„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 275
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) მე-7 მუხლის
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო
სამსახურში გაწვევის მოთხოვნა.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის თავდაცვის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ მიზანშეწონილია საკანონმდებლო დონეზე ჰარმონიზებული იყოს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და თავდაცვის კოდექსი, აუცილებელი შესაბამისი
ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილების შემდგომ საქართველოს პარლამენტის
შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან.
რეგლამენტის
სათანადო
ნორმა
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
თავდაცვის კოდექსის პროექტის მიხედვით, სამხედრო სამსახურის სახეებია: რეგულარული
სამხედრო სამსახური და სარეზერვო სამხედრო სამსახური. თავის მხრივ, რეგულარული
სამხედრო სამსახური მოიცავს:
- პროფესიულ სამხედრო სამსახურს;
- წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.
ხოლო სარეზერვო სამხედრო სამსახური მოიცავს:
- აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურს;
- სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახური არის
ნებაყოფლობითი.
ამდენად, კანონის შესაბამის ნორმებში ზუსტდება ტერმინები და „სავალდებულო
სამხედრო სამსახურის“ ნაცვლად მიეთითება „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო
სამსახური“,
ხოლო
„რეზერვში
მყოფი სამხედრო
მოსამსახურეების“
ნაცვლად,
„სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში“.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტზე.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
მიზანშეწონილია წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,
რათა შესაბამისობაში მოვიდეს თავდაცვის კოდექსთან. ამასთანავე, რეგლამენტის პროექტი არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
რეგლამენტის პროექტის მიღება საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან მისი
ძალაში შესვლა უნდა განხორციელდეს თავდაცვის კოდექსის (მეორე მოსმენით განხილულ
იქნა პარლამენტის კომიტეტებზე) ძალაში შესვლასთან ერთად, რადგანაც თავდაცვის
კოდექსის პროექტის მიხედვით ტერმინი „სავალდებულო სამხედრო სამსახური“ იცვლება
ტერმინით „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი არის ტექნიკური ხასიათის და არ იწვევს ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის მიღება არ უკავშირდება
საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი ბერაია, ხატია წილოსანი, ირაკლი ჩიქოვანი, გოგი
მეშველიანი, რესან კონცელიძე, რატი იონათამიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი ბერაია, ხატია წილოსანი, ირაკლი ჩიქოვანი, გოგი
მეშველიანი, რესან კონცელიძე, რატი იონათამიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი.