღარ პასუხობს ქვეყანაში არსებულ რეალობას, ზოგადად თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს, საერთაშორისო სტანდარტებს. ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება განპირობებულია, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებებით. წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებსა და პრინციპებს. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებებს. საქართველოს მთავრობა ტურიზმის თითოეული სახეობისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს შეღავათებს, ადგენს შესაბამისი საქმიანობის სუბიექტებისთვის სტატუსის მოპოვების ან/და გაუქმების წესსა და პირობებს. 7 კანონპროექტით დადგენილია იმ სუბიექტთა ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარებიან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას; კანონპროექტი განსაზღვრავს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან DMO დაკავშირებულ რეგულაციებს. DMO იქნება ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებისა და კონკრეტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსი; მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების - სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობა დარეგულირდება კანონით. მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების/აქტივობების სიას და განხორციელების წესს დაადგენს საქართველოს მთავრობა, ხოლო აღნიშნული საქმიანობის უფლების მოპოვება მოხდება აკრედიტირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული პირების მეშვეობით; ტურისტული გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. სერტიფიცირებას განახორციელებს სსიპ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული იურიდიული პირი. მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან; საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ტურისტული გიდის ოფიციალური მიადენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირებისათვის დააწესოს სხვადასხვა სახის წამახალისებელი შეღავათები; კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის დირექტივებთან. კერძოდ, საგზურით მოგზაურობისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ დირექტივიდან გამომდინარე სიახლეებს წარმოადგენს:       ტურისტული პაკეტის ახლებური განმარტება; ტუროპერატორის მიერ ტურისტისთვის წინასახელშეკრულებო ინფორმაციის ამომწურავად მიწოდების ვალდებულება; კომბინირებული ტურისტული მომსახურებასთან დაკავშირებული რეგულაციები; ტურისტულ პაკეტზე უარის თქმასთან დაკავშირებული რეგულაციები; ტუროპერატორის მიერ ტურისტის დახმარების ვალდებულება; ტუროპერატორის ვალდებულება, იქონიოს ფინანსური უზრუნველყოფა (პასუხისმგებლობის დაზღვევა ან საბანკო გარანტია) მისი შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის; 8  სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას დაეკისრება ტუროპერატორის მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულების ზედამხედველობა; ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებიდან გამომდინარე კანონპროექტით, აგრეთვე, დგინდება დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები. მომხსენებელმა „სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, ტურისტული მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობები წესრიგდება „ტურიზმის შესახებ“ კანონით, შესაბამისად, აუცილებელია სამოქალაქო კოდექსიდან ამოღებულ იქნეს ის დებულებები, რომელიც ეხებოდა ტურისტული საქმიანობის ხელშეკრულებას. შესაბამისად, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კოდექსიდან მეთერთმეტე თავის ამოღებას, რომელიც მოიცავს ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მომხსენებელმა საქართველოს კანონის პროექტზე კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ აღნიშნა, რომ მისი მიღება განპირობებულია „ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონპროექტით, რომელიც აუქმებს „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ კანონს და ხდება ამ კანონის ადგილმონაცვლე. შესაბამისად, აღნიშნულ კანონში აუცილებელია კანონის სათაურზე მითითებით ნორმის გასწორება. კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილ იქნება „ტურიზმის შესახებ“ კანონისა და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების“ საქართველოს კანონის ურთიერთჰარმონიზაცია. აზრი გამოთქვეს: ალექსანდრე ელისაშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, ელზა ბებიამ, ქეთევან ბურნაძემ, დავით ნასარიძემ, რიჩარდ ქემოკლიძემ, ნანა კლიმიაშვილმა, შალვა ასათიანმა, ნატალია ბახტაძემ, მაია წერეთელმა, ზურაბ ნაროუშვილმა, ირინა ივანიძემ, ზვიად ტომარაძემ, შალვა ალავერდაშვილმა, თამუნა თანდაშვილმა, გიორგი თეთრაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. 9 გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 5. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, მომხსენებლის არყოფნის გამო, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიშის“ მოსმენის გადადების თაობაზე. მოისმინეს: 6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის - კახი ბექაურის მოხსენება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნისა და მომხმარებლისთვის საკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ევროპელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო ტელეკომ ბაზრის სრულფასოვანი (კომპლექსური) კვლევა. ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს კომუნიკაციების კომისიის გუნდსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისთან („AA Facility“) ერთად. კვლევის ფარგლებში შეფასდება ტელეკომ სექტორში არსებული კონკურენცია, გამოვლინდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ კომპანიებს განესაზღვრებათ სპეციფიკური ვალდებულებები. ასევე, შეფასდება მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. 10 კვლევის შედეგად დადგინდება, საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორიცაა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ბაზრის ე.წ. “Bitstream” სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრები, ასევე, მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი. გასულ წელს, კომუნიკაციების კომისიამ შეაფასა ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების თვალსაზრისით არსებული გარემო. საქმიანობა დაიწყო პირველმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა „ჰალლო“-მ, თუმცა, დაშვების მსურველ სხვა კომპანიებსა და ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის, მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა. კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა, რათა მხარეებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა მისცემოდათ. მომხსენებელმა, ასევე, აღნიშნა, რომ გასულ წელს, კომუნიკაციების კომისიამ აბონენტებს ნომრის პორტირება გაუმარტივა. ასევე დამტკიცდა ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის ახალი წესები; განახლებული წესებით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მობილური ნომრის პორტირების განაცხადი დისტანციურად, სასურველი ოპერატორის სერვისცენტრში მისვლის გარეშე გააკეთონ და ახალი ოპერატორის სიმ-ბარათი ნებისმიერ მისამართზე მიიღონ; ასევე, აქვთ შესაძლებლობა ტექნოლოგიის ცვლილების მიუხედავად შეინარჩუნონ არსებული ნომერი. მომხსენებლის ინფორმაციით, გასულ წელს განახლდა რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა, რომელიც ახალი ტექნოლოგიებისთვის, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის, ახალ სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავს და ფიქსირებული უსადენო ინტერნეტის ფუნქციონირებისთვის, დამატებით სიხშირულ ზოლს ითვალისწინებს. ასევე, განისაზღვრა სპეციფიკური თანამგზავრული მომსახურებებისთვის დიაპაზონები, დაზუსტდა ტექნოლოგიური სტანდარტები და მომსახურებების სახეობები. ეროვნული გეგმის განახლება მიზნად ისახავს თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების დანერგვასა და ამოწურვადი სიხშირული რესურსების ეფექტიან მართვას. საანგარიშო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ჩართულობით საყოველთაო 11 ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის - „Log-in Georgia“-ს ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და რომლის მიზანიც ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. “ოუფენ ნეტმა” ქობულეთში მოაწყო 50 კილომეტრამდე ოპტიკური ქსელი. წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე აშენდა 140 კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. ქსელის მშენებლობა დაიწყო ასევე ტყიბული-ამბროლაური-ონის, ჩოხატაური-სამტრედიისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით. აღნიშნული გეოგრაფიული არეალები ერთობლივად გულისხმობს 570 კილომეტრიან ინფრასტრუქტურას და 68 000 ადამიანისთვის ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის შექმნის შესაძლებლობას. ინტერნეტიზაციის პროგრამის მხარდასაჭერად, კომისიამ გასულ წელს დაიწყო “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” განხორციელება, რომლის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30 თემატური სემინარი ჩაატარა და 350 ბენეფიციარი ციფრული სერვისების გამოყენებაში გადაამზადა. საანგარიშო პერიოდში ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,469 მლნ (მილიარდ, ოთხას სამოცდაცხრა მილიონი) ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით, 200 მილიონი ლარით მეტია. 2022 წელს მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5.84 მლნ (ხუთი მილიონ რვაას ორმოცი ათასი) შეადგინა, საიდანაც იურიდიული პირი აბონენტი - 1.38 მლნ (მილიონ სამას ოთხმოცი ათასი) , ხოლო ფიზიკური პირი აბონენტი - 4.46 მლნ (ოთხი მილიონ ოთხას სამოცი ათასი) იყო. საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია მაღალია და 170%-ს შეადგენს. 2022 წელს მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: მაგთიკომი - 42%, სილქნეტი - 33%, ბილაინი - 25%; გასული წლის მონაცემებით, საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი (ARPU) – 11,8 ლარი იყო. ARPU კომპანიების მიხედვით მაგთიკომი - 14.1 ლარი, სილქნეტი - 12.1 ლარი და ბილაინი - 7.7 ლარი. მობილურ ინტერნეტს 4,1 მლნ (ოთხი მილიონ ასი ათასი) აბონენტი მოიხმარს, რაც წინა წელთან შედარებით, 350 000 აბონენტით მეტია. ბოლო 5 წელიწადში, მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ 8.6% შეადგინა. 12 2022 წელს, მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 94% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელზე 3%-ით მეტია. 2022 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1,080,000 შეადგინა. 2021 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 7%-ით, 70,6 ათასი აბონენტით გაიზარდა. ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან, 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი. გასულ წელს მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 755 ათასი შეადგინა. ბოლო 5 წლის მონაცემებით, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიური საშუალო ზრდა 2.1%-ია. 2022 წლის მონაცემებით, IPTV ტექნოლოგია მაუწყებლობის ტრანზიტის კვლავ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 81,3%-ს შეადგენს. 2022 წელს რეგისტრირებული იყო 116 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი და 43 ლიცენზირებული რადიომაუწყებელი. აქედან, 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია; 2022 წელს მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 79,9 მლნ ლარი შეადგინა. სატელევიზიო კომერციული რეკლამის შემოსავალი იყო 73,6 მლნ ლარი, ხოლო რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი - 6,3 მლნ ლარი. გასული წლის მონაცემებით სამაუწყებლო სფეროს მნიშვნელოვან გამოწვევად „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის, კერძოდ, სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა გამოვლინდა. გარდა ამისა პრობლემა იყო არასაარჩევნო პერიოდში ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე. 2022 წლის მონაცემებით სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების კანონდარღვევით ეთერში განთავსების გამო, ტვ პირველი, ტელეიმედი, აგრომედია და სეზონი ტვ კომისიამ წერილობით გააფრთხილა. პოლიტიკური რეკლამის, არასაარჩევნო პერიოდში გავრცელების გამო კი, ტელეკომპანია „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ გაფრთხილება მიიღეს, „მთავარი არხს“ კი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი ჰქონდა ანალოგიური დარღვევა. სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა მნიშვნელოვნად არღვევს მაყურებლის უფლებებს, მაყურებლისთვის შეუძლებელი ხდება გაარკვიოს სად არის რეკლამა და სად გადაცემის შინაარსი, როდესაც გადაცემის წამყვანების მიერ პროდუქტის მახასიათებლებზე და უპირატესობებზე ხდება გადაჭარბებული ხაზგასმა. მნიშვნელოვანია, რომ სარეკლამო წესების დარღვევა, აზიანებს სარეკლამო ბაზარს, ვინაიდან რეკლამის დამკვეთებს ურჩევნიათ თანხა პროდუქტის 13 განთავსებაში გადაიხადონ, ამიტომაც მცირდება კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლები. გამომდინარე იქედან, რომ სარეკლამო წესების დარღვევა 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდა, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო კვლევა, რომლის მიზანია საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი ზომების მიღება, რათა მაყურებლის უფლებები იყოს დაცული და არ ხდებოდეს მაუწყებლების მიერ მათი შეცდომაში შეყვანა. 2022 წელს სატელეკომუნიკაციო დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 434,299,755 ლარი შევიდა. მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 38,145,575 ლარი შეადგინა. ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ - 396,119,119 ლარი. ლიცენზირებიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, 15,759 ლარი შეადგინა, ხოლო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, ჯარიმის სახით, ბიუჯეტში 19,302 ლარი ჩაირიცხა. ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებთან ერთად, წლებია ინტერნეტ სივრციდან არალეგალური აუდიოვიზუალური პროდუქციის ამოღებაზე მუშაობს. 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ 50-ზე მეტი ქართული და 200-ზე მეტი უცხოური არალეგალური საიტის მონიტორინგი ჩაატარა. კომისია, სამუშაო რეჟიმში, პერმანენტულად მიმართავს ვებ-გვერდებს, ამოიღონ საკუთარი პლატფორმებიდან არალეგალური აუდიო-ვიზუალური პროდუქცია და მიიღონ კანონის შესაბამისი ზომები. კომისია მეხუთე წელია აქტიურად მუშაობს მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით. 2022 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. მათ შორის:  მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული;  მედიის გასაღები;  დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა - კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში;  მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში;  კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“  მედიის ეკონომიკა;  HAPPY ONLIFE;  პროგრამირების სახელმძღვანელო - „გამარჯობა რუბი“;  მედიაწიგნიერების ონლაინ ჰაბი - Mediatsigniereba.ge; 14 2021 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაავტორიც საქართველოა. გასულ წელს გამართული მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, კომუნიკაციების კომისიის მიერ გლობალური მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და პროექტები, EPRA-ს საბჭოს წევრებმა, ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითად დაასახელეს. კომისიის ორგანიზებით, პარტნიორებთან მნიშვნელოვანი ღონისძიება. მათ შორის:    ერთად, ჩატარდა სხვადასხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში პირველად აღინიშნა მედიაწიგნიერების დღე; მედიააკადემიაში სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო სიმულაციური თამაში ჩატარდა; ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მშობლებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების ახალი პროექტი - „მედიის გასაღები“ დაიწყო, რომელიც არის ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც მოზარდებს ფილმებისა და მულტფილმების გააზრებაში ეხმარება. 2022 წელს „მედიის გასაღების“ პროექტის ფარგლებში, განთავსდა 100 ფილმის, მათ შორის, 30 ქართული და 70 უცხოური ფილმის შესახებ ინფორმაცია. ფილმები დაყოფილია სპეციალური ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. თითოეულ ფილმს ახლავს ინდივიდუალური აღწერა, კითხვები დისკუსიისთვის და ინფორმაცია, თუ რა დადებით შინაარსზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რათა მოზარდებს კრიტიკული და ანალიტიკური უნარები განუვითარდეთ. „მედიის გასაღების“ ვებ-გვერდს 2022 წლის განმავლობაში 40,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითრების პროცესში სულ უფრო მეტი დაინტერესებული მხარე ჩაერთოს. აღნიშნულ მიზანს ემსახურება მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა - www.mediatsigniereba.ge, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე, მათ შორის საჯარო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ უწყებებისთვის ერთიან ონლაინ სივრცეს, ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს. ონლაინ პლატფორმა, მომხმარებლებს, მათ შორის, მოზარდებს, მშობლებსა და პედაგოგებს, მედიაწიგნიერების მიმართულებით მუდმივად განახლებად 15 ინფორმაციასა და საგანმანათლებლო რესურსებს სთავაზობს, პლატფორმას, 2022 წლის მდგომარეობით, ასევე, 40,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება განხორციელდა, შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი სასწავლო მოდული მასწავლებლებისთვის. მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი მე-10 კლასელებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატებას გულისხმობს. ზემოთ ჩამოთვლილი მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში გასულ წელს 900 პედაგოგი, 7 უნივერსიტეტის 500 სტუდენტი და 100-ამდე სკოლის 5722 მოსწავლე გადამზადდა, რომლებსაც მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების უნარები განუვითარდათ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეხუთე წელია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაარსებული მედიააკადემია წარმატებით საქმიანობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მედიააკადემია სედგება სამი მიმართულებისგან:  მედიალაბი არის სივრცე ციფრული მედიის მიმართულების სტარტაპერებისთვის, რომელიც მათ სტარტაპის დახვეწისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს მედიალაბის საერთო სამუშაო სივრცეში 25 ღონისძიება ჩატარდა, სივრცით 600-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, ხოლო 10-ზე მეტმა სტარტაპმა, აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამა გაიარა. ასევე, ორჯერ ჩატარდა სტარტაპიდეების კონკურსი „იდეადრომი“, რომლის მიზანი პოტენციური სტარტაპერებისა და სტარტაპიდეების აღმოჩენაა.  მედიასკოლა დამწყები და მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სემინარებსა და მასტერკლასებს ატარებს. 2022 წელს მედიასკოლამ ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 10-მდე სწავლება ჩაატარა, რომლებსაც 100-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. გარდა ამისა, მედიასკოლამ ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის მასტერკლასის პროექტი გააგრძელა. მასტერკლასს ოთხი ახალი ავტორის: მედიამენეჯერისა და პროდიუსერის, გიორგი ხაბურზანიას, ჟურნალისტ მაკა ანთიძის, BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერის, ნათია აბრამიას და თეატრმცოდნე და ტელეწამყვანის, 16 ნიკა წულუკიძის 29 ვიდეო ლექცია დაემატა. ონლაინ მასტერკლასი ყველა დაინტერესებულ პირს სრულიად უფასოდ, აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ის, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. მასტერკლასის ონლაინ სერიებს, დაწყების დღიდან, ჯამურად მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.  მედიაკრიტიკა არის პლატფორმა, რომელიც საზოგადოებასა და მედიას შორის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ითავსებს. „მედიაკრიტიკის“ მიზანია ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა. მედიაკრიტიკა, ექსპერტებისა და პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ შექმნილ სარედაქციო კოდექსს ეფუძნება. 2022 წლის განმავლობაში, პლატფორმაზე 147 მასალა გამოქვეყნდა. მედიაკრიტიკა სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, რომელთა სტატისტიკაც ასეთია:  45 რეპლიკა - მცირე ფორმატის კრიტიკული სტატია, რომელიც ძირითადად ეხება ყოველდღიურ ახალ ამბებში აღმოჩენილ დარღვევებს;  52 რეცენზია - ანალიტიკური სტატია, რომელიც მოიცავს ერთი ან რამდენიმე მედიაპროდუქტის ანალიზს;  50 ბლოგი - საავტორო ხასიათის ანალიტიკური სტატია. მედიაკრიტიკის ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ მასალებს, დაარსების დღიდან 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი გაეცნო, ხოლო მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში, მედიაკრიტიკის პლატფორმას 350 000-მდე ვიზიტორი ჰყავდა. აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. 17 მოისმინეს: 7. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება თემატური მოკვლევის - „მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ - დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თემატური შემუშავებული იქნა რეკომენდაციები. მოკვლევის საფუძველზე აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და გაიზიარა თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები. სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 18