საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ბეჟან წაქაძის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას და ვასილ ჩიგოგიძის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/331; 31.05.2023) საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.07.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ვასილ ჩიგოგიძე
ნომერი
#2-10844/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-03
ბიუროს ნომერი 276

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-10844/23 03-07-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 31 მაისს, ჩვენ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/331; 31.05.2023) ვინაიდან მ.წ. 30 ივნისს დაჩქერებული წესით მიღებულ იქნა საქართველოს კანონების პროექტები: ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(№07- 3/327; 24.05.2023), საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინიციატორებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვითხოვოთ ინიცირებული კანონის პროექტი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე პარლამენტის წევრი ისკო დასენი პარლამენტის წევრი ირაკლი კირცხალია პარლამენტის წევრი ვასილ ჩიგოგიძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge