საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 14-16 მაისს, სტოკჰოლმში გამართული ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სხდომაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-10726/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-30
ბიუროს ნომერი 274

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-10726/23 29-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2023 წლის 14-16 მაისს, სტოკჰოლმში გამართული ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სხდომაში მონაწილეობის შესახებ. დანართი: 2 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სხდომაში მონაწილეობის შესახებ სტოკჰოლმი, შვედეთი 14-16 მაისი, 2023 წელი 14-16 მაისს, სტოკჰოლმში, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მონაწილეობდა. COSAC-ის პლენარულ სესიას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, შვედეთი მასპინძლობდა. მასში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტები და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პლენარული სესია შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლემა გახსნა. ევროპის პარლამენტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ჯესიკა როსვალი. სესიის პირველ სამუშაო დღეს შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე და ევროპის ერთიან ბაზარზე იმსჯელეს. პირველივე სესიაზე ევროპასთან ბოჭორიშვილმა, სიტყვით გამოვიდა. ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა მან ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე და არსებულ გამოწვევებზე. ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე და საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე. განაცხადა რომ „სამართლიანი შეფასებების საფუძველზე, მოელის მიმდინარე წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად.“ „მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშით ევროკომისიამ ასევე დაადასტურა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. წარმატებულმა რეფორმებმა საქართველო მრავალი თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილად აქცია და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან დააახლოვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის რუსეთის მიერ ოკუპაციის და საქართველოს ორ რეგიონში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის პირობებში“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ევროკავშირის ერთიანი ბაზრის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ერთიან ბაზარში საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა. „გასულ წელს საქართველომ გამოხატა სურვილი გაწევრიანდეს ერთიანი ევროგადახდის სივრცეში(SEPA). მოველით, რომ საქართველოს მიერ საჭირო კრიტერიუმების 1 შესასრულებლად გაწეული ძალისხმევა სათანადოდ და დროულად შეფასდება და ქართულ ბანკებს მიეცემათ შესაძლებლობა შეუერთდნენ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს, რაც გაზრდის ბიზნეს შესაძლებლობებს საწარმოებისთვის და მათ გაუადვილებს წვდომას ფართო ევროპულ ბაზარზე’’- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის, ქართველი სტუდენტებისთვის ევროპაში სწავლის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის და როუმინგის ევროპულ ზონაში საქართველოს ჩართვის საკითხების. კვლავ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გახსნას ინტეგრაციის რეალური პერსპექტივები ასპირანტი ქვეყნებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის პროცესის რეალურ წინსვლას და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. უკრაინის საკითხზე გამართული განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისდამი და აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. „ჩვენ არაერთხელ გამოვცადეთ რუსული აგრესია, რომლის შედეგიც არის ოკუპაცია, უკანონო სამხედრო ყოფნა საქართველოს რეგიონებში, რომელიც დღემდე გრძელდება და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანი. შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საფრთხეები გაზრდილია და შესაძლო სამხედრო ესკალაციის რისკი მაღალია, მაშინ როცა ჩვენ ჯერ არ ვართ დაცული ნატოს უსაფრთხოების ქოლგით და არ ვსარგებლობთ ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობით. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოს სრულ შესაბამისობას ევროკავშირის სანქციებთან. საქართველო მჭიდრო კოორდინაციაშია ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს სანქციების აღსრულებაზე“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. პლენარულ სხდომაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტები მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის და საქართველოს მიმართულებით და ადასტურებენ, რომ მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა. ევროკავშირის საპარლამენტო ღონისძიებაზე საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით საქართველოს მსგავსად მოწვეულნი იყვნენ დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, კოსოვო, მონაკო, ისლანდია. ღონისძიების ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ვიზიტში კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდნენ კომიტეტის თავმჯომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე და კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი თეონა ბორაშვილი. 2