საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონოის პროექტის თანმდევი პროექტების პაკეტიდან (№07-2/75; 16.09.2021) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.06.2023
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ნომერი
#1-9294/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-28
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

წერილი
*GOV12300018795* GOV 1 23 00018795 27/06/2023 საქართველოს პარლამენტს როგორც თქვენთვის ცნობილია, 2021 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა საკანონმდებლო პაკეტი (№33068), რომლის ერთ-ერთი შემადგენელი კანონპროექტი, 1994 წლის 28 ოქტომბრის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ვინაიდან, აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის (N875-Vრს-Xმპ; 02.08.2021) მიღების გამო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის შესახებ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 ივნისის №1222 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის („დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - №33068; 16.09.2021) შემადგენელ კანონპროექტს - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ („მეწარმეთა შესახებ“ 1994 წლის 28 ოქტომბრის №577–Iს საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი). დანართი: საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 ივნისის №1222 განკარგულება. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი